მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები
როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეკვლე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცია გახ­ლავთ, რო­მელ­საც ბევრ ოჯახ­ში დღემ­დე იცა­ვენ. ფეხ­ბედ­ნი­ერ მეკვლეს შე­უძ­ლია, ოჯახს წარ­მა­ტე­ბა და­ა­ბე­დოს. პუტ­კუ­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო მეკვლე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, "გზის" სა­ა­ხალ­წლო ნომ­რის­თვის ცნო­ბი­ლი პუტ­კუ­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი ჩაგ­ვე­წე­რა, რომ ჩვენს "ოჯახს" წარ­მა­ტე­ბა - სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და სტა­ტი­ე­ბი, ბევ­რი ექ­სკლუ­ზი­ვი და ტი­რა­ჟის ზრდა დაჰ­ბე­დე­ბო­და...

თაკო აბა­ში­ძე:

- პუტ­კუ­ნა ადა­მი­ა­ნებს კარ­გი ფეხი აქვთ? არ ვი­ცო­დი (იცი­ნის)! რად­გან თქვე­ნი "მეკვლე" ვარ, ჟურ­ნალ "გზას" 10-ჯერ მეტ ტი­რაჟ­სა და ბევრ ექ­სკლუ­ზივს ვუ­სურ­ვებ! ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახალ წე­ლი­წადს რო­გორ და­ვი­წყებთ. ამი­ტომ ამ დღეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბით, ოჯახ­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი. წელ­საც ასე მო­ვიქ­ცე­ვი. რომ გი­თხრათ, მეკვლე­ო­ბის მჯე­რა-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ ამ ტრა­დი­ცი­ას მა­ინც ყვე­ლა იცავს და ცდი­ლობს, მისი მეკვლე კარ­გი, ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყოს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ­ბო­ბენ, - კარ­გი ფეხი აქ­ვსო. ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ჩვე­ნი მეკვლე ჩემი შვი­ლი - ბარ­ბა­რე იყო: სახ­ლი­დან გა­ვიყ­ვა­ნე და მეკვლედ შე­მო­ვიყ­ვა­ნე. ახალ წელ­საც იმა­ვეს ვა­პი­რებ.

- თაკო, მეკვლე­ო­ბას ხში­რად გთხო­ვენ?

- ძა­ლი­ან! ახალ წელს ჩემი მე­გობ­რე­ბის ოჯა­ხებ­ში მეკვლე სულ მე ვი­ყა­ვი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კარ­გი ფეხი მაქვს. ახლა უკვე პა­ტა­რა მყავს. მას­თან ერ­თად, მეკვლედ ვე­ღარ ვივ­ლი...

კობა ბა­რა­თე­ლი:

- სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის გამო, ისე­თი გა­დაღ­ლი­ლი ვარ, რომ 31 დე­კემ­ბერს დი­ლის 6 სა­ათ­ზე დავ­წვე­ბი და მე­ო­რე დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე გა­მო­ვი­ძი­ნებ, მაგ­რამ მა­ნამ­დე 2 ჭი­ქის და­ლე­ვა მა­ინც თუ მო­ვას­წა­რი, "უნი­ჭოდ" დავ­თვრე­ბი: ცუდი სიმ­თვრა­ლე არ მაქვს - აყალ­მა­ყა­ლი არ მიყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, ვი­ძი­ნებ ხოლ­მე, თან - ისე, რომ 2 კვი­რა ვერ გა­ვიღ­ვი­ძებ.

- ამ­ბო­ბენ, - პუტ­კუ­ნა ადა­მი­ა­ნებს კარ­გი ფეხი აქ­ვთო...

- ალ­ბათ, სი­მარ­თლეა, ისე, 31 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი და მალე მეკვლედ აღარც და­მი­ძა­ხე­ბენ. მგო­ნი, ცუდი მეკვლე არ ვარ. სხვა­თა შო­რის, სად­მე მა­ღა­ზი­ა­ში რომ შევ­დი­ვარ, ვაჭ­რებს ჩემი და­ნახ­ვა უხა­რი­ათ. მე­უბ­ნე­ბი­ან, - "სიფ­თა­ზე" როცა შე­მო­დი­ხარ, იმ დღეს მა­გა­რი ვაჭ­რო­ბა გვაქ­ვსო. ასე რომ, შე­მიძ­ლია, და­ვას­კვნა: ცუდი მეკვლეც არ ვიქ­ნე­ბი.

- ვინ­მეს მეკვლე ყო­ფილ­ხართ?

- კი, უფრო ხში­რად - სტუ­დენ­ტო­ბი­სას. მა­მი­დაშ­ვილს ცოლი არ ჰყავს. მა­მი­და მე­უბ­ნე­ბო­და, - ჩვე­ნი მეკვლე იყა­ვი და იქ­ნებ, ჩემ­მა შვილ­მა ცო­ლის მოყ­ვა­ნას საშ­ვე­ლი და­ა­ყე­ნო­სო. იმ წე­ლი­წადს მათ­თან მეკვლედ მი­ვე­დი. გამ­რავ­ლე­ბა და გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა ვუ­სურ­ვე. თან, ბრინჯსა და პუ­რის "კა­კალს" ვყრი­დი. მა­მი­დაშ­ვილ­მა ცოლი იმ წე­ლი­წადსაც არ შე­ირ­თო. ამ­ბო­ბენ, - 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეკვლე ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი უნდა იყო­სო, მაგ­რამ მა­მი­დას მე­ო­რე წელს მეკვლე­ო­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. მი­ზე­ზით რომ და­ინ­ტე­რეს­და, ვუ­პა­სუ­ხე: - ხომ ხე­დავ, გიამ ცოლი არ მო­იყ­ვა­ნა, ე.ი. კარ­გი ფეხი არ მქო­ნია-მეთ­ქი. მა­მი­დაშ­ვილ­მა გვერ­დზე გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა: - რას ამ­ბობ, ბიჭო? პი­რი­ქით, კარ­გი ფეხი გაქვს - ცო­ლის შერ­თვა არ მინ­და და მა­ძა­ლე­ბე­ნო!..

- თქვე­ნი მეკვლე ვინ არის ხოლ­მე?

- ახა­ლი წლის ან ბარ­ბა­რო­ბის დად­გო­მამ­დე 15 წუ­თით ადრე ში­ნი­დან გავ­დი­ვარ და შემ­დეგ, სახ­ლში მეკვლედ თა­ვად­ვე შევ­დი­ვარ. ჩემი ოჯა­ხის­თვი­საც კარ­გი მეკვლე ვარ: 2012 წელს ბინა შე­ვი­ძი­ნე.

- გი­ლო­ცავთ!

- გმად­ლობთ! სხვა­თა შო­რის, 17 დე­კემ­ბერს, ბარ­ბა­რო­ბას ჩემს სახ­ლში მეკვლე მე ვი­ყა­ვი. ჰოდა, უკვე ბი­ნის რე­მონტს ვამ­თავ­რებ, ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა კი რე­მონ­ტის დამ­თავ­რე­ბა გახ­ლავთ. ჩემს ოჯახ­ში მეკვლედ რო­მე­ლი­მე ბან­კის მე­პატ­რო­ნეს ვი­სურ­ვებ­დი. მის­გან არც ბრინ­ჯი­სა და არც პუ­რის "კაკ­ლის" შე­მოყ­რა არ მინ­და. შინ "პა­ტა­რა პრო­ცენ­ტე­ბი" "შე­მო­მი­ყა­როს" - მა­გა­ლი­თად, 14%-იანი სეს­ხი 7-მდე ჩა­მო­იყ­ვა­ნოს...

მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი:

- მეკვლე­ო­ბა ცრურ­წმე­ნად მი­მაჩ­ნია: ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ფეხს ვინ­მეს ბე­დის შეც­ვლა არ შე­უძ­ლია. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბაც გხვდე­ბა წი­ლად და იმედ­გაც­რუ­ე­ბაც. ამი­ტომ მეკვლე­ო­ბის არ მჯე­რა. ბოლო წლებ­ში, 31 დე­კემ­ბერს სულ ქუ­ჩა­ში ვარ. წელს მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი არ გვაქვს. ასე რომ, ახალ წელს ყვე­ლა­ნი სახ­ლებ­ში შევ­ხვდე­ბით, შემ­დეგ კი მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბე­ბით და გა­ვა­თე­ნებთ. რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩვენც ვამ­ზა­დებთ სა­ცივს, გო­ზი­ნაყს... სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძი არ გვაქვს. გურ­მა­ნი ვარ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ტოლ­მა მომ­წონს. სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­საც ვამ­ბობ. გარ­თო­ბა მიყ­ვარს! ნაძ­ვის ხის მორ­თვა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ - ამას დე­და­ჩე­მი, ჩემი და და ტყუ­პი შვი­ლი აკე­თებს. ჩემი შვი­ლე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის მეკვლე­ე­ბიც არი­ან.

- თქვენ კი ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ერთ-ერთი "მეკვლე" ხართ...

- მარ­თლა?! კი­დევ უფრო მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას, წარ­მა­ტე­ბას, ტი­რა­ჟის გაზ­რდას გი­სურ­ვებთ! "გზას" ყო­ველ­თვის ვკი­თხუ­ლობ - ძა­ლი­ან მომ­წონს. ამი­ტომ მინ­და, რომ "გა­ფარ­თოვ­დეს". იცით, აპო­კა­ლიფ­სის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მი­ხა­რია, რომ გა­თენ­და (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 21 დე­კემ­ბერს. - ავტ.)! ჰოდა, ახლა ისე­თი ბედ­ნი­ე­რი გე­სა­უბ­რე­ბით, რომ რაც გი­სურ­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი აგიხ­დე­ბათ (იცი­ნის)!

თეა და­ნე­ლია:

- ჟურ­ნალ "გზას" დიდ ტი­რაჟ­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვუ­სურ­ვებ ჩემ­ნა­ირ გა­და­სა­რევ რეს­პონ­დენ­ტებ­თან (იცი­ნის)! მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად - არა, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად მეკვლე მა­ინც ვყო­ფილ­ვარ. სა­ერ­თოდ, ეს ტრა­დი­ცია ცრურ­წმე­ნად მი­მაჩ­ნია. ისე, ლა­მა­ზი ფეხი მაქვს, ზომა - 38, ზამ­თარ­ში - 39, რად­გან სქე­ლი წინ­და მაც­ვია (იცი­ნის). ძი­რი­თა­დად, ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­ზე კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს ხოლ­მე და შინ გვი­ან ვბრუნ­დე­ბი. ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, ში­ნი­დან რომ გა­ვი­დე და შემ­დეგ, სახ­ლში ფუ­ლით, პუ­რით და შაქ­რით შე­მო­ვი­დე, ეს მეკვლე­ო­ბად არ მი­მაჩ­ნია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკვე გა­მოვ­კი­თხე - სა­ა­ხალ­წლოდ ვის რა კერ­ძი უნდა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რად მო­ვამ­ზა­დო...

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი:

- მარ­თა­ლია, ამ­ბო­ბენ, - პუტ­კუ­ნა მეკვლე­ებს კარ­გი ფეხი აქ­ვთო, მაგ­რამ გამ­ხდა­რი იქ­ნე­ბი თუ მსუ­ქა­ნი, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­პინ­ძლის ოჯახ­ში სი­კე­თე და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნო! ცუდი მეკვლე ნამ­დვი­ლად არ ვარ, რად­გან სა­დაც შევ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­მაქვს. ვცდი­ლობ, მას­პინ­ძლე­ბი კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ვა­ყე­ნო.

- მეკვლე­ო­ბას ხში­რად გთხო­ვენ?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ გა­მომ­დის: ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო, კარ­გად იცი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, 31 დე­კემ­ბერს მთე­ლი ღამე ქუ­ჩა­ში ვარ ხოლ­მე. შინ ისეთ დროს შევ­დი­ვარ, რომ ჩემი ოჯა­ხის მეკვლე ვარ. შემ­დეგ უკვე მე­გობ­რე­ბის ზა­რებს ვპა­სუ­ხობ, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან: მა­მუ­კა, გე­ლო­დე­ბი­თო. მე­გობ­რებს უფრო ბე­დო­ბა დღეს ვსტუმ­რობ.

- ოჯახ­ში მეკვლედ შეს­ვლი­სას რამე გან­სა­კუთ­რე­ბულს ხომ არ აკე­თებთ?

- არა, ოჯახ­ში ლექ­სე­ბის თქმით ნამ­დვი­ლად არ შევ­დი­ვარ (იცი­ნის), უბ­რა­ლოდ - სი­კე­თი­თა და სიტ­კბო­თი.

- ამ ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდე­ბით?

- ახალ წელს მოს­კოვ­ში ვხვდე­ბი. კო­ლე­გებ­თან - ლა­მაზ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, 31 დე­კემ­ბერს კლუბ "სა­ქარ­თვე­ლო­ში" სა­ა­ხალ­წლო პროგ­რა­მას გა­ვუ­ძღვე­ბი.

- რო­გორც პუტ­კუ­ნა "მეკვლე", ჩვენს ჟურ­ნალს რას უსურ­ვებთ?

- გე­ნაც­ვა­ლეთ! "გზა" ისე­დაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, რა გი­სურ­ვოთ?! მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით მინ­და, რომ 2013 წელი თქვენ­თვის ბედ­ნი­ე­რი, ბა­რა­ქი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს! დამ­დეგ შობა-ახალ წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცავ! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ! იცო­დეთ, რომ სა­დაც უნდა ვიყო, იქი­დან მო­გე­ფე­რე­ბით. ახლა რუ­სეთ­ში ვარ და რუ­სე­თი­დან გე­ფე­რე­ბით...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები

როგორ შევარჩიეთ ფეხბედნიერი მეკვლეები

მოგეხსენებათ, საქართველოში მეკვლეობა უძველესი ტრადიცია გახლავთ, რომელსაც ბევრ ოჯახში დღემდე იცავენ. ფეხბედნიერ მეკვლეს შეუძლია, ოჯახს წარმატება დააბედოს. პუტკუნა ადამიანები საუკეთესო მეკვლეებად მიიჩნევიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, "გზის" საახალწლო ნომრისთვის ცნობილი პუტკუნა ადამიანები ჩაგვეწერა, რომ ჩვენს "ოჯახს" წარმატება - საინტერესო ინტერვიუები და სტატიები, ბევრი ექსკლუზივი და ტირაჟის ზრდა დაჰბედებოდა...

თაკო აბაშიძე:

- პუტკუნა ადამიანებს კარგი ფეხი აქვთ? არ ვიცოდი (იცინის)! რადგან თქვენი "მეკვლე" ვარ, ჟურნალ "გზას" 10-ჯერ მეტ ტირაჟსა და ბევრ ექსკლუზივს ვუსურვებ! ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ახალ წელიწადს როგორ დავიწყებთ. ამიტომ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული განწყობილებით, ოჯახთან ერთად ვხვდებოდი. წელსაც ასე მოვიქცევი. რომ გითხრათ, მეკვლეობის მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ამ ტრადიციას მაინც ყველა იცავს და ცდილობს, მისი მეკვლე კარგი, ბედნიერი ადამიანი იყოს, რომლის შესახებაც ამბობენ, - კარგი ფეხი აქვსო. ბარბარობის დღესასწაულზე ჩვენი მეკვლე ჩემი შვილი - ბარბარე იყო: სახლიდან გავიყვანე და მეკვლედ შემოვიყვანე. ახალ წელსაც იმავეს ვაპირებ.

- თაკო, მეკვლეობას ხშირად გთხოვენ?

- ძალიან! ახალ წელს ჩემი მეგობრების ოჯახებში მეკვლე სულ მე ვიყავი. როგორც ამბობენ, კარგი ფეხი მაქვს. ახლა უკვე პატარა მყავს. მასთან ერთად, მეკვლედ ვეღარ ვივლი...

კობა ბარათელი:

- საახალწლო კონცერტების გამო, ისეთი გადაღლილი ვარ, რომ 31 დეკემბერს დილის 6 საათზე დავწვები და მეორე დილის 6 საათამდე გამოვიძინებ, მაგრამ მანამდე 2 ჭიქის დალევა მაინც თუ მოვასწარი, "უნიჭოდ" დავთვრები: ცუდი სიმთვრალე არ მაქვს - აყალმაყალი არ მიყვარს. უბრალოდ, ვიძინებ ხოლმე, თან - ისე, რომ 2 კვირა ვერ გავიღვიძებ.

- ამბობენ, - პუტკუნა ადამიანებს კარგი ფეხი აქვთო...

- ალბათ, სიმართლეა, ისე, 31 კილო მაქვს დაკლებული და მალე მეკვლედ აღარც დამიძახებენ. მგონი, ცუდი მეკვლე არ ვარ. სხვათა შორის, სადმე მაღაზიაში რომ შევდივარ, ვაჭრებს ჩემი დანახვა უხარიათ. მეუბნებიან, - "სიფთაზე" როცა შემოდიხარ, იმ დღეს მაგარი ვაჭრობა გვაქვსო. ასე რომ, შემიძლია, დავასკვნა: ცუდი მეკვლეც არ ვიქნები.

- ვინმეს მეკვლე ყოფილხართ?

- კი, უფრო ხშირად - სტუდენტობისას. მამიდაშვილს ცოლი არ ჰყავს. მამიდა მეუბნებოდა, - ჩვენი მეკვლე იყავი და იქნებ, ჩემმა შვილმა ცოლის მოყვანას საშველი დააყენოსო. იმ წელიწადს მათთან მეკვლედ მივედი. გამრავლება და გაბედნიერება ვუსურვე. თან, ბრინჯსა და პურის "კაკალს" ვყრიდი. მამიდაშვილმა ცოლი იმ წელიწადსაც არ შეირთო. ამბობენ, - 3 წლის განმავლობაში მეკვლე ერთი და იგივე ადამიანი უნდა იყოსო, მაგრამ მამიდას მეორე წელს მეკვლეობაზე უარი ვუთხარი. მიზეზით რომ დაინტერესდა, ვუპასუხე: - ხომ ხედავ, გიამ ცოლი არ მოიყვანა, ე.ი. კარგი ფეხი არ მქონია-მეთქი. მამიდაშვილმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: - რას ამბობ, ბიჭო? პირიქით, კარგი ფეხი გაქვს - ცოლის შერთვა არ მინდა და მაძალებენო!..

- თქვენი მეკვლე ვინ არის ხოლმე?

- ახალი წლის ან ბარბარობის დადგომამდე 15 წუთით ადრე შინიდან გავდივარ და შემდეგ, სახლში მეკვლედ თავადვე შევდივარ. ჩემი ოჯახისთვისაც კარგი მეკვლე ვარ: 2012 წელს ბინა შევიძინე.

- გილოცავთ!

- გმადლობთ! სხვათა შორის, 17 დეკემბერს, ბარბარობას ჩემს სახლში მეკვლე მე ვიყავი. ჰოდა, უკვე ბინის რემონტს ვამთავრებ, ყველაზე დიდი მიღწევა კი რემონტის დამთავრება გახლავთ. ჩემს ოჯახში მეკვლედ რომელიმე ბანკის მეპატრონეს ვისურვებდი. მისგან არც ბრინჯისა და არც პურის "კაკლის" შემოყრა არ მინდა. შინ "პატარა პროცენტები" "შემომიყაროს" - მაგალითად, 14%-იანი სესხი 7-მდე ჩამოიყვანოს...

მაია კაჭკაჭიშვილი:

- მეკვლეობა ცრურწმენად მიმაჩნია: ჩემი აზრით, ადამიანის ფეხს ვინმეს ბედის შეცვლა არ შეუძლია. ერთი წლის განმავლობაში წარმატებაც გხვდება წილად და იმედგაცრუებაც. ამიტომ მეკვლეობის არ მჯერა. ბოლო წლებში, 31 დეკემბერს სულ ქუჩაში ვარ. წელს მთავარი საახალწლო კონცერტი არ გვაქვს. ასე რომ, ახალ წელს ყველანი სახლებში შევხვდებით, შემდეგ კი მეგობრები შევიკრიბებით და გავათენებთ. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც ვამზადებთ საცივს, გოზინაყს... საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული კერძი არ გვაქვს. გურმანი ვარ. ყველაზე მეტად ტოლმა მომწონს. სადღეგრძელოებსაც ვამბობ. გართობა მიყვარს! ნაძვის ხის მორთვაში არ ვმონაწილეობ - ამას დედაჩემი, ჩემი და და ტყუპი შვილი აკეთებს. ჩემი შვილები ჩვენი ოჯახის მეკვლეებიც არიან.

- თქვენ კი ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი "მეკვლე" ხართ...

- მართლა?! კიდევ უფრო მეტ პოპულარობას, წარმატებას, ტირაჟის გაზრდას გისურვებთ! "გზას" ყოველთვის ვკითხულობ - ძალიან მომწონს. ამიტომ მინდა, რომ "გაფართოვდეს". იცით, აპოკალიფსის ძალიან მეშინოდა, მიხარია, რომ გათენდა (ინტერვიუ ჩაწერილია 21 დეკემბერს. - ავტ.)! ჰოდა, ახლა ისეთი ბედნიერი გესაუბრებით, რომ რაც გისურვეთ, ყველაფერი აგიხდებათ (იცინის)!

თეა დანელია:

- ჟურნალ "გზას" დიდ ტირაჟსა და საინტერესო ინტერვიუებს ვუსურვებ ჩემნაირ გადასარევ რესპონდენტებთან (იცინის)! მიზანმიმართულად - არა, მაგრამ იშვიათად მეკვლე მაინც ვყოფილვარ. საერთოდ, ეს ტრადიცია ცრურწმენად მიმაჩნია. ისე, ლამაზი ფეხი მაქვს, ზომა - 38, ზამთარში - 39, რადგან სქელი წინდა მაცვია (იცინის). ძირითადად, ახალი წლის დღესასწაულზე კონცერტები მაქვს ხოლმე და შინ გვიან ვბრუნდები. ახალი წლის დადგომამდე, შინიდან რომ გავიდე და შემდეგ, სახლში ფულით, პურით და შაქრით შემოვიდე, ეს მეკვლეობად არ მიმაჩნია. ოჯახის წევრები უკვე გამოვკითხე - საახალწლოდ ვის რა კერძი უნდა, რომ თითოეული მათგანისთვის პერსონალურად მოვამზადო...

მამუკა ონაშვილი:

- მართალია, ამბობენ, - პუტკუნა მეკვლეებს კარგი ფეხი აქვთო, მაგრამ გამხდარი იქნები თუ მსუქანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კარგი ადამიანი იყო და მასპინძლის ოჯახში სიკეთე და მხიარულება შეიტანო! ცუდი მეკვლე ნამდვილად არ ვარ, რადგან სადაც შევდივარ, ყოველთვის კარგი განწყობილება შემაქვს. ვცდილობ, მასპინძლები კარგ ხასიათზე დავაყენო.

- მეკვლეობას ხშირად გთხოვენ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ გამომდის: ჩემი პროფესიის გამო, კარგად იცი, რომ ფაქტობრივად, 31 დეკემბერს მთელი ღამე ქუჩაში ვარ ხოლმე. შინ ისეთ დროს შევდივარ, რომ ჩემი ოჯახის მეკვლე ვარ. შემდეგ უკვე მეგობრების ზარებს ვპასუხობ, რომლებიც მეუბნებიან: მამუკა, გელოდებითო. მეგობრებს უფრო ბედობა დღეს ვსტუმრობ.

- ოჯახში მეკვლედ შესვლისას რამე განსაკუთრებულს ხომ არ აკეთებთ?

- არა, ოჯახში ლექსების თქმით ნამდვილად არ შევდივარ (იცინის), უბრალოდ - სიკეთითა და სიტკბოთი.

- ამ ახალ წელს როგორ შეხვდებით?

- ახალ წელს მოსკოვში ვხვდები. კოლეგებთან - ლამაზ ქართველებთან ერთად, 31 დეკემბერს კლუბ "საქართველოში" საახალწლო პროგრამას გავუძღვები.

- როგორც პუტკუნა "მეკვლე", ჩვენს ჟურნალს რას უსურვებთ?

- გენაცვალეთ! "გზა" ისედაც ძალიან პოპულარულია, რა გისურვოთ?! მთელი სულითა და გულით მინდა, რომ 2013 წელი თქვენთვის ბედნიერი, ბარაქიანი და წარმატებული იყოს! დამდეგ შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს მივულოცავ! ძალიან მიყვარხართ! იცოდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო, იქიდან მოგეფერებით. ახლა რუსეთში ვარ და რუსეთიდან გეფერებით...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება