გემრიელ და მსუყე საახალწლო კერძებს ბევრი ჩვენგანი "ემსხვერპლა". როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბი წონისგან? თქვენს მიერ დასმული კითხვების სიმრავლიდან და მსგავსებიდან გამომდინარე, დიეტოლოგმა ელენე გიორგაძემ მათ ზოგადად უპასუხა. როგორც დიეტოლოგი აღნიშნავს, ერთნაირი მნიშვნელობის კითხვები დაჯგუფებულია და პასუხები ყველასთვის გასაგები იქნება
ძალიან გამიჭირდება რომ მე ვუპასუხო ადამიანებს ამ შეკითხვებზე, იმიტომ რომ შეკითხვები იყო აბსოლიტურად ერთნაირი. ყველამ დაგვიწერა ასაკი, სიმაღლე, წონა და ვის რამდენი სურს, რომ დაიკლოს. ყველასთვის რომ იყოს გასაგები მე შემიძლია შევაჯამო და გავყო ეს შეკითხვები.
სიტყვა დიეტა ნიშნავს სწორ კვებას. ის რასაც კითხვებით ითხოვენ ნიშნავს გარკვეულ სამედიცინო პროგრამებს, სადაც მიდიხარ უფრო დაბალ კალორაჟზე, ვიდრე დაშვებული არის სწორი კვების დროს. ადამიანი რომელიც იკვებება სწორად, არ არღვევს კალორაჟს.
რა არის კალორაჟი?- ადამიანი, რომელიც არ არღვევს კალორაჟს, წონის პრობლემები არ აქვს.
ზოგადი რჩევა: კვების კალორაჟი, არ უნდა არემატებოდეს 1800-2000-ზე მეტს. ადამიანმა დღეში სამჯერ უნდა იკვებოს, შესაძლებელია 800 გრამი ხილი, 400 ერთ კვებაზე და 400 მეორეზე. ხილი ძალიან კარგია, მაგრამ ერთ კილოგრამზე მეტი არასასურველია. რადგან იქნება ზედმეტი წონა, გლუკჯოზა გადადის ცხიმში.
ადამიანს უნდა ახსოვდეს ორი რამ, ფიზიკური აქტივობა, კვების ცხოვრების წესი უნდა ქონდეს მოწესრიგებული. ძირიტადი რჩევა ნამცხვრები ამოიღონ კვებიდან, შეამცირონ შაქრის რაოდენობა, 150 გრამზე მეტი პური და დალიონ სუფთა წყალი.ტკბილი ლიმონათები, კოკა კოლები, ფანტები ამოიღონ, ამას თუ გააკეთებენ პირველ ეტაპზე აქ ვინც გვეკითხება და რაც უნდათ ამას ნამდვილად მიაღწევენ.დილით აუცილებელია საკვების მიღება. თუ სადმე დაბადების დღეზე არ მივდივართ ან რესტორანში არ მივდივართ ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი.
ასევე ძილისწინ შეიძლება კეფირი, მაწონი, იოგურტი. ამას თუ დაიცავენ ვისაც აქვს ზედმეტი წონა ყველაფერს მოაწესრიგებენ და ჩადგებიან ნორმაში.
მეორე ჯგუფი რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ არის ზედმეტი წონა.
ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სიმაღლე დავუშვათ 170 და აქვს ზედმეტი კილოგრამი 2, 3 ან 5 დაახლოებით 10-მდე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი არიან ზღვარზე, მათ არ აქვთ ნორმალური ფიზიოლოგიური წონა.სიმსუქნე არის მეტაბოლური, გორმონული, რეციდიული დაავადება. ვისაცაქვ ს ზედმეტი წონა, რა თქმა უნდა უნდა მივიდნე ენდოკრინოლოგენთან.თუ კარგად დაფიქრდებიან, ოჯახში ბებიას, ბაბუას, დეიდას აუცილებლად ექნებათ ზედმეტი წონა , იქნება მომატებული არტელიური წნევა და გარკვეულ პროცენტსაც ექნება შაქრიანი დიაბეტი. აქედან გამომდინარე ამაზე თუ დაფიქრდებიან მიხვდებიოან, რომ ეს ზედმეტი წონა არის დაკავშირებული გორმონალურ დარღვევებთან და თუ დროზე არ მიაქცევენ თავს ყურადღება,ს მივლენ სიმსუქნის დაავადებამდე.
ფიზიკური დატვირთვა და კალორია არ უნდა ცილდებოდეს 1800 კილოკალორიას დღეში. ეს არის სრულად ფიზიოლოგირი და ნორმალური კალორაჟი, რომელიც სჭირდება ადამიანს დღე ღამის განმავლობაში. მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ მუშაობს ოფისში და ვის აქვს ფიზიკური დატვირთვა. ადამიანს, რომელიც მუშაობს მშენებლობაზე, მას სჭირდება დაახლოებით დღე ღამეში 4000 კილოკალორია. ასეთ ადამიანს შეუძლია ხაჭაპურიც შეჭამოს და ნამცხვარიც. მას სჭირდება ენერგია. ვინც არ ხარჯავს დიდ ენერგია ნორმა არის 1800.სიმსუქნე არის დაავადება და ამიტომ პროგრამა უნდა იყოს სწორად შერჩეული, ინდივიდუალურად ანალიზების საფუძველზე.
რადგან ჩვენ არ ვიცით ეს შეიძლება არის დაკავშირებული დარღვეულ ლიპიდურ ცვლასთან, ან ორივე ცვლა უკვე დარღვეულია ლიპიდური ან ნახშირწყლოვანი , შეიძლება დარღვევები იყოს ფარისებრიჯირკვლის და აქედან გამონმდინარე აქ უნდა იყოს შერჩეული ყველაფერი ინდივიდუალურად. ჩვენ ხომ არ ვიცით რომელი მიკრო-მაკრო ელემენტების ნაკლებობა აქვს ამა თუ იმ ადამიანს.
შეიძლება ერთ ადამიანს სჭირდება ვიტამინები, მეორეს სხვა პრეპარატები, რადგან შეიძლება იქ უკვე წნევასთან გვქონდეს პრობლემები, ათერო სკლეროზთან გვქონდეს საქმე და ა.შ.
სიმსუქნე ზრდის ძალიან ბევრი დაავადებების რისკს, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადებების ასევე 90 %, ვისაც ემართება ინსულტი და ინფაქტი მათ აქვთ დარღვეული ლიპიდური ცვლა. ათერო სკლეროზი არ ვითარდება, თუ არ არის დარღვეული ხოლესტერინი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები. ასევე ვისაც აქვს შაქრიანი დიაბედი. ასევე ონკოლოგიური დაავადებების რისკი 41%-ით იზრდება როცა არის სიმსუქნის პრობლემები. ასე რომ ამ პრობლემას ძალიან დიდი კვლევა და ინდივიდუალური მუშაობა სჭირდება. შედეგის მიღება რთულია. ადამიანს სჭირდება საკმაოდ დიდი მუშაობა თავის თავზე.არის დაავადებები სადაც მთელი ცხვორება უნდა მიიღო წამლები. წამლის როლს კი ასრულებს სწორი კვება და ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იყოს სწორ კვებაზე. კვებაც და განტვირთვის დროც უნდა იყოს შერჩეული სწორად და ინდივიდუალურად.ერთერთი შეკითხვა, რომელიც დასვა ჩვენი კლინიკის პაციენტმა, მან თვითნებურად შეწყვიტა ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი,
ელთიროქსინის მიღების სახით. რადგანაც ექიმმა დაუნიშნა, მას რომ მუდმივად უნდა მიეღო მედიკამენტი, ეს ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს, თვითნებური შეწყვეტის შემდეგ რა თქმა უნდა ჩივილები გაჩნდებოდა.
საერთოდ როცა არის ფარისებული ჯირკვლის დაავადება და გიპოთირიოზი, დოზა, რომელიც კომპესატორად იძლევა პაციენტთან, სეზონურად
იცვლება. ზამთრის დოზა არის უფრო დიდი, ვიდრე ზაფხულის აქედან გამომდინარე მე ვურჩევდი, რომ tsh-ის ანალიზი გააკეთოს და მაინც დაელაპარაკოს ენდოკრინოლოგს.
კონკრეტული რაც შემიძლია ვთქვა, პური შეამცირონ 150 გრამდე, ნაკლებად მიიღონ ნამცხვრები, შაქარი შეამცირონ ერთ ჩაის კოვზამდე და
ამოიღონ მარილი, ასევე ცხიმი შეამცირონ მაქსიმალურად.
იხილეთ ვიდეო