საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის იქუხებს ქართული "ვიკილიკსი"?
როდის იქუხებს ქართული "ვიკილიკსი"?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ერთ-ერთი ლი­დე­რი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სენ­სა­ცი­უ­რი და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მე­ტად არა­სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას გვპირ­დე­ბა.

2012 წლის 25 დე­კემ­ბერს ტე­ლე­გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში"­ გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კვლე­ვის "სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლო ბევ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან მი­ე­ღო ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო­ბებ­ზე. კი­თხვა­ზე, რა მე­თო­დო­ლო­გი­ით გა­მო­იკ­ვლია მან ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის მი­მართ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, ხუ­ხაშ­ვილს ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: "ესაა სპე­ცი­ფი­კუ­რი კვლე­ვა - ორ ადა­მი­ანს შო­რის სა­უ­ბა­რი". ხუ­ხაშ­ვილ­მა თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს (www.gdri.ge) "ნდო­ბის ჯგუ­ფი" უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ თვი­თონ შეხ­ვდა ბიზ­ნეს­მე­ნებს, აგ­რეთ­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს აგებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ბიზ­ნესს შო­რის.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ბიზ­ნეს­მენ­თა­გან ზოგი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სის­ტე­მა­ზე ჰყვე­ბო­და, ზოგი პატ­რონს ეძებ­და, ზო­გიც აღ­სა­რე­ბას ამ­ბობ­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, რამ­დე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა­გან ჩა­ი­ბა­რა "აღ­სა­რე­ბა", თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით "აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს" იცავს და მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ახ­მა­უ­რებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლად გა­ახ­მა­უ­რებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბიზ­ნე­სის და­ტე­რო­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ ფაქ­ტებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" პრო­ტეს­ტის გან­ცდა ან შე­უ­სა­ბა­მო რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა. ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ელო­დე­ბა ამა­ზე პრო­ტესტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან და "თითო გაპ­რო­ტეს­ტე­ბა­ზე ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ თითო მა­სა­ლას". მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი ქარ­თუ­ლი "ვი­კი­ლიკ­სი".

ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მისი ქმე­დე­ბა არ უნდა გა­ნი­ხი­ლონ, რო­გორც ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შან­ტა­ჟი. "ესაა თა­მა­შის წე­სე­ბი", - ამ­ბობს ის, თუმ­ცა არ აკონ­კრე­ტებს, თვი­თონ და­ად­გი­ნა ეს წე­სე­ბი თუ შე­ა­თან­ხმა ივა­ნიშ­ვილ­თან, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ხუ­ხაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ფი­ნანსდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხუ­ხაშ­ვი­ლის მიერ სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბულ ამ­ნის­ტი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­მი­ერ­მაც ილა­პა­რა­კა.

ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მი­ტე­ვე­ბის აქტი, ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნეს­მე­ნებს და კო­რუფ­ცი­ა­ში მხი­ლე­ბულთ უნდა შე­ე­ხოს. დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ერთი ნა­წი­ლის აზ­რით, ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ბიზ­ნეს­მენ­თა ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ხუ­ხაშ­ვი­ლის, რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, ბიზ­ნე­სი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ე­ლის მფარ­ვე­ლო­ბას და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას, რო­გო­რიც მას ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. არა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებს ხე­ლოვ­ნუ­რი მო­ნო­პო­ლი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას და ბიზ­ნესს ყო­ველ­გვა­რი წნე­ხის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ქარ­თულ ბიზ­ნესს უჭირს ძვე­ლი ჩვე­ვე­ბის­გან ერ­თბა­შად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მი­სა­ღე­ბია თუ არა ამ­ნის­ტი­ის ეს ვა­რი­ან­ტი და დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან თუ არა ამით ის ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი და ქო­ნე­ბა, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლე­ბაც წა­არ­თვეს.ასე­თი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რი­ცხვი კი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი აღ­მოჩ­ნდეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან დევ­ნილ­მა, შვე­ი­ცა­რი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ბე­გი­აშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის საკ­მა­ოდ გრძე­ლი სია (100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი). Mმარ­თა­ლია, ხუ­ხაშ­ვილს ქარ­თულ "ვი­კი­ლიკ­სად" მო­ნათ­ლუ­ლი მა­სა­ლე­ბი ჯერ არ გა­მო­უმ­ზე­უ­რე­ბია, მაგ­რამ ყი­ნუ­ლი უკვე და­იძ­რა და აღი­ა­რე­ბე­ბის სე­რია და­ი­წყო. ახ­ლა­ხან მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და ცნო­ბილ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი ისა­კა­ძემ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩარ­თუ­ლი იყო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ბან­კი "ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცეს­ში. გი­ორ­გი ისა­კა­ძე მის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო თავს ანე­ბებს აქ­ტი­ურ ბიზ­ნესს. "ვა­პი­რებ, აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლო გა­მო­ძი­ე­ბას­თან ყვე­ლა დე­ტალ­ზე, რაც უკავ­შირ­დე­ბა ბოლო წლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ბანკ "ქარ­თუს­თან", - ამ­ბობს ისა­კა­ძე.

P.S. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის სა­ა­ხალ­წლო მი­მარ­თვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის 5-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­შიც ერთ-ერთი პი­რო­ბა "ნა­ცი­ო­ნალ­თა" და­ჭე­რე­ბის, და­კი­თხვე­ბი­სა და წარ­სუ­ლის რე­ვი­ზი­ის შე­წყვე­ტაა. ხუ­ხაშ­ვი­ლის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი "ვი­კი­ლიკ­სი" კი შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის ამ მო­თხოვ­ნის სა­პირ­წო­ნე აღ­მოჩ­ნდეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნახ­ვოს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ნა­შა­უ­ლის მიჩ­ქმალ­ვას ითხოვს.

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როდის იქუხებს ქართული "ვიკილიკსი"?

როდის იქუხებს ქართული "ვიკილიკსი"?

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი გია ხუხაშვილი სენსაციური და ყოფილი ხელისუფლებისთვის მეტად არასასურველი ინფორმაციის გამომზეურებას გვპირდება.

2012 წლის 25 დეკემბერს ტელეგადაცემა "პოლიტმეტრში"­ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის "სპეციფიკური მეთოდების" გამოყენებით შეძლო ბევრი შევიწროებული ბიზნესმენისგან მიეღო ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ უკანონობებზე. კითხვაზე, რა მეთოდოლოგიით გამოიკვლია მან ბიზნესის სექტორის მიმართ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა, ხუხაშვილს ასეთი პასუხი აქვს: "ესაა სპეციფიკური კვლევა - ორ ადამიანს შორის საუბარი". ხუხაშვილმა თავის ორგანიზაციას - საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს (www.gdri.ge) "ნდობის ჯგუფი" უწოდა და განაცხადა, რომ თვითონ შეხვდა ბიზნესმენებს, აგრეთვე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კომუნიკაციებს აგებდნენ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის.

ხუხაშვილის თქმით, ბიზნესმენთაგან ზოგი დანაშაულებრივ სისტემაზე ჰყვებოდა, ზოგი პატრონს ეძებდა, ზოგიც აღსარებას ამბობდა.

ხუხაშვილი არ აკონკრეტებს, რამდენი ბიზნესმენისაგან ჩაიბარა "აღსარება", თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით "აღსარების საიდუმლოს" იცავს და მიღებულ ინფორმაციას არ ახმაურებს. ინფორმაციას სრულად გაახმაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის დატერორების დასახელებულ ფაქტებზე "ნაციონალურ მოძრაობას" პროტესტის განცდა ან შეუსაბამო რეაქცია ექნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ელოდება ამაზე პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და "თითო გაპროტესტებაზე ისინი მიიღებენ თითო მასალას". მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი ქართული "ვიკილიკსი".

ხუხაშვილის განმარტებით, მისი ქმედება არ უნდა განიხილონ, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის შანტაჟი. "ესაა თამაშის წესები", - ამბობს ის, თუმცა არ აკონკრეტებს, თვითონ დაადგინა ეს წესები თუ შეათანხმა ივანიშვილთან, იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტი, რომელსაც ხუხაშვილი ხელმძღვანელობს, ივანიშვილისგან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ ხუხაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ამნისტიაზე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერმაც ილაპარაკა.

ხუხაშვილი განმარტავს, რომ მიტევების აქტი, ძირითადად, ბიზნესმენებს და კორუფციაში მხილებულთ უნდა შეეხოს. დამკვირვებელთა ერთი ნაწილის აზრით, ხუხაშვილისა და ბიზნესმენთა ამგვარი ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ ხუხაშვილის, როგორც ივანიშვილთან დაახლოებული პირის მეშვეობით, ბიზნესი ახალი ხელისუფლებისგან მოელის მფარველობას და, პრაქტიკულად, ისეთივე ურთიერთობის დამყარებას, როგორიც მას ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. არადა, ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება არ დაუშვებს ხელოვნური მონოპოლიების არსებობას და ბიზნესს ყოველგვარი წნეხისგან გაათავისუფლებს. თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ ბიზნესს უჭირს ძველი ჩვევებისგან ერთბაშად გათავისუფლება.

ძნელი სათქმელია, მისაღებია თუ არა ამნისტიის ეს ვარიანტი და დაკმაყოფილდებიან თუ არა ამით ის ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც "ნაციონალებმა" არა მხოლოდ ბიზნესი და ქონება, არამედ თავისუფლებაც წაართვეს.ასეთი ბიზნესმენების რიცხვი კი შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს. ხელისუფლებისაგან დევნილმა, შვეიცარიაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რეპრესირებული და დაპატიმრებული საშუალო და მსხვილი ბიზნესმენების საკმაოდ გრძელი სია (100-ზე მეტი ადამიანი). Mმართალია, ხუხაშვილს ქართულ "ვიკილიკსად" მონათლული მასალები ჯერ არ გამოუმზეურებია, მაგრამ ყინული უკვე დაიძრა და აღიარებების სერია დაიწყო. ახლახან მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძემ საჯაროდ აღიარა, რომ მეტ-ნაკლებად ჩართული იყო ნაციონალური ხელისუფლების მიერ ინიცირებული ბანკი "ქართუს" გაკოტრება-განადგურების პროცესში. გიორგი ისაკაძე მის გარშემო შექმნილი ვითარების გამო თავს ანებებს აქტიურ ბიზნესს. "ვაპირებ, აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ბოლო წლების ურთიერთობას ბანკ "ქართუსთან", - ამბობს ისაკაძე.

P.S. მიხეილ სააკაშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში ივანიშვილის ხელისუფლებას თანამშრომლობის 5-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელშიც ერთ-ერთი პირობა "ნაციონალთა" დაჭერების, დაკითხვებისა და წარსულის რევიზიის შეწყვეტაა. ხუხაშვილის მიერ დაპირებული ქართული "ვიკილიკსი" კი შეიძლება სწორედ პრეზიდენტის ამ მოთხოვნის საპირწონე აღმოჩნდეს და საზოგადოებას დაანახვოს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თანამშრომლობის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, დანაშაულის მიჩქმალვას ითხოვს.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა