პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ
საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ

ღვი­ნოს სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. მას­ზე თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან ჩვენ­ში, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს მა­ინც გა­გაც­ნობთ.

ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში პირ­ვე­ლად წვე­უ­ლე­ბის მას­პინ­ძელს უნდა მო­ეს­ვა ღვი­ნო, რათა სტუმ­რე­ბის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის მო­წამ­ლუ­ლი არ იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს სა­დღეგ­რძე­ლო ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და დღეგ­რძე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით ღვი­ნის მირ­თმე­ვა ამ­ძაფ­რებს ქალ­ბა­ტო­ნის სექ­სუ­ა­ლურ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში ქალს გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვს ყნოს­ვა, ამი­ტომ ისი­ნი უფრო დახ­ვე­წი­ლი დე­გუს­ტა­ტო­რე­ბი არი­ან.

რო­მის იმ­პე­რი­ის გა­ფურ­ჩქვნის პე­რი­ო­დის და­სა­წყის­ში ქა­ლებს ღვი­ნის სმა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. "და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე" წას­წრე­ბი­სას ქმარს ცო­ლის მოკ­ვლის უფ­ლე­ბაც კი ჰქონ­და. ამის ნი­ა­დაგ­ზე ქმარს გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნაც შე­ეძ­ლო. ბოლო ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩვ. წ. აღ-მდე 194 წლით თა­რიღ­დე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ღვი­ნის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ბოთ­ლი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის 325 წლით და ის გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ შპე­ი­ერ­თან ახ­ლოს იპო­ვეს. დღეს ის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ Der Pfalz-შია გა­მო­ფე­ნი­ლი.

თან­და­თან უფრო მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩნდე­ბა იმი­სა, რომ ღვი­ნის ზო­მი­ერ სმას შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის, უე­ცა­რი გუ­ლის შე­ტე­ვე­ბი­სა და ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

წი­თე­ლი ღვი­ნო უკე­თე­სი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, ვიდ­რე თეთ­რი, რად­გან შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბა რეზ­ვე­რატ­როლს, რო­მელ­საც გუ­ლის დამ­ცა­ვი თვი­სე­ბა აქვს.

ჩვენს ერამ­დე 1800 წელს ბა­ბი­ლო­ნის მე­ფემ გა­მოს­ცა კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ცუდი ღვი­ნით მო­ვაჭ­რე­ებს, უბ­რა­ლოდ, მდი­ნა­რე­ში ახ­რჩობ­დნენ.

რო­მა­ე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვი­ნო ტყვი­ის შე­რე­ვით უფრო დიდ­ხანს ინა­ხე­ბო­და და მოტ­კბო გე­მოს იძენ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­მის იმ­პე­რი­ის და­ცე­მის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სწო­რედ რო­მა­ელ­თა ტყვი­ით მო­წამ­ვლა და­ა­სა­ხე­ლეს.

როცა ღვი­ნოს წყლის გემო დაჰ­კრავს, ეს ნიშ­ნავს, რომ ყუ­რძე­ნი წვი­მე­ბის პე­რი­ოდ­შია მოკ­რე­ფი­ლი.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ი­სას გა­ი­ჩე­რეთ ის ორი­ო­დე წუ­თით პირ­ში, შემ­დეგ კი ან გა­დაყ­ლა­პეთ, ან უმ­ჯო­ბე­სია, გად­მო­ა­ფურ­თხოთ ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ჭურ­ჭელ­ში. ნამ­დვი­ლად კარ­გი ღვი­ნო პირ­ში დიდ­ხანს და­ტო­ვებს გე­მოს, უხა­რის­ხო ღვი­ნის გემო კი მალე გაქ­რე­ბა.

მძი­მე საკ­ვებს მა­გა­რი ღვი­ნო უხ­დე­ბა, ნაკ­ლე­ბად კა­ლო­რი­ულს კი - რბი­ლი. გარ­და ამი­სა, წი­თელ ღვი­ნოს ხორ­ცი­ან კერ­ძებ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ, თეთ­რს - თევ­ზე­ულ­სა და ქათ­მის ხორცთან ერ­თად, ტკბილ ღვი­ნო­ებს კი - დე­სერტთან ერ­თად.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ღვი­ნო შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა წლებ­ში მოკ­რე­ფი­ლი ყუ­რძნის­გან და­წუ­რუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის ნაკ­რე­ბით იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

შამ­პა­ნუ­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შუშ­ხუ­ნა ღვი­ნოა მსოფ­ლი­ო­ში. ბევ­რს შეც­დო­მით მი­აჩ­ნია, რომ ის ბერ­მა დომ პიერ პე­რი­ნი­ონ­მა (1638-1715 წწ.) გა­მო­ი­გო­ნა, თუმ­ცა სწო­რედ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა შამ­პა­ნუ­რი ღვი­ნო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც დღე­საც იყე­ნე­ბენ. რო­დე­საც ის შამ­პა­ნურს სვამ­და, ამ­ბობ­და: "მე ვარ­სკვლა­ვებს ვსვამ".

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ

საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ

ღვინოს საახალწლო დღესასწაულზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მასზე თითქმის ყველაფერი იციან ჩვენში, თუმცა რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაინც გაგაცნობთ.

ძველ საბერძნეთში პირველად წვეულების მასპინძელს უნდა მოესვა ღვინო, რათა სტუმრებისთვის დაემტკიცებინა, რომ ის მოწამლული არ იყო. როგორც ამბობენ, სწორედ აქედან იღებს სათავეს სადღეგრძელო ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესახებ.

ზომიერი რაოდენობით ღვინის მირთმევა ამძაფრებს ქალბატონის სექსუალურ სიამოვნებას.

რეპროდუქციულ ასაკში ქალს განსაკუთრებით გამძაფრებული აქვს ყნოსვა, ამიტომ ისინი უფრო დახვეწილი დეგუსტატორები არიან.

რომის იმპერიის გაფურჩქვნის პერიოდის დასაწყისში ქალებს ღვინის სმა ეკრძალებოდათ. "დანაშაულის ადგილზე" წასწრებისას ქმარს ცოლის მოკვლის უფლებაც კი ჰქონდა. ამის ნიადაგზე ქმარს განქორწინების მოთხოვნაც შეეძლო. ბოლო ასეთი შემთხვევა ჩვ. წ. აღ-მდე 194 წლით თარიღდება.

მსოფლიოში ღვინის ყველაზე ძველი ბოთლი დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის 325 წლით და ის გერმანიაში, ქალაქ შპეიერთან ახლოს იპოვეს. დღეს ის ისტორიულ მუზეუმ Der Pfalz-შია გამოფენილი.

თანდათან უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ღვინის ზომიერ სმას შეუძლია შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰაიმერის დაავადების, უეცარი გულის შეტევებისა და ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.

წითელი ღვინო უკეთესი ანტიოქსიდანტია, ვიდრე თეთრი, რადგან შეიცავს ნივთიერება რეზვერატროლს, რომელსაც გულის დამცავი თვისება აქვს.

ჩვენს ერამდე 1800 წელს ბაბილონის მეფემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ცუდი ღვინით მოვაჭრეებს, უბრალოდ, მდინარეში ახრჩობდნენ.

რომაელებმა აღმოაჩინეს, რომ ღვინო ტყვიის შერევით უფრო დიდხანს ინახებოდა და მოტკბო გემოს იძენდა. მოგვიანებით, რომის იმპერიის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ რომაელთა ტყვიით მოწამვლა დაასახელეს.

როცა ღვინოს წყლის გემო დაჰკრავს, ეს ნიშნავს, რომ ყურძენი წვიმების პერიოდშია მოკრეფილი.

ღვინის დეგუსტაციისას გაიჩერეთ ის ორიოდე წუთით პირში, შემდეგ კი ან გადაყლაპეთ, ან უმჯობესია, გადმოაფურთხოთ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ ჭურჭელში. ნამდვილად კარგი ღვინო პირში დიდხანს დატოვებს გემოს, უხარისხო ღვინის გემო კი მალე გაქრება.

მძიმე საკვებს მაგარი ღვინო უხდება, ნაკლებად კალორიულს კი - რბილი. გარდა ამისა, წითელ ღვინოს ხორციან კერძებთან ერთად მიირთმევენ, თეთრს - თევზეულსა და ქათმის ხორცთან ერთად, ტკბილ ღვინოებს კი - დესერტთან ერთად.

ჩვეულებრივი ღვინო შეიძლება სხვადასხვა წლებში მოკრეფილი ყურძნისგან დაწურული ღვინოების ნაკრებით იყოს დამზადებული.

შამპანური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შუშხუნა ღვინოა მსოფლიოში. ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ ის ბერმა დომ პიერ პერინიონმა (1638-1715 წწ.) გამოიგონა, თუმცა სწორედ მან აღმოაჩინა შამპანური ღვინოების წარმოების გაუმჯობესების მეთოდები, რომლებსაც დღესაც იყენებენ. როდესაც ის შამპანურს სვამდა, ამბობდა: "მე ვარსკვლავებს ვსვამ".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს