პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები
2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

გა­სულ წელს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა წყვილ­მა გა­და­წყვი­ტა ოჯა­ხის შექ­მნა, ზო­გი­ერ­თებ­მა იმა­ვე წელს გაყ­რაც მო­ას­წრეს რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბაც ან ხან­გრძლი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა იყო, ან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ცე­რე­მო­ნი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ან კი­დევ - ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი გახ­ლდათ.

ენ ჰე­ტე­უ­ეი და ადამ შულ­მა­ნი

მსა­ხი­ობ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა ადამ შულ­მან­მა 29 სექ­ტემ­ბერს იქორ­წი­ნეს, სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში. ჰო­ლი­ვუ­დის მთა­ვარ კონ­კი­ას ვა­ლენ­ტი­ნოს 50-ათას­დო­ლა­რი­ა­ნი კაბა ეცვა. წვე­უ­ლე­ბას მხო­ლოდ ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით 180 ადა­მი­ა­ნი.

სხვა­თა შო­რის, სა­ნამ შულ­მანს შეხ­ვდე­ბო­და, ენს ოთხი წელი ჰქონ­და რო­მა­ნი იტა­ლი­ელ ბიზ­ნეს­მენ რა­ფა­ე­ლო ფო­ლი­ე­რის­თან, რო­მელ­მაც მსა­ხი­ო­ბი მო­ა­ტყუა - მისი სა­ხე­ლით ისარ­გებ­ლა და 50 მლნ დო­ლა­რი მი­ით­ვი­სა, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ რა­ფა­ე­ლო ცი­ხე­ში მოხ­ვდა, ენი კი - ადამ შულ­მა­ნის მკლა­ვებ­ში.

ჯე­სი­კა ბილი და ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი

წყვი­ლი 2007 წლი­დან არის ერ­თად, თუმ­ცა მხო­ლოდ 2012 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს მო­ა­ხერ­ხეს და­ქორ­წი­ნე­ბა. მა­ნამ­დე ჰქონ­დათ შე­რი­გე­ბი­სა და გან­შო­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, თუმ­ცა ბო­ლოს მიხ­ვდნენ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შე­უძ­ლი­ათ.

ქორ­წი­ნე­ბა ჰო­ლი­ვუ­დის­გან შორს და­გეგ­მეს, იტა­ლი­ა­ში მი­იწ­ვი­ეს 150 სტუ­მა­რი - ნე­ა­პოლ­ში კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ჩა­იყ­ვა­ნეს, მერე კი აპუ­ლი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც იყო და­გეგ­მი­ლი დიდი წვე­უ­ლე­ბა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში.

ბლე­იკ ლა­ივ­ლი და რა­ი­ან რე­ი­ნოლდსი

რა­ი­ან­მა და ბლე­იკ­მა 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გაც­ვა­ლეს ბეჭ­დე­ბი - რო­მა­ნის და­წყე­ბი­დან 11 თვის შემ­დეგ. ცე­რე­მო­ნია ამე­რი­კის პა­ტა­რა ქა­ლაქ ჩარლსტონ­ში შედ­გა, პლან­ტა­ცი­ა­ზე.

წყვილ­მა ყვე­ლას­გან და­მა­ლა ცე­რე­მო­ნი­ის დე­ტა­ლე­ბი, ამი­ტომ ფო­ტო­ე­ბი მათი ქორ­წი­ნე­ბი­დან პრე­სამ ვერ მო­ი­პო­ვა.

ქორ­წი­ლამ­დე ერთი დღით ადრე მსა­ხი­ობ­მა ბლე­იკ ლა­ივ­ლიმ "ტვი­ტერ­ში" და­წე­რა: "ოც­ნე­ბა შენი ხე­ლით უნდა შექ­მნა. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ოც­ნე­ბა ახდა". მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იქვე მი­ა­წე­რა: "თუნ­დაც ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა არ იყო, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ უშნო ხარ და არ ხარ ბედ­ნი­ე­რე­ბის ღირ­სი".

ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი და ბენ­ჟა­მინ მილ­პიე

ერ­თად უკვე სამი წე­ლია არი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში იქორ­წი­ნეს. თა­ნაც, მა­ნამ­დე 31 წლის ნა­ტა­ლიმ 35 წლის ქო­რე­ოგ­რაფ ბენ­ჟა­მინ მილ­პი­ეს­გან შვი­ლის გა­ჩე­ნაც მო­ას­წრო.

სა­ი­დუმ­ლო ცე­რე­მო­ნია წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე, კერ­ძო მა­მულ­ში გა­ი­მარ­თა და მხო­ლოდ პა­პა­რა­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გახ­და სა­ჯა­რო. ნა­ტა­ლიმ და ბენ­ჟა­მინ­მაც და­მა­ლეს ქორ­წი­ლის დე­ტა­ლე­ბი და პრე­სა წვე­უ­ლე­ბა­ზე არ და­უშ­ვეს.

დრიუ ბე­რი­მო­რი და უილ კო­პელ­მა­ნი

წყვი­ლი 2011 წლი­დან არის ერ­თად, ქორ­წი­ლი კი 2012 წლის 2 ივ­ნისს შედ­გა. დრიუ ბე­რი­მო­რი საპ­ნის ოპე­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­თხოვ­და - ორ­სუ­ლი.

წარ­სულ­ში ორი გან­ქორ­წი­ნე­ბა, ორი ჩაშ­ლი­ლი ნიშ­ნო­ბა და ათე­უ­ლო­ბით რო­მა­ნი და­ტო­ვა. წინ კი, იმე­დია, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ელის ან­ტიკ­ვარ უილ კო­პელ­მან­თან.

ცე­რე­მო­ნია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში პა­ტა­რა მა­მულ­ში გა­ი­მარ­თა და ცოტა ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და, მხო­ლოდ ახლო მე­გობ­რე­ბი. დრი­უს "შა­ნე­ლის" კაბა ეცვა - მისი ქმა­რი ხომ ამ მო­დის სახ­ლის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ვა­ჟია. დრი­უმ და უილ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ პა­პა­რა­ცე­ბის კა­მე­რებს და­მალ­ვოდ­ნენ და გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც.

მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და პრის­ცი­ლა ჩანი

ეს არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი წყვი­ლი 2003 წლი­დან ერ­თად არის ერ­თად. 2012 წლის 19 მა­ისს იქორ­წი­ნეს. მი­ლი­არ­დერ­მა ცუ­კერ­ბერ­გმა შე­ას­რუ­ლა სი­ტყვა, რო­მე­ლიც ცხრა წლის წინ მის­ცა საყ­ვა­რელ ქალს - ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის­დრო­ინ­დელ სიყ­ვა­რულ პრის­ცი­ლა ჩანს. მარ­თა­ლია, მა­ს­მე­დი­ას არ მო­ე­წო­ნა პა­ტარ­ძა­ლი, რო­მე­ლიც "მა­კი­აჟს არ იკე­თებს და ხან­და­ხან ფე­ხე­ბის გა­პარსვაც ავი­წყდე­ბა", მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ქალი ცუ­კერ­ბერგს უყ­ვარს.

ცე­რე­მო­ნია ცუ­კერ­ბერ­გის სახ­ლში შედ­გა, პალო-ალ­ტო­ში, სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

გასულ წელს რამდენიმე ცნობილმა წყვილმა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, ზოგიერთებმა იმავე წელს გაყრაც მოასწრეს რამდენიმე თვეში. ამჯერად რამდენიმე წყვილი გავიხსენოთ, რომლების ქორწინებაც ან ხანგრძლივი სიყვარულის დაგვირგვინება იყო, ან ყველაზე შთამბეჭდავი ცერემონიით გამოირჩეოდა ან კიდევ - ყველაზე გასაიდუმლოებული გახლდათ.

ენ ჰეტეუეი და ადამ შულმანი

მსახიობმა და დიზაინერმა ადამ შულმანმა 29 სექტემბერს იქორწინეს, საიდუმლო ვითარებაში. ჰოლივუდის მთავარ კონკიას ვალენტინოს 50-ათასდოლარიანი კაბა ეცვა. წვეულებას მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ, დაახლოებით 180 ადამიანი.

სხვათა შორის, სანამ შულმანს შეხვდებოდა, ენს ოთხი წელი ჰქონდა რომანი იტალიელ ბიზნესმენ რაფაელო ფოლიერისთან, რომელმაც მსახიობი მოატყუა - მისი სახელით ისარგებლა და 50 მლნ დოლარი მიითვისა, რომელიც საქველმოქმედო ფონდებისთვის იყო განკუთვნილი. საბოლოოდ რაფაელო ციხეში მოხვდა, ენი კი - ადამ შულმანის მკლავებში.

ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

წყვილი 2007 წლიდან არის ერთად, თუმცა მხოლოდ 2012 წლის 19 ოქტომბერს მოახერხეს დაქორწინება. მანამდე ჰქონდათ შერიგებისა და განშორების რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა ბოლოს მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

ქორწინება ჰოლივუდისგან შორს დაგეგმეს, იტალიაში მიიწვიეს 150 სტუმარი - ნეაპოლში კერძო თვითმფრინავებით ჩაიყვანეს, მერე კი აპულიის რეგიონში, სადაც იყო დაგეგმილი დიდი წვეულება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

რაიანმა და ბლეიკმა 2012 წლის სექტემბერში გაცვალეს ბეჭდები - რომანის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. ცერემონია ამერიკის პატარა ქალაქ ჩარლსტონში შედგა, პლანტაციაზე.

წყვილმა ყველასგან დამალა ცერემონიის დეტალები, ამიტომ ფოტოები მათი ქორწინებიდან პრესამ ვერ მოიპოვა.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ "ტვიტერში" დაწერა: "ოცნება შენი ხელით უნდა შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა". მოგვიანებით კი იქვე მიაწერა: "თუნდაც ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგონა არ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ უშნო ხარ და არ ხარ ბედნიერების ღირსი".

ნატალი პორტმანი და ბენჟამინ მილპიე

ერთად უკვე სამი წელია არიან, მაგრამ მხოლოდ გასული წლის აგვისტოში იქორწინეს. თანაც, მანამდე 31 წლის ნატალიმ 35 წლის ქორეოგრაფ ბენჟამინ მილპიესგან შვილის გაჩენაც მოასწრო.

საიდუმლო ცერემონია წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კერძო მამულში გაიმართა და მხოლოდ პაპარაცული ფოტოები გახდა საჯარო. ნატალიმ და ბენჟამინმაც დამალეს ქორწილის დეტალები და პრესა წვეულებაზე არ დაუშვეს.

დრიუ ბერიმორი და უილ კოპელმანი

წყვილი 2011 წლიდან არის ერთად, ქორწილი კი 2012 წლის 2 ივნისს შედგა. დრიუ ბერიმორი საპნის ოპერების საუკეთესო ტრადიციებით გათხოვდა - ორსული.

წარსულში ორი განქორწინება, ორი ჩაშლილი ნიშნობა და ათეულობით რომანი დატოვა. წინ კი, იმედია, ბედნიერი ცხოვრება ელის ანტიკვარ უილ კოპელმანთან.

ცერემონია კალიფორნიაში პატარა მამულში გაიმართა და ცოტა ხალხი ესწრებოდა, მხოლოდ ახლო მეგობრები. დრიუს "შანელის" კაბა ეცვა - მისი ქმარი ხომ ამ მოდის სახლის ყოფილი გენერალური დირექტორის ვაჟია. დრიუმ და უილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პაპარაცების კამერებს დამალვოდნენ და გამოუვიდათ კიდეც.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

ეს არაორდინარული წყვილი 2003 წლიდან ერთად არის ერთად. 2012 წლის 19 მაისს იქორწინეს. მილიარდერმა ცუკერბერგმა შეასრულა სიტყვა, რომელიც ცხრა წლის წინ მისცა საყვარელ ქალს - ჯერ კიდევ სტუდენტობისდროინდელ სიყვარულ პრისცილა ჩანს. მართალია, მასმედიას არ მოეწონა პატარძალი, რომელიც "მაკიაჟს არ იკეთებს და ხანდახან ფეხების გაპარსვაც ავიწყდება", მაგრამ მთავარია, რომ ქალი ცუკერბერგს უყვარს.

ცერემონია ცუკერბერგის სახლში შედგა, პალო-ალტოში, საიდუმლო ვითარებაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება