მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი კაცი 81 წლის მუსიკის მასწავლებელი ფრანკო სელაკია. საზოგადოებამ ფრანკოს იღბლიანი კაცის ტიტული მას შემდეგ მიანიჭა, რაც ცნობილი გახდა, რომ 7-ჯერ გადაურჩა სიკვდილს და ლატარიაში 600 000 გირვანქა სტერლინგი მოიგო. გთავაზობთ იმ შემთხვევების სიას, როდესაც ფრანკო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა:
1. 1962 წელს ის სარაევოდან დუბროვნიკში მგზავრობდა. მატარებელი მოულოდნელად რელსიდან გადავიდა და ყინულით სავსე მდინარეში ჩავარდა. ინციდენტისას 17 ადამიანი დაიხრჩო, ფრანკომ მხოლოდ შოკი მიიღო და მხარი მოიტეხა.
2. 1963 წელს ზაგრებიდან რიეკაში თვითმფრინავით მგზავრობდა. მოულოდნელად პილოტის კაბინის კარი გაიღო და მგზავრები გადაცვივდნენ. 19 ადამიანი დაიღუპა, ფრანკო კი თივის ძნებს დაეცა და გადარჩა.
3. 1966 წელს ავტობუსი მდინარეში გადავარდა. 4 ადამიანი დაიხრჩო, მაგრამ ფრანკომ მხოლოდ რამდენიმე მოტეხილობა მიიღო, თუმცა წარმატებით გაცურა.
4. 1970 წელს ავტომობილს, რომელსაც მართავდა, ხანძარი გაუჩნდა. ავტომობილის აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფრანკომ მანქანის დატოვება მოასწრო.
5. 3 წლის შემდეგ ფრანკოს ავტომობილს პრობლემა შეექმნა. აალებისას ფრანკოს თმა შეეტრუსა, თუმცა სხეულის სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
6. 1995 წელლს ფრანკო ავტოავარიაში მოყვა, მაგრამ სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.
7. იგივე შემთხვევა 1996 წელსაც განმეორდა.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.