Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები
2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი სამ­ხედ­რო სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აკ­ვირ­დე­ბი­ან და წლის ბო­ლოს გა­ფორ­მე­ბულ ყვე­ლა­ზე მსხვილ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე ან­გა­რიშს აკე­თე­ბენ. ქვე­მოთ 2012 წლის 10 ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სამ­ხედ­რო გა­რი­გე­ბაა ჩა­მოთ­ვლი­ლი.

1 - მრა­ვალ­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი "რა­ფა­ლი" ინ­დუ­რი ტენ­დე­რის ფი­ნა­ლის­ტი გახ­და

მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ინ­დო­ეთ­მა ფრან­გუ­ლი "რა­ფა­ლი" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რის ფი­ნა­ლის­ტად და­ა­სა­ხე­ლა. ფრან­გე­ბის გარ­და, ტენ­დერ­ში, რო­მე­ლიც 126 თვითმფრი­ნა­ვის მი­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ევ­რო­პუ­ლი "ევრო­ფა­ი­ტე­რი", შვე­დუ­რი "სა­ა­ბი", ამე­რი­კუ­ლი "ბო­ინ­გი" და "ლო­ქ­ჰი­იდ მარ­ტი­ნი" და რუ­სუ­ლი "მიგი" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, 18 გა­მან­დგუ­რე­ბელს ინ­დო­ე­ლე­ბი აწყო­ბილ მდო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი 108 ერ­თე­უ­ლი კი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­და­ცე­მის შემ­დეგ, თა­ვად ინ­დო­ეთ­ში დამ­ზად­დე­ბა და აი­წყო­ბა. კონ­ტრაქ­ტის ღრე­ბუ­ლე­ბა 10,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

2 - ია­პო­ნია ოთხ გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ F-35A-ს ყი­დუ­ლობს

ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ია­პო­ნი­ის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ F-35-ების შე­ძე­ნა­ზე შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა. გა­რი­გე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. თვითმფრი­ნა­ვე­ბის გარ­და, ტო­კი­ომ მფრი­ნა­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად ორი ტრე­ნა­ჟო­რი და თა­ვად თვითმფრი­ნა­ვე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის კომ­პლექ­ტი შე­ი­ძი­ნა. ია­პო­ნი­ის მხრი­დან F-35A-ს და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა და­მა­ტე­ბი­თად 38 თვითმფრი­ნავს იყი­დის.

3 - აშშ ტა­ი­ვა­ნის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს

ზა­ფხულ­ში ტა­ი­ვა­ნის მთავ­რო­ბამ სა­კუ­თარ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 145 ერ­თე­უ­ლი F-16A/B-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია გა­და­წყვი­ტა. სა­მო­დერ­ნი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს აშშ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ეს პრო­ცე­სი 12 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა. ტა­ი­ვა­ნის ბი­უ­ჯეტს თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნემ­დე 145 თვითმფრი­ნა­ვის აყ­ვა­ნა 3,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა.

4 "ბო­ინ­გი" ინ­დო­ეთს დამ­რტყმელ და სატ­რან­სპორ­ტო შვე­ულმფრე­ნებს მი­აწ­ვდის

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "ბო­ინ­გი" ინ­დო­ეთს 15 ერ­თე­ულ CH-47-ის ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო და 22 ერ­თე­ულ AH-64 "აპა­ჩის" ტი­პის დამ­რტყმე­ულ შვე­ულმფრ­ნებს მი­აწ­ვდის. სა­ერ­თო ჯამ­ში, ინ­დო­ეთს 37 შვე­ულმფრე­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა.

5 - გერ­მა­ნია ეგ­ვიპ­ტეს წყალ­ქვე­შა ნა­ვებს მი­აწ­ვდის

ის­რა­ლე­ის მკაც­რი პო­ზი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, 2012 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გერ­მა­ნი­ა­სა და ეგ­ვიპ­ტეს შო­რის "ტიპი-029"-ის ორი დი­ზელ-ელექტრუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 913 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

6 - ინ­დო­ეთს 145 ერ­თე­უ­ლი ჰა­უ­ბი­ცის შეს­ყიდ­ვა სურს

2012 წლის ია­რა­ღის ერთ-ერთი მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რი უდა­ოდ ინ­დო­ე­თია. საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბის და შვე­ულმფრე­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის პა­რა­ლე­ლუ­ლად, ქვე­ყა­ნა სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებ­საც აახ­ლებს. ნო­ემ­ბერ­ში დე­ლიმ აშშ-ში გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლო­ბით თხოვ­ნა­ში 145 ერ­თე­უ­ლი 155 მმ-იანი M777-ის ტი­პის ბუქ­სი­რე­ბა­დი ჰა­უ­ბი­ცე­ბის შეს­ყიდ­ვის სურ­ლი­ვი გა­მოთ­ქვა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, კონ­ტრაქტს ხელს მხა­რე­ე­ბი 2013 წლის მარ­ტში მო­ა­წე­რენ.

7 - იტა­ლია ის­რა­ელს სას­წავ­ლო თვითმფრი­ნა­ვებს მიჰ­ყი­დის

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იტა­ლია ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს M-346-ის ტი­პის 30 სას­წავ­ლო თვითმფრი­ნავს მიჰ­ყი­დის. გა­რი­გე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. კონ­ტრაქ­ტი ის­რა­ელ­სა და იტა­ლი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბათ­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე ძრა­ვე­ბის, ტრე­ნა­ჟო­რე­ბის, სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­სა და მფრი­ნა­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

8 - სა­უ­დის არა­ბეთ­მა 77 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი შე­ი­ძი­ნა

მა­ის­ში სა­უ­დის არა­ბეთ­მა 22 რე­აქ­ტი­უ­ლი "ჰო­უ­კის" და 55 PC-21-ის ტი­პის ტურ­ბოხ­რახ­ნუ­ლი სას­წავ­ლო-საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი შე­ი­ძი­ნა. გა­რი­გე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

9 - გერ­მა­ნია ალ­ჟირს ფრე­გა­ტებს მი­ყი­დის

აპ­რი­ლის თვე­ში ალ­ჟირ­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის MEKO A-200-ის ტი­პის ორი ფრე­გა­ტის შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ამა­ვე ტი­პის ორ ხო­მალ­დზე გათ­ვლი­ლი და­მა­ტე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ჟი­რე­ლებს 2,886 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

10 - ავ­სტრა­ლი­ამ "სპარ­ტა­ნე­ბი" შე­ი­ძი­ნა

ავ­სტრა­ლი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა 10 ერ­თე­უ­ლი C-27J "სპარ­ტა­ნის" ტი­პის სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით კონ­ტრაქ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები

2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები

მთელი წლის განმავლობაში სამხედრო ექსპერტები სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და წლის ბოლოს გაფორმებულ ყველაზე მსხვილ ხელშეკრულებებზე ანგარიშს აკეთებენ. ქვემოთ 2012 წლის 10 ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა ჩამოთვლილი.

1 - მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი "რაფალი" ინდური ტენდერის ფინალისტი გახდა

მიმდინარე წლის დასაწყისში ინდოეთმა ფრანგული "რაფალი" გამოცხადებული ტენდერის ფინალისტად დაასახელა. ფრანგების გარდა, ტენდერში, რომელიც 126 თვითმფრინავის მიწოდებას ითვალისწინებს, ევროპული "ევროფაიტერი", შვედური "სააბი", ამერიკული "ბოინგი" და "ლოქჰიიდ მარტინი" და რუსული "მიგი" მონაწილეობდნენ.

ტენდერის პირობების თანახმად, 18 გამანდგურებელს ინდოელები აწყობილ მდომარეობაში მიიღებენ. დანარჩენი 108 ერთეული კი შესაბამისი ტექნოლოგიებისა და საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ, თავად ინდოეთში დამზადდება და აიწყობა. კონტრაქტის ღრებულება 10,4 მილიარდი დოლარია.

2 - იაპონია ოთხ გამანადგურებელ F-35A-ს ყიდულობს

ივლისის დასაწყისში იაპონიის თავდაცვის უწყებამ F-35-ების შეძენაზე შესაბამისი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ღირებულება 1,8 მილიარდი დოლარია. თვითმფრინავების გარდა, ტოკიომ მფრინავების მოსამზადებლად ორი ტრენაჟორი და თავად თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების კომპლექტი შეიძინა. იაპონიის მხრიდან F-35A-ს დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქვეყანა დამატებითად 38 თვითმფრინავს იყიდის.

3 - აშშ ტაივანის გამანადგურებლების მოდერნიზაციას უზრუნველყოფს

ზაფხულში ტაივანის მთავრობამ საკუთარ შეიარაღებაში არსებული 145 ერთეული F-16A/B-ის ტიპის გამანადგურებლების მოდერნიზაცია გადაწყვიტა. სამოდერნიზაციო სამუშაოებს აშშ განახორციელებს და ეს პროცესი 12 წელიწადში დასრულდება. ტაივანის ბიუჯეტს თანამედროვე დონემდე 145 თვითმფრინავის აყვანა 3,7 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

4 "ბოინგი" ინდოეთს დამრტყმელ და სატრანსპორტო შვეულმფრენებს მიაწვდის

უახლოეს მომავალში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია "ბოინგი" ინდოეთს 15 ერთეულ CH-47-ის ტიპის სატრანსპორტო და 22 ერთეულ AH-64 "აპაჩის" ტიპის დამრტყმეულ შვეულმფრნებს მიაწვდის. საერთო ჯამში, ინდოეთს 37 შვეულმფრენი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

5 - გერმანია ეგვიპტეს წყალქვეშა ნავებს მიაწვდის

ისრალეის მკაცრი პოზიციის მიუხედავად, 2012 წლის შემოდგომაზე გერმანიასა და ეგვიპტეს შორის "ტიპი-029"-ის ორი დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. მისი ღირებულება 913 მილიონი დოლარია.

6 - ინდოეთს 145 ერთეული ჰაუბიცის შესყიდვა სურს

2012 წლის იარაღის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი უდაოდ ინდოეთია. საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენების შესყიდვის პარალელულად, ქვეყანა საარტილერიო სისტემებსაც აახლებს. ნოემბერში დელიმ აშშ-ში გაგზავნილ წერილობით თხოვნაში 145 ერთეული 155 მმ-იანი M777-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცების შესყიდვის სურლივი გამოთქვა. როგორც მოსალოდნელია, კონტრაქტს ხელს მხარეები 2013 წლის მარტში მოაწერენ.

7 - იტალია ისრაელს სასწავლო თვითმფრინავებს მიჰყიდის

უახლოეს მომავალში იტალია ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებს M-346-ის ტიპის 30 სასწავლო თვითმფრინავს მიჰყიდის. გარიგების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. კონტრაქტი ისრაელსა და იტალიას შორის გაფორმებული სამთავრობათშორისო ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც ასევე ძრავების, ტრენაჟორების, სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს.

8 - საუდის არაბეთმა 77 სამხედრო თვითმფრინავი შეიძინა

მაისში საუდის არაბეთმა 22 რეაქტიული "ჰოუკის" და 55 PC-21-ის ტიპის ტურბოხრახნული სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა. გარიგების ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

9 - გერმანია ალჟირს ფრეგატებს მიყიდის

აპრილის თვეში ალჟირსა და გერმანიას შორის MEKO A-200-ის ტიპის ორი ფრეგატის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. ამავე ტიპის ორ ხომალდზე გათვლილი დამატებითი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ალჟირელებს 2,886 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ.

10 - ავსტრალიამ "სპარტანები" შეიძინა

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა 10 ერთეული C-27J "სპარტანის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შეძენის შესახებ განაცხადა. წინასწარი ცნობებით კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა