მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი
ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მე­ბის­თვის ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "ვა­ნოს შოუს" წამ­ყვა­ნი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა, რას გვიმ­ზა­დებს სა­ა­ხალ­წლოდ და რო­გორ ეგე­ბე­ბა დამ­დეგ 2013 წელს:

- სა­ა­ხალ­წლოდ ვამ­ჯო­ბი­ნებ მსუ­ბუ­ქი, სა­სა­ცი­ლო და იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბას, არ მიყ­ვარს პომ­პე­ზუ­რო­ბა. ამ­ჯე­რად სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად გვე­ყო­ლე­ბა პრო­დი­უ­სე­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე და პა­ტა­რე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლებ­მაც სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია ჯუ­ნი­ორ­ზე" მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ჩვე­ნი სტუ­მა­რი, აგ­რეთ­ვე, იქ­ნე­ბა ილუ­ზი­ო­ნის­ტი გია ფა­რა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მა­ოგ­ნე­ბელ ნომ­რებს გვიჩ­ვე­ნებს. გარ­და ამი­სა, ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც ამ გა­და­ცე­მა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. მე ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვმღე­რი, ა-რა-ჩვე-უ-ლებ-რი-ვად (იცი­ნის).

- ვანო, მე­გო­ნა, სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა გე­ყო­ლე­ბო­და სტუმ­რად, მა­გა­ლი­თად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი...

- ვმუ­შა­ობთ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­ვა­ზე და ვნა­ხოთ... სამ­წუ­ხა­როდ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ბა­რე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ბევ­რმა პო­ლი­ტი­კურ­მა ფი­გუ­რამ თავი შე­ი­კა­ვა ჩემს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბის­გან. არა­და, ბოლო გა­და­ცე­მა­ში მსურ­და, მო­მეწ­ვია რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­მეს­ვა ერ­თად და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ ვი­ხა­ლი­სებ­დით...

- ბოლო ხანს გა­და­ცე­მა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" უფრო მეტს ხუმ­რობ, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე"...

- სად არის ხომ ჩემი ბა­ლან­სი (იცი­ნის)?! ბოლო ხანს ბა­ლან­სი ნამ­დვი­ლად "გაგ­ვე­პა­რა", რად­გან უფრო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თე­მე­ბი იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ამ­ჟა­მინ­დელ ოპო­ზი­ცი­ა­ზე ხუმ­რო­ბე­ბი ვე­ღარ იწე­რე­ბო­და... "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უფრო ვუ­სა­და­გებ­დით ხუმ­რო­ბებს და ამი­ტო­მაც და­ირ­ღვა ბა­ლან­სი.ამის გამო ატყდა მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ თურ­მე გა­და­ცე­მებს მიკ­ვე­თენ და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­წყნა­რებ: მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

- ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ ხმა­უ­რით დაბ­რუნ­და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე.

- ჰოდა, ბა­ლან­სიც აღ­დგე­ბა (იცი­ნის).

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში კი­დევ ეძებ მას­ხა­რის ად­გილს?

- ეს თემა მა­ყუ­რე­ბელ­მა, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა ფი­გუ­რამ და ჟურ­ნა­ლის­ტმა აა­გო­რა და მეც მათ­გან ავი­ტა­ცე (იცი­ნის). სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ფერს არ ვე­ძებ. ისე­თი დრო დად­გა, ჯო­ბია, შენ­თვის, წყნა­რად იცხოვ­რო. ხოოო და, მეც ჩემ­თვის, წყნა­რად ვარ.

- 2013 წელს მეკვლედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ისურ­ვებ­დი თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ერ­თის მეკვლე­ო­ბას არ ვი­სურ­ვებ­დი და გე­ტყვით რა­ტო­მაც: ვში­შობ, პო­ლი­ტი­კა არ და­მე­ბე­დოს და მო­მა­ვალ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა ამ სფე­რო­ში გან­ვაგ­რძო. მე ხომ ერთი პა­ტა­რა კაცი ვარ, პა­ტა­რა სტუ­დი­ით (იცი­ნის).

- აბა ვის ისურ­ვებ­დი მეკვლედ?

- ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილს, თა­ვი­სი ნა­ტუ­რა­ლუ­რი "ქუ­დით", ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი წელი მექ­ნე­ბო­და (იცი­ნის).

- სად აპი­რებ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას?

- შინ შევ­ხვდე­ბი ოჯახ­თან ერ­თად და მერე და­ვი­ძი­ნებ. რა ვქნა, არ მიყ­ვარს ეს კლუ­ბუ­რი გარ­თო­ბა და დიდ სუფ­რებ­ზე ქე­ი­ფი. ჩემი გარ­თო­ბა ძი­ლია (იცი­ნის). აბა რაღა დროს ჩემი კლუბ­ში თუხ­თუ­ხია, ასა­კიც აღარ მი­წყობს ხელს, უკვე 31 წლის ვარ.

- შენ­მა შვილ­მა თუ გა­უგ­ზავ­ნა თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი და რა სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­უ­წე­რა?

- ჩემ­მა შვილ­მა არა, მაგ­რამ დე­და­მის­მა კი საკ­მა­ოდ გრძე­ლი სია ჩა­მო­უ­წი­კწი­კა თოვ­ლის ბა­ბუ­ას... მეც ისღა დამ­რჩე­ნია, დედა-შვილს ყვე­ლა­ფე­რი შე­ვუს­რუ­ლო (იცი­ნის). მინ­და, "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მეშ­ვე­ო­ბით დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, ვუ­სურ­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა, წინსვლა და რაც მთა­ვა­რია, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ი­სად­გუ­როს მშვი­დო­ბამ!

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი

ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი

ტელეკომპანიები საახალწლო გადაცემებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. "რუსთავი 2"-ის იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გვესაუბრება, რას გვიმზადებს საახალწლოდ და როგორ ეგებება დამდეგ 2013 წელს:

- საახალწლოდ ვამჯობინებ მსუბუქი, სასაცილო და იუმორით გაჯერებული გადაცემის მომზადებას, არ მიყვარს პომპეზურობა. ამჯერად საახალწლო გადაცემაში სტუმრად გვეყოლება პროდიუსერი გიგა კუხიანიძე და პატარების ჯგუფი, რომლებმაც საბავშვო "ევროვიზია ჯუნიორზე" მეორე ადგილი დაიკავეს. ჩვენი სტუმარი, აგრეთვე, იქნება ილუზიონისტი გია ფარადაშვილი, რომელიც გამაოგნებელ ნომრებს გვიჩვენებს. გარდა ამისა, ჩავწერე სიმღერა, რომელსაც ამ გადაცემაში შემოგთავაზებთ. მე ხომ არაჩვეულებრივად ვმღერი, ა-რა-ჩვე-უ-ლებ-რი-ვად (იცინის).

- ვანო, მეგონა, საახალწლო გადაცემაში რომელიმე პოლიტიკური ფიგურა გეყოლებოდა სტუმრად, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი...

- ვმუშაობთ სააკაშვილის გადაცემაში მოწვევაზე და ვნახოთ... სამწუხაროდ, პროკურატურაში პოლიტიკოსების დაბარებისა და საპროტესტო აქციების ფონზე ბევრმა პოლიტიკურმა ფიგურამ თავი შეიკავა ჩემს გადაცემაში სტუმრობისგან. არადა, ბოლო გადაცემაში მსურდა, მომეწვია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, დამესვა ერთად და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვიხალისებდით...

- ბოლო ხანს გადაცემაში "ქართულ ოცნებაზე" უფრო მეტს ხუმრობ, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაზე"...

- სად არის ხომ ჩემი ბალანსი (იცინის)?! ბოლო ხანს ბალანსი ნამდვილად "გაგვეპარა", რადგან უფრო სახელისუფლებო თემები იყო აქტუალური და ამჟამინდელ ოპოზიციაზე ხუმრობები ვეღარ იწერებოდა... "ქართულ ოცნებას" უფრო ვუსადაგებდით ხუმრობებს და ამიტომაც დაირღვა ბალანსი.ამის გამო ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ თურმე გადაცემებს მიკვეთენ და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოებას დავაწყნარებ: მსგავსი არაფერი ხდება.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილი კვლავ ხმაურით დაბრუნდა ტელეეკრანებზე.

- ჰოდა, ბალანსიც აღდგება (იცინის).

- "ქართული ოცნების" რიგებში კიდევ ეძებ მასხარის ადგილს?

- ეს თემა მაყურებელმა, რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ და ჟურნალისტმა ააგორა და მეც მათგან ავიტაცე (იცინის). სიმართლე გითხრათ, არაფერს არ ვეძებ. ისეთი დრო დადგა, ჯობია, შენთვის, წყნარად იცხოვრო. ხოოო და, მეც ჩემთვის, წყნარად ვარ.

- 2013 წელს მეკვლედ მიხეილ სააკაშვილს ისურვებდი თუ ბიძინა ივანიშვილს?

- სიმართლე გითხრათ, არც ერთის მეკვლეობას არ ვისურვებდი და გეტყვით რატომაც: ვშიშობ, პოლიტიკა არ დამებედოს და მომავალში მოღვაწეობა ამ სფეროში განვაგრძო. მე ხომ ერთი პატარა კაცი ვარ, პატარა სტუდიით (იცინის).

- აბა ვის ისურვებდი მეკვლედ?

- ზაქარია ქუცნაშვილს, თავისი ნატურალური "ქუდით", ძალიან მხიარული წელი მექნებოდა (იცინის).

- სად აპირებ ახალი წლის შეხვედრას?

- შინ შევხვდები ოჯახთან ერთად და მერე დავიძინებ. რა ვქნა, არ მიყვარს ეს კლუბური გართობა და დიდ სუფრებზე ქეიფი. ჩემი გართობა ძილია (იცინის). აბა რაღა დროს ჩემი კლუბში თუხთუხია, ასაკიც აღარ მიწყობს ხელს, უკვე 31 წლის ვარ.

- შენმა შვილმა თუ გაუგზავნა თოვლის ბაბუას წერილი და რა საჩუქრები ჩამოუწერა?

- ჩემმა შვილმა არა, მაგრამ დედამისმა კი საკმაოდ გრძელი სია ჩამოუწიკწიკა თოვლის ბაბუას... მეც ისღა დამრჩენია, დედა-შვილს ყველაფერი შევუსრულო (იცინის). მინდა, "ყველა სიახლის" მეშვეობით დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, ვუსურვო ბედნიერება, წინსვლა და რაც მთავარია, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"