მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ!
ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ!

2013 წელი გვე­ლის წე­ლია. ამ ქვე­წარ­მავ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი მითი და რე­ა­ლო­ბა გვსმე­ნია, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბას გველ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა კი არა, მისი და­ნახ­ვაც კი თავ­ზარს სცემს. გვე­ლის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის მინ­დო­და, უფრო მეტი მცოდ­ნო­და მას­ზე. ამი­ტომ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უმს ვეს­ტუმ­რე.

გუ­რამ წიკ­ლა­უ­რი, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის კუ­რა­ტო­რი: - 41 სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მა­ვა­ლი გვყავს, მათ შო­რის გვე­ლიც, ხვლი­კიც, მან­გუს­ტიც, ნი­ან­გიც და კუც. გვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ ერევ­ნი­დან, ალ­მა­თი­დან, ნა­წი­ლი - აფ­რი­კი­დან, ტან­ზა­ნი­ი­დან. ზოგ­ჯერ ვყი­დუ­ლობთ ან სხვა ცხო­ვე­ლებ­ზე ვცვლით. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ერთ ქალ­ბა­ტონს პი­თო­ნი შინ ჰყავ­და და მოგ­ვიყ­ვა­ნა. მეც მყავს შინ ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი სი­მინ­დის მცუ­რა­ვი. შვი­ლებ­საც და შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ისე ვზრდი, გვე­ლი­სა არ უნდა ეში­ნო­დეთ. მე რომ მკი­თხოთ, მას­ზე ლა­მა­ზი და სუფ­თა არ­სე­ბა არ მე­გუ­ლე­ბა. სამ­ყა­რო­ში სულ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ერ­ჩის ადა­მი­ანს. შემ­თხვე­ვე­ბის 99%, როცა გვე­ლი გეს­ლავს ადა­მი­ანს, მხო­ლოდ თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­აა.

სა­მე­ფო კობ­რაც კი, რო­მე­ლიც შხა­მი­ან გვე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე დი­დია და 5,5 მეტრს აღ­წევს, მხო­ლოდ მა­შინ არის აგ­რე­სი­უ­ლი, როცა კვერ­ცხს დებს და წი­წი­ლე­ბის გა­მო­ჩე­კამ­დე იცავს მათ. ამ დროს თუ მახ­ლობ­ლად ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა, თავს და­ეს­ხას. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი "შვი­ლე­ბიც" კი შე­ჭა­მოს. სხვა­თა შო­რის, სა­მე­ფო კობ­რა მხო­ლოდ გვე­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბა. ყვე­ლა პი­თო­ნი თა­ვის კვერ­ცხებს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა და კრუ­ხი­ვით აზის მათ. როცა გველს ხე­დავ, ის უკვე სა­ში­ში აღარ არის. ამ დროს ორი ნა­ბი­ჯით უკან უნდა და­ი­ხიო და და­ა­ნა­ხო, რომ თქვენ შო­რის არ­სე­ბობს უსაფრ­თხო მან­ძი­ლი. შე­საძ­ლოა, ამ დროს გა­გაფრ­თხი­ლოს, და­ი­სი­სი­ნოს, რომ გა­ე­რი­დო. კობ­რაც იმი­ტომ დგე­ბა ყალ­ყზე და შლის ლა­ყუ­ჩებს მა­რა­ო­სა­ვით, რომ აფრ­თხი­ლებს ადა­მი­ანს, - წა­დიო. ასეთ დროს თუ მა­ინც არ გა­ე­რი­დე, კობ­რამ შე­საძ­ლოა გა­საფრ­თხი­ლებ­ლად რამ­დენ­ჯერ­მე და­ხუ­რუ­ლი პი­რით და­გარ­ტყას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გი­კ­ბი­ნოს.

- რით კვე­ბავთ გვე­ლებს?

- ზოგი იკ­ვე­ბე­ბა ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მის ნა­დავლს არ­ჩევს - თაგ­ვს, ვირ­თაგ­ვას, კურ­დღელს. ზოგი ღორ­საც ჭამს. გვყავს პი­თო­ნი, რო­მელ­საც ან­ტი­ლო­პას შეჭ­მაც შე­უძ­ლია.

- გვე­ლებს თუ აშე­ნებთ?

- სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით ხდე­ბა გვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა. ზოგს ამის­თვის ზამ­თარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ანუ დღის სი­ნათ­ლის მი­წო­დე­ბა უნდა შე­უმ­ცი­რო. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტე­ბი. შემ­დეგ ხდე­ბა მათი შეჯ­ვა­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი და ემო­ცი­უ­რი პრო­ცე­სია. გვე­ლე­ბის ნა­წი­ლი კვერ­ცხს დებს, ნა­წი­ლი ცო­ცხლად შობს ნა­ში­ერს.

იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში "მშო­ბი­ა­რო­ბის" პრო­ცეს­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც ხდე­ბა სა­ჭი­რო.

სხვა­თა შო­რის, მა­მალ გველს ორი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო აქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ!

ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ!

2013 წელი გველის წელია. ამ ქვეწარმავლის შესახებ ბევრი მითი და რეალობა გვსმენია, თუმცა უმეტესობას გველთან მიახლოება კი არა, მისი დანახვაც კი თავზარს სცემს. გველის წელში ვარ დაბადებული და ყოველთვის მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა მასზე. ამიტომ თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმს ვესტუმრე.

გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი: - 41 სახეობის ქვეწარმავალი გვყავს, მათ შორის გველიც, ხვლიკიც, მანგუსტიც, ნიანგიც და კუც. გველების რამდენიმე სახეობა შემოვიყვანეთ ერევნიდან, ალმათიდან, ნაწილი - აფრიკიდან, ტანზანიიდან. ზოგჯერ ვყიდულობთ ან სხვა ცხოველებზე ვცვლით. მაგალითად, თბილისში ერთ ქალბატონს პითონი შინ ჰყავდა და მოგვიყვანა. მეც მყავს შინ ჩრდილოამერიკული სიმინდის მცურავი. შვილებსაც და შვილიშვილებსაც ისე ვზრდი, გველისა არ უნდა ეშინოდეთ. მე რომ მკითხოთ, მასზე ლამაზი და სუფთა არსება არ მეგულება. სამყაროში სულ რამდენიმე სახეობის გველი ერჩის ადამიანს. შემთხვევების 99%, როცა გველი გესლავს ადამიანს, მხოლოდ თავდაცვითი რეაქციაა.

სამეფო კობრაც კი, რომელიც შხამიან გველებში ყველაზე დიდია და 5,5 მეტრს აღწევს, მხოლოდ მაშინ არის აგრესიული, როცა კვერცხს დებს და წიწილების გამოჩეკამდე იცავს მათ. ამ დროს თუ მახლობლად ადამიანი გამოჩნდა, შესაძლოა, თავს დაესხას. თუმცა, შესაძლოა, თავისი ახალგამოჩეკილი "შვილებიც" კი შეჭამოს. სხვათა შორის, სამეფო კობრა მხოლოდ გველებით იკვებება. ყველა პითონი თავის კვერცხებს ძალიან უფრთხილდება და კრუხივით აზის მათ. როცა გველს ხედავ, ის უკვე საშიში აღარ არის. ამ დროს ორი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო და დაანახო, რომ თქვენ შორის არსებობს უსაფრთხო მანძილი. შესაძლოა, ამ დროს გაგაფრთხილოს, დაისისინოს, რომ გაერიდო. კობრაც იმიტომ დგება ყალყზე და შლის ლაყუჩებს მარაოსავით, რომ აფრთხილებს ადამიანს, - წადიო. ასეთ დროს თუ მაინც არ გაერიდე, კობრამ შესაძლოა გასაფრთხილებლად რამდენჯერმე დახურული პირით დაგარტყას და მხოლოდ ამის შემდეგ გიკბინოს.

- რით კვებავთ გველებს?

- ზოგი იკვებება ძუძუმწოვრებით და შესაბამისი ზომის ნადავლს არჩევს - თაგვს, ვირთაგვას, კურდღელს. ზოგი ღორსაც ჭამს. გვყავს პითონი, რომელსაც ანტილოპას შეჭმაც შეუძლია.

- გველებს თუ აშენებთ?

- სპეციალური მანიპულაციებით ხდება გველების გამრავლების სტიმულირება. ზოგს ამისთვის ზამთართან მიახლოებული პირობები სჭირდება, ანუ დღის სინათლის მიწოდება უნდა შეუმცირო. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი პრეპარატები. შემდეგ ხდება მათი შეჯვარება. სხვათა შორის, ეს ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური პროცესია. გველების ნაწილი კვერცხს დებს, ნაწილი ცოცხლად შობს ნაშიერს.

იშვიათ შემთხვევაში "მშობიარობის" პროცესში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

სხვათა შორის, მამალ გველს ორი სასქესო ორგანო აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"