პოპის დედოფლად წოდებული მადონა ნიუ-იორკში თავის აპარტამენტებს ყიდის. მადონამ გადაწყვიტა, მეზობელს დაუთმოს ბრძოლის ველი.
ერთი წლის წინ მისმა მეზობელმა ქალმა, რომელიც მომღერლის ძვირფასი აპარტამენტების კედლების უკან ცხოვრობს, მას სასამართლოში უჩივლა. ქალი ჩიოდა მოგუგუნე მუსიკის გამო, რომელიც მეზობელი ბინიდან სამი-ოთხი საათის განმავლობაში ისმოდა. სანამ საქმე სასამართლოშია, პოპვარსკვლავი აღმოსავლეთ მანჰეტენზე პენტ-ჰაუსში გადავიდა, თავისი ბინა კი გასაყიდად გაიტანა.
ეს 550 კვ.მ. ფართობის მქონე ორდონიანი აპარტამენტები ნამდვილად კარგი შეთავაზებაა მყიდველებისთვის. მასში არის ხუთი საძინებელი, რვა სააბაზანო ოთახი, ოთხი ბუხარი, ორი აივანი. მეხუთე და მეექვსე სართულებიდან ცენტრალური პარკისკენ მშვენიერი ხედი იშლება. თუ 23,5 მლნ დოლარი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მადონას ბინის ახალი მფლობელი გახდეთ.
(გამოდის ორშაბათობით)