ამერიკულმა საბჭომ სამაუწყებლო საკითხებში რადიო "თავისუფლებისა" და რადიო "თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტი სტივენ კორნი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჟურნალი World Affairs ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, კორნი თანამდებობიდან 2013 წლის თებერვლამდე წავა, გადაწყვეტილება კი მისი გათავისუფლების შესახებ საბჭომ დახურულ სხდომაზე მიიღო.
თავად კორნი World Affairs-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შვებულებაში მიდის.
CNN-ის ყოფილი ხელმძღვანელი რადიო "თავისუფლებისა" და რადიო "თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტად 2011 წლის ივნისში დაინიშნა.
ამასთან, World Affairs-თან ინტერვიუში სამაუწყებლო საკითხებში ამერიკული საბჭოს წევრი ვიქტორ ეში სტივენ კორნის "მოსკოვის რედაქციის დანგრევასა" და "გამოუსწორებელი შეცდომების დაშვებაში" ადანაშაულებს.