ინგლისის ქალაქ როჩდეილში მცხოვრებ ტომპსონების ოჯახში დიდი მხიარულებაა - ტომპსონების ძაღლმა პატრონებს საშობაო საჩუქარად ლეკვები გაუჩინა, თუმცა ეს ფაქტი ოჯახის ყველა წევრისთვის სრული მოულოდნელობა იყო. მათ არ იცოდნენ, რომ ლუსი ფეხმძიმედ იყო.
თეთრი ლაბრადორის თორმეტივე ლეკვი შავი ფერისაა. 12 ლეკვი 12 დეკემბერს გაჩნდა. ტომპსონების ლუსით ბრიტანული გამოცემები დაინტერესდნენ და ლაბრადორები Daily Mail-ის გარეკანზეც მოხვდნენ.
"12 ლეკვი 12 რიცხვში 2012 წლის მე-12 თვეს გაჩნდნენ, 12 ლეკვი და 12/12/12 ძალიან სიმბოლურია. ყველა ლეკვი ძალიან გვიყვარს, არც კი ვიცი ამაზე დიდი საშობაო საჩუქარი რა უნდა იყოს", - ამბობს ოჯახის დიასახლისი, რეიჩელი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.