პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში კვლავ იმის გარკვევას ცდილობენ, კონკრეტულად რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია
პარლამენტში კვლავ იმის გარკვევას ცდილობენ, კონკრეტულად რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია

პარ­ლა­მენ­ტში კვლავ იმის გარ­კვე­ვას ცდი­ლო­ბენ, კონ­კრე­ტუ­ლად რა არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­დუქ­ცია და რაზე წეს­დე­ბა რე­გუ­ლა­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით.

აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით იხი­ლა­ვენ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მის და­წე­სე­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­დუქ­ცი­ის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე, 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან 50 მეტ­რის და­შო­რე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში.

ასე­ვე, და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის სა­ქონ­ლის, ტან­საც­მლის, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის, სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლებ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტ­მა მო­ამ­ზა­და და რო­გორც კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, მსგავ­სი ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში და ის მიზ­ნად მო­ზარ­დე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან დაც­ვას ისა­ხავს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის­თვის კი გა­ურ­კვე­ვე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­დუქ­ცი­ა­ზე წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვა და ჯა­რი­მე­ბი და რა იგუ­ლის­ხმე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­დუქ­ცი­ა­ში. რო­გორც დე­პუ­ტატ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არც ერთი "სექს-შოპი" არ მოქ­მე­დებს.

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, გია ბა­რა­მი­ძის­თვის კი გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აეკ­რძა­ლოს "17 წლის ვაჟ­კაცს" პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ყიდ­ვა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სია პარ­ლა­მენ­ტში ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დღის წეს­რი­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი დღე­ვან­დელ კენ­ჭისყრა­ზე უნდა გა­ვი­დეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პარლამენტში კვლავ იმის გარკვევას ცდილობენ, კონკრეტულად რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია

პარლამენტში კვლავ იმის გარკვევას ცდილობენ, კონკრეტულად რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია

პარლამენტში კვლავ იმის გარკვევას ცდილობენ, კონკრეტულად რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია და რაზე წესდება რეგულაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტით.

აღნიშნულ კანონში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით იხილავენ. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას სექსუალური ხასიათის პროდუქციის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და ასეთი დაწესებულების ტერიტორიიდან 50 მეტრის დაშორებით რეალიზაციის შემთხვევაში.

ასევე, დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული პროდუქციის რეკლამირება ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციის ადგილებში.

კანონპროექტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა და როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მსგავსი ტიპის რეგულაციები არსებობს არაერთ ევროპულ ქვეყანაში და ის მიზნად მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ისახავს.

საპარლამენტო უმცირესობისთვის კი გაურკვეველია, კონკრეტულად რა პროდუქციაზე წესდება შეზღუდვა და ჯარიმები და რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში. როგორც დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, მისთვის საინტერესოა რა შეიძლება იყოს სექსუალური პროდუქცია იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთი "სექს-შოპი" არ მოქმედებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ბარამიძისთვის კი გაურკვეველია, როგორ შეიძლება აეკრძალოს "17 წლის ვაჟკაცს" პრეზერვატივის ყიდვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. პლენარული სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით კანონპროექტი დღევანდელ კენჭისყრაზე უნდა გავიდეს პირველი მოსმენით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა