Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მოჯადოებული წრე - ვინ ქმნის დაუსჯელობის სინდრომს
მოჯადოებული წრე - ვინ ქმნის დაუსჯელობის სინდრომს

თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ტაქ­სით მგზავ­რობ­და. ტაქ­სის­ტი ენა­წყლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა და მას შემ­დეგ, რაც გლო­ბა­ლუ­რი თუ შიდა პო­ლი­ტი­კა მი­მო­ი­ხი­ლა, თა­ვის გა­სა­ჭირ­ზეც ისა­უბ­რა - ჩემი ბიჭს ბოლო ათ დღე­ში უკვე მე­სა­მედ იჭე­რენ (ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე მი­ნი­მარ­კეტ­ზე "წა­უც­და" ხელი) და მოვ­კვდი ამ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში სი­ა­რუ­ლით, ორ­ჯერ გა­ა­მარ­თლეს, მაგ­რამ მე­სა­მედ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ათას­ლა­რი­ან გი­რა­ოს შე­უ­ფარ­დე­ბე­ნო.

მა­შინ ტაქ­სის­ტის ნა­ამ­ბობს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, რად­გან მათ სჩ­ვე­ვი­ათ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი და გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბით მგზავ­რის შექ­ცე­ვა. გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი და გა­მო­გო­ნი­ლი კი იმი­ტომ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მახ­სოვ­და, სა­სა­მარ­თლომ 35-ლა­რი­ა­ნი ფიც­რის უნე­ბარ­თვოდ აღე­ბის­თვის რო­გორ მი­უ­სა­ჯა 65 წლის მო­ხუცს პა­ტიმ­რო­ბა, ან მე­ზობ­ლის ღო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის რო­გორ ჩას­ვა სამი წლით ცი­ხე­ში 80 წლის ბებო.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა ამ­ბავ­მა სიმპტო­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, დღე არ გავა, რომ სად­მე მა­ღა­ზია, ჯი­ხუ­რი ან მან­ქა­ნა არ გა­ტე­ხონ. ხში­რად მძარ­ცვე­ლე­ბი ერთი და იგი­ვე ობი­ექტს ერ­ჩი­ან. მათ რო­გორც წესი, პო­ლი­ცია აკა­ვებს ხოლ­მე, თუმ­ცა ძარ­ცვა-გა­ტეხ­ვა გრძელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იმი­ტომ კი არ ხდე­ბა, რომ უც­ბად, მა­სობ­რი­ვად ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბად გა­და­იქ­ცნენ. უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ცი­ის მიერ რამ­დენ­ჯერ­მე და­კა­ვე­ბულ ვაჟ­ბა­ტო­ნებს სა­სა­მარ­თლო მშვი­დო­ბი­ა­ნად უშ­ვებს და ისი­ნიც ძველ ხე­ლო­ბას უბ­რუნ­დე­ბი­ან.

სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ წვრილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თა საქ­მეც სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა, მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ ხვდე­ბი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხელ­ში და ერ­თგვა­რი მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე შე­იკ­რა. ტიპი მა­ღა­ზი­ას ან ჯი­ხურს ძარ­ცვავს, პო­ლი­ცია იჭერს, სა­სა­მარ­თლო უშ­ვებს, ტიპი ისევ მა­ღა­ზი­ას ან ჯი­ხურს ძარ­ცვავს.

მარ­თლაც, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა? სა­სა­მარ­თლო ზე­სუ­პერ­ლი­ბე­რა­ლუ­რად გა­და­იქ­ცა, თუ სხვა რა­მეს­თან გვაქვს საქ­მე? თუმ­ცა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, უც­ბად ფერი იც­ვა­ლოს სა­სა­მარ­თლომ, რო­მე­ლიც 15-20 წუთ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს 20-25-წლი­ან სას­ჯე­ლებს უფარ­დებ­და. ამი­ტო­მაც ვეჭ­ვობთ, რომ საქ­მე მარ­თლაც "სხვა რა­მეს­თან" გვაქვს.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის ხმა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გაგ­ვი­გო­ნია, ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე "მოთ­ქვამს". ალ­ბათ, კუბ­ლაშ­ვილ­მა უნდა იცო­დეს, რომ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის­გან უნდა იყოს.

ჩნდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის ნა­წი­ლია და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის დამ­კვიდ­რე­ბა, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი, კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბა, რათა შემ­დეგ ვთქვათ - ის დრო ჯობ­და, მან­ქა­ნის სარ­კე­ებს მა­ინც არ იპა­რავ­დნე­ნო.

ამ თა­მაშს კი, შე­საძ­ლოა, მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვეს. მა­გა­ლი­თად, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ხელმრუ­დე ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბი რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქეს კი­დევ ერთხელ რომ გა­ამ­წა­რე­ბენ, შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პო­ლი­ცია აღარ გა­მო­ი­ძა­ხოს და თა­ვად შე­ე­ცა­დოს "სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას".

რო­გორც ჩანს, მა­ვანს ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ამის მიღ­წე­ვა სურს.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

მოჯადოებული წრე - ვინ ქმნის დაუსჯელობის სინდრომს

მოჯადოებული წრე - ვინ ქმნის დაუსჯელობის სინდრომს

თქვენი მონა-მორჩილი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ტაქსით მგზავრობდა. ტაქსისტი ენაწყლიანი აღმოჩნდა და მას შემდეგ, რაც გლობალური თუ შიდა პოლიტიკა მიმოიხილა, თავის გასაჭირზეც ისაუბრა - ჩემი ბიჭს ბოლო ათ დღეში უკვე მესამედ იჭერენ (ძმაკაცებთან ერთად რამდენჯერმე მინიმარკეტზე "წაუცდა" ხელი) და მოვკვდი ამ სასამართლოებში სიარულით, ორჯერ გაამართლეს, მაგრამ მესამედ ნებისმიერ შემთხვევაში ათასლარიან გირაოს შეუფარდებენო.

მაშინ ტაქსისტის ნაამბობს ყურადღება არ მივაქციე, რადგან მათ სჩვევიათ გაზვიადებული და გამოგონილი ამბებით მგზავრის შექცევა. გაზვიადებული და გამოგონილი კი იმიტომ მომეჩვენა, რომ მახსოვდა, სასამართლომ 35-ლარიანი ფიცრის უნებართვოდ აღებისთვის როგორ მიუსაჯა 65 წლის მოხუცს პატიმრობა, ან მეზობლის ღობის დაზიანებისთვის როგორ ჩასვა სამი წლით ციხეში 80 წლის ბებო.

თუმცა მოგვიანებით ზემოხსენებულმა ამბავმა სიმპტომატური ხასიათი შეიძინა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ სადმე მაღაზია, ჯიხური ან მანქანა არ გატეხონ. ხშირად მძარცველები ერთი და იგივე ობიექტს ერჩიან. მათ როგორც წესი, პოლიცია აკავებს ხოლმე, თუმცა ძარცვა-გატეხვა გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ უცბად, მასობრივად ჩვენი თანამოქალაქეები კრიმინალებად გადაიქცნენ. უბრალოდ, პოლიციის მიერ რამდენჯერმე დაკავებულ ვაჟბატონებს სასამართლო მშვიდობიანად უშვებს და ისინიც ძველ ხელობას უბრუნდებიან.

სხვათა შორის, პოლიციელები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ წვრილმანი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული პირები, რომელთა საქმეც სასამართლოს გადაეცა, მომდევნო დღეების განმავლობაში ისევ ხვდებიან პოლიციელების ხელში და ერთგვარი მოჯადოებული წრე შეიკრა. ტიპი მაღაზიას ან ჯიხურს ძარცვავს, პოლიცია იჭერს, სასამართლო უშვებს, ტიპი ისევ მაღაზიას ან ჯიხურს ძარცვავს.

მართლაც, საინტერესოა, რა ხდება? სასამართლო ზესუპერლიბერალურად გადაიქცა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? თუმცა ძნელი წარმოსადგენია, უცბად ფერი იცვალოს სასამართლომ, რომელიც 15-20 წუთში ბრალდებულებს 20-25-წლიან სასჯელებს უფარდებდა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ საქმე მართლაც "სხვა რამესთან" გვაქვს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომლის ხმა ცხრა წლის განმავლობაში არ გაგვიგონია, ბოლო დროს გააქტიურდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე "მოთქვამს". ალბათ, კუბლაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი პირველ რიგში, პოლიტიკური თამაშისგან უნდა იყოს.

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ პოლიტიკური თამაშის ნაწილია დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, საბოლოო მიზანი კი, კრიმინოგენური ვითარების დამძიმება, რათა შემდეგ ვთქვათ - ის დრო ჯობდა, მანქანის სარკეებს მაინც არ იპარავდნენო.

ამ თამაშს კი, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, წახალისებული ხელმრუდე ვაჟბატონები რომელიმე მოქალაქეს კიდევ ერთხელ რომ გაამწარებენ, შესაძლოა, დაზარალებულმა პოლიცია აღარ გამოიძახოს და თავად შეეცადოს "სამართლის აღსრულებას".

როგორც ჩანს, მავანს ქვეყანაში სწორედ ამის მიღწევა სურს.

გიორგი კვიტაშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ