პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში?
ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში?

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ბიზ­ნესს პრე­ზი­დენ­ტთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე გვა­რი აკონ­ტრო­ლებს. სწო­რედ ისი­ნი არე­გუ­ლი­რე­ბენ ტა­რი­ფებ­სა და ფა­სებს ამა თუ იმ პრო­დუქტზე, - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლე­ვან ჩი­ტა­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­სა და მო­ნო­პო­ლი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ე­ცა ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, ყვე­ლა ბიზ­ნეს­ში და ყვე­ლა სფე­რო­ში ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ. ესე­ნი არი­ან ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბი. მათ შო­რის მთა­ვა­რია რეზო შა­რან­გია, მეტ­სა­ხე­ლად "დო­დი­კა". მას­თან ერ­თად ბიზ­ნეს­კარ­ტელ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია, ბუთა ელი­ა­ვა, აგ­რეთ­ვე, გია და ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი. ისი­ნი სარ­გებ­ლობ­დნენ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით, მო­ე­გოთ ტენ­დერე­ბი, ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ ყვე­ლა ბიზ­ნეს­ში (ნავ­თო­ბ­ბიზ­ნე­სი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი, გა­და­ზიდ­ვე­ბი, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი). მა­გა­ლი­თად, "სო­კარ­ში" თავ­და­პირ­ვე­ლად მათ ჰქონ­დათ 24,5% წილი, ამ­დე­ნი­ვე ეკუთ­ვნო­და ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს, რო­მელ­საც ეს წილი ჩა­მო­არ­თვეს. თა­ვის დრო­ზე, მა­თი­ვე იყო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი - "იმე­დი", "რუს­თა­ვი-2", "მზე". ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ "რუს­თა­ვი-2"-ის მფლო­ბე­ლი არის ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი. ამ კლა­ნის ხელ­შია "ბი­ლა­ი­ნი" (მის დი­რექ­ტო­რად ერთ-ერთი შა­რან­გია იყო და­ნიშ­ნუ­ლი), სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლი "ახ­ტე­ლი", მათ­ვე ეკუთ­ვნის "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი", თბი­ლი­სის ტაქ­სო­პარ­კი და ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი. სწო­რედ ამ ხალ­ხის მეშ­ვე­ო­ბით იხ­ვეჭს პრე­ზი­დენ­ტი მი­ლი­არ­დებს.

- ისიც იცით, რამ­დე­ნი მი­ლი­არ­დის მფლო­ბე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უც­ნო­ბია, რა ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს შა­რან­გი­ებ­მა, ან რამ­დე­ნი მი­ლი­არ­დი აქვს სა­ა­კაშ­ვილს. მარ­თა­ლია, დღეს მათ გარ­კვე­ულ კომ­პა­ნი­ებ­ში და­ი­წყეს თა­ვი­ან­თი აქ­ცი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბა და ცდი­ლო­ბენ, იქ გა­თეთ­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლას შე­ი­ნა­ხონ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ჩა­მო­გით­ვა­ლოთ კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­შიც ისი­ნი დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ აქ­ცი­ებს. შა­რან­გი­ე­ბი და მისი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი ფლო­ბენ სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში", "ლი­ბერ­თი ბან­კში", "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში", "თბილ­წყალ­ში", "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში", "ბი­ლა­ინ­ში", "სო­კარ­ში". დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლა­ხან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვით აშენ­და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, მათი შექ­მნი­ლია ბრენ­დი - "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქი". "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის" 80% იყო მათი გავ­ლე­ნის ქვეშ და ოფ­შო­რე­ბი­დან კონ­ტროლ­დე­ბო­და. შა­რან­გი­ებს ეკუთ­ვნით "ჯი­ემ­სი ჰოლ­დინ­გი". რი­ყის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სწო­რედ შა­რან­გი­ე­ბი და მა­ქა­ცა­რია ჩა­უდ­გნენ სა­თა­ვე­ში. მა­თი­ვე კუთ­ვნი­ლე­ბაა "სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია". დო­დი­კა შა­რან­გი­ამ ხვალ­ვე რომ და­ხუ­როს ყვე­ლა კომ­პა­ნია, წი­ლე­ბი გა­ყი­დოს და უარი თქვას მო­ნო­პო­ლი­ა­ზე, იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც ექ­ნე­ბა, ოფ­შორ­ში შექ­მნას 10-15 კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით. მათ მო­ნო­პო­ლი­ა­ზე ჯერ არ უთ­ქვამთ უარი. ზუს­ტად ამი­ტომ ისევ ნარ­ჩუნ­დე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მა­ღა­ლი ფა­სე­ბი საწ­ვავ­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, პურ­სა და სხვა პრო­დუქტზე, მაგ­რამ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბა­სა და მო­ნო­პო­ლი­ებ­ზე უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, ის მი­ლი­არ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ამ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბით მო­ი­პო­ვეს, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­და­იქ­ცეს შვე­ი­ცა­რი­ულ, ფრან­გულ თუ გერ­მა­ნულ ინ­ვეს­ტი­ცი­ად, რო­მე­ლიც შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­რას­დროს შე­ი­ტყობს ვინ დგას ამის უკან.

- რა მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? რო­გორც ვი­ცით, დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არც ერთ უწყე­ბას არ შე­უძ­ლია მათი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის­გან თავ­დაც­ვის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი არის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ი­ძი­ონ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბა 2003-2012 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­მო­ავ­ლი­ნონ და და­ა­კა­ვონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ამო­ი­ღონ გა­თეთ­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­რი­ცხონ. თუმ­ცა ეს არის რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი. რამ­დე­ნი­მე იუ­რის­ტთან და კა­ნონ­მდე­ბელ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ ამ სა­კი­თხზე და ვა­პი­რებთ პარ­ლა­მენტს მი­ვა­წო­დოთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ისევ ვერ ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან მო­მა­ტე­ბულ ფა­სებს საწ­ვავ­ზე, პურ­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე... მაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ბიზ­ნეს­დაჯ­გუ­ფე­ბა იმ­ყო­ფე­ბო­და არა­ბეთ­ში, მათ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აქვთ კომ­პა­ნი­ე­ბი, იქაც არ­სე­ბობს ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნე­ბი. ამ მო­ნო­პო­ლის­ტებ­მა ხე­ლახ­ლა გა­და­ი­ნა­წი­ლეს თა­ვი­ან­თი წი­ლე­ბი, მო­ახ­დი­ნეს თან­ხე­ბის კი­დევ ერთხელ გა­თეთ­რე­ბა, სხვა­დას­ხვა ან­გა­რი­შებ­ზე გა­და­რი­ცხვა და და­ი­წყეს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვის პრო­ცე­სი.

- დღეს რო­მელ კომ­პა­ნი­ას ფლო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- დღეს მათ ხელ­შია "სო­კა­რი", "ჯი­ემ­სი ჰოლ­დინ­გი", "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქი", "ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია", რეს­ტო­რა­ნი "ქა­ლა­ქუ­რი", "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი", რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი "შე­მო­ი­ხე­დე გე­ნაც­ვა­ლე", ია­პო­ნუ­რი რეს­ტო­რა­ნი "სუში ბარი", რეს­ტორ­ნე­ბი "მატ­რი­ოშ­კა" და "ძვე­ლი სახ­ლი", "სითი პარ­კის" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, "თბი­ლი­სის ტაქ­სი", ბა­თუ­მის "ინ­ტუ­რის­ტი". მათ რჩე­ბათ წილი "საქ­ჰიდ­რომ­შენ­ში". მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს თუნ­დაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი არ მცირ­დე­ბა, სის­ტე­მა და სტრუქ­ტუ­რა ისევ ნარ­ჩუნ­დე­ბა, სწო­რედ ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ ამ ბიზ­ნე­სებს. რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის ფასი დაბ­ლა იწევ­და, ჩვენ­თან იმა­ტებ­და, ვი­ნა­ი­დან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნიდ­ნენ მო­ნო­პო­ლი­ებს, რომ­ლე­ბიც დღე­საც მოქ­მე­დებს. შა­რან­გი­ე­ბი და მისი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი წურ­ბე­ლე­ბი­ვით იყ­ვნენ ჩამ­ჯდა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში და მთე­ლი ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი მათ ეკუთ­ვნო­დათ. თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის წი­ლის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, რა თქმა უნდა, მი­დი­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე, და­ნარ­ჩენს კი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ინა­წი­ლებ­დნენ. მათ პა­ტიმ­რე­ბის ხარ­ჯზეც იშო­ვეს ფული. ცნო­ბი­ლია, რომ პა­ტიმ­რებს კვე­ბავ­დნენ ვა­და­გა­სუ­ლი, ჩა­მო­წე­რი­ლი საკ­ვე­ბით... ამ ყვე­ლა­ფერს ხელს უწყობს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შა­რან­გი­ე­ბის, ელი­ა­ვე­ბის, მა­ქა­ცა­რი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ინარ­ჩუ­ნებს იმ ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებს და აკონ­ტრო­ლე­ბენ ამ სფე­რო­ებს. ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა დრო და მოთ­მი­ნე­ბა, ზედ­მი­წევ­ნით რომ იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცია და გა­მოვ­ლინ­დეს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე.

ინ­ტერ­ვიუ: "ვინ აკონ­ტრო­ლებს ბიზ­ნესს სა­ქარ­თვე­ლო­ში"

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში?

ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში?

დღეს საქართველოში ყველა მნიშვნელოვან ბიზნესს პრეზიდენტთან დაახლოებული რამდენიმე გვარი აკონტროლებს. სწორედ ისინი არეგულირებენ ტარიფებსა და ფასებს ამა თუ იმ პროდუქტზე, - ამბობს უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე, რომელიც საქართველოში მოქმედ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებსა და მონოპოლიებზე გვესაუბრება:

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე ადამიანს მიეცა ექსკლუზიური უფლება, ყველა ბიზნესში და ყველა სფეროში ჩარეულიყვნენ. ესენი არიან ძმები შარანგიები. მათ შორის მთავარია რეზო შარანგია, მეტსახელად "დოდიკა". მასთან ერთად ბიზნესკარტელში მოღვაწეობენ ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, აგრეთვე, გია და ლევან ყარამანიშვილები. ისინი სარგებლობდნენ პრივილეგიებით, მოეგოთ ტენდერები, ჩარეულიყვნენ ყველა ბიზნესში (ნავთობბიზნესი, ფარმაცევტული ბიზნესი, გადაზიდვები, კავშირგაბმულობა, ტელეკომპანიები). მაგალითად, "სოკარში" თავდაპირველად მათ ჰქონდათ 24,5% წილი, ამდენივე ეკუთვნოდა ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც ეს წილი ჩამოართვეს. თავის დროზე, მათივე იყო ტელეკომპანიები - "იმედი", "რუსთავი-2", "მზე". ახლა აღმოჩნდა, რომ "რუსთავი-2"-ის მფლობელი არის ლევან ყარამანიშვილი. ამ კლანის ხელშია "ბილაინი" (მის დირექტორად ერთ-ერთი შარანგია იყო დანიშნული), სატელეფონო ქსელი "ახტელი", მათვე ეკუთვნის "კავკასუს ონლაინი", თბილისის ტაქსოპარკი და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები. სწორედ ამ ხალხის მეშვეობით იხვეჭს პრეზიდენტი მილიარდებს.

- ისიც იცით, რამდენი მილიარდის მფლობელია სააკაშვილი?

- ვინაიდან ეს ყველაფერი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, უცნობია, რა ოდენობის შემოსავალი მიიღეს შარანგიებმა, ან რამდენი მილიარდი აქვს სააკაშვილს. მართალია, დღეს მათ გარკვეულ კომპანიებში დაიწყეს თავიანთი აქციების გასხვისება და ცდილობენ, იქ გათეთრებული თანხები უსაფრთხო ადგილას შეინახონ, მაგრამ შემიძლია ჩამოგითვალოთ კომპანიები, რომელშიც ისინი დღემდე ინარჩუნებენ აქციებს. შარანგიები და მისი კომპანიონები ფლობენ საკონტროლო პაკეტს "საქართველოს რკინიგზაში", "ლიბერთი ბანკში", "საქართველოს ბანკში", "თბილწყალში", "კავკასუს ონლაინში", "ბილაინში", "სოკარში". დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახლახან ამ ადამიანების ჩარევით აშენდა სავაჭრო ცენტრი, მათი შექმნილია ბრენდი - "სახალხო აფთიაქი". "თბილისი ცენტრალის" 80% იყო მათი გავლენის ქვეშ და ოფშორებიდან კონტროლდებოდა. შარანგიებს ეკუთვნით "ჯიემსი ჰოლდინგი". რიყის რეაბილიტაციას სწორედ შარანგიები და მაქაცარია ჩაუდგნენ სათავეში. მათივე კუთვნილებაა "საქართველოს ლატარიის კომპანია". დოდიკა შარანგიამ ხვალვე რომ დახუროს ყველა კომპანია, წილები გაყიდოს და უარი თქვას მონოპოლიაზე, იმის საშუალება მაინც ექნება, ოფშორში შექმნას 10-15 კომპანია სხვადასხვა სახელით. მათ მონოპოლიაზე ჯერ არ უთქვამთ უარი. ზუსტად ამიტომ ისევ ნარჩუნდება არაადეკვატურად მაღალი ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, პურსა და სხვა პროდუქტზე, მაგრამ ამ კომპანიების გასხვისებასა და მონოპოლიებზე უარის თქმის შემთხვევაში, ის მილიარდები, რომლებიც მათ ამ უკანონო საქმიანობით მოიპოვეს, ადვილი შესაძლებელია, გადაიქცეს შვეიცარიულ, ფრანგულ თუ გერმანულ ინვესტიციად, რომელიც შემოვა საქართველოში და მოსახლეობა ვერასდროს შეიტყობს ვინ დგას ამის უკან.

- რა მექანიზმი არსებობს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად? როგორც ვიცით, დღევანდელი კანონმდებლობით შეუძლებელია ოფშორული კომპანიების საქმიანობის გამოძიება.

- ამჟამინდელი კანონმდებლობით არც ერთ უწყებას არ შეუძლია მათი საქმიანობის გამოძიება. ამ ყველაფრისგან თავდაცვის ერთადერთი მექანიზმი არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს მისცემს საშუალებას, გამოიძიონ ოფშორული კომპანიების მოქმედება 2003-2012 წლების პერიოდში, გამოავლინონ და დააკავონ დამნაშავეები, ამოიღონ გათეთრებული თანხები და საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხონ. თუმცა ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცესი. რამდენიმე იურისტთან და კანონმდებელთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე და ვაპირებთ პარლამენტს მივაწოდოთ საკანონმდებლო ინიციატივა. კანონპროექტი აუცილებლად მოსამზადებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ ვერ ავიცილებთ თავიდან მომატებულ ფასებს საწვავზე, პურზე, მედიკამენტებზე... მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სააკაშვილი და მისი ბიზნესდაჯგუფება იმყოფებოდა არაბეთში, მათ არაბულ ქვეყნებში დაფუძნებული აქვთ კომპანიები, იქაც არსებობს ოფშორული ზონები. ამ მონოპოლისტებმა ხელახლა გადაინაწილეს თავიანთი წილები, მოახდინეს თანხების კიდევ ერთხელ გათეთრება, სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა და დაიწყეს რამდენიმე კომპანიის გაყიდვის პროცესი.

- დღეს რომელ კომპანიას ფლობენ ეს ადამიანები?

- დღეს მათ ხელშია "სოკარი", "ჯიემსი ჰოლდინგი", "სახალხო აფთიაქი", "ლატარიის კომპანია", რესტორანი "ქალაქური", "კავკასუს ონლაინი", რესტორნების ქსელი "შემოიხედე გენაცვალე", იაპონური რესტორანი "სუში ბარი", რესტორნები "მატრიოშკა" და "ძველი სახლი", "სითი პარკის" საკონტროლო პაკეტი, "თბილისის ტაქსი", ბათუმის "ინტურისტი". მათ რჩებათ წილი "საქჰიდრომშენში". მათი დამსახურებაა, რომ დღეს თუნდაც მედიკამენტების ფასი არ მცირდება, სისტემა და სტრუქტურა ისევ ნარჩუნდება, სწორედ ისინი აკონტროლებენ ამ ბიზნესებს. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დაბლა იწევდა, ჩვენთან იმატებდა, ვინაიდან ეს ადამიანები ქმნიდნენ მონოპოლიებს, რომლებიც დღესაც მოქმედებს. შარანგიები და მისი კომპანიონები წურბელებივით იყვნენ ჩამჯდარი საქართველოს ეკონომიკაში და მთელი ქართული ბაზარი მათ ეკუთვნოდათ. თითოეული კომპანიის წილის საკონტროლო პაკეტი, რა თქმა უნდა, მიდიოდა სააკაშვილის ანგარიშზე, დანარჩენს კი ეს ადამიანები ინაწილებდნენ. მათ პატიმრების ხარჯზეც იშოვეს ფული. ცნობილია, რომ პატიმრებს კვებავდნენ ვადაგასული, ჩამოწერილი საკვებით... ამ ყველაფერს ხელს უწყობს სააკაშვილი, რომელიც შარანგიების, ელიავების, მაქაცარიების მეშვეობით ინარჩუნებს იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სტრატეგიულ ობიექტებს და აკონტროლებენ ამ სფეროებს. ამ პროცესის დასრულებას სჭირდება დრო და მოთმინება, ზედმიწევნით რომ იქნას გამოძიებული ყველა ეკონომიკური და ფინანსური მაქინაცია და გამოვლინდეს ყველა დამნაშავე.

ინტერვიუ: "ვინ აკონტროლებს ბიზნესს საქართველოში"

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)