მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?
სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?

"ახა­ლი ხმა" სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. კონ­კუ­რენ­ცია, ერ­თმა­ნე­თის გა­ქი­ლი­კე­ბა, სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რის გა­წირ­ვა მძი­მედ აი­სა­ხა მწვრთნე­ლებ­ზე. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბავ­შვთა სახ­ლში გაზ­რდი­ლი, მარ­თლაც ძლი­ე­რი მუ­სი­კო­სის ნუკ­რი მენ­თე­შაშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი­დან გაშ­ვე­ბის გამო უამ­რა­ვი სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვის მოს­მე­ნა უწევს მწვრთნელს. "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დიც კი გაჩ­ნდა, სა­ხელ­წო­დე­ბით "და­ვაბ­რუ­ნოთ ნუკ­რი". ნუკ­რის გამო სტე­ფა­ნეს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ყო­ფილ მე­უღ­ლე მაია დარსმე­ლი­ძეს­თა­ნაც, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­და. ერთი სი­ტყვით, სათ­ქმე­ლი მარ­თლაც ბევ­რი და­უგ­როვ­და მუ­სი­კოსს და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ვი­უ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ დამ­თან­ხმდა.

- სტე­ფა­ნე, დიდი ხა­ნია ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სტუ­მა­რი აღარ ყო­ფილ­ხარ. ბო­ლოს ლექს-სე­ნის ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობ­დი. დამ­თავ­რდა ეს პე­რი­ო­დი შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ამ მხრივ ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა ის არის, რომ 200 მომ­ღერ­ლი­დან მხო­ლოდ 2-3 გა­მი­ნა­წყენ­და. ვა­მა­ყობ იმით, რომ იმ­დე­ნად მო­ვუ­ა­რეთ ყვე­ლას, ვის­თა­ნაც საქ­მე გვქონ­და, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი დარ­ჩნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო. ვერ უპა­ტი­ე­ბი­ათ, რომ თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში სამი კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვა­კე­თებ­დი. ეს იყო სა­ა­ხალ­წლო, თბი­ლი­სო­ბის და 26 მა­ი­სი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი. ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის უღირ­და და აწყობ­და მომ­ღე­რალს. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დღე­საც გვაქვს უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, იგი­ვე სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მაგ­რამ ამ "ვო­ის­მა" იმ­დე­ნად დამ­ღა­ლა, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის დრო და სურ­ვი­ლი კი არა, ჩემი ენერ­გია მთლი­ა­ნად შთან­თქა. ერ­თა­დერ­თი დღე მქონ­და - კვი­რა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვთან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი, ეს დღეც აღარ მაქვს.

- ე.ი. უარს ამ­ბობ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე?

- უკვე ვუ­თხა­რი უარი ორ კომ­პა­ნი­ას ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე.

- სტე­ფა­ნე, მა­ნამ­დე თუ ყო­ფილ­ხარ ჟი­უ­რი­ში, სა­ნამ "ახალ ხმა­ში" მიხ­ვი­დო­დი?

- ჟი­უ­რი­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ვარ ჟი­უ­რის წევ­რი. აქ ვარ მწვრთნე­ლი. უა­რეს დღე­ში ვარ, ვიდ­რე ჟი­უ­რი. როცა ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი, კარ­გად არ მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სად მოვ­დი­ო­დი. ის, რომ ამ გა­და­ცე­მა­ში წი­თე­ლი სკა­მი შე­იძ­ლე­ბო­და ელექტროს­კა­მი გამ­ხდა­რი­ყო, ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტად რინ­გი არ მომ­წონს. ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე ნა­წი­ლი მწვრთნე­ლის­თვის, სა­დაც ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა უსა­მარ­თლო აღ­მოჩ­ნდეს. ადა­მი­ა­ნი ხარ, არ ხარ და­ლაი-ლამა და ამ ყვე­ლა­ფერს გა­ნიც­დი.

- შენს რო­მელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­იჩ­ნევ უსა­მარ­თლოდ?

- მე ჩემი სი­მარ­თლე მაქვს. მე­დალს ორი მხა­რე აქვს. მო­გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს და თა­ვად გან­სა­ჯეთ, იყო თუ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლო. დღეს ხში­რად მაკ­რი­ტი­კე­ბენ ნუკ­რი მენ­თე­შაშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი­დან გაშ­ვე­ბის გამო (რინგზე ნუკ­რი და ნინი ცნო­ბი­ლა­ძე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სტე­ფა­ნემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო - ავტ.). ეს მარ­თლაც სა­ბე­დის­წე­რო წყვი­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. როცა მე და მაია პრო­ექ­ტში მო­ვე­დით, ვი­ცო­დით, რომ აქ ერთი გო­გო­ნა გა­მო­დის, ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, რო­მე­ლიც ყვე­ლას ფა­ვო­რი­ტია. თუ გახ­სოვთ, ნინი რომ გა­მო­ვი­და, პირ­ვე­ლი­ვე წამს და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს, ის "ფიშ­კა" ვიგ­რძე­ნი, რა­საც ახა­ლი ხმა ჰქვია. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი მე ვარ მწვრთნე­ლებს შო­რის. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ასე თუ ისე იც­ნობ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ებს და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც კი ჰქონ­დათ, იგი­ვე ნი­ნის­თან, - ოღონ­დაც ჩემ­თან წა­მო­დი და ყვე­ლა­ფერს გა­გი­კე­თე­ბო, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ნინი იყო "იზუ­მინ­კა". ნი­ნის ჩვენ გა­ვუ­ჩა­ლი­ჩეთ, მე გა­ვუ­ჩა­ლი­ჩე პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის საფრ­თხე. რაც შე­ე­ხე­ბა ნუკ­რის, როცა ავიყ­ვა­ნეთ, მხო­ლოდ ჩვენ შე­მო­ვუტ­რი­ალ­დით, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ნი­ნის ყვე­ლა შე­მო­უტ­რი­ალ­და. ბრმა კას­ტინ­გის შემ­დეგ გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ ბიჭ­ზე. როცა დამ­თავ­რდა ბრმა კას­ტინ­გე­ბი, ეს იყო არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე. 3-4 დღე სა­ქარ­თვე­ლო შოკ­ში იყო, არც ნუკ­რის­თვის ეცა­ლა ვინ­მეს და არც "ახა­ლი ხმის­თვის". ისიც არ ვი­ცო­დით, გაგ­რძელ­დე­ბო­და თუ არა პრო­ექ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ უნდა დაგ­ვე­წყვი­ლე­ბი­ნა გუნ­დის წევ­რე­ბი, ამის­თვის ერთი ღამე გვქონ­და. ნუკ­რის აყ­ვა­ნის პირ­ვე­ლი წუ­თი­დან შოუს მუ­სი­კო­სე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ნა­წი­ლი მო­დი­ოდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, ამ ბიჭს სმე­ნა არ აქ­ვსო. მე, რო­გორც მუ­სი­კოსს, მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა და ვიცი, რომ არ­სე­ბო­ბენ მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ მღე­რი­ან სუფ­თად და ზოგ­ჯერ ტო­ნა­ლო­ბა ერე­ვათ და ჭე­და­ვენ. სა­ხელ­სა და გვარს არ ვი­ტყვი, მაგ­რამ ჩემს მე­გობ­რებ­შიც არი­ან ასე­თე­ბი. ჩავ­თვა­ლე, რომ ნუკ­რიც ამ კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნო­და.

- მაგ­რამ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­გეძ­ლოთ იმის გა­და­მოწ­მე­ბა, ჰქონ­და თუ არა ნუკ­რის სმე­ნა...

- დრო არ მქონ­და. ერთ ღა­მე­ში კონ­კურ­სანტს ვერ შე­ა­მოწ­მებ. სა­ნამ ბენდთან არ დად­გე­ბა, ვე­რა­ფერს გა­ი­გებ. ამას თვე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. თან ბენ­დიც და­მე­თან­ხმა იმა­ში, რომ რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში ნუკ­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ურევ­და. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნუკ­რი გა­მო­დი­ო­და და ეს არ იყო ის, რაც მე მო­მე­წო­ნე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, მე და მა­ი­ამ გა­დავ­წყვი­ტეთ, ნუკ­რი ლა­მა­ზად "შეგ­ვე­ფუ­თა", გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა უძ­ლი­ე­რეს კონ­კუ­რენ­ტთან, ნი­ნის­თან, და მას ლა­მა­ზად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა შოუ. პირ­ველ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ნუკ­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მღე­რო­და. იმ დღის მერე ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ ამ ადა­მი­ან­თან და მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ ნუკ­რი მარ­თლა მა­გა­რია.

- რისი თქმა გინ­და, შენი და მა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ნუკ­რი დღეს მა­გა­რია?

- არა, მე პრე­ის­ტო­რია, სი­მარ­თლე მო­გი­ყე­ვი. ჩემს დამ­სა­ხუ­რე­ბად არ ვთვლი ნუკ­რის სიძ­ლი­ე­რეს. თქვენ მისი და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი არ მო­გის­მე­ნი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, არ იცით, ის მარ­თლა რო­გო­რი მა­გა­რია. ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტი­რო­და მაია და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი მე. არ ვი­გო­ნებ. ნუკ­რი რომ პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მისი მუ­სი­კა­ლუ­რო­ბის და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და და დღეს მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მღე­რის, მო­ი­გებ­და ამ პრო­ექტს. ის მარ­თლაც ჯო­კე­რი იყო ჩვენ­თვის. ფეხი ფეხ­ზე რომ გა­დაგ­ვე­დო და არა­ფე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მა­ინც მო­ვი­გებ­დით პრო­ექტს, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს იდგა 20 წლის ნინი, რო­მელ­თა­ნაც ჩა­ვი­ჭე­რით, ვენ­დეთ სხვა მუ­სი­კო­სებს და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი და­ვუ­ყე­ნეთ გვერ­დით. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პო­პუ­ლის­ტი ჩემს ად­გილ­ზე ნი­ნის გა­წი­რავ­და. მე არ ვარ პო­პუ­ლის­ტი. მზად ვარ ნუკ­რის ფა­ნე­ბის კრი­ტი­კა ავი­ტა­ნო, იმი­ტომ, რომ ნი­ნის, რო­მელ­საც მარ­თლა ახა­ლი ხმა აქვს, ვერ გავ­წი­რავ­დი. არ ვი­ყა­ვი მარ­თა­ლი, რომ არ გა­და­ვიყ­ვა­ნე ნუკ­რი, მაგ­რამ არ ვიქ­ნე­ბო­დი მარ­თა­ლი, რომ გა­მე­წი­რა ნინი. 12 წლის წინ მივ­ხვდი, რომ ჩემი მუ­სი­კა არა­ვის სჭირ­დე­ბო­და აქ და გული ავიც­რუე, ისე­ვე, რო­გორც დღეს მაქვს აც­რუ­ე­ბუ­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, როცა ეს პრო­ექ­ტი დამ­თავ­რდე­ბა, ყვე­ლა­ფერს მო­ვეშ­ვა. რა კრი­ტი­კა­საც მე ვის­მენ... პო­ლი­ტი­კო­სი რომ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, სა­ცი­ხედ რომ აქვს საქ­მე, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ დო­ნე­ზე მაკ­რი­ტი­კე­ბენ. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემ მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ გული მო­ი­ფხა­ნონ და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი წე­რონ ინ­ტერ­ნეტ­ში. შე­საძ­ლოა, თქვენც ნე­გა­ტი­უ­რი მუხ­ტით მოხ­ვე­დით ჩემ­თან.

- მა­ი­ას რომ აძ­ლევ­დი უფ­ლე­ბას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, არ იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ნუკ­რი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა? მას ხომ ნუკ­რის გა­დას­ვლა უნ­დო­და?

- ზუს­ტად ვიცი, ნუკ­რის გა­მო­ა­ცხა­დებ­და და ნი­ნის ვე­ღარ შევ­ხე­დავ­დი თვა­ლებ­ში, მაგ­რამ მა­ინც და­ვუთ­მე. ბო­ლოს მან და­მით­მო სი­ტყვა და მოხ­და ის, რაც მოხ­და. ნინი რომ გაგ­ვეშ­ვა, ალ­ბათ მე წა­ვი­დო­დი პრო­ექ­ტი­დან. დღეს მა­ი­ას უნდა წას­ვლა, აზარ­ტი და­კარ­გა. რაც შე­ე­ხე­ბა ნუკ­რის, მას ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე­ბი. მის და­წე­რილ სიმ­ღე­რებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვამ­ზე­უ­რებთ და თუ ნუკ­რი სჭირ­დე­ბო­და ხალ­ხს, მას მი­ი­ღებს ხალ­ხი.

- მისი პრო­დი­უ­სე­რი იქ­ნე­ბი?

- კი, ამა­ზე უკვე ვე­ლა­პა­რა­კე. მე და მა­ი­ას ნუკ­რის­თან მა­გა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ის არის სუ­პერ­ბი­ჭი. გული მწყდე­ბა, რომ მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დი.

- რო­მე­ლი მწვრთნე­ლის გუნ­დის გე­ში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- არც ერ­თის. მე უკონ­კუ­რენ­ტო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მყავს. სხვა გუნდშიც არი­ან კონ­კურ­სან­ტე­ბი, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ ჰყავთ. მთა­ვა­რია, ვის აირ­ჩევს ხალ­ხი. ნე­ტავ რინ­გიც ესე­მე­სე­ბით ყო­ფი­ლი­ყო და ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აგ­ვე­ღო ჩვენს თავ­ზე. შოუს კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი აქვს, ყვე­ლა მწვრთნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია გა­მო­ვი­დეს სოლო სიმ­ღე­რით და ასე­ვე დუ­ე­ტით ფი­ნა­ლის­ტთან.

- გუ­ლაც­რუ­ე­ბა ახ­სე­ნე, რამ აგიც­რუა გული?

- მიდ­გო­მამ, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის არას­წო­რად გა­გე­ბამ. ვი­ღა­ცის­თვის მე და გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი ერთი და იგი­ვე ვართ. და­უ­ნა­ხა­ო­ბამ ამიც­რუა გული. 1999 წელს, როცა 19 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი პირ­ვე­ლი ელექტრო­ალ­ბო­მი ჩავ­წე­რე. მა­შინ ეს ალ­ბო­მი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და მეც კარ­გი ნიშა მქონ­და და­ჭე­რი­ლი, რო­გორც მუ­სი­კოსს. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სიმ­ღე­რა "მოვა" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, გა­ჰიტ­და. გავ­ბრაზ­დი და მას მერე 12 წე­ლია სიმ­ღე­რა აღარ ჩა­მი­წე­რია. მე მაქვს სა­ა­მა­ყო რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და როცა გავ­ხდე­ბი 40 წლის, მა­ნამ­დე კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ვაგ­რო­ვებ სხვა სიმ­ღე­რებ­საც, გა­ვა­კე­თებ კონ­ცერტს და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვიმ­ღე­რებ, რო­მელ­თაც ეს მუ­სი­კა ეს­მით. ზო­გა­დად, არ მრცხვე­ნია, რომ და­ვი­ბა­დე. ამ პრო­ექ­ტის მერე აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ სად­მე, ვიმ­კურ­ნა­ლებ. არ ვხუმ­რობ, მარ­თლა ავად ვარ. იცით ალ­ბათ, რომ მე და მაია ერ­თად აღარ ვართ.

- რა გახ­და შენი და მა­ი­ას და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი?

- მი­ზეზს ვერ გე­ტყვით. მთა­ვა­რი ისაა, რომ ღა­ლა­ტი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ცი­ვი­ლუ­რად, გო­ნივ­რუ­ლად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ვღ­ლით ერ­თმა­ნეთს და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ცალ-ცალ­კე უნდა ვი­ყოთ. თუმ­ცა­ღა ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვზე არ უნდა აი­სა­ხოს.

- რამ­ხე­ლაა ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!?

- ფანი ოთხი წლის არის. მას­თან ერ­თად მივ­დი­ვართ, რო­გორც კი გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა "ფან­ჯა­რა", თუნ­დაც ჩემს დებ­თან სტუმ­რად. მე და მა­ი­ას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. უბ­რა­ლოდ, დღეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას აზი­ა­ნებს ეს პრო­ექ­ტი და ნუკ­რი.

- როცა ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო, შენ და მაია უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით?

- არა, როცა კონ­ტრაქ­ტზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, ერ­თად ვი­ყა­ვით.

- გის­მენ და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ დეპ­რე­სია გაქვს, მარ­ტო ხარ...

- მე სულ მარ­ტო ვარ ცხოვ­რე­ბა­ში. სა­დაც ამ­დე­ნი ვი­ლა­პა­რა­კე, ამა­საც გე­ტყვით. აქამ­დე ამ თე­მა­ზე არ მი­ლა­პა­რა­კია. ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, ნუკ­რი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ი­ზარ­და, ბავ­შვთა სახ­ლში ცხოვ­რობ­დაო. მე მუ­სი­კო­სო­ბა­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია, სწო­რედ მუ­სი­კის გამო ვატ­რა­კებ! 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა გარ­და­მეც­ვა­ლა. მერე ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მე­ღუ­პა ბე­ბია-ბა­ბუა, რომ­ლებ­მაც გამ­ზარ­დეს და მამა, სრუ­ლი­ად მარ­ტო დავ­რჩი 20 წლის ასაკ­ში. სი­გა­რე­ტი­სა და გზის ფული არ მქონ­და. ისე­თე­ბი გა­და­მი­ტა­ნია, ვერც წარ­მო­იდ­გენთ. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტო ყოფ­ნა ჩემ­თვის კომ­ფორ­ტია. ეს კი არ მა­ში­ნებს, მავ­სებს. ასეთ დროს ფარ­თოდ მაქვს თვა­ლე­ბი გა­ხე­ლი­ლი და კარ­გად ვხე­დავ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. დიახ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი მყავს, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ვარ ამ მხრივ, მა­ინც მარ­ტო ვარ და ეს მა­ხა­რებს. ამი­ტომ აქ­ცენ­ტი არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია უდედ­მა­მოდ გაზ­რდილ ბავ­შვებ­ზე. რა და­ა­შა­ვა ნი­ნიმ? ის, რომ მშობ­ლე­ბი ჰყავს?! გოგო ამ­ბობ­და, იმ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­და­ვი­ტა­ნე, მერ­ჩივ­ნა ლა­მა­ზად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ვიდ­რე ასე მო­მე­გოო.

- ცოტა ხნით სად­მე უნდა წა­ვი­დეო, მი­თხა­რი. რა პე­რი­ო­დია ეს "ცოტა ხნით" და სად არის ეს "სად­მე"?

- შე­იძ­ლე­ბა ინ­დო­ეთ­ში წა­ვი­დე სრუ­ლი­ად მარ­ტო. არ ვიცი, აქე­დან უნდა წა­ვი­დე, მარ­თლა ცუ­დად ვარ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?

სტეფანე და მაია ტელეპროექტმა დააშორა?

"ახალი ხმა" საქართველოშიც ხმაურიანი აღმოჩნდა. კონკურენცია, ერთმანეთის გაქილიკება, საკუთარი გუნდის წევრის გაწირვა მძიმედ აისახა მწვრთნელებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სტეფანე მღებრიშვილი აღმოჩნდა. ბავშვთა სახლში გაზრდილი, მართლაც ძლიერი მუსიკოსის ნუკრი მენთეშაშვილის პროექტიდან გაშვების გამო უამრავი სალანძღავი სიტყვის მოსმენა უწევს მწვრთნელს. "ფეისბუქზე" გვერდიც კი გაჩნდა, სახელწოდებით "დავაბრუნოთ ნუკრი". ნუკრის გამო სტეფანეს დაძაბული ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლე მაია დარსმელიძესთანაც, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ერთი სიტყვით, სათქმელი მართლაც ბევრი დაუგროვდა მუსიკოსს და ალბათ ამიტომაც ინტერვიუზე უპრობლემოდ დამთანხმდა.

- სტეფანე, დიდი ხანია ჩვენი ჟურნალის სტუმარი აღარ ყოფილხარ. ბოლოს ლექს-სენის ბრალდებებს პასუხობდი. დამთავრდა ეს პერიოდი შენს ცხოვრებაში?

- ამ მხრივ ჩემი გამარჯვება ის არის, რომ 200 მომღერლიდან მხოლოდ 2-3 გამინაწყენდა. ვამაყობ იმით, რომ იმდენად მოვუარეთ ყველას, ვისთანაც საქმე გვქონდა, მხოლოდ ერთეულები დარჩნენ უკმაყოფილო. ვერ უპატიებიათ, რომ თბილისში წელიწადში სამი კონცერტის ორგანიზებას ვაკეთებდი. ეს იყო საახალწლო, თბილისობის და 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტები. ჩვენთან მუშაობა ყოველთვის უღირდა და აწყობდა მომღერალს. გაგიკვირდებათ და, შემიძლია გითხრათ, რომ დღესაც გვაქვს უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, იგივე საახალწლო კონცერტთან დაკავშირებითაც, მაგრამ ამ "ვოისმა" იმდენად დამღალა, საახალწლო კონცერტის ორგანიზების დრო და სურვილი კი არა, ჩემი ენერგია მთლიანად შთანთქა. ერთადერთი დღე მქონდა - კვირა, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვთან ერთად ვატარებდი, ეს დღეც აღარ მაქვს.

- ე.ი. უარს ამბობ საახალწლო კონცერტის ორგანიზებაზე?

- უკვე ვუთხარი უარი ორ კომპანიას ამ შემოთავაზებაზე.

- სტეფანე, მანამდე თუ ყოფილხარ ჟიურიში, სანამ "ახალ ხმაში" მიხვიდოდი?

- ჟიურიში ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ჟიურის წევრი. აქ ვარ მწვრთნელი. უარეს დღეში ვარ, ვიდრე ჟიური. როცა ამ პროექტში მოვედი, კარგად არ მქონდა გაცნობიერებული სად მოვდიოდი. ის, რომ ამ გადაცემაში წითელი სკამი შეიძლებოდა ელექტროსკამი გამხდარიყო, ვერც წარმომედგინა. ყველაზე მეტად რინგი არ მომწონს. ეს არის ყველაზე მძიმე ნაწილი მწვრთნელისთვის, სადაც ის იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება უსამართლო აღმოჩნდეს. ადამიანი ხარ, არ ხარ დალაი-ლამა და ამ ყველაფერს განიცდი.

- შენს რომელ გადაწყვეტილებას მიიჩნევ უსამართლოდ?

- მე ჩემი სიმართლე მაქვს. მედალს ორი მხარე აქვს. მოგიყვებით ყველაფერს და თავად განსაჯეთ, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება უსამართლო. დღეს ხშირად მაკრიტიკებენ ნუკრი მენთეშაშვილის პროექტიდან გაშვების გამო (რინგზე ნუკრი და ნინი ცნობილაძე შეხვდნენ ერთმანეთს და სტეფანემ გადაწყვეტილება ნინის სასარგებლოდ მიიღო - ავტ.). ეს მართლაც საბედისწერო წყვილი აღმოჩნდა ჩემთვის. როცა მე და მაია პროექტში მოვედით, ვიცოდით, რომ აქ ერთი გოგონა გამოდის, ნინი ცნობილაძე, რომელიც ყველას ფავორიტია. თუ გახსოვთ, ნინი რომ გამოვიდა, პირველივე წამს დავაჭირე ღილაკს, ის "ფიშკა" ვიგრძენი, რასაც ახალი ხმა ჰქვია. სხვათა შორის, ყველაზე სამართლიანი მე ვარ მწვრთნელებს შორის. დანარჩენები ასე თუ ისე იცნობდნენ მონაწილეებს და მოლაპარაკებებიც კი ჰქონდათ, იგივე ნინისთან, - ოღონდაც ჩემთან წამოდი და ყველაფერს გაგიკეთებო, ეუბნებოდნენ. ნინი იყო "იზუმინკა". ნინის ჩვენ გავუჩალიჩეთ, მე გავუჩალიჩე პროექტის დატოვების საფრთხე. რაც შეეხება ნუკრის, როცა ავიყვანეთ, მხოლოდ ჩვენ შემოვუტრიალდით, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნინის ყველა შემოუტრიალდა. ბრმა კასტინგის შემდეგ გაგიჟებული ვიყავი ამ ბიჭზე. როცა დამთავრდა ბრმა კასტინგები, ეს იყო არჩევნების წინა დღე. 3-4 დღე საქართველო შოკში იყო, არც ნუკრისთვის ეცალა ვინმეს და არც "ახალი ხმისთვის". ისიც არ ვიცოდით, გაგრძელდებოდა თუ არა პროექტი. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა დაგვეწყვილებინა გუნდის წევრები, ამისთვის ერთი ღამე გვქონდა. ნუკრის აყვანის პირველი წუთიდან შოუს მუსიკოსები, ხელმძღვანელების ნაწილი მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რაც ჩვენ ვნახეთ, ამ ბიჭს სმენა არ აქვსო. მე, როგორც მუსიკოსს, მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ არსებობენ მომღერლები, რომლებიც ზოგჯერ მღერიან სუფთად და ზოგჯერ ტონალობა ერევათ და ჭედავენ. სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს მეგობრებშიც არიან ასეთები. ჩავთვალე, რომ ნუკრიც ამ კატეგორიას ეკუთვნოდა.

- მაგრამ ძალიან ადვილად შეგეძლოთ იმის გადამოწმება, ჰქონდა თუ არა ნუკრის სმენა...

- დრო არ მქონდა. ერთ ღამეში კონკურსანტს ვერ შეამოწმებ. სანამ ბენდთან არ დადგება, ვერაფერს გაიგებ. ამას თვეები სჭირდება. თან ბენდიც დამეთანხმა იმაში, რომ რაღაც მომენტებში ნუკრი ძალიან სერიოზულად ურევდა. ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს პროექტ "ნიჭიერის" ჩანაწერები, სადაც ნუკრი გამოდიოდა და ეს არ იყო ის, რაც მე მომეწონებოდა, შესაბამისად, მე და მაიამ გადავწყვიტეთ, ნუკრი ლამაზად "შეგვეფუთა", გამოგვეყვანა უძლიერეს კონკურენტთან, ნინისთან, და მას ლამაზად დაეტოვებინა შოუ. პირველ რეპეტიციაზე ნუკრი ძალიან ცუდად მღეროდა. იმ დღის მერე ბევრი ვიმუშავეთ ამ ადამიანთან და მალევე მივხვდით, რომ ნუკრი მართლა მაგარია.

- რისი თქმა გინდა, შენი და მაიას დამსახურებაა, რომ ნუკრი დღეს მაგარია?

- არა, მე პრეისტორია, სიმართლე მოგიყევი. ჩემს დამსახურებად არ ვთვლი ნუკრის სიძლიერეს. თქვენ მისი დაწერილი სიმღერები არ მოგისმენიათ და შესაბამისად, არ იცით, ის მართლა როგორი მაგარია. ათი დღის განმავლობაში ტიროდა მაია და ვნერვიულობდი მე. არ ვიგონებ. ნუკრი რომ პროექტში დარჩენილიყო, მისი მუსიკალურობის და იმის გათვალისწინებით, რომ ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და დღეს მიწისქვეშა გადასასვლელში მღერის, მოიგებდა ამ პროექტს. ის მართლაც ჯოკერი იყო ჩვენთვის. ფეხი ფეხზე რომ გადაგვედო და არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც მოვიგებდით პროექტს, მაგრამ მეორე მხარეს იდგა 20 წლის ნინი, რომელთანაც ჩავიჭერით, ვენდეთ სხვა მუსიკოსებს და ყველაზე ძლიერი კონკურენტი დავუყენეთ გვერდით. ნებისმიერი სხვა პოპულისტი ჩემს ადგილზე ნინის გაწირავდა. მე არ ვარ პოპულისტი. მზად ვარ ნუკრის ფანების კრიტიკა ავიტანო, იმიტომ, რომ ნინის, რომელსაც მართლა ახალი ხმა აქვს, ვერ გავწირავდი. არ ვიყავი მართალი, რომ არ გადავიყვანე ნუკრი, მაგრამ არ ვიქნებოდი მართალი, რომ გამეწირა ნინი. 12 წლის წინ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკა არავის სჭირდებოდა აქ და გული ავიცრუე, ისევე, როგორც დღეს მაქვს აცრუებული. გადაწყვეტილი მაქვს, როცა ეს პროექტი დამთავრდება, ყველაფერს მოვეშვა. რა კრიტიკასაც მე ვისმენ... პოლიტიკოსი რომ დანაშაულს ჩაიდენს, საციხედ რომ აქვს საქმე, დაახლოებით ასეთ დონეზე მაკრიტიკებენ. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, საშუალება მიეცათ გული მოიფხანონ და საშინელებები წერონ ინტერნეტში. შესაძლოა, თქვენც ნეგატიური მუხტით მოხვედით ჩემთან.

- მაიას რომ აძლევდი უფლებას გამარჯვებული დაესახელებინა, არ იყო იმის საშიშროება, რომ ნუკრი დაესახელებინა? მას ხომ ნუკრის გადასვლა უნდოდა?

- ზუსტად ვიცი, ნუკრის გამოაცხადებდა და ნინის ვეღარ შევხედავდი თვალებში, მაგრამ მაინც დავუთმე. ბოლოს მან დამითმო სიტყვა და მოხდა ის, რაც მოხდა. ნინი რომ გაგვეშვა, ალბათ მე წავიდოდი პროექტიდან. დღეს მაიას უნდა წასვლა, აზარტი დაკარგა. რაც შეეხება ნუკრის, მას ყველანაირად დავეხმარები. მის დაწერილ სიმღერებს აუცილებლად გამოვამზეურებთ და თუ ნუკრი სჭირდებოდა ხალხს, მას მიიღებს ხალხი.

- მისი პროდიუსერი იქნები?

- კი, ამაზე უკვე ველაპარაკე. მე და მაიას ნუკრისთან მაგარი ურთიერთობა გვაქვს. ის არის სუპერბიჭი. გული მწყდება, რომ მანამდე არ ვიცნობდი.

- რომელი მწვრთნელის გუნდის გეშინია ყველაზე მეტად?

- არც ერთის. მე უკონკურენტო მონაწილეები მყავს. სხვა გუნდშიც არიან კონკურსანტები, რომელთაც სხვადასხვა ჟანრში კონკურენტები არ ჰყავთ. მთავარია, ვის აირჩევს ხალხი. ნეტავ რინგიც ესემესებით ყოფილიყო და ამხელა პასუხისმგებლობა არ აგვეღო ჩვენს თავზე. შოუს კიდევ ერთი სასიამოვნო მომენტი აქვს, ყველა მწვრთნელი ვალდებულია გამოვიდეს სოლო სიმღერით და ასევე დუეტით ფინალისტთან.

- გულაცრუება ახსენე, რამ აგიცრუა გული?

- მიდგომამ, ჩემი შემოქმედების არასწორად გაგებამ. ვიღაცისთვის მე და გია სურამელაშვილი ერთი და იგივე ვართ. დაუნახაობამ ამიცრუა გული. 1999 წელს, როცა 19 წლის ვიყავი, ჩემი პირველი ელექტროალბომი ჩავწერე. მაშინ ეს ალბომი პოპულარული იყო და მეც კარგი ნიშა მქონდა დაჭერილი, როგორც მუსიკოსს. მერე აღმოვაჩინე, რომ სიმღერა "მოვა" და კიდევ რამდენიმე დუეტი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო, გაჰიტდა. გავბრაზდი და მას მერე 12 წელია სიმღერა აღარ ჩამიწერია. მე მაქვს საამაყო რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ძალიან მიყვარს და როცა გავხდები 40 წლის, მანამდე კი აუცილებლად დავაგროვებ სხვა სიმღერებსაც, გავაკეთებ კონცერტს და იმ ადამიანებისთვის ვიმღერებ, რომელთაც ეს მუსიკა ესმით. ზოგადად, არ მრცხვენია, რომ დავიბადე. ამ პროექტის მერე აუცილებლად წავალ სადმე, ვიმკურნალებ. არ ვხუმრობ, მართლა ავად ვარ. იცით ალბათ, რომ მე და მაია ერთად აღარ ვართ.

- რა გახდა შენი და მაიას დაშორების მიზეზი?

- მიზეზს ვერ გეტყვით. მთავარი ისაა, რომ ღალატი არ ყოფილა. ჩვენ ცივილურად, გონივრულად გადავწყვიტეთ, რომ ვღლით ერთმანეთს და გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე უნდა ვიყოთ. თუმცაღა ეს ყველაფერი ბავშვზე არ უნდა აისახოს.

- რამხელაა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!?

- ფანი ოთხი წლის არის. მასთან ერთად მივდივართ, როგორც კი გამოგვიჩნდება "ფანჯარა", თუნდაც ჩემს დებთან სტუმრად. მე და მაიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, დღეს ჩვენს ურთიერთობას აზიანებს ეს პროექტი და ნუკრი.

- როცა ეს პროექტი დაიწყო, შენ და მაია უკვე დაშორებულები იყავით?

- არა, როცა კონტრაქტზე ხელი მოვაწერეთ, ერთად ვიყავით.

- გისმენ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეპრესია გაქვს, მარტო ხარ...

- მე სულ მარტო ვარ ცხოვრებაში. სადაც ამდენი ვილაპარაკე, ამასაც გეტყვით. აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვიღაცები ამბობენ, ნუკრი მშობლების გარეშე გაიზარდა, ბავშვთა სახლში ცხოვრობდაო. მე მუსიკოსობაზე მაქვს პრეტენზია, სწორედ მუსიკის გამო ვატრაკებ! 17 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მერე ოთხი წლის განმავლობაში დამეღუპა ბებია-ბაბუა, რომლებმაც გამზარდეს და მამა, სრულიად მარტო დავრჩი 20 წლის ასაკში. სიგარეტისა და გზის ფული არ მქონდა. ისეთები გადამიტანია, ვერც წარმოიდგენთ. შესაბამისად, მარტო ყოფნა ჩემთვის კომფორტია. ეს კი არ მაშინებს, მავსებს. ასეთ დროს ფართოდ მაქვს თვალები გახელილი და კარგად ვხედავ ღირებულებებს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობრები მყავს, მდიდარი ადამიანი ვარ ამ მხრივ, მაინც მარტო ვარ და ეს მახარებს. ამიტომ აქცენტი არასდროს გამიკეთებია უდედმამოდ გაზრდილ ბავშვებზე. რა დააშავა ნინიმ? ის, რომ მშობლები ჰყავს?! გოგო ამბობდა, იმდენი ნერვიულობა გადავიტანე, მერჩივნა ლამაზად წავსულიყავი, ვიდრე ასე მომეგოო.

- ცოტა ხნით სადმე უნდა წავიდეო, მითხარი. რა პერიოდია ეს "ცოტა ხნით" და სად არის ეს "სადმე"?

- შეიძლება ინდოეთში წავიდე სრულიად მარტო. არ ვიცი, აქედან უნდა წავიდე, მართლა ცუდად ვარ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება