მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მოსახლეობა გამუდმებით იზრდება, სამყაროში მაინც უამრავი მარტოხელა ქალი ცხოვრობს და გამონაკლისი არც იაპონიაა.
საიტ soine-prime.com-ის დახმარებით მარტოხელა იაპონელებს შეუძლიათ, ერთი ღამით მამაკაცი გამოიძახონ და მათთან ერთად დაიძინონ. შეკვეთაში ინტიმური მომსახურება არ შედის. ახალგაზრდა მამაკაცი კლიენტს მხოლოდ ჩაეხუტება და მასთან ერთად დაიძინებს.
მსგავსი პროექტი ადრე უკვე განხორციელდა. მაშინ ქალების ჩახუტებაში ფულს მამაკაცები იხდიდნენ. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტეს მისი ანალოგი სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაც შეექმნათ.
ზოგიერთ ქალს იმდენად უნდა მამაკაცთან ერთად დაძინება, რომ მზადაა ამაში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს. სერვისი 12 საათის განმავლობაში 580 დოლარი ჯდება.
კლიენტებს ეკრძალებათ ბიჭების კოცნა ან მათი აღგზნება. ძილი მხოლოდ სახლში ან სასტუმროშია დაშვებული. დამატებითი გადასახადის შემთხვევაში, "მამაკაცი გამოძახებით" კლიენტს საუზმესაც მოუმზადებს და მასთან ერთად პაემანზეც კი წავა.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.