საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მეგობარი ქალი ვალერი ტრიერვეილერი კვლავ ხმაურიან სკანდალში გაეხვია. პრეზიდენტის საყვარელმა სკანდალური წიგნის ავტორების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. წიგნის სახელწოდებაა - "სიმშვიდის დამრღვევი" და ის ტრიერვეილერს ეძღვნება. წიგნის მიხედვით, როდესაც ფრანსუა ოლანდი სეგოლენ რუაიალთან ცხოვრობდა, ვალერი კი გათხოვილი იყო, მომავალი პრეზიდენტის საყვარელს, ოლანდის გარდა, კიდევ ერთ პოლიტიკოსთან ჰქონდა რომანი.
ტრიერვეილერი წიგნის ავტორებისგან - კრისტოფ იაკუბიზინისა და ალის ბუილჰაკესგან, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის, კომპენსაციის სახით 80 000 ევროს ითხოვს.
როგორც გაზეთი Times-ი წერს, ვალერისგან, რომელსაც გესლიანი ენები ხშირად "როტვეილერს" უწოდებენ, კარგად "მოხვდა" ჟურნალ Point de Vue-საც, რადგან გაბედა და წიგნის ავტორებთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჟურნალისგან ოლანდის საყვარელი 70 000 ევროს ითხოვს.
ფრანსუა ოლანდმა, როგორც კერძო პირმა და არა პრეზიდენტმა, მოსამართლეებს, რომლებიც ვალერის სარჩელს განიხილავენ, წერილი მისწერა. წერილში ოლანდი წერს, რომ მოსარჩელეს მისამართით ბრალდებები უსაფუძვლოა. ოპოზიცია პრეზიდენტს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მომზადებულია Times-ის მიხედვით.