საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი
ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი

არ­გენ­ტი­ნა­ში, აკონ­კა­გუა (6962 მ) უკვე მე­სა­მე მწვერ­ვა­ლია ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ალ­პურ ომში. 20 დე­კემ­ბერს 4 აფხა­ზი მთამ­სვლე­ლი ცნო­ბილ შვედ მოგ­ზა­ურ­თან, იო­ჰან ერნსტ ნილ­სონ­თან ერ­თად ამ მწვერ­ვა­ლის და­სა­პყრო­ბად ექ­სპე­დი­ცი­ას მო­ა­წობს. ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ზა­ნი მთის მწვერ­ვალ­ზე აფხა­ზე­თის თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დრო­შის აღ­მარ­თვაა. აფხაზ­მა ალ­პი­ნის­ტებ­მა უკვე აღ­მარ­თეს აფხა­ზე­თის დრო­შე­ბი იალ­ბუზ­სა და კი­ლი­მან­ჯა­რო­ზე.

პრო­ექტს მხა­რი აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც და­უ­ჭი­რა.

იან­ვარ­ში აკონ­კა­გუა ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მთამ­სვლელ­მა, გი­ორ­გი თორ­თლა­ძემ და­ი­პყრო. ამ მწვერ­ვალ­ზე მან არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა აღ­მარ­თა, არა­მედ და­ა­ყე­ნა აბ­რე­ბი წარ­წე­რით - "სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პა­ცი­ის გა­რე­შე". აპ­რილ­ში ის ევე­რესტზე ავი­და და მწვერ­ვალ­ზე აბრა წარ­წე­რით - "რუ­სე­თო, და­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო!" და­ტო­ვა.

"ამინ­დის გამო არც დრო­შა და არც ბა­ნე­რე­ბი მწვერ­ვა­ლებ­ზე დიდ­ხანს არ ჩერ­დე­ბი­ან. მთა­ვა­რია მათი ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვა. შემ­დეგ მას სხვა­დას­ხვა ტე­ლე­არ­ხებ­ზე აჩ­ვე­ნე­ბენ, რა­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი თორ­თლა­ძემ.

თორ­თლა­ძემ აფხა­ზე­ბის ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო შვე­დი ალ­პი­ნის­ტიც გა­აკ­რი­ტი­კა.

"ვფიქ­რობ, რომ მას ამ ექ­სპე­დი­ცი­ის­თვის დი­დძალ თან­ხას გა­და­უხ­დი­ან. და თუ ის მარ­თლაც მი­ი­ღებს სე­პა­რა­ტიზ­მის პრო­პა­გან­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამის შე­სა­ხებ მოგ­ზა­ურ­თა მთელს სამ­ყა­როს შე­ვა­ტყო­ბი­ნებ. ნილ­სო­ნი ინა­ნებს", - ამ­ბობს თორ­თლა­ძე.

თა­ვად 52 წლის თორ­თლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ში­თა და ან­ტი­რუ­სუ­ლი ბა­ნე­რით, იან­ვარ­ში ჰი­მა­ლა­ი­ზე, რი­გით მე­ხუ­თე მწვერ­ვა­ლის, მა­კა­ლუს (8485 მ) და­სა­პყრო­ბად მი­ემ­გზავ­რე­ბა. ეს 10 ალ­პი­ნის­ტით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უ­ძღვე­ბი­ან.

ეს სუ­ლაც არაა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა აფხა­ზე­თის სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. 2012 წლის და­სა­წყის­ში ფი­ფამ კო­სო­ვოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა.

მა­ლე­ვე, ამ ახა­ლი ამ­ბით წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა აფხა­ზებ­მა მე­გობ­რუ­ლი თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რეს კრას­ნო­და­რის "ყუ­ბან­თან". აფხა­ზებ­მა 2:1 გა­ი­მარ­ჯვეს და შეხ­ვედ­რის პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩად აღი­ა­რე­ბა მო­ი­სურ­ვეს, რა­ზეც ფი­ფამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია russia.ru-ს მი­ხედ­ვით.

ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი

ქართველებისა და აფხაზების ალპური ომი

არგენტინაში, აკონკაგუა (6962 მ) უკვე მესამე მწვერვალია ქართველებისა და აფხაზების ალპურ ომში. 20 დეკემბერს 4 აფხაზი მთამსვლელი ცნობილ შვედ მოგზაურთან, იოჰან ერნსტ ნილსონთან ერთად ამ მწვერვალის დასაპყრობად ექსპედიციას მოაწობს. ექსპედიციის მიზანი მთის მწვერვალზე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშის აღმართვაა. აფხაზმა ალპინისტებმა უკვე აღმართეს აფხაზეთის დროშები იალბუზსა და კილიმანჯაროზე.

პროექტს მხარი აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭირა.

იანვარში აკონკაგუა ცნობილმა ქართველმა მთამსვლელმა, გიორგი თორთლაძემ დაიპყრო. ამ მწვერვალზე მან არა მხოლოდ საქართველოს დროშა აღმართა, არამედ დააყენა აბრები წარწერით - "საქართველო ოკუპაციის გარეშე". აპრილში ის ევერესტზე ავიდა და მწვერვალზე აბრა წარწერით - "რუსეთო, დატოვე საქართველო!" დატოვა.

"ამინდის გამო არც დროშა და არც ბანერები მწვერვალებზე დიდხანს არ ჩერდებიან. მთავარია მათი ფირზე აღბეჭდვა. შემდეგ მას სხვადასხვა ტელეარხებზე აჩვენებენ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვება", - განაცხადა გიორგი თორთლაძემ.

თორთლაძემ აფხაზების ექსპედიციაში მონაწილეობის გამო შვედი ალპინისტიც გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, რომ მას ამ ექსპედიციისთვის დიდძალ თანხას გადაუხდიან. და თუ ის მართლაც მიიღებს სეპარატიზმის პროპაგანდაში მონაწილეობას, ამის შესახებ მოგზაურთა მთელს სამყაროს შევატყობინებ. ნილსონი ინანებს", - ამბობს თორთლაძე.

თავად 52 წლის თორთლაძე საქართველოს დროშითა და ანტირუსული ბანერით, იანვარში ჰიმალაიზე, რიგით მეხუთე მწვერვალის, მაკალუს (8485 მ) დასაპყრობად მიემგზავრება. ეს 10 ალპინისტით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი იქნება, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ეს სულაც არაა საქართველოს პირველი გამოწვევა აფხაზეთის სპორტული საზოგადოებისგან. 2012 წლის დასაწყისში ფიფამ კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს ოფიციალური ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მისცა.

მალევე, ამ ახალი ამბით წახალისებულმა აფხაზებმა მეგობრული თამაში ჩაატარეს კრასნოდარის "ყუბანთან". აფხაზებმა 2:1 გაიმარჯვეს და შეხვედრის პირველ საერთაშორისო მატჩად აღიარება მოისურვეს, რაზეც ფიფამ კატეგორიული უარი განაცხადა.

მომზადებულია russia.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?