სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული პარტია" განცხადებას ავრცელებს
"ქართული პარტია" განცხადებას ავრცელებს

"ქარ­თუ­ლი პარ­ტია" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც ამ­ბე­ბი.გე უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"5 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე 190 ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის, ხოლო 25 პირს კი, პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი. ცხა­დია, მო­ხა­რულ­ნი ვართ და ყვე­ლა მათ­გა­ნის ოჯახს ვუ­ლო­ცავთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სიის ფორ­მი­რე­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი, რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი, ამ ორი­ვე სი­ა­ში, ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

ჯერ კი­დევ 2007 წლი­დან, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, ყვე­ლა ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი, ვინც დღეს აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს, ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და შემ­დგომ დევ­ნი­ლი. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, ასე­ვე აღი­ა­რა საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფომ და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას, გა­და­ე­ცათ იგი ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის, უარი ეთ­ქვა იმ მო­ტი­ვით, რომ აქ მას ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეც კი ემუქ­რე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ დღე­ვან­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას, ყვე­ლა­ზე კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ყვე­ლა იმ სი­ა­შია პო­ლიტ­პა­ტიმ­რად, რო­მელ­საც ად­გენ­დნენ სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცა­ვე­ბი 2007 წლი­დან დღემ­დე. თუმ­ცა ამა წლის 20 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც იგი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ეხ­სნა და ასე­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ პო­ლიტ­პა­ტიმ­რად.

გუ­შინ, 5 დე­კემ­ბერს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის არა­ერ­თი ბუნ­დო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბა მო­ვის­მი­ნეთ. გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩა, მოხ­ვდე­ბა თუ არა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ სი­ა­ში. თუ პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, მას ჰქონ­და ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი, რა აღ­მოჩ­ნდა, ან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ხე­ლის­შემ­შლე­ლი, პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია ჩვენ­თვის, ერ­თსა და იმა­ვე, ე.წ "ზი­ლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის საქ­მე­ზე, ჩვე­ნი წევ­რე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია: ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა სი­ა­ში, ნა­წი­ლი-არა, ნა­წი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ კო­მი­სი­ას, რომ ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას ვთხოვთ, გვაც­ნო­ბოს ზუს­ტი თა­რი­ღი, რო­დის მოხ­დე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა. ასე­ვე, ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია კო­მი­სი­ა­ში, ვთხოვთ და­ეს­წროს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებს, სა­დაც ნათ­ლად და­ი­ნა­ხა­ვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის აჩ­რდი­ლებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ქართული პარტია" განცხადებას ავრცელებს

"ქართული პარტია" განცხადებას ავრცელებს

"ქართული პარტია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ამბები.გე უცვლელად გთავაზობთ.

"5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პროექტის საფუძველზე 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, ხოლო 25 პირს კი, პოლიტდევნილის სტატუსი. ცხადია, მოხარულნი ვართ და ყველა მათგანის ოჯახს ვულოცავთ.

აღნიშნული სიის ფორმირებაში წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, რადგან ყველაზე მეტი, ამ ორივე სიაში, ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ.

ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას, ყველა ის ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს, ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ასევე აღიარა საფრანგეთის სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას, გადაეცათ იგი ქართული მართლმსაჯულებისთვის, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აქ მას ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო კომისიას, ყველაზე კარგად მოეხსენება. ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც ადგენდნენ სხვადასხვა უფლებადამცავები 2007 წლიდან დღემდე. თუმცა ამა წლის 20 ნოემბერს, როდესაც იგი დაბრუნდა საქართველოში, მას პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად.

გუშინ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის წევრების არაერთი ბუნდოვანი განმარტება მოვისმინეთ. გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად, მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად. ასევე გაუგებარია ჩვენთვის, ერთსა და იმავე, ე.წ "ზილების რევოლუციის საქმეზე, ჩვენი წევრების კლასიფიკაცია: ნაწილი აღმოჩნდა სიაში, ნაწილი-არა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი მიმდინარეობს.

გვინდა შევახსენოთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ბატონი ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ყველა პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაათავისუფლებდნენ.

საპარლამენტო კომისიას ვთხოვთ, გვაცნობოს ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა. ასევე, ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში, ვთხოვთ დაესწროს ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს, სადაც ნათლად დაინახავენ სააკაშვილის რეჟიმის აჩრდილებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა