იაპონიაში, ტოკიოდან დასავლეთით ერთ-ერთ გვირაბის ჩამონგრევისა და ხანძრის შედეგად, მაშველებმა რამდენიმე ადამიანის დამწვარი გვამი იპოვნეს , - ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება. ამ დროისთვის გვირაბში კიდევ ორი ავტომანქანაა ჩარჩენილი, სადაც მგზავრები იმყოფებიან. არიან თუ არა ისინი ცოცხლები, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ამ დრომდე დაკარგულად შვიდი ადამიანი მიიჩნევა. მანამდე კი სამი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
ტოკიოში, სწრაფ საავტომობილო ტრასაზე გვირაბი დღეს დილით ჩამოინგრა, რასაც ხანძარი მოჰყვა.