მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა
17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა

17 წლის ამე­რი­კელ­მა ნი­კოლ დე­ი­ლინ­მა 64 დღე გა­დაბ­მუ­ლად იძი­ნა. მის შემ­თხვე­ვას ექი­მე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ - "მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის სინ­დრო­მად" მი­იჩ­ნე­ვენ. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას დღე­ში მი­ნი­მუმ 18-19 სა­ა­თი სძი­ნავს. მსოფ­ლი­ო­ში ამ სინ­დრო­მის მხო­ლოდ 1000 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის დაბ­ნე­უ­ლო­ბას, დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას და აპა­თი­ას", - აცხა­დე­ბენ "მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის სინ­დრომ­თან" ბრძო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გა­მოღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ გაზ­რდი­ლი აქვთ მგრძნო­ბე­ლო­ბა ხმი­სა და სი­ნათ­ლის მი­მართ. სხვა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი - შიმ­ში­ლი და გაზ­რდი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა.

ნი­კო­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გო­გო­ნა ფხიზ­ლა­დაა, უძ­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თა­ვად ნი­კო­ლის დე­დის თქმით, ზოგ­ჯერ მის შვილს 32-64 დღე სძი­ნავს. ასეთ დროს ის იშ­ვი­ა­თად იღ­ვი­ძებს, მთვა­რე­უ­ლი­ვით იქ­ცე­ვა - ჭამს და იკ­მა­ყო­ფი­ლებს ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს.

ე.წ მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის სინ­დრო­მის გა­მოვ­ლე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ნი­კო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მებს დი­აგ­ნო­ზის და­სად­გე­ნად 25 თვე დას­ჭირ­დათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ეგო­ნათ, რომ გო­გო­ნა ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად სი­მუ­ლი­რებ­და. და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, თუმ­ცა ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ნი­კო­ლის დედა იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს ტო­ვებს. ერთხელ გო­გო­ნამ ახალ წელს და­ი­ძი­ნა და მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბის გახ­სნა მხო­ლოდ იან­ვრის ბო­ლოს შეძ­ლო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დღე-ღა­მე­ში 6 სა­ა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი სძი­ნავს, ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შანსს თა­ვად ზრდის. ასეთ დას­კვნამ­დე იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, 1.3 მლნ ადა­მი­ანს და­აკ­ვირ­დნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsbang.net-ის მი­ხედ­ვით.

17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა

17 წლის გოგონამ 64 დღე ძილში გაატარა

17 წლის ამერიკელმა ნიკოლ დეილინმა 64 დღე გადაბმულად იძინა. მის შემთხვევას ექიმები ძალიან იშვიათ - "მძინარე მზეთუნახავის სინდრომად" მიიჩნევენ. ახალგაზრდა გოგონას დღეში მინიმუმ 18-19 საათი სძინავს. მსოფლიოში ამ სინდრომის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"გაღვიძებული ადამიანი განიცდის დაბნეულობას, დეზორიენტაციას და აპათიას", - აცხადებენ "მძინარე მზეთუნახავის სინდრომთან" ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენლები. გამოღვიძების შემდეგ გაზრდილი აქვთ მგრძნობელობა ხმისა და სინათლის მიმართ. სხვა გვერდითი მოვლენები - შიმშილი და გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილებაა.

ნიკოლის ოჯახის წევრების განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც გოგონა ფხიზლადაა, უძლურად გამოიყურება.

თავად ნიკოლის დედის თქმით, ზოგჯერ მის შვილს 32-64 დღე სძინავს. ასეთ დროს ის იშვიათად იღვიძებს, მთვარეულივით იქცევა - ჭამს და იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს.

ე.წ მძინარე მზეთუნახავის სინდრომის გამოვლენა ძალიან რთულია. ნიკოლის შემთხვევაში, ექიმებს დიაგნოზის დასადგენად 25 თვე დასჭირდათ. თავდაპირველად ეგონათ, რომ გოგონა ყურადღების მისაქცევად სიმულირებდა. დაავადება არ იკურნება, თუმცა ძილის ხანგრძლივობის შემცირება მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

ყველაზე მეტად ნიკოლის დედა იმაზე ნერვიულობს, რომ მისი ქალიშვილი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებს. ერთხელ გოგონამ ახალ წელს დაიძინა და მისთვის განკუთვნილი საჩუქრების გახსნა მხოლოდ იანვრის ბოლოს შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ადამიანი, რომელსაც დღე-ღამეში 6 სააათზე ნაკლები სძინავს, ნაადრევი გარდაცვალების შანსს თავად ზრდის. ასეთ დასკვნამდე იტალიელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით, 1.3 მლნ ადამიანს დააკვირდნენ.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს