საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საქმეებს გადასცემს ალასანია პროკურატურას?
რა საქმეებს გადასცემს ალასანია პროკურატურას?

სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას დიდი იმე­დით შეხ­ვდა და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­შია. ყო­ფილ დიპ­ლო­მატს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ა­ბა­რეს, რო­მელ­საც ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა. რა სი­ახ­ლე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ?..

ირაკ­ლი ალა­სა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი:

- სა­მი­ნის­ტრო­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან სამ­ხედ­რო პი­რებ­ზე ზე­წო­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ვიცი, რომ ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვპირ­დე­ბი, რომ ყვე­ლა საქ­მეს შე­ვის­წავ­ლით და გან­ვი­ხი­ლავთ. სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ებ­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით, მაგ­რამ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნი­ლი სამ­ხედ­რო მო­ხე­ლე­ე­ბის საქ­მეს შე­ის­წავ­ლის. ის შე­ი­მუ­შა­ვებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­თვის, რის შემ­დე­გაც გა­დავ­წყვეტთ, რო­გორ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე. ამ სა­კი­თხის მი­მართ გულ­გრი­ლი რომ ვერ ვიქ­ნე­ბით, ამას მოწ­მობს თა­ვის დრო­ზე ჩვენ მიერ წა­მო­წე­უ­ლი, სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე, რო­მე­ლიც ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და მერე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ... ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ასეთ საქ­მე­ებს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დავ­ცემთ.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ თან­და­თან, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას მო­ა­ხერ­ხებს. რო­გორ აპი­რებთ ამის მიღ­წე­ვას?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დიდი შეც­დო­მა იყო ის, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შევ­ძე­ლით ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ამა თუ იმ სა­კი­თხში; 90-იანი წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­საც ვგუ­ლის­ხმობ. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ვართ, რო­მელ­მაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­თან სამ­ჯერ იომა. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომებს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ, რა თქმა უნდა, მახ­სოვს, 2004 წლის ცხინ­ვა­ლი­სა და უფრო ადრე, 1998 წლის გა­ლის მოვ­ლე­ნე­ბიც. ამი­ტომ ახლა სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ და სტრა­ტე­გი­ულ დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა გვმარ­თებს. უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ნე­ბის­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გვქო­ნია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ მოვ­ლე­ნებ­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ცო­ცხლე­ბი არი­ან; ამ პრო­ცეს­ში მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეგ­ვეძ­ლო?

- დიახ, გვქონ­და შან­სი, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა არ დაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რა­საც აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვა. მა­შინ ის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა რომ არ დაგ­ვეშ­ვა, ახლა შე­საძ­ლოა, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მა­შინ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის მი­მართ ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კა ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი რუ­სე­თის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში და დიდი შან­სი გვქონ­და, პოსტსაბ­ჭო­თა იმ­პე­რი­უ­ლი სივ­რცი­დან ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ამა­ზე ჩემი პა­სუ­ხი ასე­თია: რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და­ტო­ვე­ბენ. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათ აღე­ბუ­ლი აქვთ გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე. არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით, 2008 წელს გა­ფორმ­და. მარ­თა­ლია, ევ­რო­პა და რუ­სე­თი მას სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ანი­ჭე­ბენ, მაგ­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევს... ოღონდ კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­სა­უბ­რებთ, იმ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გვაქვს: სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბის გზა­ზეა და ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი რომ გავ­ხდეთ, ამის­თვის ფა­სა­დუ­რი კი არა, ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტია უნდა ავა­შე­ნოთ. ეს ეხე­ბა სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ვი­წყოთ იმ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ჭი­როა, მათ­თან ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, სა­ვაჭ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა, რაც სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხეს შე­ამ­ცი­რებს. შე­დე­გად, სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე ზე­წო­ლა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რათა ჩვენ­მა ჩრდი­ლო­ელ­მა მე­ზო­ბელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის დიდი იმე­დიც და ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლიც მაქვს: 1999 წელს ჩვენ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა შეძ­ლეს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა და, სტამ­ბო­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, საბ­ჭო­თა სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იყ­ვა­ნეს. იმ წლებ­ში ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მოხ­და... მეს­მის, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მა სწრა­ფად ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რით, წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლოთ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტის ხედ­ვა ასე­თია: ჩვენ რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი უნდა და­ვი­წყოთ, მაგ­რამ ილუ­ზია არ გვაქვს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა სწრა­ფად მოხ­დე­ბა ან ორი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი მალე და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვეთ - ავირ­ჩი­ეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის გზა, რო­მე­ლიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ნდო­ბას თან­და­თან აღად­გენს. ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ნა­ტო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი და არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში. ჩვენც გვინ­და, და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი არ იყოს "გა­ჭე­დი­ლი". ამის მოგ­ვა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ამ მი­ზან­თან მი­ახ­ლო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ: ბა­ტონ ზუ­რაბს კარ­გად იც­ნო­ბენ რუ­სეთ­ში და ისიც კარ­გად იც­ნობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ ანა­ტო­მი­ას. ახლა ბურ­თი რუ­სე­თის მო­ე­დან­ზეა.

- რა ნა­ბი­ჯებს ელო­დე­ბით ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის­გან?

- რუ­სე­თი უნდა "ვა­ი­ძუ­ლოთ", და­ი­ნა­ხოს ევ­რო­პე­ლებ­თან და ასე­ვე ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის სა­ჭი­რო­ე­ბა. ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის გა­რე­შე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. ასე რომ, ჯო­ბია, ვი­ლა­პა­რა­კოთ რუ­სეთ­თან, ვიდ­რე ვი­ლა­პა­რა­კოთ რუ­სებ­ზე და არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს. წარ­სულ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ ქარ­თუ­ლი მხრი­დან აგ­რე­სი­ულ­მა რი­ტო­რი­კამ ისევ და ისევ ჩვენ დაგ­ვა­ზა­რა­ლა.

- თქვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ მო­ბი­ლუ­რი, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი არ­მი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი წარ­მოშ­ვა...

- მცი­რე­რი­ცხო­ვან არ­მი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბი ვი­გუ­ლის­ხმე: არ გვე­ყო­ლე­ბა თურ­ქე­თის ან რუ­სე­თის­ხე­ლა არ­მია. ქარ­თუ­ლი არ­მია ჩვენს რე­გი­ო­ნულ საფრ­თხე­ებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მუდ­მივ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში უნდა იყ­ვნენ... ამას­თა­ნა­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ეფექ­ტი­ან ჩა­რე­ვა­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ. რა თქმა უნდა, არ ვე­ლო­დე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბას ნა­ტოს წევრ თურ­ქეთ­თან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხეს სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავს. გვაქვს ასე­ვე კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­თან, რაც სრუ­ლი სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა მა­ინც ფხიზ­ლად უნდა იყოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა საქმეებს გადასცემს ალასანია პროკურატურას?

რა საქმეებს გადასცემს ალასანია პროკურატურას?

საზოგადოება არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას დიდი იმედით შეხვდა და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინშია. ყოფილ დიპლომატს ირაკლი ალასანიას ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სახელმწიფო უწყება - თავდაცვის სამინისტრო ჩააბარეს, რომელსაც ბოლო დროს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. რა სიახლეებია მოსალოდნელი როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით და რა სისტემური ცვლილებების განხორციელებას უნდა ველოდოთ?..

ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:

- სამინისტროში მაღალჩინოსნების მხრიდან სამხედრო პირებზე ზეწოლის არაერთი ფაქტის შესახებ ვფლობ ინფორმაციას. ვიცი, რომ ბევრი ღირსეული სამხედრო მოსამსახურე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველა საქმეს შევისწავლით და განვიხილავთ. სასამართლოს ფუნქციებში ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან დათხოვნილი სამხედრო მოხელეების საქმეს შეისწავლის. ის შეიმუშავებს რეკომენდაციებს თავდაცვის მინისტრისთვის, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, როგორ უნდა მივიყვანოთ კონკრეტული საქმე ბოლომდე. ამ საკითხის მიმართ გულგრილი რომ ვერ ვიქნებით, ამას მოწმობს თავის დროზე ჩვენ მიერ წამოწეული, სერგო თეთრაძის საქმე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მერე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ცემაში შემოაკვდათ... ფაქტების შესწავლის შემდეგ, ასეთ საქმეებს გენერალურ პროკურატურას გადავცემთ.

- ახალი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თანდათან, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მოახერხებს. როგორ აპირებთ ამის მიღწევას?

- დავიწყოთ იმით, რომ ქართული სახელმწიფოს დიდი შეცდომა იყო ის, რომ წლების განმავლობაში ვერ შევძელით ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზის გაკეთება, თუ რამ განაპირობა ჩვენი წარუმატებლობა ამა თუ იმ საკითხში; 90-იანი წლების მოვლენებსაც ვგულისხმობ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან სამჯერ იომა. ფართომასშტაბიან ომებს ვგულისხმობ, თორემ, რა თქმა უნდა, მახსოვს, 2004 წლის ცხინვალისა და უფრო ადრე, 1998 წლის გალის მოვლენებიც. ამიტომ ახლა სამხედრო, პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე გაკეთებული ანალიზის ჩატარება გვმართებს. უნდა გავაანალიზოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემა, რომელიც გასულ წლებში რუსეთთან ურთიერთობისას გვქონია. მადლობა ღმერთს, ის ადამიანები, ვინც ამ მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდნენ, ცოცხლები არიან; ამ პროცესში მათი მონაწილეობა აუცილებელია.

- მიგაჩნიათ, რომ რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილება შეგვეძლო?

- დიახ, გვქონდა შანსი, ეს დაპირისპირება არ დაგვეშვა, მაგრამ არ გამოვიყენეთ, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა. მაშინ ის საბედისწერო შეცდომა რომ არ დაგვეშვა, ახლა შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით. მაშინ რუსეთის ფედერაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ნაკლებად აგრესიული იყო. გარდა ამისა, ამერიკა ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული რუსეთის დემოკრატიზაციის პროცესში და დიდი შანსი გვქონდა, პოსტსაბჭოთა იმპერიული სივრციდან ნაკლები დანაკარგით გამოვსულიყავით. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რეალურად მიმაჩნია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ამაზე ჩემი პასუხი ასეთია: რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ. ეს ვალდებულება მათ აღებული აქვთ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. არსებობს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წელს გაფორმდა. მართალია, ევროპა და რუსეთი მას სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ანიჭებენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციას თავისი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ვალდებულების შესრულება მოუწევს... ოღონდ კონკრეტულ ვადებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს: საქართველო დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობის გზაზეა და ჭეშმარიტად ევროპული ოჯახის ნაწილი რომ გავხდეთ, ამისთვის ფასადური კი არა, ნამდვილი დემოკრატია უნდა ავაშენოთ. ეს ეხება სამართლიან სასამართლო სისტემას, სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია, დავიწყოთ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ორმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს. საჭიროა, მათთან ინფრასტრუქტურული, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, რაც სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს შეამცირებს. შედეგად, საერთაშორისო დიპლომატიური სამსახურებისგან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა გაძლიერდება, რათა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის დიდი იმედიც და ამის თქმის საფუძველიც მაქვს: 1999 წელს ჩვენმა დიპლომატებმა შეძლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეთანხმების მიღწევა და, სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა საოკუპაციო ჯარი საქართველოდან გაიყვანეს. იმ წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, მაგრამ მოხდა... მესმის, რომ ყველა პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სახალხო დიპლომატიისა და პოლიტიკური მუშაობის შედეგად, ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერით, წარმატებით დავასრულოთ. ახალი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის ხედვა ასეთია: ჩვენ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი უნდა დავიწყოთ, მაგრამ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენა სწრაფად მოხდება ან ორი ქვეყნის პოლიტიკურად შეუთავსებელი პოზიციები მალე დაუახლოვდება ერთმანეთს. შექმნილი რთული ვითარებიდან ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ - ავირჩიეთ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის გზა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობას თანდათან აღადგენს. ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორები, ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის პრეზიდენტი და არაერთი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაში. ჩვენც გვინდა, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი არ იყოს "გაჭედილი". ამის მოგვარების პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ამ მიზანთან მიახლოებას ემსახურება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შესახებ: ბატონ ზურაბს კარგად იცნობენ რუსეთში და ისიც კარგად იცნობს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ანატომიას. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

- რა ნაბიჯებს ელოდებით ჩრდილოელი მეზობლისგან?

- რუსეთი უნდა "ვაიძულოთ", დაინახოს ევროპელებთან და ასევე ჩვენთან ურთიერთობისას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საჭიროება. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მოვახერხებთ. ასე რომ, ჯობია, ვილაპარაკოთ რუსეთთან, ვიდრე ვილაპარაკოთ რუსებზე და არაფერი შეიცვალოს. წარსულმა დაგვანახვა, რომ ქართული მხრიდან აგრესიულმა რიტორიკამ ისევ და ისევ ჩვენ დაგვაზარალა.

- თქვენმა განცხადებამ მობილური, მცირერიცხოვანი არმიის ჩამოყალიბების შესახებ საზოგადოებაში კითხვები წარმოშვა...

- მცირერიცხოვან არმიაზე საუბრისას, შეიარაღებული ძალების შემცირებას არ ვგულისხმობ. მცირე რაოდენობაზე საუბრისას, რეგიონული მასშტაბი ვიგულისხმე: არ გვეყოლება თურქეთის ან რუსეთისხელა არმია. ქართული არმია ჩვენს რეგიონულ საფრთხეებზე იქნება მორგებული. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ... ამასთანავე, აუცილებელია, მთავარი აქცენტი მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიან ჩარევაზე გადავიტანოთ. რა თქმა უნდა, არ ველოდები დაპირისპირებას ნატოს წევრ თურქეთთან, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოსთან სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა დაპირისპირების საფრთხეს სრულიად გამორიცხავს. გვაქვს ასევე კეთილმეზობლური, სტრატეგიული მეგობრობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან, რაც სრული სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ქვეყანა მაინც ფხიზლად უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე