მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აბრაზებენ რეჟისორს ტასო და ჯეკო
როდის აბრაზებენ რეჟისორს ტასო და ჯეკო

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" და-ძმა ჯე­კომ და ტა­სომ ყვე­ლას შე­აყ­ვა­რეს თავი. პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე აქვთ. გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლაც უნდა მო­ას­წრონ და გა­და­ღე­ბებ­ზე დრო­უ­ლად მის­ვლაც. ორი­ვეს ძა­ლი­ან მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბა და ისიც, რომ მათ­გან ინ­ტერ­ვი­უს იღე­ბენ. ტა­სოს, ანუ ქეთა ორ­ბე­ლა­ძის სურ­ვი­ლია, მის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერ­ვიუ აი­ღონ. გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს მსგავ­სი სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს, თუმ­ცა შე­კი­თხვებს, ქე­თას მსგავ­სად, ისიც ხა­ლი­სი­ა­ნად პა­სუ­ხობ­და.

- ვიცი, რომ ქეთა "ეკი­ვოკ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სე­რი­ალ­ში მერე და­ინ­ტე­რეს­დნენ, გი­ორ­გი, შენ რო­გორ გახ­დი ჯეკო?

- კას­ტინგზე მო­ვე­დი და ბი­ჭე­ბი­დან მე ამირ­ჩი­ეს.

- მა­შინ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

ქეთა:

- კას­ტინგზე და­მე­გობ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. მა­შინ ვერ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. პირ­ვე­ლად გა­და­ღე­ბებ­ზე ვნა­ხე გი­ორ­გი.

- ალ­ბათ ბევ­რს და-ძმა ჰგო­ნი­ხართ.

- ბევრ ჩემს კლა­სელს უკი­თხავს, მარ­თლა შენი ძმა არის ჯე­კოო?

- რო­გორც ვიცი, გი­ორ­გის, შენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰყავს დაც და ძმაც.

გი­ორ­გი:

- ძმა მსა­ხი­ო­ბია. ფილმში "რენე მი­დის ჰო­ლი­ვუდ­ში" ჩემი ძმა ერთ-ერთ მთა­ვარ როლს თა­მა­შობს. დას კი სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს მსა­ხი­ო­ბო­ბა.

- მარ­თა­ლია, ჯერ პა­ტა­რე­ბი ხართ, მაგ­რამ ალ­ბათ უკვე ზუს­ტად ხვდე­ბით, რა პრო­ფე­სია გექ­ნე­ბათ, როცა გა­იზ­რდე­ბით.

ქეთა:

- მე უკვე დიდი ხა­ნია, მსა­ხი­ო­ბო­ბა და ვი­ზა­ჟის­ტო­ბა მინ­და.

გი­ორ­გი:

- მე ჯერ არ ამირ­ჩე­ვია პრო­ფე­სია.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა არ გინ­და?

- მსა­ხი­ო­ბო­ბაც მინ­და და სხვა პრო­ფე­სი­აც, მაგ­რამ არ ვიცი, რა ავირ­ჩიო.

- ორი­ვეს სპორ­ტსმე­ნი მშობ­ლე­ბი გყავთ. ქე­თას მამა ფეხ­ბურ­თე­ლია, გი­ორ­გის დედა - ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი. სპორ­ტი არც ერთს არ გა­ინ­ტე­რე­სებთ?

გი­ორ­გი:

- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ორი წელი დავ­დი­ო­დი.

ქეთა:

- მე კა­ლათ­ბურ­თე­ლო­ბა მომ­წონს ძა­ლი­ან და ცურ­ვა.

- იცი ცურ­ვა?

- ჯერ არა, მაგ­რამ უკვე უნდა და­ვი­წყო სწავ­ლა. მალე ვა­პი­რებ ცურ­ვა­ზე სი­ა­რულს.

- რო­გორც ვიცი, წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წახ­ვე­დი.

- ტა­სოც პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში და მეც.

- ტასო პირ­ველ დღეს გაკ­ვე­თილ­ზე ცუ­დად მო­იქ­ცა. მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ჩა­იც­ვა. შენს გმირს ხომ არ ჰგავ­ხარ?

- არა. ტა­სოს მსგავ­სად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ.

- სე­რი­ალ­ში თა­მა­ში სწავ­ლა­ში ხომ არ გიშ­ლის ხელს?

- არ მიშ­ლის. როცა გა­და­ღე­ბე­ბი არ მაქვს, გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ­ში ვრჩე­ბი.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კლა­სში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბი.

- უფ­როსკლა­სე­ლე­ბი მე­ხუ­ტე­ბი­ან ხოლ­მე. ყვე­ლას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ.

- გი­ორ­გი, შენ რო­მელ კლას­ში ხარ?

- მე­ხუ­თე­ში გა­და­ვე­დი. ძვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, კარ­გი ბიჭი ხარო. ახლა არც ერთი აღარ მა­ქებს. გა­და­ღე­ბე­ბი რომ მაქვს და რა­მეს ვერ მო­ვას­წრებ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ის­წავ­ლე, შვი­ლოო.

- ე.ი. სე­რი­ალ­ში თა­მაშ­მა კარ­გად სწავ­ლა­ში ხელი შე­გი­შა­ლა?

- არა. გა­და­ღე­ბე­ბის გამო რომ ვაც­დენ ხოლ­მე, მა­შინ მე­უბ­ნე­ბი­ან, სკო­ლა არ გა­აც­დი­ნოო. მეც მე­ხუ­ტე­ბი­ან უფ­როსკლა­სე­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, შენ ხომ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შო­ბო.

- დავ­მე­გობ­რდი­თო, მი­თხა­რით, გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ მშობ­ლებ­თან ერ­თად მი­დი­ხართ გა­სარ­თო­ბად?

ქეთა:

- გარე გა­და­ღე­ბე­ბის მერე ერ­თად მივ­დი­ვართ ხოლ­მე სახ­ლში.

- გი­ჩხუ­ბი­ათ?

- სე­რი­ალ­ში ბევ­რჯერ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ხუმ­რო­ბით ვჩხუ­ბობთ ხოლ­მე.

გი­ორ­გი:

- სი­ნამ­დვი­ლე­ში მთე­ლი ძა­ლით არ ვურ­ტყამთ ერ­თმა­ნეთს.

- სე­რი­ალ­ში ერთხელ მარ­ტო დარ­ჩით. ჯეკო კომ­პი­უ­ტერს ვერ მო­შორ­და, ტა­სომ კი ცეკ­ვით გული იჯე­რა. მარ­ტო რომ რჩე­ბით, მა­შინ ასე ერ­თო­ბით?

ქეთა:

- მე მარ­ტო არას­დროს დავ­რჩე­ნილ­ვარ. მხო­ლოდ ერთხელ, დე­დი­კო და მა­მი­კო უკ­რა­ი­ნა­ში რომ წა­ვიდ­ნენ, ბე­ბოს­თან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ის პე­რი­ო­დი არ მახ­სოვს. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი.

- გა­და­ღე­ბებ­ზე რა ხდე­ბა ხოლ­მე? რე­ჟი­სორს აბ­რა­ზებთ?

- მე არა, გიო აბ­რა­ზებს. თუმ­ცა მეც ხან­და­ხან ვაბ­რა­ზებ რე­ჟი­სორს.

- რა­ტომ აბ­რა­ზებთ?

- ვცელ­ქობთ.

გი­ორ­გი:

- კი არ ვცელ­ქობთ, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ტექ­სტი რომ გვეშ­ლე­ბა და ბევ­რი დუბ­ლია გა­და­სა­ღე­ბი, მა­შინ ბრაზ­დე­ბა.

ქეთა:

- ისე­ვე, რო­გორც დედა, რე­ჟი­სო­რიც არ მიყ­ვი­რის, უბ­რა­ლოდ, მსაყ­ვე­დუ­რობს, როცა ცუ­დად ვიქ­ცე­ვი და რა­მეს ვა­ფუ­ჭებ.

- გა­და­ღე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­­ტად რო­მე­ლი სცე­ნა მო­გე­წო­ნათ?

გი­ორ­გი:

- მე პირ­ვე­ლი სცე­ნა მო­მე­წო­ნა ძა­ლი­ან. ჩიფ­სებს რომ ვჭამ­დით და ბე­ბია რომ ჩავ­კე­ტეთ.

ქეთა:

- მეც ეგ სცე­ნა მო­მე­წო­ნა და კი­დევ ის სცე­ნა, როცა ვი­ცეკ­ვე. სე­რი­ალ­ში ჩემს თავს არ ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე.

გი­ორ­გი:

- მე ვუ­ყუ­რებ სე­რი­ალს.

ქეთა:

- სე­რი­ალს მეც ვუ­ყუ­რებ. მარ­ტო ჩემს თავს არ ვუ­ყუ­რებ.

გი­ორ­გი:

- როცა შენ ჩან­ხარ, მა­შინ თვა­ლებს ხუ­ჭავ?

ქეთა:

- არა, უკან ვი­ხე­დე­ბი. ასე იმი­ტომ ვიქ­ცე­ვი, რომ ჩემს თავ­ზე ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ორი­ვეს ძა­ლი­ან მოგ­წონთ სე­რი­ალ­ში თა­მა­ში.

- მე მინ­და, რომ სე­რი­ალ­ში რო­მე­ლი­მე ჩემი კლა­სე­ლი ან მე­გო­ბა­რი შე­მო­ვი­დეს. მა­გა­ლი­თად, მინ­და, ჩემ­თან სახ­ლში ჩემი მე­გო­ბა­რი ან კლა­სე­ლი მო­ვი­დეს.

- თქვენს გმი­რებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

გი­ორ­გი:

- ჩემი აზ­რით, ჯეკო ცელ­ქი ბავ­შვია. მშობ­ლებს ზოგ­ჯერ უჯე­რებს და ზოგ­ჯერ - არა. სე­რი­ალ­ში ძა­ლი­ან ცელ­ქი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში - ნაკ­ლე­ბად.

ქეთა:

- ტასო, ჩემი გმი­რი, სულ ბე­ბოს აბ­რა­ზებს. ეს არ მომ­წონს. ჩემს ნამ­დვილ ბე­ბი­ას მარ­ტო სწავ­ლის დროს ვაბ­რა­ზებ და სხვა დროს არა. ჯეკო და ტასო უფრო აბ­რა­ზე­ბენ ბე­ბი­ას, ვიდ­რე გი­ორ­გი და ქეთა.

- თქვე­ნი გმი­რის სა­ხე­ლე­ბი მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს ტასო. მინ­და, ისე­ვე, რო­გორც სე­რი­ალ­ში, ანას­ტა­სია მერ­ქვას და გვა­რად გო­ცი­რი­ძე ვიყო.

გი­ორ­გი:

- მე ასე ძა­ლი­ან არ მომ­წონს სა­ხე­ლი ჯეკო. გი­ორ­გი უფრო მომ­წონს.

- გი­ორ­გი, ალ­ბათ ხში­რად გე­კი­თხე­ბი­ან, ტასო ხომ არ მოგ­წონ­სო.

- ასეთ რა­ღა­ცებს არ მე­კი­თხე­ბი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რა მოხ­დე­ბაო.

- ისე მოგ­წონს ვინ­მე?

- არა.

ქეთა:

- იტყუ­ე­ბა, მოს­წონს.

გი­ორ­გი:

- შენ რა იცი, რომ მომ­წონს, ჩემი სკო­ლა თვა­ლით არ გაქვს ნა­ნა­ხი.

ქეთა:

- მი­ნა­ხავს. ამის შეყ­ვა­რე­ბულს ანა ჰქვია.

გი­ორ­გი:

- ხუმ­რობს, არ და­უ­ჯე­როთ.

ქეთა:

- აბა, ჰკი­თხეთ, ბაღ­ში თუ ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი:

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ დავ­დი­ო­დი და რო­გორ უნდა მყო­ლო­და.

ქეთა:

- არ და­დი­ო­დი? უი, მტრი­სას.

- ქეთა, ალ­ბათ შენ მო­ე­წო­ნე რო­მე­ლი­მე ბიჭს კლას­ში.

- არა, მე არა­ვის მოვ­წონ­ვარ.

გი­ორ­გი:

- კი, ერთ ბიჭს მოს­წონს, ვიცი.

ქეთა:

- ნუ იტყუ­ე­ბი.

გი­ორ­გი:

- აბა, შენ რომ მო­ი­ტყუე, კარ­გი იყო?

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როდის აბრაზებენ რეჟისორს ტასო და ჯეკო

როდის აბრაზებენ რეჟისორს ტასო და ჯეკო

"ჩემი ცოლის დაქალებში" და-ძმა ჯეკომ და ტასომ ყველას შეაყვარეს თავი. პატარა მსახიობებს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ. გაკვეთილების სწავლაც უნდა მოასწრონ და გადაღებებზე დროულად მისვლაც. ორივეს ძალიან მოსწონს პოპულარობა და ისიც, რომ მათგან ინტერვიუს იღებენ. ტასოს, ანუ ქეთა ორბელაძის სურვილია, მისგან ძალიან ბევრი ინტერვიუ აიღონ. გიორგი ბარბაქაძეს მსგავსი სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა შეკითხვებს, ქეთას მსგავსად, ისიც ხალისიანად პასუხობდა.

-  ვიცი, რომ ქეთა "ეკივოკში" მონაწილეობდა და სერიალში მერე დაინტერესდნენ, გიორგი, შენ როგორ გახდი ჯეკო?

-  კასტინგზე მოვედი და ბიჭებიდან მე ამირჩიეს.

-  მაშინ გაიცანით ერთმანეთი?

ქეთა:

-  კასტინგზე დამეგობრება ვერ მოვახერხეთ. მაშინ ვერ გავიცანით ერთმანეთი. პირველად გადაღებებზე ვნახე გიორგი.

-  ალბათ ბევრს და-ძმა ჰგონიხართ.

-  ბევრ ჩემს კლასელს უკითხავს, მართლა შენი ძმა არის ჯეკოო?

-  როგორც ვიცი, გიორგის, შენგან განსხვავებით, ჰყავს დაც და ძმაც.

გიორგი:

-  ძმა მსახიობია. ფილმში "რენე მიდის ჰოლივუდში" ჩემი ძმა ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. დას კი საერთოდ არ აინტერესებს მსახიობობა.

-  მართალია, ჯერ პატარები ხართ, მაგრამ ალბათ უკვე ზუსტად ხვდებით, რა პროფესია გექნებათ, როცა გაიზრდებით.

ქეთა:

-  მე უკვე დიდი ხანია, მსახიობობა და ვიზაჟისტობა მინდა.

გიორგი:

-  მე ჯერ არ ამირჩევია პროფესია.

-  მსახიობობა არ გინდა?

-  მსახიობობაც მინდა და სხვა პროფესიაც, მაგრამ არ ვიცი, რა ავირჩიო.

-  ორივეს სპორტსმენი მშობლები გყავთ. ქეთას მამა ფეხბურთელია, გიორგის დედა - ყოფილი კალათბურთელი. სპორტი არც ერთს არ გაინტერესებთ?

გიორგი:

-  ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ორი წელი დავდიოდი.

ქეთა:

-  მე კალათბურთელობა მომწონს ძალიან და ცურვა.

-  იცი ცურვა?

-  ჯერ არა, მაგრამ უკვე უნდა დავიწყო სწავლა. მალე ვაპირებ ცურვაზე სიარულს.

-  როგორც ვიცი, წელს სკოლაში პირველად წახვედი.

-  ტასოც პირველად წავიდა სკოლაში და მეც.

-  ტასო პირველ დღეს გაკვეთილზე ცუდად მოიქცა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა. შენს გმირს ხომ არ ჰგავხარ?

-  არა. ტასოს მსგავსად არ მოვქცეულვარ.

-  სერიალში თამაში სწავლაში ხომ არ გიშლის ხელს?

-  არ მიშლის. როცა გადაღებები არ მაქვს, გახანგრძლივებულში ვრჩები.

-  დარწმუნებული ვარ, კლა­სში ყველაზე პოპულარული იქნები.

-  უფროსკლასელები მეხუტებიან ხოლმე. ყველას ძალიან ვუყვარვარ.

-  გიორგი, შენ რომელ კლასში ხარ?

-  მეხუთეში გადავედი. ძველი მასწავლებელი მეუბნებოდა, კარგი ბიჭი ხარო. ახლა არც ერთი აღარ მაქებს. გადაღებები რომ მაქვს და რამეს ვერ მოვასწრებ, მეუბნებიან, ისწავლე, შვილოო.

-  ე.ი. სერიალში თამაშმა კარგად სწავლაში ხელი შეგიშალა?

-  არა. გადაღებების გამო რომ ვაცდენ ხოლმე, მაშინ მეუბნებიან, სკოლა არ გააცდინოო. მეც მეხუტებიან უფროსკლასელები და მეუბნებიან, შენ ხომ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობო.

-  დავმეგობრდითო, მითხარით, გადაღებების შემდეგ მშობლებთან ერთად მიდიხართ გასართობად?

ქეთა:

-  გარე გადაღებების მერე ერთად მივდივართ ხოლმე სახლში.

-  გიჩხუბიათ?

-  სერიალში ბევრჯერ, მაგრამ სინამდვილეში ხუმრობით ვჩხუბობთ ხოლმე.

გიორგი:

-  სინამდვილეში მთელი ძალით არ ვურტყამთ ერთმანეთს.

-  სერიალში ერთხელ მარტო დარჩით. ჯეკო კომპიუტერს ვერ მოშორდა, ტასომ კი ცეკვით გული იჯერა. მარტო რომ რჩებით, მაშინ ასე ერთობით?

ქეთა:

-  მე მარტო არასდროს დავრჩენილვარ. მხოლოდ ერთხელ, დედიკო და მამიკო უკრაინაში რომ წავიდნენ, ბებოსთან ვიყავი, მაგრამ ის პერიოდი არ მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი.

-  გადაღებებზე რა ხდება ხოლმე? რეჟისორს აბრაზებთ?

-  მე არა, გიო აბრაზებს. თუმცა მეც ხანდახან ვაბრაზებ რეჟისორს.

-  რატომ აბრაზებთ?

-  ვცელქობთ.

გიორგი:

- კი არ ვცელქობთ, უბრალოდ, ხანდახან ტექსტი რომ გვეშლება და ბევრი დუბლია გადასაღები, მაშინ ბრაზდება.

ქეთა:

-  ისევე, როგორც დედა, რეჟისორიც არ მიყვირის, უბრალოდ, მსაყვედურობს, როცა ცუდად ვიქცევი და რამეს ვაფუჭებ.

-  გადაღებებიდან ყველაზე მე­­ტად რომელი სცენა მოგეწონათ?

გიორგი:

-  მე პირველი სცენა მომეწონა ძალიან. ჩიფსებს რომ ვჭამდით და ბებია რომ ჩავკეტეთ.

ქეთა:

-  მეც ეგ სცენა მომეწონა და კიდევ ის სცენა, როცა ვიცეკვე. სერიალში ჩემს თავს არ ვუყურებ ხოლმე.

გიორგი:

-  მე ვუყურებ სერიალს.

ქეთა:

-  სერიალს მეც ვუყურებ. მარტო ჩემს თავს არ ვუყურებ.

გიორგი:

-  როცა შენ ჩანხარ, მაშინ თვალებს ხუჭავ?

ქეთა:

-  არა, უკან ვიხედები. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჩემს თავზე ძალიან მეცინება.

-  დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ძალიან მოგწონთ სერიალში თამაში.

-  მე მინდა, რომ სერიალში რომელიმე ჩემი კლასელი ან მეგობარი შემოვიდეს. მაგალითად, მინდა, ჩემთან სახლში ჩემი მეგობარი ან კლასელი მოვიდეს.

-  თქვენს გმირებს როგორ შეაფასებდით?

გიორგი:

-  ჩემი აზრით, ჯეკო ცელქი ბავშვია. მშობლებს ზოგჯერ უჯერებს და ზოგჯერ - არა. სერიალში ძალიან ცელქი ვარ, ცხოვრებაში - ნაკლებად.

ქეთა:

-  ტასო, ჩემი გმირი, სულ ბებოს აბრაზებს. ეს არ მომწონს. ჩემს ნამდვილ ბებიას მარტო სწავლის დროს ვაბრაზებ და სხვა დროს არა. ჯეკო და ტასო უფრო აბრაზებენ ბებიას, ვიდრე გიორგი და ქეთა.

-  თქვენი გმირის სახელები მოგწონთ?

-  ძალიან მომწონს ტასო. მინდა, ისევე, როგორც სერიალში, ანასტასია მერქვას და გვარად გოცირიძე ვიყო.

გიორგი:

-  მე ასე ძალიან არ მომწონს სახელი ჯეკო. გიორგი უფრო მომწონს.

-  გიორგი, ალბათ ხშირად გეკითხებიან, ტასო ხომ არ მოგწონსო.

-  ასეთ რაღაცებს არ მეკითხებიან. მეუბნებიან, "ჩემი ცოლის დაქალებში" რა მოხდებაო.

-  ისე მოგწონს ვინმე?

-  არა.

ქეთა:

-  იტყუება, მოსწონს.

გიორგი:

-  შენ რა იცი, რომ მომწონს, ჩემი სკოლა თვალით არ გაქვს ნანახი.

ქეთა:

-  მინახავს. ამის შეყვარებულს ანა ჰქვია.

გიორგი:

-  ხუმრობს, არ დაუჯეროთ.

ქეთა:

-  აბა, ჰკითხეთ, ბაღში თუ ჰყავდა შეყვარებული.

გიორგი:

-  საბავშვო ბაღში არ დავდიოდი და როგორ უნდა მყოლოდა.

ქეთა:

-  არ დადიოდი? უი, მტრისას.

-  ქეთა, ალბათ შენ მოეწონე რომელიმე ბიჭს კლასში.

-  არა, მე არავის მოვწონვარ.

გიორგი:

-  კი, ერთ ბიჭს მოსწონს, ვიცი.

ქეთა:

-  ნუ იტყუები.

გიორგი:

-  აბა, შენ რომ მოიტყუე, კარგი იყო?

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება