მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"
"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"

წე­რო­ვან­ში ჩა­სახ­ლე­ბულ დევ­ნილ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლე" არა­ერ­თხელ წერ­და. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი კვლავ მი­ვა­შუ­რეთ წე­რო­ვანს და მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვე­სა­უბ­რეთ. მარ­თა­ლია, დევ­ნი­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ გა­სა­ჭირ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით მათი ყოფა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა...

ჯე­მალ სუ­ხიშ­ვი­ლი: - აქ მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირს - არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თე­ბი. პი­რი­ქით, ერთ კუ­ბურ მეტრ გაზ­ში 58 თეთ­რს გვახ­დე­ვი­ნე­ბენ, როცა სხვა­გან მისი ფასი 51 თეთ­რამ­დეა. ისე­დაც გა­ჭირ­ვე­ბა­ში გვხდე­ბა სული და წიხლს რა­ტომ­ღა გვა­ჭე­რენ, ვის რა და­ვუ­შა­ვეთ? სა­პენ­სიო ასა­კი უკვე სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­და. წე­რო­ვან­ში ხში­რად გა­ი­გო­ნებთ: იმას რა უჭირს, მისი ოჯა­ხის წევ­რი პენ­სი­ას მა­ინც იღებ­სო, თით­ქოს 100 ლარი საქ­მეს შვე­ლო­დეს.

გი­ორ­გი წიფ­ტა­უ­რი: - წე­რო­ვან­ში ფრან­გებ­მა ვი­თომ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. არა­და, სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლე, სახ­რჩო­ბე­ლე­ბის, ყულ­ფე­ბის, მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის დე­კო­რა­ცი­ე­ბი ამ ვერ­სი­ას სა­ეჭ­ვოს ხდის. არ გვინ­და, "აგ­ვის­ტოს 5 დღე-2" გა­და­ი­ღონ და ოსებ­თან და რუ­სებ­თან კვლავ დაგ­ვე­ძა­ბოს ურ­თი­ერ­თო­ბა. იმა­საც ნუ დაგ­ვა­კარ­გვი­ნე­ბენ, რაც გვაქვს. ახალ­გორ­ში ოსი და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე ქორ­წინ­დე­ბი­ან, ურ­თი­ერ­თო­ბა ღრმავ­დე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა და არა ოსე­ბის­გან მტრის ხა­ტის შექ­მნა. წე­რო­ვან­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არც კი გვიგ­რძნია, აქ კვლავ ნაც­მოძ­რა­ო­ბა ძა­ლა­დობს. იმე­დი გვაქვს, ჩვენს ქუ­ჩა­ზეც მოვა გა­ზა­ფხუ­ლი...

გე­ნა­დი ზა­რი­ძე: - ფარ­ღა­ლა­ლა სახ­ლებ­ში შეგვყა­რეს, ფა­ნე­რა­აკ­რუ­ლი ჭერი და კედ­ლე­ბი რა სით­ბოს და­ი­ჭერს? უამ­რა­ვი ოჯა­ხი ვიცი, სა­ერ­თოდ რომ არ იყე­ნებს გაზს და დენს, ზამ­თარ­ში ფი­ჩხით თბე­ბი­ან, რად­გან შე­შის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ აქვთ. აბა ლტოლ­ვილ­თა შემ­წე­ო­ბით, ოჯახ­ზე 28 ლა­რით რას გახ­დე­ბი­ან? იქ­ნებ ახლა მა­ინც მოგ­ვიგ­ვა­რონ გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა. იცით, რამ­დენ ოჯახს ჩა­უჭ­რეს შუქი და გაზი გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო? ტე­ლე­ეკ­რან­ზე ლა­მაზ ბი­ნებს რომ აჩ­ვე­ნე­ბენ და ამ­ტკი­ცე­ბენ, ნა­ხეთ, 4 წე­ლი­წად­ში რო­გორ აყ­ვავ­და წე­რო­ვა­ნის ლტოლ­ვილ­თა სა­დახ­ლე­ბაო, იმ სახ­ლებ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ...

სკო­ლის მახ­ლობ­ლად ორი გო­გო­ნა შე­მომ­ხვდა, ში­ნი­სა­კენ მი­იჩ­ქა­როდ­ნენ, თუმ­ცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ მი­თხრეს.

თი­ნა­თინ რუ­სი­ტაშ­ვი­ლი, 10 წლის: - ჩემი მშობ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა აქვთ ხელ­ფა­სი და უჭირთ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და. ვცდი­ლობ, კარ­გად ვის­წავ­ლო, რომ ექი­მი გავ­ხდე და ჩემს ოჯახს და­ვეხ­მა­რო.

ნინო ოქ­რო­პი­რი­ძე, 10 წლის, ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან: - ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვლმა რომ გა­ი­მარ­ჯვა, ჩემი მშობ­ლე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ და იქ­ნებ რამე სა­მუ­შაო გა­მო­უჩ­ნდეთ...

დევ­ნილ ქალ­ბა­ტო­ნებ­საც გა­ვე­სა­უბ­რე:

და­რი­კო ზან­გუ­რაშ­ვი­ლი: - ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბის სიკ­ვდი­ლი­ვით მე­ში­ნია. დენს და გაზს არ ვხარ­ჯავ, აქეთ-იქით დავ­დი­ვარ, ვინ­მეს რომ შე­ვე­ფა­რო და გავ­თბე. 107 ლარს ვი­ღებ პენ­სი­ას და წამ­ლებ­შიც არ მყოფ­ნის. ექიმ­თან წა­სას­ვლე­ლი ფული არ მაქვს.

- რო­დე­საც ამ სო­ფელ­ში ჩა­გა­სახ­ლეს, ხომ დაგ­ხვდათ სახ­ლებ­ში გა­მათ­ბობ­ლე­ბი?

- ეს გა­მათ­ბო­ბე­ლი თა­ვი­დან­ვე არ მუ­შა­ობ­და, ორ­ჯერ გა­ვა­კე­თე­ბი­ნე, 30-30 ლარი გა­დავ­ყა­რე და მა­ინც არ მუ­შა­ობს. იმე­დი მაქვს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაი­თვა­ლის­წი­ნებს ჩვენს გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და მოგ­ვხე­დავს.­ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენ არ ვა­დარ­დებ­დით და...

ნინო პავ­ლი­აშ­ვი­ლი: - ერთი წე­ლიც არ არის გა­სუ­ლი, რაც 23 წლის შვი­ლი მო­მიკ­ლეს. მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა აქ, წე­რო­ვან­ში (ტი­რის). წე­რო­ვა­ნი არის ჩემი უბე­დუ­რე­ბის და­სა­წყი­სიც და და­სას­რუ­ლიც. 100 ლარს ვი­ღებ პენ­სი­ას, სულ ეს არის ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ეგეც არ მინ­და, ოღონდ ჩემს სო­ფელ­ში და­მაბ­რუ­ნა და ამ გა­დახ­რი­ო­კე­ბულ უდაბ­ნო­ში არ მომ­კლა...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"

"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"

წეროვანში ჩასახლებულ დევნილთა მდგომარეობაზე "ყველა სიახლე" არაერთხელ წერდა. არჩევნების შემდეგ კი კვლავ მივაშურეთ წეროვანს და მოსახლეობას გავესაუბრეთ. მართალია, დევნილებს ჯერჯერობით კვლავ გასაჭირში უწევთ ცხოვრება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობის ხელშეწყობით მათი ყოფა უკეთესობისკენ შეიცვლება...

ჯემალ სუხიშვილი: - აქ მოსახლეობას ძალიან უჭირს - არანაირი დახმარება, არანაირი შეღავათები. პირიქით, ერთ კუბურ მეტრ გაზში 58 თეთრს გვახდევინებენ, როცა სხვაგან მისი ფასი 51 თეთრამდეა. ისედაც გაჭირვებაში გვხდება სული და წიხლს რატომღა გვაჭერენ, ვის რა დავუშავეთ? საპენსიო ასაკი უკვე სანატრელი გაგვიხდა. წეროვანში ხშირად გაიგონებთ: იმას რა უჭირს, მისი ოჯახის წევრი პენსიას მაინც იღებსო, თითქოს 100 ლარი საქმეს შველოდეს.

გიორგი წიფტაური: - წეროვანში ფრანგებმა ვითომ კომედიური ჟანრის ფილმის გადაღება დაიწყეს. არადა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების სიმრავლე, სახრჩობელების, ყულფების, მძიმე არტილერიის დეკორაციები ამ ვერსიას საეჭვოს ხდის. არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ და ოსებთან და რუსებთან კვლავ დაგვეძაბოს ურთიერთობა. იმასაც ნუ დაგვაკარგვინებენ, რაც გვაქვს. ახალგორში ოსი და ქართველი ახალგაზრდები ერთმანეთზე ქორწინდებიან, ურთიერთობა ღრმავდება და ამ ყველაფერს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება და არა ოსებისგან მტრის ხატის შექმნა. წეროვანში ხელისუფლების ცვლილება ჯერჯერობით არც კი გვიგრძნია, აქ კვლავ ნაცმოძრაობა ძალადობს. იმედი გვაქვს, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული...

გენადი ზარიძე: - ფარღალალა სახლებში შეგვყარეს, ფანერააკრული ჭერი და კედლები რა სითბოს დაიჭერს? უამრავი ოჯახი ვიცი, საერთოდ რომ არ იყენებს გაზს და დენს, ზამთარში ფიჩხით თბებიან, რადგან შეშის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. აბა ლტოლვილთა შემწეობით, ოჯახზე 28 ლარით რას გახდებიან? იქნებ ახლა მაინც მოგვიგვარონ გათბობის პრობლემა. იცით, რამდენ ოჯახს ჩაუჭრეს შუქი და გაზი გადაუხდელობის გამო? ტელეეკრანზე ლამაზ ბინებს რომ აჩვენებენ და ამტკიცებენ, ნახეთ, 4 წელიწადში როგორ აყვავდა წეროვანის ლტოლვილთა სადახლებაო, იმ სახლებში ნაცმოძრაობის აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხოვრობენ...

სკოლის მახლობლად ორი გოგონა შემომხვდა, შინისაკენ მიიჩქაროდნენ, თუმცა ინტერვიუზე უარი არ მითხრეს.

თინათინ რუსიტაშვილი, 10 წლის: - ჩემი მშობლები მუშაობენ, მაგრამ ძალიან ცოტა აქვთ ხელფასი და უჭირთ გადასახადების გადახდა. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, რომ ექიმი გავხდე და ჩემს ოჯახს დავეხმარო.

ნინო ოქროპირიძე, 10 წლის, ლიახვის ხეობიდან: - ძალიან გაგვიხარდა, ბიძინა ივანიშვლმა რომ გაიმარჯვა, ჩემი მშობლები არ მუშაობენ და იქნებ რამე სამუშაო გამოუჩნდეთ...

დევნილ ქალბატონებსაც გავესაუბრე:

დარიკო ზანგურაშვილი: - ზამთრის მოახლოების სიკვდილივით მეშინია. დენს და გაზს არ ვხარჯავ, აქეთ-იქით დავდივარ, ვინმეს რომ შევეფარო და გავთბე. 107 ლარს ვიღებ პენსიას და წამლებშიც არ მყოფნის. ექიმთან წასასვლელი ფული არ მაქვს.

- როდესაც ამ სოფელში ჩაგასახლეს, ხომ დაგხვდათ სახლებში გამათბობლები?

- ეს გამათბობელი თავიდანვე არ მუშაობდა, ორჯერ გავაკეთებინე, 30-30 ლარი გადავყარე და მაინც არ მუშაობს. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება გაი­თვალისწინებს ჩვენს გაუბედურებულ მდგომარეობას და მოგვხედავს.­ წინა ხელისუფლებას ჩვენ არ ვადარდებდით და...

ნინო პავლიაშვილი: - ერთი წელიც არ არის გასული, რაც 23 წლის შვილი მომიკლეს. მანქანა დაეჯახა აქ, წეროვანში (ტირის). წეროვანი არის ჩემი უბედურების დასაწყისიც და დასასრულიც. 100 ლარს ვიღებ პენსიას, სულ ეს არის ჩემი შემოსავალი, მაგრამ ეგეც არ მინდა, ოღონდ ჩემს სოფელში დამაბრუნა და ამ გადახრიოკებულ უდაბნოში არ მომკლა...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"