მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი გა­ი­ზარ­და. ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "2012 წლის პირ­ვე­ლი ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტმა შე­ად­გი­ნა 692,6 ათა­სი ტონა, რაც 24 000 ტო­ნით აღე­მა­ტე­ბა 2011 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს. მათ შო­რის აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია 316,1 ათა­სი ტონა ბენ­ზი­ნი და 376,5 ათა­სი ტონა დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით. კერ­ძოდ, ბენ­ზი­ნის იმ­პორ­ტის მთლი­ან სტრუქ­ტუ­რა­ში რე­გუ­ლა­რის ტი­პის ბენ­ზი­ნის იმ­პორ­ტმა 70% შე­ად­გი­ნა, პრე­მი­უ­მის - 27%, სუ­პე­რის - 3%. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის მთლი­ან სტრუქ­ტუ­რას, ევრო დი­ზე­ლის იმ­პორ­ტმა 30% შე­ად­გი­ნა, ხოლო L-62 მარ­კის დი­ზე­ლის საწ­ვავ­მა - 70%.

ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან - 266,9 ათა­სი ტონა, სა­ი­და­ნაც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ რე­გუ­ლა­რის ტი­პის ბენ­ზი­ნი და L-62 დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი. სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: რუ­მი­ნე­თი - 186,3 ათა­სი ტონა, ბულ­გა­რე­თი - 147,0 ათა­სი ტონა, რუ­სე­თი - 53,6 ათა­სი ტონა, იტა­ლია - 23,6 ათა­სი ტონა, სა­ბერ­ძნე­თი - 13, 0 ათა­სი ტონა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე იდგა და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კორ­დუ­ლად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბიც კი ფიქ­სირ­დე­ბო­და. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბენ­ზი­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მისი მა­ღა­ლი ფა­სის გამო აქ­ტი­უ­რად გა­და­დის საწ­ვა­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­რო­ზე - ავ­ტო­გაზ­ზე, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ბენ­ზინ­თან შე­და­რე­ბით საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი და მცი­რეა (1,10 ლარი/კუ­ბა­მეტრზე), მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა, არა თუ შემ­ცირ­და, პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­და კი­დეც", - ნათ­ქვა­მია ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, "2012 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა 692,6 ათასი ტონა, რაც 24 000 ტონით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულია 316,1 ათასი ტონა ბენზინი და 376,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, ბენზინის იმპორტის მთლიან სტრუქტურაში რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტმა 70% შეადგინა, პრემიუმის - 27%, სუპერის - 3%. რაც შეეხება დიზელის საწვავის მთლიან სტრუქტურას, ევრო დიზელის იმპორტმა 30% შეადგინა, ხოლო L-62 მარკის დიზელის საწვავმა - 70%.

ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 266,9 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტირებულია მხოლოდ რეგულარის ტიპის ბენზინი და L-62 დიზელის საწვავი. სხვა ქვეყნებიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემდეგნაირად გადანაწილდა: რუმინეთი - 186,3 ათასი ტონა, ბულგარეთი - 147,0 ათასი ტონა, რუსეთი - 53,6 ათასი ტონა, იტალია - 23,6 ათასი ტონა, საბერძნეთი - 13, 0 ათასი ტონა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საწვავის ფასები მაღალ ნიშნულზე იდგა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი ფასებიც კი ფიქსირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბენზინის მომხმარებელი მისი მაღალი ფასის გამო აქტიურად გადადის საწვავის ალტერნატიულ წყაროზე - ავტოგაზზე, რომლის ღირებულება ბენზინთან შედარებით საკმაოდ სტაბილური და მცირეა (1,10 ლარი/კუბამეტრზე), მაგრამ მიუხედავად ამისა, საწვავის მოხმარება, არა თუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ