პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან
დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

"ბი­ჭე­ბო, კა­კო­ია და ზორო ჩხუ­ბო­ბენ, და­ან­გრი­ეს აუზი", - ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში ასე­თი შე­ძა­ხი­ლი იშ­ვი­ა­თი არ არის. აქ მუდ­მი­ვად "საქ­მის გარ­ჩე­ვაა" პირ­ვე­ლო­ბის­თვის, ოღონდ კა­კო­ია და ზორო დელ­ფი­ნე­ბი არი­ან. ორი­ვე მამ­რი. ზორო ზორ­ბა და მშვი­დია, თუმ­ცა, თუ გა­ცხარ­და, და­უნ­დობ­ლად იბ­რძვის. კა­კო­ია მო­უს­ვე­ნა­რი და ცუღ­ლუ­ტია, ჩხუ­ბის­თა­ვი, ამი­ტო­მაც და­ურ­ქმე­ვია მთა­ვარ მწვრთნელ­სა და მე­ნე­ჯერ თენ­გიზ წე­რო­ძეს ლე­გენ­და­რუ­ლი ყა­ჩა­ღის სა­ხე­ლი.

ცოტა ხნის წინ დელ­ფი­ნა­რი­უ­მი კი­ნა­ღამ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ას­პა­რე­ზად იქცა. ის 1974 წელს და­არ­სდა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში შე­წყვი­ტა მუ­შა­ო­ბა. მრა­ვალ­წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, 2009 წლი­დან, მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნა და მარ­თვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, რო­გორც ბა­თუმ­ში ამ­ბო­ბენ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნია "მე­ნე­ჯმენტ სერ­ვისს" და სა­ხელ­მწი­ფოს გა­დას­ცა.

თენ­გიზ წე­რო­ძე: "სა­ხელ­მწი­ფოს­გან მარ­თვა ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ტენ­დერე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას გა­ვალ­დე­ბუ­ლებს. ამ პრო­ცესს მი­აქვს დიდი დრო, რო­მე­ლიც არ ით­მენს. დელ­ფი­ნებ­მა დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის თევ­ზი უნდა ჭა­მონ, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ კი უცებ ვერ შეძ­ლო ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­შიც. წყლის გა­სა­ფილტრი და­ნად­გა­რი რომ გა­ფუჭ­დეს, ტენ­დე­რი გა­მო­ვა­ცხა­დოთ და ვე­ლო­დოთ, რო­დის ვი­პო­ვით შემ­კე­თე­ბელს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პი­რო­ბებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს?" "მე­ნე­ჯმენტ სერ­ვი­სის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს არ გვე­ში­ნო­და, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნე­ბო­და. ამ შე­სა­ნიშ­ნავ არ­სე­ბებ­ზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ბა­თუ­მის მე­რია ჯერ არც ცდი­ლობს ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას, არა­და, ზამ­თა­რი მო­დის და შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნას".

...აუზ­ში "ბი­ჭე­ბი" და­ა­შოშ­მი­ნეს, მშვი­დო­ბა დამ­ყარ­და, მაგ­რამ ხვალ შე­იძ­ლე­ბა ისევ გა­ნახ­ლდეს ქიშ­პი. ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დელ­ფი­ნე­ბი, წყალ­ში მოხ­დე­ნი­ლი ნარ­ნა­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი ცეკ­ვა და სტვე­ნა. თუმ­ცა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მდედ­რი უცებ გა­ჯი­უტ­დეს. თურ­მე ამ დროს მამ­რი ნერ­ვი­უ­ლობს და ეჭ­ვი­ა­ნობს. უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის გამო მო­წყე­ნი­ლად უს­ტვენს და თან თვალს ადევ­ნებს, რომ მის რჩე­ულს სხვა არ მი­ე­კა­როს, თო­რემ ჩხუ­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. აღელ­ვე­ბუ­ლი დელ­ფი­ნე­ბის გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. მას შემ­დეგ, რაც ადა­მი­ა­ნი დელ­ფი­ნის ნდო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს, ეს სა­ო­ცა­რი არ­სე­ბა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში იგ­დებს, რის­კზე მი­დის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ხმე­ლეთ­ზე ამოს­ვლით და­უმ­ტკი­ცოს. თენ­გიზ წე­რო­ძე ამ­ბობს, რომ ამ დროს დელ­ფინს მე­გო­ბა­რი ადა­მი­ა­ნის იმე­დი აქვს, რომ ის არ მი­ა­ტო­ვებს და წყალ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

დელფინარიუმში კაკოია და ზორო "საქმის გასარჩევად" მუდამ მზად არიან

"ბიჭებო, კაკოია და ზორო ჩხუბობენ, დაანგრიეს აუზი", - ბათუმის დელფინარიუმში ასეთი შეძახილი იშვიათი არ არის. აქ მუდმივად "საქმის გარჩევაა" პირველობისთვის, ოღონდ კაკოია და ზორო დელფინები არიან. ორივე მამრი. ზორო ზორბა და მშვიდია, თუმცა, თუ გაცხარდა, დაუნდობლად იბრძვის. კაკოია მოუსვენარი და ცუღლუტია, ჩხუბისთავი, ამიტომაც დაურქმევია მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერ თენგიზ წეროძეს ლეგენდარული ყაჩაღის სახელი.

ცოტა ხნის წინ დელფინარიუმი კინაღამ პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად იქცა. ის 1974 წელს დაარსდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყვიტა მუშაობა. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, 2009 წლიდან, მისი ფუნქციონირების აღდგენა და მართვა ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამიტომაც, როგორც ბათუმში ამბობენ, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", მერიის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის მართვის უფლება ჩამოართვა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანია "მენეჯმენტ სერვისს" და სახელმწიფოს გადასცა.

თენგიზ წეროძე: "სახელმწიფოსგან მართვა ყველა მომსახურებაზე ტენდერების გამოცხადებას გავალდებულებს. ამ პროცესს მიაქვს დიდი დრო, რომელიც არ ითმენს. დელფინებმა დღეში რამდენიმე სახეობის თევზი უნდა ჭამონ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უცებ ვერ შეძლო ამ საკითხის მოგვარება. პრობლემები შეგვექმნა მედიკამენტებით მომარაგებაშიც. წყლის გასაფილტრი დანადგარი რომ გაფუჭდეს, ტენდერი გამოვაცხადოთ და ველოდოთ, როდის ვიპოვით შემკეთებელს, რომელიც სახელმწიფოს პირობებს აკმაყოფილებს?“ "მენეჯმენტ სერვისის" მმართველობის დროს არ გვეშინოდა, რომ ფინანსური პრობლემები შეგვექმნებოდა. ამ შესანიშნავ არსებებზე ძალიან ზრუნავდა ბატონი ბიძინა. სამაგიეროდ, ბათუმის მერია ჯერ არც ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, არადა, ზამთარი მოდის და შესაძლოა, პრობლემები შეგვექმნას".

...აუზში "ბიჭები" დააშოშმინეს, მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ განახლდეს ქიშპი. ლამაზი სანახავია შეყვარებული დელფინები, წყალში მოხდენილი ნარნარი, თავისებური ცეკვა და სტვენა. თუმცა, მოსალოდნელია, მდედრი უცებ გაჯიუტდეს. თურმე ამ დროს მამრი ნერვიულობს და ეჭვიანობს. უიღბლო სიყვარულის გამო მოწყენილად უსტვენს და თან თვალს ადევნებს, რომ მის რჩეულს სხვა არ მიეკაროს, თორემ ჩხუბი გარდაუვალია. აღელვებული დელფინების განტვირთვის საუკეთესო საშუალება ადამიანთან ურთიერთობაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი დელფინის ნდობას დაიმსახურებს, ეს საოცარი არსება სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რისკზე მიდის, რომ სიყვარული ხმელეთზე ამოსვლით დაუმტკიცოს. თენგიზ წეროძე ამბობს, რომ ამ დროს დელფინს მეგობარი ადამიანის იმედი აქვს, რომ ის არ მიატოვებს და წყალში დაბრუნებაში დაეხმარება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"