ანი გიუნტერს ორი უსაყვარლესი ბავშვი - მარიამი და ლაზარე რომ ჰყავს, ალბათ უკვე ყველამ კარგად იცით. ბოლო დროს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერს რომ ვუყურე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანი ისევ ფეხმძიმედაა. ეს აზრი სხვებისგანაც გავიგე და ვიფიქრე, თუ რამე სიახლეა ანის ცხოვრებაში, პირადად მისგან გავიგებ-მეთქი.
- ანი, შენზე ერთი ჭორი გავიგე და შენთან გადამოწმება გადავწყვიტე.
- ალბათ ის გაინტერესებთ, ორსულად ვარ თუ არა.
- ნამდვილად ეგ მინდოდა მეკითხა.
- ქრონიკული ორსულობა არ მაქვს. ორი ბავშვიც საკმარისია იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. არ ვარ ორსულად და მორჩა, აღარ ვარ საინტერესო?
- ნამდვილად ხარ საინტერესო, უბრალოდ, ახლა ამ თემით დავინტერესდით. როგორც ვხვდები, ეს კითხვა ბევრს დაუსვამს ბოლო დროს.
- 18 წლიდან მეკითხებიან, ვარ თუ არა ორსულად. წელის პრობლემა მაქვს და როცა ვდგავარ, მუცელი წინ მაქვს გამოწეული. თუ ძალიან გაინტერესებთ, ესაა იმის მიზეზი, რომ ყველას ფეხმძიმე ვგონივარ. კიდევ დიდხანს ვეგონები ფეხმძიმე და ღმერთმა ქნას, რომ ვიყო. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
- ე.ი. გინდა, რომ მესამე ბავშვი გყავდეს?
- კი, ნამდვილად. არ იქნება ამის პრობლემა.
dj ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)