მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა
მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა

9 ნო­ემ­ბერს "მა­ესტროს" პრესკლუბ­ში არ­ხის მფლო­ბე­ლებ­მა მა­მუ­კა ღლონტმა და მაკა ასა­თი­ან­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, ჰოლ­დინგს ქმნი­ან, რო­მელ­შიც ორი რა­დიო და ორი ტე­ლე­ვი­ზია გა­ერ­თი­ან­დე­ბა. კი­თხვა­ზე, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თუ არა "მა­ესტრო" ახ­ლან­დელ სა­ხეს, ღლონტმა აღ­ნიშ­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა თოქ­შო­უ­ებს სა­ხე­ლე­ბი შე­ეც­ვა­ლოს, მაგ­რამ არხი სა­ინ­ფორ­მა­ციო ფორ­მატს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და რო­გორც ახლა, გა­მოშ­ვე­ბა ყო­ველ სა­ათ­ში გავა. მე­ო­რე არხს, რომ­ლის სა­ხელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მა­უ­რე­ბენ, სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ეთერ­ში თე­ბერ­ვლი­დან გავა. ძი­რი­თა­დი დრო და­ეთ­მო­ბა ფილ­მებს, სე­რი­ა­ლებს, გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებს, თუმ­ცა არხზე იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კაც. რა­დიო "მა­ესტრო" უკვე გა­დის სიხ­ში­რე­ზე და ძი­რი­თა­დი დრო პო­ლი­ტი­კურ ნი­უ­სებს და "მა­ესტროს" გა­და­ცე­მებს უკა­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ რა­დი­ოს, ისე­ვე რო­გორც ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია, გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა და მა­მუ­კა ღლონ­ტის თქმით, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის აღორ­ძი­ნე­ბას შე­უ­წყობს ხელს. გარ­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა, აქ­ტი­უ­რო­ბას გეგ­მა­ვენ კონ­კურ­სე­ბი­სა და ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კუ­თხი­თაც. რა­დი­ოს "ვი­ნი­ლი" ერ­ქმე­ვა და მო­მა­ვალ­ში ფეს­ტი­ვა­ლე­ბი "ოქ­როს ვი­ნი­ლის" სა­ხე­ლით ჩა­ტარ­დე­ბა.

მა­მუ­კა ღლონ­ტი ამ­ბობს, რომ ფი­ნან­სუ­რი მხა­რე ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­მო­სა­ვა­ლით უნდა მოგ­ვარ­დეს და მე­დი­ა­ბიზ­ნე­სად იქ­ცეს. აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "მა­ესტრო­ზე" იმ­დე­ნი რეკ­ლა­მა შე­ვი­და, სა­ე­თე­რო ბა­დე­ში ვე­ღარ ატე­ვენ.

კი­თხვა­ზე, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან თუ არა გა­სარ­თო­ბი ტი­პის ახალ არხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მაკა და მა­მუ­კა აცხა­დე­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტურ წრეს რა­ღაც ნა­წი­ლე­ბად არ ყო­ფენ და ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, თუ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არ აქვს ჩა­დე­ნი­ლი და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ სა­ხეს­თან, რე­ჟი­სორ­თან, პრო­დი­უ­სერ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ფორ­მა­ტი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კი­თხვა დას­ვა. და­ვით ქა­ში­აშ­ვილ­მა მაკა ასა­თი­ანს ჰკი­თხა, სი­მარ­თლეს თუ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ჯერ კი­დევ მის ჩა­მოს­ვლამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა მისი მა­მის, კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­და­ი­ხე­დოს. მა­კამ უპა­სუ­ხა, რომ მას ამ თე­მა­ზე არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დი­დია და დედა ალ­ბათ შე­ი­ტან­და გან­ცხა­დე­ბას.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მაკა ასა­თი­ა­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე კი­თხვის დას­მა ჩვენც მო­ვა­ხერ­ხეთ.

- მაკა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ჩა­მოხ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას?

- იმე­დის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, მომ­წონს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც დღეს სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. სიმ­პა­თი­ით ვარ გან­წყო­ბი­ლი და დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დია, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი.

- რო­მე­ლი­მე მი­ნისტრს თუ იც­ნობთ პი­რა­დად?

- რამ­დე­ნი­მეს ვიც­ნობ, მა­გა­ლი­თად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, კახი კა­ლა­ძეს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას. ძა­ლი­ან მინ­და, თეა წუ­ლუ­კი­ანს ვიც­ნობ­დე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ ვიც­ნობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თი­ით ვარ მის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი. თბი­ლის­ში ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი, ბავ­შვს არ­და­დე­გე­ბი აქვს და ალ­ბათ ორი კვი­რა დავ­რჩე­ბით.

- რო­გო­რია თქვე­ნი გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მე­დი­აჰოლ­დინგთან და­კავ­ში­რე­ბით დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს, ეს ჯერ კი­დევ და­სა­წყი­სია, იმე­დია, გა­იზ­რდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს, აქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხვდნენ, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სრუ­ლად ვენ­დო­ბი.

- პი­რა­დად თქვენ ხომ არ წა­იყ­ვანთ რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა... არ მგო­ნია, მე არ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი.

- რო­გორ ჩა­ერ­თვე­ბით მარ­თვის პრო­ცეს­ში?

- ახლა ხში­რად ჩა­მო­ვალ, ადრე თუ ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მა­მუ­კას, ახლა ფი­ზი­კუ­რად ჩა­ვერ­თე ყვე­ლა­ფერ­ში. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­ვე­რე­ვი, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დი­ე­ბის დი­ზა­ინს, ჩუმ-ჩუ­მად აქამ­დეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ალ­ბათ დე­ტა­ლებ­ში ჩემს აზრს გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

- თქვენ რო­მე­ლი არ­ხის მა­ყუ­რე­ბე­ლი გახ­დე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რის თუ გა­სარ­თო­ბის?

- ამ ბოლო დროს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვუ­ყუ­რებ­დი "მა­ესტროს" და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს კი არა, გა­სარ­თობს ვუ­ყუ­რებ.

- "მა­ესტროს" ალ­ბათ მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო უყუ­რებ­დით, ალ­ბათ შო­რი­დან უფ­რო რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც ცი­ხის კად­რე­ბის ნახ­ვა...

- ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ყვე­ლა ცუ­დად ვი­ყა­ვით. ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვალ­წინ მედ­გე­ბა ის, რაც მა­შინ ვნა­ხე.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა

მაკა ასათიანი საქართველოში დაბრუნდა

9 ნოემბერს "მაესტროს" პრესკლუბში არხის მფლობელებმა მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, ჰოლდინგს ქმნიან, რომელშიც ორი რადიო და ორი ტელევიზია გაერთიანდება. კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა "მაესტრო" ახლანდელ სახეს, ღლონტმა აღნიშნა, რომ შეიძლება თოქშოუებს სახელები შეეცვალოს, მაგრამ არხი საინფორმაციო ფორმატს შეინარჩუნებს და როგორც ახლა, გამოშვება ყოველ საათში გავა. მეორე არხს, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ ახმაურებენ, საერთო მაუწყებლობა ექნება და ეთერში თებერვლიდან გავა. ძირითადი დრო დაეთმობა ფილმებს, სერიალებს, გასართობ გადაცემებს, თუმცა არხზე იქნება პოლიტიკაც. რადიო "მაესტრო" უკვე გადის სიხშირეზე და ძირითადი დრო პოლიტიკურ ნიუსებს და "მაესტროს" გადაცემებს უკავია. რაც შეეხება ახალ რადიოს, ისევე როგორც ახალი ტელევიზია, გასართობი ხასიათის იქნება და მამუკა ღლონტის თქმით, ქართული შოუბიზნესის აღორძინებას შეუწყობს ხელს. გარდა ტელევიზიებისა, აქტიურობას გეგმავენ კონკურსებისა და ფესტივალების კუთხითაც. რადიოს "ვინილი" ერქმევა და მომავალში ფესტივალები "ოქროს ვინილის" სახელით ჩატარდება.

მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ფინანსური მხარე ტელევიზიის შემოსავალით უნდა მოგვარდეს და მედიაბიზნესად იქცეს. აქვე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ "მაესტროზე" იმდენი რეკლამა შევიდა, საეთერო ბადეში ვეღარ ატევენ.

კითხვაზე, გამოჩნდებიან თუ არა გასართობი ტიპის ახალ არხზე საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტები, მაკა და მამუკა აცხადებენ, რომ ჟურნალისტურ წრეს რაღაც ნაწილებად არ ყოფენ და ნებისმიერს შეუძლია მათთან თანამშრომლობა, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი და რამდენიმე ცნობილ სახესთან, რეჟისორთან, პროდიუსერთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ფორმატიდან განსხვავებული კითხვა დასვა. დავით ქაშიაშვილმა მაკა ასათიანს ჰკითხა, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მისი მამის, კახი ასათიანის მკვლელობის საქმე გადაიხედოს. მაკამ უპასუხა, რომ მას ამ თემაზე არავინ დაკავშირებია, თუმცა აღნიშნა, რომ საქმის მიმართ ინტერესი დიდია და დედა ალბათ შეიტანდა განცხადებას.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მაკა ასათიანისთვის რამდენიმე კითხვის დასმა ჩვენც მოვახერხეთ.

- მაკა, არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოხვედით საქართველოში, როგორ შეაფასებდით ახალ პოლიტიკურ რეალობას?

- იმედის თვალით ვუყურებ, მომწონს ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა. სიმპათიით ვარ განწყობილი და დიდი მოლოდინი მაქვს. არაჩვეულებრივი გუნდია, ჩემთვის მისაღები.

- რომელიმე მინისტრს თუ იცნობთ პირადად?

- რამდენიმეს ვიცნობ, მაგალითად გიორგი მარგველაშვილს, კახი კალაძეს, ირაკლი ალასანიას. ძალიან მინდა, თეა წულუკიანს ვიცნობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცნობ. განსაკუთრებული სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი. თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვედი, ბავშვს არდადეგები აქვს და ალბათ ორი კვირა დავრჩებით.

- როგორია თქვენი გეგმები სა­ქართველოში?

- მედიაჰოლდინგთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, იმედია, გაიზრდება. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, აქ არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანები დამხვდნენ, თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებსაც სრულად ვენდობი.

- პირადად თქვენ ხომ არ წაიყვანთ რომელიმე გადაცემას?

- ჯერჯერობით არა... არ მგონია, მე არ ვარ ჟურნალისტი.

- როგორ ჩაერთვებით მართვის პროცესში?

- ახლა ხშირად ჩამოვალ, ადრე თუ ტელეფონით ვესაუბრებოდი მამუკას, ახლა ფიზიკურად ჩავერთე ყველაფერში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჟურნალისტების საქმიანობაში არ ჩავერევი, მაგრამ რაც შეეხება სტუდიების დიზაინს, ჩუმ-ჩუმად აქამდეც ვმონაწილეობდი და ალბათ დეტალებში ჩემს აზრს გაითვალისწინებენ.

- თქვენ რომელი არხის მაყურებელი გახდებით, პოლიტიკურის თუ გასართობის?

- ამ ბოლო დროს ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებდი "მაესტროს" და იმედი მაქვს, მომავალში საინფორმაციოს კი არა, გასართობს ვუყურებ.

- "მაესტროს" ალბათ მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო უყურებდით, ალბათ შორიდან უფ­რო რთული იქნებოდა, თუნდაც ციხის კადრების ნახვა...

- ძალიან მძიმე იყო, ყველა ცუდად ვიყავით. ალბათ მთელი ცხოვრება თვალწინ მედგება ის, რაც მაშინ ვნახე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები