საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ივანიშვილმა ობამას მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპრეზიდენტო პოსტზე უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისას წარმატება უსურვა.
ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ წვლილის გამო, რომელიც მან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეიტანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას იქ, სადაც გაერთიანებული ძალისხმევის საჭიროება იქნება.