თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა: "განცხადება დღეს დავწერე და იმედია დამიკმაყოფილებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსაც ის დანიშნავს. ხვალიდან გამგებელი აღარ ვიქნები," - განუცხადა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ნუგზარ ხუცაიძე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 10 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.