საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?
რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?

მე­გობ­რებ­თან ქეთა თო­ფუ­რია ტრა­ბა­ხობს, რომ ყვე­ლა მა­ჭან­კალს უკან ის­ტუმ­რებს, ახ­ლობ­ლებს ეწუ­წუ­ნე­ბა, რომ ჰო­რი­ზონტზე ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი არ ჩანს.

ვის­თან აღარ აწყვი­ლებ­დნენ ქე­თას - ცო­ლი­ან სერ­გეი ამო­რა­ლოვ­თან, გან­ქორ­წი­ნე­ბულ იგორ ვერ­ნიკ­თან, თა­ვი­სუ­ფალ დი­მიტ­რი სი­ჩევ­თან, ვლად ტო­პა­ლოვ­თან... თა­ვად კი ჯგუფ A Studio-ს სო­ლის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის არ­ცერთ გავ­რცე­ლე­ბულ ხმა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რო­დე­საც ქეთა კო­ლე­გებ­თან მარ­ტო რჩე­ბა, ისი­ნი სი­ცი­ლით იხ­სე­ნე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გუ­ლუბ­რყვი­ლო კი­თხვებს. ქე­თა­მაც და მის­მა მე­გობ­რებ­მაც მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან არ­ცერ­თთან მომ­ღე­რალს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია. სა­მა­გი­ე­როდ, თო­ფუ­რია წარ­მა­ტე­ბით მა­ლავ­და თა­ვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს შო­უ­ბიზ­ნეს­თან. მის საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­ზე ქე­თამ ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მკერ­დის გაზ­რდის შე­სა­ხებ

- ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე, რო­დე­საც ჯერ კი­დევ პუტ­კუ­ნა ვი­ყა­ვი, მეც­ვა კაბა, რო­მელ­საც დიდი დე­კოლ­ტე ჰქონ­და. კაბა ხაზს უს­ვამ­და მკერდს. რო­დე­საც იმ კონ­ცერ­ტის ფო­ტო­ებს ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ: მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მკერ­დი გა­კე­თე­ბუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მკერ­დი ჩე­მია - ის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გო დე­დი­სა და ბე­ბი­ის­გან.

საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ

- გას­ტრო­ლი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, სა­ჭესთნ ვი­ჯე­ქი ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი. და­ვი­ნა­ხე, რომ ბორ­დი­ურ­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იდგა, რომ­ლის სახე ძა­ლი­ან მეც­ნო­ბო­და. ეს ის ად­გი­ლი იყო, სა­დაც გა­მუდ­მე­ბით სა­ცო­ბია. მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რე შე­ვა­ნე­ლე და მი­ვე­სალ­მე. მან სა­პა­სუ­ხოდ თავი და­მიქ­ნია და ჩემ­სკენ გა­მო­ე­მარ­თა. წინ ვერ მივ­დი­ო­დი, რად­გან მან­ქა­ნე­ბი იდ­გნენ. მან მი­თხრა: "გა­მარ­ჯო­ბა გო­გო­ნა! ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი სახე გაქვს, სად შე­მეძ­ლო შენი ნახ­ვა?".

მე ვუ­თხა­რი, რომ შე­საძ­ლოა, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მნა­ხა. შემ­დეგ მიხ­ვდა, ვინ ვი­ყა­ვი და ტე­ლე­ფო­ნი მთხო­ვა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო. მა­შინ მის­მა მძღოლ­მა და დაც­ვამ გზა გა­და­მი­კე­ტეს, ამას­თან თა­ვად იცი­ნო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მეც მე­ცი­ნე­ბო­და. ნომ­რის მი­ცე­მა­ზე მა­ინც უარს ვა­ცხა­დებ­დი. შემ­დეგ თქვა, რომ მა­ინც გა­ი­გებ­და და ჩვე­ნი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი მუ­სი­კო­სი ახ­სე­ნა და მეც დავ­ნებ­დი.

მი­თხრა, რომ მეც უნდა ჩა­მე­წე­რა მისი ნო­მე­რი. ჩა­წე­რი­სას სა­ხე­ლის ნაც­ვლად მხო­ლოდ ერთი ასო დავ­წე­რე. ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი უამ­რა­ვი მაქვს ტე­ლე­ფონ­ში. ზოგ­ჯერ ვჯდე­ბი და მე­სი­ჯებს ვწერ მათ, რომ გა­ვი­გო, ვინ ვი­ნაა. ამ შემ­თხვე­ვი­დან ორი თვე იყო გა­სუ­ლი და ნომ­რე­ბის მომ­დევ­ნო გა­და­მოწ­მე­ბი­სას მივ­წე­რე: "ვინ ხარ". სა­პა­სუ­ხოდ მა­ნაც მკი­თხა ვი­ნა­ო­ბა და ვუ­თხა­რი, რომ ქეთა ვარ. შემ­დეგ გად­მო­მი­რე­კა. ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, რომ შეხ­ვედ­რა­ზე დავ­თან­ხმდი.

სა­უბ­რის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ ერ­თად ვის­ხე­დით თვითმფრი­ნავ­ში. ის ჩემს უკან იჯდა. მე მი­ვუბ­რუნ­დი და ვკი­თხე, შემ­თხვე­ვით ქარ­თვე­ლი ხომ არ იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მას ძა­ლი­ან ღრმა ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი არ არის. სწო­რედ აქე­დან მეც­ნო­ბო­და მისი სახე.

ბი­ნის შე­სა­ხებ

- უკვე შე­ვი­ძი­ნე. ახლა ვამ­თავ­რებ რე­მონტს და ერთი სული მაქვს, რო­დის გა­და­ვალ. ბი­ნა­ში ორი სა­ძი­ნე­ბე­ლია, ერთი მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­ა­ბა­ზა­ნო და გარ­დე­რო­ბის ოთა­ხია. არც ძა­ლი­ან დი­დია და არც პა­ტა­რა. სა­შუ­ა­ლო ფარ­თის ბი­ნაა, თუმ­ცა ჩემ­თვის - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დას­თან ერ­თად გა­და­ვალ. მარ­ტო ხომ ვერ ვი­ცხოვ­რებ?! არ შე­მიძ­ლია მარ­ტო ყოფ­ნა. სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბაც არ მინ­და, მგო­ნია, რომ ასე თუ იცხოვ­რე, მა­შინ გა­თხო­ვე­ბაც აღარ მო­გინ­დე­ბა. ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კი ერ­თად ცხოვ­რე­ბის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დი­ე­ტის შე­სა­ხებ

- ყო­ველ­თვის გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი, იმა­ზე გამ­ხდა­რიც კი ვიდ­რე ახლა ვარ. რო­დე­საც მოს­კოვ­ში გად­მო­ვე­დი, შე­იც­ვა­ლა წყა­ლი, საკ­ვე­ბი, ჰა­ე­რი და ორ­გა­ნიზ­მმა შეც­ვლა და­ი­წყო. თა­ვი­დან გავ­სუქ­დი, შემ­დეგ კი ისევ და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში. არას­დროს არა­ნა­ირ დი­ე­ტა­ზე არ ვმჯდარ­ვარ. უბ­რა­ლოდ, არ ვიცი ეს რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო. გა­მუდ­მე­ბით ვჭამ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია paparazzi.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?

რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?

მეგობრებთან ქეთა თოფურია ტრაბახობს, რომ ყველა მაჭანკალს უკან ისტუმრებს, ახლობლებს ეწუწუნება, რომ ჰორიზონტზე ღირსეული კანდიდატი არ ჩანს.

ვისთან აღარ აწყვილებდნენ ქეთას - ცოლიან სერგეი ამორალოვთან, განქორწინებულ იგორ ვერნიკთან, თავისუფალ დიმიტრი სიჩევთან, ვლად ტოპალოვთან... თავად კი ჯგუფ A Studio-ს სოლისტი ჟურნალისტების არცერთ გავრცელებულ ხმაზე კომენტარს არ აკეთებს.

როდესაც ქეთა კოლეგებთან მარტო რჩება, ისინი სიცილით იხსენებენ ჟურნალისტების გულუბრყვილო კითხვებს. ქეთამაც და მისმა მეგობრებმაც მშვენივრად იციან, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთთან მომღერალს რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონია. სამაგიეროდ, თოფურია წარმატებით მალავდა თავის მეორე ნახევარს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს შოუბიზნესთან. მის საყვარელ მამაკაცზე ქეთამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

მკერდის გაზრდის შესახებ

- ერთ-ერთ კონცერტზე, როდესაც ჯერ კიდევ პუტკუნა ვიყავი, მეცვა კაბა, რომელსაც დიდი დეკოლტე ჰქონდა. კაბა ხაზს უსვამდა მკერდს. როდესაც იმ კონცერტის ფოტოებს ვუყურებ, ვფიქრობ: მართლაც შეიძლება ითქვას, რომ მკერდი გაკეთებულია. სინამდვილეში, მკერდი ჩემია - ის მემკვიდრეობით მერგო დედისა და ბებიისგან.

საყვარელი მამაკაცის შესახებ

- გასტროლიდან ვბრუნდებოდი, საჭესთნ ვიჯექი ძალიან დაღლილი. დავინახე, რომ ბორდიურზე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომლის სახე ძალიან მეცნობოდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც გამუდმებით საცობია. მანქანის სიჩქარე შევანელე და მივესალმე. მან საპასუხოდ თავი დამიქნია და ჩემსკენ გამოემართა. წინ ვერ მივდიოდი, რადგან მანქანები იდგნენ. მან მითხრა: "გამარჯობა გოგონა! ძალიან ნაცნობი სახე გაქვს, სად შემეძლო შენი ნახვა?".

მე ვუთხარი, რომ შესაძლოა, ტელევიზორში მნახა. შემდეგ მიხვდა, ვინ ვიყავი და ტელეფონი მთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ მისმა მძღოლმა და დაცვამ გზა გადამიკეტეს, ამასთან თავად იცინოდა. სიმართლე გითხრათ, მეც მეცინებოდა. ნომრის მიცემაზე მაინც უარს ვაცხადებდი. შემდეგ თქვა, რომ მაინც გაიგებდა და ჩვენი საერთო ნაცნობი მუსიკოსი ახსენა და მეც დავნებდი.

მითხრა, რომ მეც უნდა ჩამეწერა მისი ნომერი. ჩაწერისას სახელის ნაცვლად მხოლოდ ერთი ასო დავწერე. ასეთი კონტაქტები უამრავი მაქვს ტელეფონში. ზოგჯერ ვჯდები და მესიჯებს ვწერ მათ, რომ გავიგო, ვინ ვინაა. ამ შემთხვევიდან ორი თვე იყო გასული და ნომრების მომდევნო გადამოწმებისას მივწერე: "ვინ ხარ". საპასუხოდ მანაც მკითხა ვინაობა და ვუთხარი, რომ ქეთა ვარ. შემდეგ გადმომირეკა. ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ შეხვედრაზე დავთანხმდი.

საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ერთად ვისხედით თვითმფრინავში. ის ჩემს უკან იჯდა. მე მივუბრუნდი და ვკითხე, შემთხვევით ქართველი ხომ არ იყო. აღმოჩნდა, რომ მას ძალიან ღრმა ქართული ფესვები აქვს, მაგრამ ქართველი არ არის. სწორედ აქედან მეცნობოდა მისი სახე.

ბინის შესახებ

- უკვე შევიძინე. ახლა ვამთავრებ რემონტს და ერთი სული მაქვს, როდის გადავალ. ბინაში ორი საძინებელია, ერთი მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო და გარდერობის ოთახია. არც ძალიან დიდია და არც პატარა. საშუალო ფართის ბინაა, თუმცა ჩემთვის - არაჩვეულებრივი. საცხოვრებლად დედასთან ერთად გადავალ. მარტო ხომ ვერ ვიცხოვრებ?! არ შემიძლია მარტო ყოფნა. სამოქალაქო ქორწინებაში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ცხოვრებაც არ მინდა, მგონია, რომ ასე თუ იცხოვრე, მაშინ გათხოვებაც აღარ მოგინდება. ნორმალური ურთიერთობა კი ერთად ცხოვრების გარეშეც შესაძლებელია.

დიეტის შესახებ

- ყოველთვის გამხდარი ვიყავი, იმაზე გამხდარიც კი ვიდრე ახლა ვარ. როდესაც მოსკოვში გადმოვედი, შეიცვალა წყალი, საკვები, ჰაერი და ორგანიზმმა შეცვლა დაიწყო. თავიდან გავსუქდი, შემდეგ კი ისევ დავიკელი წონაში. არასდროს არანაირ დიეტაზე არ ვმჯდარვარ. უბრალოდ, არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. გამუდმებით ვჭამ.

მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება