ცნობილ თინეიჯერ მომღერალს, მაილი საირუსს პორნო ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს და თამაშის სანაცვლოდ, 1 მლნ დოლარსაც დაჰპირდნენ. შესაბამისი შინაარსის წერილი 19 წლის მაილიმ Sex.com-ის მედია-დირექტორის, მარტინ ელისონისგან მიიღო.
წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას ეს იდეა მაილის ერთ-ერთი ბოლო ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ გაუჩნდა, სადაც მომღერალი თავის საქმროს, ლიამ ჰემსვორტს კოცნის. მარტინის თქმით, მათ სურთ, ლიამი მათმა პორნო-მსახიობმა, ჯესიმ ჩაანაცვლოს.
მომღერლის პრესსპიკერს შეთავაზებაზე განცხადება არ გაუკეთებია.
მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: მაილი საირუსის ფოტოსესია Marie Claire-ისთვის