მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა
გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გია ქავ­თა­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

ქავ­თა­რა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბის და ჩემი მე­გობ­რის, კახა კა­ლა­ძი­სად­მი მხარ­და­ჭე­რის სურ­ვილ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო არ უჩანს მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო და აშ­კა­რად მი­ზან­მი­მარ­თულ აგ­რე­სი­ულ კამ­პა­ნი­ას. მი­ნის­ტრის შემ­დეგ ახლა უკვე მეც გად­მომ­წვდნენ, რო­გორც მის მო­ად­გი­ლეს - გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი 2005-2007 წლებ­ში ჩემი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე მზად ვარ, ყვე­ლა კი­თხვას კვლავ გავ­ცე პა­სუ­ხი. "კვლავ" იმი­ტომ, რომ თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა­ფერს ამომ­წუ­რა­ვად ვუ­პა­სუ­ხე.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბა­ტონ კახა კა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა (ჩემს ირ­გვლივ ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის ჩათ­ვლით), ძალ­ზედ ხე­ლოვ­ნუ­რი და ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია.

არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კა­ლა­ძეს ხელი შე­ე­შა­ლოს იმ ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რა­ში, რაც მას წინ ელო­დე­ბა. ამ­დე­ნად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­დავ­დგე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

ჩემს გულ­წრფელ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ. ძალ­ზედ შე­დე­გი­ა­ნი იყო ის რამ­დე­ნი­მე დღე, რაც სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვა­ტა­რე. გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და ის ფაქ­ტი, რომ სა­მი­ნის­ტრო გან­თავ­სე­ბუ­ლია "იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში" - "იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის" იდეა ხომ მე მე­კუთ­ვნის!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გია ქავ­თა­რა­ძე 2005-2007 წლებ­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო, სწო­რედ მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და ცი­ხის ბუნ­ტი, რო­მე­ლიც მსხვერ­პლით დას­რულ­და.

ამ ფაქ­ტის გამო, გია ქვა­თა­რა­ძის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა

გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა.

ქავთარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საჯარო სამსახურში დაბრუნება ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნების და ჩემი მეგობრის, კახა კალაძისადმი მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა. სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უსაფუძვლო და აშკარად მიზანმიმართულ აგრესიულ კამპანიას. მინისტრის შემდეგ ახლა უკვე მეც გადმომწვდნენ, როგორც მის მოადგილეს - გაჩნდა კითხვები 2005-2007 წლებში ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით.

მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. "კვლავ" იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე.

ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.

არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.

ჩემს გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ. ძალზედ შედეგიანი იყო ის რამდენიმე დღე, რაც სამინისტროში გავატარე. განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო განთავსებულია "იუსტიციის სახლში" - "იუსტიციის სახლის" იდეა ხომ მე მეკუთვნის!", - აღნიშნულია განცხადებაში.

გია ქავთარაძე 2005-2007 წლებში იუსტიციის მინისტრი იყო, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა ციხის ბუნტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ამ ფაქტის გამო, გია ქვათარაძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა