სან-ფრანცისკოში მცხოვრები, პროფესიით ბიოლოგი რეი ბანდერი ცხოველების თავის ქალებს 50 წელია აგროვებს. მისი სახლი ძალიან უჩვეულოა - ყველა ოთახი ცხოველის ძვლებითაა სავსე.
"ამ შთამბეჭდავი კოლექციის შექმნას ჩემი ცხოვრების დიდი დრო შევალიე. ოთახებში მათი ხილვა ძალიან მახარებს. თავის ქალიდან ხორცის ამოღება მომწონს. ამ ყველაფერში უცნაურს ვერაფერს ვხედავ", - ამბობს ის.
რეი კოლექციას ბავშვობიდან აგროვებს, ადგილობრივები ზედმეტსახელად მას "ქვეწარმავალ რეის" უწოდებენ.
მომზადებულია worldduh.com-ის მიხედვით.