მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა
რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა

ჰო­ლი­ვუ­დის ავ­სტრა­ლი­ე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის, რა­სელ ქრო­უს ყო­ფილ მე­უღ­ლეს - და­ნი­ე­ლა სპენ­სერს, რო­მელ­საც ქროუ ცოტა ხნის წინ გა­შორ­და, ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა: თავ­დამ­სხმელ­მა და­ნი­ე­ლას გა­ტა­ცე­ბა სცა­და, მაგ­რამ ის 18 წლის სტუ­დენ­ტმა იხ­სნა.

და­ნი­ე­ლა სპენ­სე­რი ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი და სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი და, ასე­ვე, ქუ­დე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი გახ­ლავთ. მან სიდ­ნე­ის სა­მო­დე­ლო ცენ­ტრ ეი-ემ-ჯიში (AMG) ქუ­დე­ბის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა მო­ა­წყო. და­ნი­ე­ლას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხე და ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ინ­ტერ­ვი­უც ჩა­მო­ვარ­თვი.

- ქალ­ბა­ტო­ნო და­ნი­ე­ლა, პირ­ველ რიგ­ში, თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და ღა­მის 11 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რეს­ტორ­ნი­დან რომ გა­მო­ვე­დი. მან­ქა­ნის სად­გომ­თან უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი და­მეს­ხა თავს, პირ­ზე ხელი ამა­ფა­რა და ყელ­ზე დანა მო­მაბ­ჯი­ნა, თან თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ მი­მათ­რევ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­ღა­ცამ თავ­დამ­სხმელს ზურ­გში წიხ­ლი ჰკრა და ძირს და­ა­ნარ­ცხა. მეც წავ­ბორ­ძიკ­დი, თავი რომ ავ­წიე, უც­ნობ­მა ახალ­გაზ­რდამ მკლავ­ში ხელი ჩამ­ჭი­და და მი­თხრა, სას­წრა­ფოდ გა­ე­ცა­ლეთ აქა­უ­რო­ბა­სო. შოკ­ში ვი­ყა­ვი, ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი და პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე. ცოტა ხან­ში შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი და ახალ­გაზ­რდა ბიჭი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­ეყ­ვა­ნათ. ჩემი მხსნე­ლი არის 18 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი ჯე­იმს მონ­დი. აღვფრ­თო­ვან­დი მისი ვაჟ­კა­ცო­ბით - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კაცს შე­ერ­კი­ნა და გან­საც­დე­ლის­გან მიხ­სნა. ვფიქ­რობ, ჯე­იმს მონ­დი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი უნდა იყოს.

- მან თუ იცო­და, რა­სელ ქრო­უს მე­უღ­ლე რომ იყა­ვით?

- წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, ვინ ვი­ყა­ვი. მას ერთი წლის წინ დედა გარ­დაც­ვლია, რაც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ტრავ­მად მი­აჩ­ნია. მან­ქა­ნის სად­გომ­თან ყელ­ზე და­ნა­მიბ­ჯე­ნი­ლი რომ და­ვუ­ნა­ხავ­ვარ, დე­დის სახე წარ­მოდ­გე­ნია თვალ­წინ. ჯე­იმსმა გან­საც­დელ­ში ვერ მი­მა­ტო­ვა და ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმკლავ­და თავ­დამ­სხმელს. ვკი­თხე, მად­ლო­ბა რო­გორ გა­და­გი­ხა­დო-მეთ­ქი და იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი რა­სელ ქრო­უს­თან შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბაო.

- რა­სელ ქრო­უს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და, თავ­დას­ხმის ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო?

- აღაფრ­თო­ვა­ნა ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნის გამ­ბე­და­ო­ბამ. მე და რა­სე­ლი ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. ამ­ჟა­მად ის ლოს-ან­ჯე­ლეს­შია. სიდ­ნე­ი­ში რომ ჩა­მო­ვა, პი­რა­დად გა­იც­ნობს ჯე­იმს მონდს.

- თქვე­ნი და რა­სე­ლის და­შო­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. მე და რა­სელს ყო­ველ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ის ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მა­მაა. ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­სელ­მა ოჯახ­ზე წინ კა­რი­ე­რა და­ა­ყე­ნა, მე ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას მით­მობ­და. ქალი ვარ და ამის ატა­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

- თქვენს შვი­ლებ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- მე და რა­სელს ორი შვი­ლი გვყავს - 9 წლის ჩარ­ლი და 6 წლის ტენ­სი­ო­ნი. რა­სელს ბავ­შვე­ბი ხში­რად დაჰ­ყავს რაგ­ბის სტა­დი­ონ­ზე - ხომ იცით, თვი­თონ მო­რაგ­ბე­თა კლუბ "რე­ბი­ტო­სის" მფლო­ბე­ლია, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი კი ფანკლუ­ბის წევ­რე­ბი არი­ან. რა­სელ­მა მათ რაგ­ბი შე­აყ­ვა­რა. შა­ბა­თო­ბით ბავ­შვე­ბი ქა­ლაქ­გა­რე­თაც დაჰ­ყავს. გვინ­და, მათ დიდი დრო გა­ა­ტა­რონ ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში. მე და რა­სე­ლი ვცდი­ლობთ, რომ ჩვენ­მა გან­შო­რე­ბამ ბავ­შვებ­ზე არ იმოქ­მე­დოს.

- სა­მო­დე­ლო ცენ­ტრ ეი-ემ-ჯიში წარ­მო­ად­გი­ნეთ ქუ­დე­ბის ახა­ლი კო­ლექ­ცია. რო­დის და­გა­ინ­ტე­რე­სათ დი­ზა­ი­ნე­რო­ბამ?

- ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და ქუ­დე­ბის ხატ­ვა. ჩემს თო­ჯი­ნებს ნაირ-ნაირ ქუ­დებს ვუ­კე­რავ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, რა­სე­ლიც მხარ­ში ამო­მიდ­გა, მი­თხრა, ის საქ­მე აკე­თე, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­სო. ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში ყვე­ლა ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნის­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი ქუდი.

- 18 წლის სპორ­ტსმენ­მა ბო­როტ­მოქ­მე­დის­გან გიხ­სნათ. თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა აღ­ზარ­დოს მშო­ბელ­მა ჯე­იმ­სი­ვით კე­თილ­შო­ბი­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი?

- ვფიქ­რობ, ბავ­შვს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უნდა ჩა­ვუ­ნერ­გოთ სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე. მშო­ბე­ლი თვი­თონ უნდა იყოს შვი­ლის­თვის სა­მა­გა­ლი­თო. მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლი რა­ინ­დე­ბი იყ­ვნენ, პა­ტი­ვი სცენ ხან­დაზ­მუ­ლებს, და­ეხ­მა­რონ გან­საც­დელ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, ქველ­მოქ­მე­დე­ბა გას­წი­ონ. ახალ­გაზ­რდებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ვუთ­მოთ, რად­გან ახა­ლი თა­ო­ბა ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლია.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" სიდ­ნე­ი­დან, თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა

რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა

ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავის, რასელ ქროუს ყოფილ მეუღლეს - დანიელა სპენსერს, რომელსაც ქროუ ცოტა ხნის წინ გაშორდა, ინციდენტი შეემთხვა: თავდამსხმელმა დანიელას გატაცება სცადა, მაგრამ ის 18 წლის სტუდენტმა იხსნა.

დანიელა სპენსერი ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და სიმღერების ავტორი და, ასევე, ქუდების დიზაინერი გახლავთ. მან სიდნეის სამოდელო ცენტრ ეი-ემ-ჯიში (AMG) ქუდების ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყო. დანიელასთან შეხვედრა მოვახერხე და ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ინტერვიუც ჩამოვართვი.

- ქალბატონო დანიელა, პირველ რიგში, თავდასხმის შესახებ გვიამბეთ.

- მეგობრის წვეულებაზე ვიყავი და ღამის 11 საათი იქნებოდა, რესტორნიდან რომ გამოვედი. მანქანის სადგომთან უცნობი მამაკაცი დამესხა თავს, პირზე ხელი ამაფარა და ყელზე დანა მომაბჯინა, თან თავისი ავტომობილისკენ მიმათრევდა. მოულოდნელად ვიღაცამ თავდამსხმელს ზურგში წიხლი ჰკრა და ძირს დაანარცხა. მეც წავბორძიკდი, თავი რომ ავწიე, უცნობმა ახალგაზრდამ მკლავში ხელი ჩამჭიდა და მითხრა, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობასო. შოკში ვიყავი, ჩემს მანქანაში ჩავჯექი და პოლიცია გამოვიძახე. ცოტა ხანში შემატყობინეს, რომ თავდამსხმელი და ახალგაზრდა ბიჭი პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ. ჩემი მხსნელი არის 18 წლის ავსტრალიელი სპორტსმენი ჯეიმს მონდი. აღვფრთოვანდი მისი ვაჟკაცობით - შეიარაღებულ კაცს შეერკინა და განსაცდელისგან მიხსნა. ვფიქრობ, ჯეიმს მონდი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

- მან თუ იცოდა, რასელ ქროუს მეუღლე რომ იყავით?

- წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. მას ერთი წლის წინ დედა გარდაცვლია, რაც ცხოვრების ყველაზე დიდ ტრავმად მიაჩნია. მანქანის სადგომთან ყელზე დანამიბჯენილი რომ დავუნახავვარ, დედის სახე წარმოდგენია თვალწინ. ჯეიმსმა განსაცდელში ვერ მიმატოვა და ვაჟკაცურად გაუმკლავდა თავდამსხმელს. ვკითხე, მადლობა როგორ გადაგიხადო-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? - ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი რასელ ქროუსთან შეხვედრა იქნებაო.

- რასელ ქროუს რა რეაქცია ჰქონდა, თავდასხმის ამბავი რომ შეიტყო?

- აღაფრთოვანა ახალგაზრდა სპორტსმენის გამბედაობამ. მე და რასელი ერთმანეთს დავშორდით. ამჟამად ის ლოს-ანჯელესშია. სიდნეიში რომ ჩამოვა, პირადად გაიცნობს ჯეიმს მონდს.

- თქვენი და რასელის დაშორება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე და რასელს ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ის ძალიან მზრუნველი მამაა. ბოლო პერიოდში რასელმა ოჯახზე წინ კარიერა დააყენა, მე ნაკლებ ყურადღებას მითმობდა. ქალი ვარ და ამის ატანა ვერ მოვახერხე.

- თქვენს შვილებზეც გვიამბეთ.

- მე და რასელს ორი შვილი გვყავს - 9 წლის ჩარლი და 6 წლის ტენსიონი. რასელს ბავშვები ხშირად დაჰყავს რაგბის სტადიონზე - ხომ იცით, თვითონ მორაგბეთა კლუბ "რებიტოსის" მფლობელია, ჩვენი შვილები კი ფანკლუბის წევრები არიან. რასელმა მათ რაგბი შეაყვარა. შაბათობით ბავშვები ქალაქგარეთაც დაჰყავს. გვინდა, მათ დიდი დრო გაატარონ ბუნების წიაღში. მე და რასელი ვცდილობთ, რომ ჩვენმა განშორებამ ბავშვებზე არ იმოქმედოს.

- სამოდელო ცენტრ ეი-ემ-ჯიში წარმოადგინეთ ქუდების ახალი კოლექცია. როდის დაგაინტერესათ დიზაინერობამ?

- ბავშვობიდან მიტაცებდა ქუდების ხატვა. ჩემს თოჯინებს ნაირ-ნაირ ქუდებს ვუკერავდი. რამდენიმე წლის წინ სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმიანობას, რასელიც მხარში ამომიდგა, მითხრა, ის საქმე აკეთე, რაც სიამოვნებას განიჭებსო. ჩემს კოლექციაში ყველა ასაკის ქალბატონისთვის მოიძებნება ორიგინალური ქუდი.

- 18 წლის სპორტსმენმა ბოროტმოქმედისგან გიხსნათ. თქვენი აზრით, როგორ უნდა აღზარდოს მშობელმა ჯეიმსივით კეთილშობილი, ვაჟკაცური სულის ადამიანი?

- ვფიქრობ, ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ სიყვარული და სიკეთე. მშობელი თვითონ უნდა იყოს შვილისთვის სამაგალითო. მინდა, ჩემი შვილები ნამდვილი რაინდები იყვნენ, პატივი სცენ ხანდაზმულებს, დაეხმარონ განსაცდელში მყოფ ადამიანებს, ქველმოქმედება გასწიონ. ახალგაზრდებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადგან ახალი თაობა ქვეყნის მომავალია.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან, თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება