მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება სალომე ჭაჭუა სადედამთილოზე
რას ჰყვება სალომე ჭაჭუა სადედამთილოზე

სტუ­დია "თე­ლას" მო­ცეკ­ვა­ვე - მომ­ხიბ­ვლე­ლი სა­ლო­მე ჭა­ჭუა პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­სულ სე­ზონ­ზე გა­მოჩ­ნდა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მის­მა ცეკ­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­მა­კა­ცე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა და ისი­ნიც, სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვის მი­სა­მარ­თით "თა­მამ" კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რე­ბენ. სა­ლო­მეს­თან ერ­თად, პრო­ექ­ტში მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობს. შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს ერ­თმა­ნე­თის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­რავ­ლე ახა­რებს...

სა­ლო­მე მო­მა­ვალ დე­დამ­თილ­თან - სტუ­დია "თე­ლას" ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ­თან, ქალ­ბა­ტონ ლა­რი­სა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან ერ­თად ჩავ­წე­რეთ.

სა­ლო­მე:

- დე­დამ სტუ­დია "თე­ლას" რეკ­ლა­მა ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა. სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან მინ­დო­და და ამი­ტო­მაც, სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დით... მე და ქალ­ბა­ტონ ლა­რი­სას ერ­თმა­ნეთ­თან დღემ­დე ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რო­გო­რიც - მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს უნდა ჰქონ­დეთ. მას, რო­გორც მო­მა­ვალ დე­დამ­თილს კი არა, რო­გორც პე­და­გოგს, ისე ვუ­ყუ­რებ (იღი­მის). ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის მი­მარ­თაც ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს.

ლა­რი­სა:

- პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე მო­სულ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­თნა­ი­რად ვხვდე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბავ­შვს გა­რე­მო, პე­და­გო­გი და გვერ­დით მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი უნდა შე­აყ­ვა­რო. სტუ­დი­ა­ში სა­ლო­მეს მოს­ვლის დრო­საც, პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ტარ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მორ­ჩე­ვა - თუ ვინ უფრო ნი­ჭი­ე­რია, 3-4 გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ხდე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ლო­მეც "გა­მოჩ­ნდა", ასე­ვე - სხვა გო­გო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ის სიყ­ვა­რუ­ლი და შრო­მის უნა­რი აღ­მო­აჩ­ნდათ, რაც მო­ცეკ­ვა­ვე­ებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ხმას ამო­ვი­ღებ­დი თუ არა, თით­ქმის ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და. ვინც აქეთ-იქით იცქი­რე­ბო­და, ცხა­დი იყო, მას ცეკ­ვა არ აინ­ტე­რე­სებ­და. წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს (ვინც ილე­თებს კარ­გად ით­ვი­სებ­და) სხვებ­ზე წინ ვა­ყე­ნებ­დი, უკან კი შე­და­რე­ბით სუს­ტი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი იდ­გნენ.

- ალ­ბათ, სა­ლო­მე ყო­ველ­თვის წინა რი­გებ­ში იდგა, არა?

- დიახ, ასე იყო. დღეს სტუ­დი­ა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ, - გვინ­და, სა­ლო­მემ გვას­წავ­ლო­სო. თი­თო­ე­ულს ვე­უბ­ნე­ბი: იმის­თვის, რომ სა­ლო­მესნა­ი­რი გახ­დე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ­დე­ნი­ვე უნდა იშ­რო­მო, რამ­დენ­საც ის შენს ასაკ­ში შრო­მობ­და-მეთ­ქი. სა­ლო­მე ახ­ლაც, დღე და ღამე მუ­შა­ობს. ვხე­დავ­დი, თა­ვი­სუ­ფალ დრო­საც რო­გორ წვა­ლობ­და, რომ სა­ცეკ­ვაო მოძ­რა­ო­ბა ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ვუჩ­ვე­ნე. ცხა­დია, ეს მას ავი­თა­რებ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ შევ­ნიშ­ნე, რომ იმპრო­ვი­ზა­ცი­ას მი­მარ­თავ­და - მოძ­რა­ო­ბებს თა­ვად იგო­ნებ­და, ალა­მა­ზებ­და. გა­ვი­და დრო და სა­ლო­მე "წყვილ­ში" და­ვა­ყე­ნე.

- მისი მე­წყვი­ლე თქვე­ნი ვაჟი - გიგი იყო?

სა­ლო­მე:

- არა, სხვა იყო. გიგი ამე­რი­კი­დან 2 წლის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და.

- შენი და გი­გის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სა რო­გორ შეხ­ვდა?

- მგო­ნი, ძა­ლი­ან კარ­გად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე ვიგ­რძე­ნი.

ლა­რი­სა:

- ამ მხრივ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი ვარ. პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ თა­ვად მი­ვი­ღეთ და ვფიქ­რობ­დი, რომ შვი­ლე­ბის არ­ჩე­ვან­შიც არ უნდა ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი. სა­ლო­მემ და გი­გიმ ერ­თმა­ნე­თი აირ­ჩი­ეს, ჰოდა, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოთ. მინ­და, სულ მათი წინსვლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყო. ნე­ბის­მი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რი მშობ­ლის პო­ზი­ცია ასე­თია!.. სხვა­თა შო­რის, გუ­შინ სა­ღა­მოს ვი­ტი­რე კი­დეც...

- რა­ტომ?

- შო­რე­ნამ - ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის მე­უღ­ლე გახ­ლავთ, და­რე­კა და გვი­თხრა, - მა­ღა­ლი წნე­ვა მაქ­ვსო. ამ ამ­ბავ­მა გო­ჩა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და და­ი­ჟი­ნა: ხვალ­ვე უკან, ამე­რი­კა­ში უნდა გავფრინ­დე, პრო­ექ­ტში კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვას რას და­ვე­ძებ, როცა შო­რე­ნა ცუ­და­და­აო. ხან მის დამ­შვი­დე­ბას ვცდი­ლობ­დი, ხან - შო­რე­ნას­თან ვრე­კავ­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სი­ძის ასეთ­მა საქ­ცი­ელ­მა გა­მა­ხა­რა. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ, რომ გო­ჩას და ჩემს ქა­ლიშ­ვილს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ და მშობ­ლის­თვის ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა აბა, რა უნდა იყოს?!.

- ორ­შა­ბათს ბა­ტო­ნი გოჩა ჟი­უ­რი­ში აღარ იქ­ნე­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა!

- ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა რო­გორ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნეთ?

- ავუხ­სე­ნი: ადა­მი­ა­ნი 40 წელს რომ გა­და­ა­ბი­ჯებს, შე­იძ­ლე­ბა, სტრე­სის გამო, შე­უძ­ლოდ გახ­დეს. ალ­ბათ, შო­რე­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი წა­მოს­ვლის გამო ინერ­ვი­უ­ლა-მეთ­ქი. - თავი სტკი­ვა ხოლ­მეო, - მი­თხრა. თა­ვის ტკი­ვი­ლის­თვის წამ­ლე­ბი არ­სე­ბობს. პი­რა­დად მე, არა­ნა­ირ წა­მალს არ ვსვამ, ფორ­მა­ში ჩად­გო­მას ამის გა­რე­შეც ვა­ხერ­ხებ. ჩემი ორ­გა­ნიზ­მი ჩემი "ბა­რო­მეტ­რია", რო­მე­ლიც "მე­უბ­ნე­ბა", რა მო­მიხ­დე­ბა და რა - არა...

- სა­ლო­მე, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სა რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია?

- ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფია! რაც ვიცი და რა­საც სხვებს ვას­წავ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ლა­რი­სა მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მის გაკ­ვე­თი­ლებს დღემ­დე ვეს­წრე­ბი.

- მის­გან მკაც­რი შე­ნიშ­ვნა არას­დროს მი­გი­ღია?

- ცეკ­ვა ცოტა გვი­ან - 13 წლი­სამ და­ვი­წყე. არ მახ­სოვს, ლა­რი­სა მას­წავ­ლე­ბელს ჩემ­თვის მკაც­რი შე­ნიშ­ვნა მო­ე­ცა. თა­ვად ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით აღ­სავ­სე ვარ: საქ­მეს იქამ­დე არ მი­ვიყ­ვან, რომ ვინ­მემ შე­ნიშ­ვნა მომ­ცეს.

- როცა შენი და გი­გის ურ­თი­ერ­თო­ბა "გა­სე­რი­ო­ზულ­და", ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სას მი­მართ შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­იც­ვა­ლა?

- რა თქმა უნდა, შე­იც­ვა­ლა: ისე აღარ ვართ, რო­გორც მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე. ერ­თმა­ნეთს უფრო მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლა­რი­სა, სა­ლო­მე ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე რომ არის, ეს ცხა­დია. ახლა ის გვი­თხა­რით, რო­გო­რი სარ­ძლოა?

- რო­გო­რიც აქ, სტუ­დი­ა­ში არის, ჩვენს სახ­ლშიც ისე­თი­ვე იქ­ნე­ბა.

- ზო­გა­დად, რძალ-დე­დამ­თი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა "ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში­აო", - ამ­ბო­ბენ...

- არა, "ფეთ­ქე­ბადსა­ში­შად" არ მი­მაჩ­ნია. სა­ლო­მემ იცის, რომ პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი და "ნაღ­დი" დე­დამ­თი­ლი არ ვარ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ლო­მე ჩემი მე­გო­ბა­რია და ვფიქ­რობ, ერ­თმა­ნეთ­თან მო­მა­ვალ­შიც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, სა­ლო­მეს და გი­გის ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დეთ.

სა­ლო­მე:

- გი­ორ­გის მშობ­ლე­ბი მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­ე­რე­ვი­ან; გი­გის და მის ძმას - რა­ტის ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აჩ­ვევ­დნენ. ახლა ორი­ვე ძმას თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი აქვს. რატი ჩემ­ზე ნა­ხე­ვა­რი წლით უმ­ცრო­სია და ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­შია.

- რო­გორ ფიქ­რობ, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სა პრო­ექ­ტში შენ უფრო გგულ­შე­მატ­კივ­რობს თუ - გი­გის?

- ყვე­ლას ძა­ლი­ან გვგულ­შე­მატ­კივ­რობს: მეც, გი­გის, ოთოს, ჯუ­ლი­ა­ნას...

ლა­რი­სა:

- როცა ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კურ­სებ­ზე გა­მო­დი­ოდ­ნენ და მე მსა­ჯის როლ­ში ვი­ყა­ვი, სხვა სტუ­დი­ის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან შე­და­რე­ბით, მათ ყო­ველ­თვის უფრო და­ბალ ქუ­ლას ვუ­წერ­დი. განა იმი­ტომ, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ მიყ­ვარ­და? უბ­რა­ლოდ, მათ ვე­უბ­ნე­ბო­დი: მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე 10-ჯერ უკე­თე­სე­ბი უნდა იყოთ, რომ თქვენ უფრო მა­ღა­ლი ქუ­ლით შე­გა­ფა­სოთ-მეთ­ქი.

- სა­ლო­მე, მა­მა­კა­ცე­ბის­გან შენ მი­მართ გა­მოთ­ქმულ "თა­მამ" კომ­პლი­მენ­ტებს გიგი რო­გორ ეგუ­ე­ბა?

- ასეთ კო­მენ­ტა­რებს არც ვკი­თხუ­ლობ, ინ­ტერ­ნე­ტით არ ვსარ­გებ­ლობ. გი­გის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს არ ვაძ­ლევ. როცა ის მოს­წონთ, მი­ხა­რია, რომ გვერ­დით ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი მყავს. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს არ ვაძ­ლევთ და რა თქმა უნდა, არც ერ­თმა­ნე­თის პარტნი­ო­რებ­ზე ვეჭ­ვი­ა­ნობთ. ორი­ვემ ვი­ცით, რომ პარტნი­ო­რებ­თან მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. სხვა­თა შო­რის, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი.

- შენ და გი­ორ­გი ცეკ­ვი­სას რთულ ილე­თებს ას­რუ­ლებთ ხოლ­მე...

- გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. ამ მხრივ, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვე­წყო­ბით. სა­ცეკ­ვაო მოძ­რა­ო­ბებს ად­ვი­ლად ით­ვი­სებს და მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას იმის დროც მრჩე­ბა, რომ ილე­თე­ბი უკეთ და­ვა­მუ­შაო. მი­მაჩ­ნია, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ში იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მყავს.

- შენი ძვე­ლი პარტნი­ო­რი - როს­ტო სტუ­დი­ა­ში არ გსტუმ­რობთ?

- რო­გორ არა! ვარ­ჯიშ­ზეც დაგ­ვეს­წრო. ძა­ლი­ან გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- არ ცეკ­ვავს?

- არა (იცი­ნის)...

- მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ის ფაქ­ტი, რომ "თე­ლას" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე - ბა­ტო­ნი გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი ჟი­უ­რის წევ­რია, მისი ნა­თე­სა­ვი და "თე­ლას" სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი კი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- წლე­ბია, რაც გოჩა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2 წლის წინ დაბ­რუნ­და, მას­ტერკლა­სე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რა... პი­რა­დად მე, გო­ჩას აზრი ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს. ის ჩემი ერთ-ერთი ქო­რე­ოგ­რა­ფია - როცა ჩა­მო­დის, მას­თან ვემ­ზა­დე­ბი ხოლ­მე. შე­ნიშ­ვნებს მეც მაძ­ლევს და სხვებ­საც. ცდი­ლობს, იმ შეც­დო­მებ­ზე მიგ­ვი­თი­თოს, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე შე­იძ­ლე­ბა.

ლა­რი­სა:

- გო­ჩამ სა­ლო­მე "თე­ლა­ში" გა­იც­ნო, ასე­ვე - ოთი­კოც, ჯუ­ლი­ა­ნაც... ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია: რა­საც ხე­დავს, იმას აფა­სებს. გიგი იცეკ­ვებს თუ ლა­რი­სა, მის­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს - იმ ქუ­ლას და­უ­წერს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს.

სა­ლო­მე:

- გო­ჩას­თან თა­ვად მივ­დი­ვარ და ვე­კი­თხე­ბი, - ცეკ­ვი­სას რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რომ გა­მო­ვას­წო­რო-მეთ­ქი? შე­იძ­ლე­ბა მი­თხრას, - კომ­პო­ზი­ცია არ ვარ­გო­და, გან­ლა­გე­ბა არ იყო სწო­რიო და ა.შ. მისი შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ჰყვება სალომე ჭაჭუა სადედამთილოზე

რას ჰყვება სალომე ჭაჭუა სადედამთილოზე

სტუდია "თელას" მოცეკვავე - მომხიბვლელი სალომე ჭაჭუა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გასულ სეზონზე გამოჩნდა და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მისმა ცეკვამ განსაკუთრებით, მამაკაცები აღაფრთოვანა და ისინიც, სექსუალური მოცეკვავის მისამართით "თამამ" კომპლიმენტებს არ იშურებენ. სალომესთან ერთად, პროექტში მისი შეყვარებული - გიგი გაჩეჩილაძე წელსაც მონაწილეობს. შეყვარებულ წყვილს ერთმანეთის თაყვანისმცემლების სიმრავლე ახარებს...

სალომე მომავალ დედამთილთან - სტუდია "თელას" ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლარისა გაჩეჩილაძესთან ერთად ჩავწერეთ.

სალომე:

- დედამ სტუდია "თელას" რეკლამა ტელევიზორში ნახა. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შესწავლა ძალიან მინდოდა და ამიტომაც, სტუდიაში მივედით... მე და ქალბატონ ლარისას ერთმანეთთან დღემდე ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც - მოსწავლესა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეთ. მას, როგორც მომავალ დედამთილს კი არა, როგორც პედაგოგს, ისე ვუყურებ (იღიმის). ბატონი თენგიზის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს.

ლარისა:

- პირველ გაკვეთილზე მოსულ ყველა მოსწავლეს აბსოლუტურად ერთნაირად ვხვდები. მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვს გარემო, პედაგოგი და გვერდით მყოფი მოსწავლეები უნდა შეაყვარო. სტუდიაში სალომეს მოსვლის დროსაც, პირველი გაკვეთილი ჩვეულებრივად ჩატარდა. მოსწავლეების გამორჩევა - თუ ვინ უფრო ნიჭიერია, 3-4 გაკვეთილის შემდეგ ხდება. ამ პერიოდში სალომეც "გამოჩნდა", ასევე - სხვა გოგონებიც, რომლებსაც ის სიყვარული და შრომის უნარი აღმოაჩნდათ, რაც მოცეკვავეებს სჭირდებათ. მაგალითად, ხმას ამოვიღებდი თუ არა, თითქმის ყველა მე მიყურებდა. ვინც აქეთ-იქით იცქირებოდა, ცხადი იყო, მას ცეკვა არ აინტერესებდა. წასახალისებლად, წარმატებულ მოსწავლეებს (ვინც ილეთებს კარგად ითვისებდა) სხვებზე წინ ვაყენებდი, უკან კი შედარებით სუსტი მოცეკვავეები იდგნენ.

- ალბათ, სალომე ყოველთვის წინა რიგებში იდგა, არა?

- დიახ, ასე იყო. დღეს სტუდიაში მოსწავლეები მოდიან და ამბობენ, - გვინდა, სალომემ გვასწავლოსო. თითოეულს ვეუბნები: იმისთვის, რომ სალომესნაირი გახდე, უპირველეს ყოვლისა, იმდენივე უნდა იშრომო, რამდენსაც ის შენს ასაკში შრომობდა-მეთქი. სალომე ახლაც, დღე და ღამე მუშაობს. ვხედავდი, თავისუფალ დროსაც როგორ წვალობდა, რომ საცეკვაო მოძრაობა ისე გაეკეთებინა, როგორც ვუჩვენე. ცხადია, ეს მას ავითარებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევნიშნე, რომ იმპროვიზაციას მიმართავდა - მოძრაობებს თავად იგონებდა, ალამაზებდა. გავიდა დრო და სალომე "წყვილში" დავაყენე.

- მისი მეწყვილე თქვენი ვაჟი - გიგი იყო?

სალომე:

- არა, სხვა იყო. გიგი ამერიკიდან 2 წლის შემდეგ ჩამოვიდა.

- შენი და გიგის სიყვარულის ამბავს ქალბატონი ლარისა როგორ შეხვდა?

- მგონი, ძალიან კარგად. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიგრძენი.

ლარისა:

- ამ მხრივ, აბსოლუტური დემოკრატი ვარ. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ თავად მივიღეთ და ვფიქრობდი, რომ შვილების არჩევანშიც არ უნდა ჩავრეულიყავი. სალომემ და გიგიმ ერთმანეთი აირჩიეს, ჰოდა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მინდა, სულ მათი წინსვლისა და ბედნიერების შესახებ შევიტყო. ნებისმიერი ნორმალური მშობლის პოზიცია ასეთია!.. სხვათა შორის, გუშინ საღამოს ვიტირე კიდეც...

- რატომ?

- შორენამ - ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც გოჩა ჩერტკოევის მეუღლე გახლავთ, დარეკა და გვითხრა, - მაღალი წნევა მაქვსო. ამ ამბავმა გოჩაზე ძალიან იმოქმედა და დაიჟინა: ხვალვე უკან, ამერიკაში უნდა გავფრინდე, პროექტში კონტრაქტის დარღვევას რას დავეძებ, როცა შორენა ცუდადააო. ხან მის დამშვიდებას ვცდილობდი, ხან - შორენასთან ვრეკავდი. სიმართლე გითხრათ, სიძის ასეთმა საქციელმა გამახარა. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ გოჩას და ჩემს ქალიშვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ და მშობლისთვის ამაზე დიდი ბედნიერება აბა, რა უნდა იყოს?!.

- ორშაბათს ბატონი გოჩა ჟიურიში აღარ იქნება?

- რასაკვირველია, იქნება!

- ამერიკაში გამგზავრება როგორ გადააფიქრებინეთ?

- ავუხსენი: ადამიანი 40 წელს რომ გადააბიჯებს, შეიძლება, სტრესის გამო, შეუძლოდ გახდეს. ალბათ, შორენამ საქართველოში შენი წამოსვლის გამო ინერვიულა-მეთქი. - თავი სტკივა ხოლმეო, - მითხრა. თავის ტკივილისთვის წამლები არსებობს. პირადად მე, არანაირ წამალს არ ვსვამ, ფორმაში ჩადგომას ამის გარეშეც ვახერხებ. ჩემი ორგანიზმი ჩემი "ბარომეტრია", რომელიც "მეუბნება", რა მომიხდება და რა - არა...

- სალომე, ქალბატონი ლარისა როგორი მასწავლებელია?

- ყველაზე მაგარი ქორეოგრაფია! რაც ვიცი და რასაც სხვებს ვასწავლი, ყველაფერი ლარისა მასწავლებლის დამსახურებაა. მის გაკვეთილებს დღემდე ვესწრები.

- მისგან მკაცრი შენიშვნა არასდროს მიგიღია?

- ცეკვა ცოტა გვიან - 13 წლისამ დავიწყე. არ მახსოვს, ლარისა მასწავლებელს ჩემთვის მკაცრი შენიშვნა მოეცა. თავად ძალიან მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ვარ: საქმეს იქამდე არ მივიყვან, რომ ვინმემ შენიშვნა მომცეს.

- როცა შენი და გიგის ურთიერთობა "გასერიოზულდა", ქალბატონი ლარისას მიმართ შენი დამოკიდებულება არ შეიცვალა?

- რა თქმა უნდა, შეიცვალა: ისე აღარ ვართ, როგორც მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლე. ერთმანეთს უფრო მეტად დავუახლოვდით.

- ქალბატონო ლარისა, სალომე ნიჭიერი მოსწავლე რომ არის, ეს ცხადია. ახლა ის გვითხარით, როგორი სარძლოა?

- როგორიც აქ, სტუდიაში არის, ჩვენს სახლშიც ისეთივე იქნება.

- ზოგადად, რძალ-დედამთილის თანაცხოვრება "ფეთქებადსაშიშიაო", - ამბობენ...

- არა, "ფეთქებადსაშიშად" არ მიმაჩნია. სალომემ იცის, რომ პრეტენზიული ქალი და "ნაღდი" დედამთილი არ ვარ. ამ შემთხვევაში, სალომე ჩემი მეგობარია და ვფიქრობ, ერთმანეთთან მომავალშიც მეგობრული ურთიერთობა გვექნება. მთავარია, სალომეს და გიგის ერთმანეთი უყვარდეთ.

სალომე:

- გიორგის მშობლები მის პირად ცხოვრებაში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევიან; გიგის და მის ძმას - რატის ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას აჩვევდნენ. ახლა ორივე ძმას თავისი სამსახური აქვს. რატი ჩემზე ნახევარი წლით უმცროსია და ამჟამად ამერიკაშია.

- როგორ ფიქრობ, ქალბატონი ლარისა პროექტში შენ უფრო გგულშემატკივრობს თუ - გიგის?

- ყველას ძალიან გვგულშემატკივრობს: მეც, გიგის, ოთოს, ჯულიანას...

ლარისა:

- როცა ჩემი მოსწავლეები კონკურსებზე გამოდიოდნენ და მე მსაჯის როლში ვიყავი, სხვა სტუდიის მოცეკვავეებთან შედარებით, მათ ყოველთვის უფრო დაბალ ქულას ვუწერდი. განა იმიტომ, რომ ჩემი მოსწავლეები არ მიყვარდა? უბრალოდ, მათ ვეუბნებოდი: მოწინააღმდეგეზე 10-ჯერ უკეთესები უნდა იყოთ, რომ თქვენ უფრო მაღალი ქულით შეგაფასოთ-მეთქი.

- სალომე, მამაკაცებისგან შენ მიმართ გამოთქმულ "თამამ" კომპლიმენტებს გიგი როგორ ეგუება?

- ასეთ კომენტარებს არც ვკითხულობ, ინტერნეტით არ ვსარგებლობ. გიგის ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევ. როცა ის მოსწონთ, მიხარია, რომ გვერდით ასეთი კარგი ადამიანი მყავს. მოკლედ, ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ და რა თქმა უნდა, არც ერთმანეთის პარტნიორებზე ვეჭვიანობთ. ორივემ ვიცით, რომ პარტნიორებთან მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს. სხვათა შორის, გიორგი ვარდოსანიძე "ვერის უბნის მელოდიებზე" მუშაობისას გავიცანი.

- შენ და გიორგი ცეკვისას რთულ ილეთებს ასრულებთ ხოლმე...

- გიორგი ვარდოსანიძე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. ამ მხრივ, ერთმანეთს კარგად ვეწყობით. საცეკვაო მოძრაობებს ადვილად ითვისებს და მასთან მუშაობისას იმის დროც მრჩება, რომ ილეთები უკეთ დავამუშაო. მიმაჩნია, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში იდეალური პარტნიორი მყავს.

- შენი ძველი პარტნიორი - როსტო სტუდიაში არ გსტუმრობთ?

- როგორ არა! ვარჯიშზეც დაგვესწრო. ძალიან გვგულშემატკივრობს.

- არ ცეკვავს?

- არა (იცინის)...

- მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ "თელას" ყოფილი მოცეკვავე - ბატონი გოჩა ჩერტკოევი ჟიურის წევრია, მისი ნათესავი და "თელას" სხვა მოცეკვავეები კი პროექტში მონაწილეობთ?

- წლებია, რაც გოჩა ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოში პირველად 2 წლის წინ დაბრუნდა, მასტერკლასები ჩაგვიტარა... პირადად მე, გოჩას აზრი ყოველთვის მაინტერესებს. ის ჩემი ერთ-ერთი ქორეოგრაფია - როცა ჩამოდის, მასთან ვემზადები ხოლმე. შენიშვნებს მეც მაძლევს და სხვებსაც. ცდილობს, იმ შეცდომებზე მიგვითითოს, რისი გამოსწორებაც ტურიდან ტურამდე შეიძლება.

ლარისა:

- გოჩამ სალომე "თელაში" გაიცნო, ასევე - ოთიკოც, ჯულიანაც... ის პროფესიონალია: რასაც ხედავს, იმას აფასებს. გიგი იცეკვებს თუ ლარისა, მისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს - იმ ქულას დაუწერს, რასაც იმსახურებს.

სალომე:

- გოჩასთან თავად მივდივარ და ვეკითხები, - ცეკვისას რა შეცდომა დავუშვი, რომ გამოვასწორო-მეთქი? შეიძლება მითხრას, - კომპოზიცია არ ვარგოდა, განლაგება არ იყო სწორიო და ა.შ. მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება