მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო
ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, ერთი ნა­ხა­ტის გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო. გა­მო­ფე­ნა­ზე ერ­თა­დერთ ექ­სპო­ნა­ტად, ნორ­ვე­გი­ე­ლი მხატ­ვრის, ედ­ვარდ მუნ­კის ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი "კი­ვი­ლია" წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ვი­ნა­ი­დან ტილო ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შია (ის წელს აუქ­ცი­ონ­ზე 119,9 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და), მუ­ზე­უმ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბა, რო­მე­ლიც მუნ­კის ნა­მუ­შევ­რებს უკავ­შირ­დე­ბა, 2004 წლის 22 აგ­ვის­ტოს მოხ­და. მა­შინ მხატ­ვრის მუ­ზუ­მი­დან "კი­ვი­ლის" ერთ-ერთი ვერ­სია და "მა­დო­ნა" გა­ი­ტა­ცეს. პო­ლი­ცი­ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის პოვ­ნა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ შეძ­ლო.

"კი­ვი­ლი", რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც ედ­ვარდ მუნკმა 1895 წელს და­ას­რუ­ლა, მო­დერ­ნიზ­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია. ტი­ლო­ზე ადა­მი­ა­ნის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი. ის ხე­ლებს თავ­ზე იჭერს, ხოლო სა­ხე­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა იკი­თხე­ბა. ნა­ხა­ტის ჩარ­ჩო­ზე ავ­ტო­რის ხელ­ნა­წე­რია და­ტა­ნი­ლი. მუნ­კი წერს: "ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გზა გა­ნაგ­რძეს, მე კი მღელ­ვა­რე­ბის­გან აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ფეხს ვერ ვიც­ვლი­დი და შე­ვიგ­რძე­ნი ბუ­ნე­ბის უსას­რუ­ლო კი­ვი­ლი."

ედ­ვარდ მუნ­კის "კი­ვი­ლი", ნიუ-იორ­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­თა მუ­ზე­უმ­ში 2013 წლის 29 აპ­რი­ლამ­დე დარ­ჩე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია itar-tass.com-ის მი­ხედ­ვით.

ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო

ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ერთი ნახატის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ერთადერთ ექსპონატად, ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატი "კივილია" წარმოდგენილი.

ვინაიდან ტილო ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშია (ის წელს აუქციონზე 119,9 მლნ დოლარად გაიყიდა), მუზეუმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება.

ყველაზე გახმაურებული ქურდობა, რომელიც მუნკის ნამუშევრებს უკავშირდება, 2004 წლის 22 აგვისტოს მოხდა. მაშინ მხატვრის მუზუმიდან "კივილის" ერთ-ერთი ვერსია და "მადონა" გაიტაცეს. პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო.

"კივილი", რომელზე მუშაობაც ედვარდ მუნკმა 1895 წელს დაასრულა, მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშია. ტილოზე ადამიანის ფიგურაა გამოსახული. ის ხელებს თავზე იჭერს, ხოლო სახეზე საშინელება იკითხება. ნახატის ჩარჩოზე ავტორის ხელნაწერია დატანილი. მუნკი წერს: "ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი მღელვარებისგან აცახცახებული ფეხს ვერ ვიცვლიდი და შევიგრძენი ბუნების უსასრულო კივილი."

ედვარდ მუნკის "კივილი", ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნებათა მუზეუმში 2013 წლის 29 აპრილამდე დარჩება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს