პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპრესნიუსმა" გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა
"ინტერპრესნიუსმა" გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა "ეი-ი-ეს თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნი #6-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც გურ­ჩი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა უკა­ნო­ნოდ აქვს მის­ჯი­ლი, ამი­ტომ იუს­ტი­ცი­ის ახა­ლი მი­ნის­ტრი­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­გან მისი საქ­მის პირ­ველ რიგ­ში გა­და­ხედ­ვას ითხოვს.

"უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა მაქვს მის­ჯი­ლი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბით. ეს ჩვე­ნე­ბაც ათ­ჯერ არის შეც­ვლი­ლი, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია და თა­ვი­სი არ­სით არის და­უშ­ვე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დნმ-ს პა­სუ­ხი და­მა­ლა, რაც ასე­ვე ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს. სა­სა­მარ­თლომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლის­ტი­კუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რად ჩათ­ვა­ლა და გა­ნა­ჩენ­ში და­წე­რა, რომ ძვა­ლი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით იწე­ლე­ბა და იკუმ­შე­ბა და ამი­ტომ ტყვი­ამ შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს თა­ვის ზო­მა­ზე უფრო ვიწ­რო ჭრი­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გია გვი­ჩი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია ნიკა ლო­მი­ნა­ძის ჭრი­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით "მა­კა­რო­ვის" ტი­პის ია­რა­ღით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა "მა­კა­როვს" ბევ­რად დიდი ჭრი­ლო­ბა უნდა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა ლო­მი­ნა­ძის­თვის, ვიდ­რე მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ამას­თან, რო­გორც გურ­ჩი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ ნიკა ჩე­მი­ას აქვს უტყუ­ა­რი ალი­ბი, რი­თაც ასე­ვე მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა მტკიც­დე­ბა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლომ ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მო­ა­ძე­ვა პრო­ცე­სი­დან და იგი დაც­ვის გა­რე­შე გა­ა­სა­მარ­თლა.

"უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია უკა­ნო­ნოდ ვიმ­ყო­ფე­ბი სა­პყრო­ბი­ლე­ში. არ მგო­ნია ასე­თი დიდი ხნის უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი იმ­ყო­ფე­ბო­დეს ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. იუს­ტი­ცი­ის ახა­ლი მი­ნის­ტრი­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­გან ვი­თხოვ ჩემი საქ­მის პირ­ველ რიგ­ში გა­და­ხედ­ვას", - გა­ნა­ცხა­და გია გვი­ჩი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია. "მე ვარ მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი. და­მა­კა­ვეს იმი­ტომ, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სხვა სა­კი­თხებ­ზე გა­და­ე­ტა­ნათ", - გა­ნა­ცხა­და გია გვი­ჩი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ინტერპრესნიუსმა" გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა

"ინტერპრესნიუსმა" გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა

საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის ფარგლებში "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გია გვიჩიანი #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც გურჩიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მას უვადო პატიმრობა უკანონოდ აქვს მისჯილი, ამიტომ იუსტიციის ახალი მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან მისი საქმის პირველ რიგში გადახედვას ითხოვს.

"უდანაშაულო ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა მაქვს მისჯილი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებით. ეს ჩვენებაც ათჯერ არის შეცვლილი, წინააღმდეგობრივია და თავისი არსით არის დაუშვებელი მტკიცებულება. პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროდან გამოგზავნილი დნმ-ს პასუხი დამალა, რაც ასევე ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებს. სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტები არაკომპეტენტურად ჩათვალა და განაჩენში დაწერა, რომ ძვალი თავისი ბუნებით იწელება და იკუმშება და ამიტომ ტყვიამ შეიძლება დატოვოს თავის ზომაზე უფრო ვიწრო ჭრილობა", - განაცხადა გია გვიჩიანმა.

მისივე განმარტებით, საუბარია ნიკა ლომინაძის ჭრილობაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით "მაკაროვის" ტიპის იარაღით არის მიყენებული, თუმცა "მაკაროვს" ბევრად დიდი ჭრილობა უნდა მიეყენებინა ლომინაძისთვის, ვიდრე მას აღენიშნებოდა. ამასთან, როგორც გურჩიანი აღნიშნავს, უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელ ნიკა ჩემიას აქვს უტყუარი ალიბი, რითაც ასევე მისი უდანაშაულობა მტკიცდება და სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლომ ადვოკატები გამოაძევა პროცესიდან და იგი დაცვის გარეშე გაასამართლა.

"უკვე მეშვიდე წელია უკანონოდ ვიმყოფები საპყრობილეში. არ მგონია ასეთი დიდი ხნის უკანონო პატიმარი იმყოფებოდეს ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემაში. იუსტიციის ახალი მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან ვითხოვ ჩემი საქმის პირველ რიგში გადახედვას", - განაცხადა გია გვიჩიანმა.

მისივე თქმით, ის ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარია. "მე ვარ მერაბიშვილის პირადი პატიმარი. დამაკავეს იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტიდან საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გადაეტანათ", - განაცხადა გია გვიჩიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ