Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ
ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ

ალა პუ­გა­ჩო­ვას 23 წლის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, სა­ხე­ლად მა­რი­ნა, მზა­დაა მომ­ღე­რალს და მის მე­უღ­ლეს, მაქ­სიმ გალ­კინს შვი­ლი გა­უ­ჩი­ნოს და ამის­თვის უკვე გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვას. გო­გო­ნა ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს. თა­ვად მომ­ღე­რა­ლი უარს აცხა­დებს ამ თე­მის გან­ხილ­ვა­ზე.

"განა ასეთ რა­მე­ზე სა­უბ­რო­ბენ? თქვენ­თვის, ახალ­გაზ­რდე­ბით­ვის შე­საძ­ლოა სუ­ლერ­თია, მაგ­რამ მე ასე არ შე­მიძ­ლია. მე არ ვი­სა­უბ­რებ ამ თე­მა­ზე. თქვენ რა დამ­ცი­ნით?" - უპა­სუ­ხა გაბ­რა­ზე­ბულ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვამ НТВ-ს კო­რეს­პონ­დენტს, რო­მელ­მაც მომ­ღე­რალს პო­ტენ­ცი­უ­რი მემ­კვიდ­რის შე­სა­ხებ ჰკი­თხა.

მომ­ღე­რალს მხო­ლოდ ერთი შვი­ლი - მომ­ღე­რა­ლი კრის­ტი­ნა ორ­ბა­კა­ი­ტე ჰყავს. ალა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვის­გან შვი­ლის გა­ჩე­ნას. ალა და ფი­ლი­პი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ცოლ-ქმა­რი. იმას, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლო, პუ­გა­ჩო­ვა ნა­ად­რე­ვად გა­კე­თე­ბულ აბორ­ტს აბ­რა­ლებს.

"ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ისაა, რომ 16 წლის წინ არ გა­ვა­ჩი­ნე ბავ­შვი. თავს ვე­რაფ­რით ვპა­ტი­ობ. ყო­ველ ჯერ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თელს ვან­თებ, რომ მო­მე­ტე­ვოს", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია neva24.ru-ს მი­ხედ­ვით.

ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ

ალა პუგაჩოვას შვილის გაჩენას სთავაზობენ

ალა პუგაჩოვას 23 წლის თაყვანისმცემელი, სახელად მარინა, მზადაა მომღერალს და მის მეუღლეს, მაქსიმ გალკინს შვილი გაუჩინოს და ამისთვის უკვე გადის სამედიცინო გამოკვლევას. გოგონა ამ მომსახურებისთვის მილიონ დოლარს ითხოვს. თავად მომღერალი უარს აცხადებს ამ თემის განხილვაზე.

"განა ასეთ რამეზე საუბრობენ? თქვენთვის, ახალგაზრდებითვის შესაძლოა სულერთია, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. მე არ ვისაუბრებ ამ თემაზე. თქვენ რა დამცინით?" - უპასუხა გაბრაზებულმა ალა პუგაჩოვამ НТВ-ს კორესპონდენტს, რომელმაც მომღერალს პოტენციური მემკვიდრის შესახებ ჰკითხა.

მომღერალს მხოლოდ ერთი შვილი - მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე ჰყავს. ალა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი ყოფილი მეუღლისგან, ფილიპ კირკოროვისგან შვილის გაჩენას. ალა და ფილიპი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ-ქმარი. იმას, რომ შვილის გაჩენა ვეღარ შეძლო, პუგაჩოვა ნაადრევად გაკეთებულ აბორტს აბრალებს.

"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ 16 წლის წინ არ გავაჩინე ბავშვი. თავს ვერაფრით ვპატიობ. ყოველ ჯერზე ეკლესიაში სანთელს ვანთებ, რომ მომეტევოს", - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება