ავღანელ გოგონას დედამთილმა საკუთარი სხეულით ვაჭრობაზე უარის თქმის გამო თავი მოჰკვეთა. პოლიციის განცხადებით, 20 წლის მაჰ გულის სასტიკ მკვლელობაში დედამთილს ბიძაშვილიც დაეხმარა. პროსტიტუციას მას ორივე აიძულებდა, როცა ქმარი სამსახურში იყო. გოგონა წინააღმდეგობის გამო წამებით მოკლეს.
"ავღანეთში ქალებზე ძალადობა და მათი სიკვდილით დასჯა ხშირია. ბოლო ხანებში იმატა ქვეყანაში საკუთარი შვილებით ვაჭრობის შემთხვევებმაც. მშობლები მათ პროსტიტუციით დაკავებას აიძულებენ და ე.წ. ბაჩა ბააზში ყიდიან, სადაც არასრულწლოვან ბიჭუნებს სოციალური და სექსუალური გართობისთვის იყენებენ", - აცხადებს სიუზან ნოსელი, ორგანიზაცია Аmnesty International-ის წარმომადგენელი.
2011 წელს მსოფლიო შეძრა 13 წლის საჰარ გულის მონათხრობმა, რომელიც ავღანელ ჯარისკაცზე გაათხოვეს. გოგონას თქმით, ქმარი მას აუპატიურებდა, სცემდა. ქმრის მშობლები კი თვეობით კეტავდნენ სარდაფში, აწამებდნენ ცეცხლის საჩხრეკით და ფრჩხილებს აძრობდნენ, რადგან საჰარი უარს ამბობდა პროსტიტუციაზე.
2010 წელს კი ბრიტანული გამოცემა Time-ს გარეკანზე ბიბი აეშას სურათი გამოაქვეყნეს, რომელსაც ქმრის სახლიდან გაქცევის მცდელობის გამო, ცხვირი და ყურები მოაჭრეს.
მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით.