ავსტრალიელმა წყვილმა ჯუჯა ხის ჯიში გამოყვანა, რომელსაც რამდენიმე სახის ნაყოფის, მათ შორის ციტრუსების მოსხმა შეუძლია.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ავსტრალიელი ჯეიმსი და კერი ვესტები ხის ჯიშის გამოყვანაზე მუშაობდნენ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახის ხილის ნაყოფს მოისხამდა. ამაზე ფიქრი წყვილმა 1990 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, მეუღლეები გამუდმებით ატარებდნენ სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს.
ბოლოს და ბოლოს, მათ გამოიყვანეს უნივერსალური მცენარე. ხე 4 სახის ხილის ნაყოფს ერთდროულად ისხამს. აღსანიშნავია, რომ ამ მულტიხილის ჯუჯა ხეს ნაყოფის მოცემა ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეუძლია.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.