გიორგი კვირიკაშვილი - პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია

გიორგი კვირიკაშვილი - პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია, - ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ შენობის გასხვისება უკვე მომხდარია.

"სამწუხაროდ, უკვე მოხდა შენობის გასხვისება, თუმცა პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა. ეს იყო შეცდომა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ახალ შენობას, მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ქუთაისი პირადად მისთვის სათაყვანებელი ქალაქია, თუმცა ფიქრობს, რომ პარლამენტის გადატანით ამ ქალაქის განვითარება მხოლოდ ”ხელოვნური ზომებით” ხდება.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტრატეგიული ობიქეტების სია უნდა გადაიხედოს, რადგან არსებობს ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა