მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ დადის ეკო ფანგანი გასართობად
რატომ აღარ დადის ეკო ფანგანი გასართობად

შო­უ­ბიზ­ნეს­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი ეკო ფან­გა­ნი პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ში ვი­ხი­ლეთ, სა­დაც თა­ვის მე­წყვი­ლე რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად "სალ­სა" საკ­მა­ოდ კარ­გად იცეკ­ვა და ჟი­უ­რის ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე წევ­რის გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის შე­ქე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. გარ­და ამ პრო­ექ­ტი­სა, ეკოს მისი ცხოვ­რე­ბის წეს­ზეც ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ­მა შოუმ გარ­კვე­ულ­წი­ლად შეც­ვა­ლა.

- ეკო, ალ­ბათ პრო­ექ­ტმა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" შეც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი...

- კი, დიდი ხა­ნია სა­ღა­მო­ო­ბით აღარ­სად დავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ზე მეტი, მე­გო­ბარ­თან ყა­ვის და­სა­ლე­ვად წა­ვი­დე, აქ­ტი­უ­რად აღარ ვსტუმ­რობ კლუ­ბებს, ამ ეტაპ­ზე ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი დრო­ე­ბით შე­ნელ­და. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფალ დროს და­ვის­ვე­ნო, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში ვიყო, მაგ­რამ ადრე მა­ინც არ და­ვი­ძი­ნო, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში სახ­ლში ყოფ­ნით მა­ინც ვის­ვე­ნებ.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა გიყ­ვარს, აქამ­დე ალ­ბათ გვი­ან იძი­ნებ­დი და გვი­ან­ვე იღ­ვი­ძებ­დი, დღეს­დღე­ო­ბით რო­დის იწყე­ბა შენი დილა?

- მარ­თა­ლია, ძი­რი­თა­დად გვი­ან ვი­ძი­ნებ, მაგ­რამ გვი­ან არ ვიღ­ვი­ძებ, რად­გან მაქვს სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც დი­ლა­ო­ბით მი­წევს მის­ვლა. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, მეც მქო­ნია ისე­თი პე­რი­ო­დი, თუნ­დაც ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, როცა გრა­ფი­კი დამ­რღვე­ვია, და­მი­ძი­ნია გამ­თე­ნი­ი­სას და შუ­ა­დღე­ზე გა­მიღ­ვი­ძია. ასეთ დროს თავს ცუ­დად ვგრძნობ, რად­გან გვი­ან გაღ­ვი­ძე­ბა ცუ­დია, ადრე გაღ­ვი­ძე­ბა მი­ჭირს, მაგ­რამ ძა­ლი­ან გვი­ან გაღ­ვი­ძე­ბას მა­ინც მირ­ჩევ­ნია.

- დი­ლას სა­უზ­მით იწყებ?

- კი, ჩემს სახ­ლში მა­ცი­ვა­რი ყო­ველ­თვის საჭ­მე­ლე­ბი­თაა სავ­სე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს დედა თით­ქმის ყო­ველ­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­უზ­მეს მახ­ვედ­რებს. თუ ისე მოხ­და, რომ დი­ლის საკ­ვე­ბი არ დამ­ხვდა, კა­რა­ქი­ან პურს მა­ინც ვჭამ და მერე ყა­ვას მი­ვირ­თმევ, ვგიჟ­დე­ბი კა­რა­ქი­ან პურ­ზე, ისე მიყ­ვარს, რომ სა­დი­ლის მე­რეც კი ვჭამ ხოლ­მე (იღი­მე­ბა).

- რო­გორც გვი­თხა­რი, დედა სა­დი­ლე­ბით გა­ნე­ბივრ­ებს, შენ თუ გე­ხერ­ხე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი?

- არც ისე პა­ტა­რა ვარ, რომ ასე მა­ნე­ბივ­რებ­დეს, მაგ­რამ მე ასე­თი დედა მყავს, ყვე­ლას გვა­ნე­ბივ­რებს, ხან­და­ხან ამის მრცხვე­ნია კი­დეც (იღი­მე­ბა). რაც შე­მე­ხე­ბა მე, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ვიცი, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს ჩემი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და ამი­ტომ არ ვა­კე­თებ. როცა მარ­ტო ვარ, მში­ე­რი ნამ­დვი­ლად არ დავ­რჩე­ბი. თა­ნაც, სახ­ლში თით­ქმის არ ვარ და რო­დის უნდა მო­ვამ­ზა­დო კერ­ძე­ბი?! შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღე ვჭა­მო კა­ფე­ში, მაგ­რამ არ მიყ­ვარს ისე­თი სახ­ლე­ბი, სა­დაც საჭ­მე­ლი არ კეთ­დე­ბა, ასე­თი ოჯა­ხი ოჯახს არ ჰგავს. მე ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი და გემ­რი­ე­ლი ოჯა­ხი მაქვს, არ მეს­მის ისე­თი ოჯა­ხე­ბის, ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ისიც კი რომ არ იცი­ან, იმ მო­მენ­ტში ოჯა­ხის რო­მე­ლი წევ­რია სახ­ლში და რო­მე­ლი არა. მე ჩემს ოჯახ­ში მო­ვი­აზ­რებ დე­ი­და­ჩემს, მა­მი­და­ჩემს, მათ შვი­ლებს, კვი­რა­ში ორ­ჯერ შეკ­რე­ბა ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­აა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თმა­ნე­თით ვარ­სე­ბობთ. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ის ხალ­ხი, ვინც ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის გემო და ფასი არ იცის.

- შენ და სარ­კე... დიდი დრო გჭირ­დე­ბა მო­სამ­ზა­დებ­ლად?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ცოტა დრო არ მჭირ­დე­ბა, რად­გან ვერ ვი­ტან მო­უ­წეს­რი­გებ­ლად სი­ა­რულს, არას­დროს გა­ვალ სახ­ლი­დან ისე, რომ ფორ­მა­ში არ ვიყო. ყვე­ლა ქალ­მა 10-15 წუთი მა­ინც უნდა და­უთ­მოს სა­კუ­თარ თავს და გა­ლა­მაზ­დეს, რო­გორც მო­ა­ხერ­ხებს და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა. პი­რა­დად მე სა­ხეს ვი­ბან რო­გორც სა­ღა­მოს, ასე­ვე დი­ლას, რად­გან ასე მირ­ჩია ჩემ­მა კოს­მე­ტო­ლოგ­მა, ამის შემ­დეგ ვის­ვამ ნელ­სა­ცხლებ­ლებს და ვი­კე­თებ მსუ­ბუქ მა­კი­აჟს. ტუშს ყო­ველ­თვის ვხმა­რობ. წამ­წა­მე­ბი და წარ­ბე­ბი ძა­ლი­ან ღია ფე­რის მაქვს, ამი­ტომ ორი­ვეს ვი­მუ­ქებ. სა­ღა­მოს მა­კი­ა­ჟის­თვის უფრო დიდი დრო მჭირ­დე­ბა. რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რის­თვის ან გა­და­ცე­მის­თვი­საც კი მა­კი­აჟ­საც და ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც ძი­რი­თა­დად მე ვი­კე­თებ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­წავ­ლე რა­ღა­ცე­ბი და მირ­ჩევ­ნია თვი­თონ გა­ვი­კე­თო.

- მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ხარ, რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობ..

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სახ­ლში რე­მონ­ტი მაქვს, აგა­რაკ­ზე ვარ გამ­წე­სე­ბუ­ლი, მიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა.

- სად გაქვს აგა­რა­კი?

- ამ და­სახ­ლე­ბას პირ­და­პირ აგა­რა­კი ჰქვია, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ასე ჰქვია. ერთი ამე­რი­კე­ლი ცხოვ­რობს აქ, იმ დღეს შევ­ხვდი და მი­თხრა, ტაქ­სის მძღო­ლებს ასე ვე­უბ­ნე­ბი - "აგა­რაკ­ზე აგა­რაკ­ში წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი". თბი­ლის­ში სამ­სა­ხუ­რი სახ­ლთან ახ­ლოს მაქვს, ახლა კი ცოტა უფრო ადრე მი­წევს ად­გო­მაც და ში­ნი­დან გას­ვლაც, რომ თა­ვის დრო­ზე ვიყო სამ­სა­ხურ­ში. თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ მა­საჟ­ზე, ცოტა პრობ­ლე­მუ­რი ხერ­ხე­მა­ლი მაქვს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­ტვირ­თვა, მა­სა­ჟის შემ­დეგ კი ოფის­ში მივ­დი­ვარ. ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რის გან­ხრით. სამ­სა­ხურ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვა­ტა­რებ და მერე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გავ­რბი­ვარ.

- შო­უ­ში შენი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­ვდი, თუ თვი­თონ შე­მოგ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა, ზა­ფხულ­ში და­მი­რე­კა ალი­ნა არ­ვე­ლა­ძემ და მკი­თხა, თუ გინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. თა­ვი­დან ძა­ლი­ან შევცბი, ად­ვი­ლი არ არის ჩა­ერ­თო ასეთ კონ­კურ­სში, როცა არა­სო­დეს გივ­ლია ცეკ­ვა­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, შე­მე­შინ­და და მა­შინ­ვე ვერ დავ­თან­ხმდი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ შოუს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და ქვეც­ნო­ბი­ე­რად შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მო­უნ­და იმ სცე­ნა­ზე ცეკ­ვა. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც დავ­თან­ხმდი და დღეს უკვე ამ შოუს მო­ნა­წი­ლე ვარ.

- გა­გი­ჭირ­და თუ ად­ვი­ლად აუღე ალღო სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს?

- გა­მი­ჭირ­და, რად­გან "სალ­სას" ცეკ­ვის დროს მთე­ლი სხე­უ­ლით რვი­ა­ნე­ბი უნდა ხაზო, ფე­ხე­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი აქვს ამ ცეკ­ვას და ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მე კუნ­თე­ბი არ მტკი­ვა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სპორ­ტუ­ლი სხე­უ­ლი მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­დროს მი­ვარ­ჯი­შია, ალ­ბათ ღმერ­თმა და­მა­ჯილ­დო­ვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კუნ­თე­ბით, ეს პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს, მაგ­რამ მტკი­ვა ძვლე­ბი, ვამ­ბობ, ეტყო­ბა ძვლე­ბის ფორ­მას ვიც­ვლი-მეთ­ქი. როცა რამე არ გა­მომ­დი­ო­და, ვი­დე­ქი და ერთი და იმა­ვე მოძ­რა­ო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ვი­მე­ო­რებ­დი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩემი ძვლე­ბის ხმე­ბი მეს­მო­და.

- მე­წყვი­ლეს, რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძეს, რო­გორ შე­ე­წყვე?

- კარ­გად, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. ცოტა ახალ­გაზ­რდუ­ლი სი­ფი­ცხე ახა­სი­ა­თებს, მეც არ ვარ დამთმო­ბი, ამ სა­კი­თხში ჩემს სვა­ნო­ბას ვამ­ჟღავ­ნებ და ხან­და­ხან რქე­ბით ვაწ­ვე­ბით ერ­თმა­ნეთს. რა­ღაც რომ არ გა­მომ­დის, ვბრაზ­დე­ბი და მერე უკვე პარტნი­ორ­თან შე­ტე­ვა­ზე გა­დავ­დი­ვარ, მაგ­რამ ეს წუ­თი­ე­რია და სე­რი­ო­ზუ­ლი სახე არ ეძ­ლე­ვა, ალ­ბათ სხვე­ბიც ასე არი­ან, ეს ახა­ლი არაა.

- შენს შეყ­ვა­რე­ბულს, ბექა ჩხა­ი­ძეს რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, როცა გა­ი­გო, რომ ამ შო­უ­ში მი­ი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ვნა­ხეთ, რო­გორ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ლო­ჟი­დან...

- გა­და­სა­რე­ვად შეხ­ვდა ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ არის ისე­თი ტიპი, რომ მსგავ­სი რამ და­მი­შა­ლოს. თვი­თო­ნაც შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ობს და პრობ­ლე­მა არ აქვს, ასეთ დროს ყო­ველ­თვის გვერ­დში ვუდ­გე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- რჩე­ვებს და შე­ნიშ­ვნებს თუ გაძ­ლევს?

- ბექა ვერ მომ­ცემს ვე­რა­ნა­ირ შე­ნიშ­ვნას, რად­გან ამ სა­კი­თხში არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. პირ­ვე­ლი ცეკ­ვა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მერე ყვე­ლამ უთხრა, მარ­თლა კარ­გი იყოო და უფრო ესი­ა­მოვ­ნა.

- თუ გა­იც­ნო შენი მე­წყვი­ლე? სა­ერ­თო­დაც, თუ უყ­ვარს იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, ვის­თა­ნაც შენ კონ­ტაქ­ტობ?

- სა­ერ­თოდ უყ­ვარს, მაგ­რამ რე­ზი­კოს ჯერ არ იც­ნობს, ასე გა­მო­ვი­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მირ­ჩევ­ნია ბექა რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე არ მო­ვი­დეს, რა უნდა აკე­თოს იქ?!

- ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- რე­ზო­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობს. სა­ერ­თოდ, ბექა უფრო ბუნ­ჩუ­ლა ჩანს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის, მაგ­რამ ამ ბიჭ­ზე ნამ­დვი­ლად არ უეჭ­ვი­ა­ნია.

- ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ და თუ გრჩე­ბა დრო ბე­ქას სა­ნა­ხა­ვად?

- იმ­დე­ნი დრო აღარ მრჩე­ბა, მაგ­რამ ცოტა ხნით მა­ინც ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე.

- ამის გამო პრო­ტესტს ხომ არ გა­მოთ­ქვამს?

- არა, პა­ტა­რა ბავ­შვი ხომ არ არის? იცის, რომ არ მცა­ლია. შე­იძ­ლე­ბა კი­ნო­ში წა­ვი­დეთ, მე­გო­ბარს ვეს­ტუმ­როთ, მაგ­რამ დი­ლამ­დე სა­ქე­ი­ფოდ ვე­ღარ დავ­ყვე­ბი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მომ­ბეზ­რდა. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გარ­თო­ბა და დროს­ტა­რე­ბა საქ­მე­ში გა­დამ­დი­ო­და, ესაა ჩემი საქ­მე, მაგ­რამ მომ­ბეზ­რდა.

- რო­გორც ზე­მოთ გვი­თხა­რი, სახ­ლში რე­მონ­ტი გაქვს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ის ოთა­ხი, სა­დაც დაღ­ლი­ლი მიხ­ვალ და ყვე­ლაფ­რის­გან დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლებ?

- ოთა­ხი, რო­მე­ლიც აგა­რაკ­ზე მაქვს, ისე­თია, რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ. პი­რა­დი ორო­თა­ხი­ა­ნია, ჩემი სა­ძი­ნებ­ლი­დან გავ­დი­ვარ სა­სა­დი­ლო ოთახ­ში, იქვე მაქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი, კომ­პი­უ­ტე­რი, რო­მელ­საც მის­ვლის­თა­ნა­ვე ვრთავ, XXI სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნი ვარ ტექ­ნი­კას­თან მი­მარ­თე­ბით. მარ­თა­ლია, ტე­ლე­ფონ­ში მაქვს ინ­ტერ­ნე­ტი, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტე­რი და ტე­ლე­ვი­ზო­რი მა­ინც სხვაა, ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა ვფლობ­დე და საქ­მის კურ­სში ვიყო.

- წიგ­ნებ­სა და პრე­სას რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რომ გი­თხრათ, ამ­ჟა­მად დიდი ად­გი­ლი უკა­ვია-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ სა­ერ­თოდ მიყ­ვარს წიგ­ნე­ბის კი­თხვა და ვცდი­ლობ, ბევ­რი ვი­კი­თხო. ამას ძი­რი­თა­დად მა­შინ ვა­ხერ­ხებ, როცა ვმოგ­ზა­უ­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლებს, მი­მაჩ­ნია, რომ ისი­ნი და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი უფ­როა, ვიდ­რე წა­სა­კი­თხი, თუ რამე სა­ინ­ტე­რე­სოს გა­და­ვა­წყდე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ვეც­ნო­ბი. ხში­რად ყვი­თელ პრე­სა­საც ვეც­ნო­ბი, ზოგ­ჯერ მა­ინ­ტე­რე­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჭო­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ.

- რად­გან აგა­რა­კი­დან გი­წევს სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, ალ­ბათ მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბი, რო­გო­რი მძღო­ლი ხარ? გიყ­ვარს მან­ქა­ნის მოვ­ლა?

- მან­ქა­ნის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ ახლა ისე­თი ჭუ­ჭყი­ა­ნია, მგო­ნი, ორი თვის გა­სა­რე­ცხია. ისე კი, მან­ქა­ნას ვუვ­ლი შიგ­ნი­დან და არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად, კარ­გად ვერ­კვე­ვი ნა­წი­ლებ­ში, ერთხელ ისე­თი რა­ღაც გა­მი­ფუჭ­და, სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში და სერ­ვის­ცენ­ტრში ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს. ბო­ლოს მე ვუ­თხა­რი, ეს ნა­წი­ლი ექ­ნე­ბა დამ­წვა­რი-მეთ­ქი, მარ­თა­ლი გა­მოვ­დე­ქი და ფუ­ლიც არ გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. მარ­თვის დროს თავი მაქვს ხოლ­მე გა­რეთ გა­და­ყო­ფი­ლი, მან­ქა­ნის ხმებს ვუს­მენ, მგო­ნი, ცოტა მა­ნი­ა­კი გავ­ხდი ამ ამ­ბავ­ში, თან სწრა­ფად სი­ა­რუ­ლიც მიყ­ვარს. თა­მა­მად ვა­ცხა­დებ, რომ პატ­რულს მე ვკვე­ბავ ჯა­რი­მე­ბით, ხში­რად მა­ვი­წყდე­ბა გა­დახ­და და მერე სა­უ­რა­ვებ­საც ვიხ­დი. ჩვენ­თან ძა­ლი­ან ცუდი მოძ­რა­ო­ბაა, პი­რა­დად მე მირ­ჩევ­ნია ვიყო კარ­გი მძღო­ლი და ხან­და­ხან და­ვარ­ღვიო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, რის­თვი­საც ვის­ჯე­ბი კი­დეც, ვიდ­რე ვიყო ცუდი მძღო­ლი და სხვა­საც საფრ­თხე შე­ვუქ­მნა.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ აღარ დადის ეკო ფანგანი გასართობად

რატომ აღარ დადის ეკო ფანგანი გასართობად

შოუბიზნესში კარგად ცნობილი მოდელი და პიარტექნოლოგი ეკო ფანგანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვალვების" მეორე სეზონში ვიხილეთ, სადაც თავის მეწყვილე რეზიკო რობაქიძესთან ერთად "სალსა" საკმაოდ კარგად იცეკვა და ჟიურის ყველაზე მრისხანე წევრის გოჩა ჩერტკოევის შექებაც დაიმსახურა. გარდა ამ პროექტისა, ეკოს მისი ცხოვრების წესზეც ვესაუბრეთ, რომელიც ზემოთ ხსენებულმა შოუმ გარკვეულწილად შეცვალა.

- ეკო, ალბათ პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" შეცვალა შენი ცხოვრების რიტმი...

- კი, დიდი ხანია საღამოობით აღარსად დავდივარ, ყველაზე მეტი, მეგობართან ყავის დასალევად წავიდე, აქტიურად აღარ ვსტუმრობ კლუბებს, ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების რიტმი დროებით შენელდა. ვცდილობ, თავისუფალ დროს დავისვენო, შეიძლება სახლში ვიყო, მაგრამ ადრე მაინც არ დავიძინო, თუმცა საბოლოო ჯამში სახლში ყოფნით მაინც ვისვენებ.

- იქიდან გამომდინარე, რომ კლუბური ცხოვრება გიყვარს, აქამდე ალბათ გვიან იძინებდი და გვიანვე იღვიძებდი, დღესდღეობით როდის იწყება შენი დილა?

- მართალია, ძირითადად გვიან ვიძინებ, მაგრამ გვიან არ ვიღვიძებ, რადგან მაქვს სამსახური, სადაც დილაობით მიწევს მისვლა. თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია ისეთი პერიოდი, თუნდაც ახალი წლის დღეებში, როცა გრაფიკი დამრღვევია, დამიძინია გამთენიისას და შუადღეზე გამიღვიძია. ასეთ დროს თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან გვიან გაღვიძება ცუდია, ადრე გაღვიძება მიჭირს, მაგრამ ძალიან გვიან გაღვიძებას მაინც მირჩევნია.

- დილას საუზმით იწყებ?

- კი, ჩემს სახლში მაცივარი ყოველთვის საჭმელებითაა სავსე, აქედან გამომდინარე, ახალგაღვიძებულს დედა თითქმის ყოველთვის მრავალფეროვან საუზმეს მახვედრებს. თუ ისე მოხდა, რომ დილის საკვები არ დამხვდა, კარაქიან პურს მაინც ვჭამ და მერე ყავას მივირთმევ, ვგიჟდები კარაქიან პურზე, ისე მიყვარს, რომ სადილის მერეც კი ვჭამ ხოლმე (იღიმება).

- როგორც გვითხარი, დედა სადილებით განებივრ­ებს, შენ თუ გეხერხება სამზარეულოში ტრიალი?

- არც ისე პატარა ვარ, რომ ასე მანებივრებდეს, მაგრამ მე ასეთი დედა მყავს, ყველას გვანებივრებს, ხანდახან ამის მრცხვენია კიდეც (იღიმება). რაც შემეხება მე, ყველაფრის გაკეთება ვიცი, მაგრამ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩემი სამზარეულოში ტრიალი და ამიტომ არ ვაკეთებ. როცა მარტო ვარ, მშიერი ნამდვილად არ დავრჩები. თანაც, სახლში თითქმის არ ვარ და როდის უნდა მოვამზადო კერძები?! შეიძლება ყოველდღე ვჭამო კაფეში, მაგრამ არ მიყვარს ისეთი სახლები, სადაც საჭმელი არ კეთდება, ასეთი ოჯახი ოჯახს არ ჰგავს. მე ძალიან შეკრული და გემრიელი ოჯახი მაქვს, არ მესმის ისეთი ოჯახების, ერთმანეთის შესახებ ისიც კი რომ არ იციან, იმ მომენტში ოჯახის რომელი წევრია სახლში და რომელი არა. მე ჩემს ოჯახში მოვიაზრებ დეიდაჩემს, მამიდაჩემს, მათ შვილებს, კვირაში ორჯერ შეკრება ჩვენი ტრადიციაა, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთით ვარსებობთ. ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვინც ასეთი ურთიერთობის გემო და ფასი არ იცის.

- შენ და სარკე... დიდი დრო გჭირდება მოსამზადებლად?

- სიმართლე გითხრათ, მოსაწესრიგებლად ცოტა დრო არ მჭირდება, რადგან ვერ ვიტან მოუწესრიგებლად სიარულს, არასდროს გავალ სახლიდან ისე, რომ ფორმაში არ ვიყო. ყველა ქალმა 10-15 წუთი მაინც უნდა დაუთმოს საკუთარ თავს და გალამაზდეს, როგორც მოახერხებს და რისი საშუალებაც ექნება. პირადად მე სახეს ვიბან როგორც საღამოს, ასევე დილას, რადგან ასე მირჩია ჩემმა კოსმეტოლოგმა, ამის შემდეგ ვისვამ ნელსაცხლებლებს და ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. ტუშს ყოველთვის ვხმარობ. წამწამები და წარბები ძალიან ღია ფერის მაქვს, ამიტომ ორივეს ვიმუქებ. საღამოს მაკიაჟისთვის უფრო დიდი დრო მჭირდება. რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ან გადაცემისთვისაც კი მაკიაჟსაც და ვარცხნილობასაც ძირითადად მე ვიკეთებ, ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე რაღაცები და მირჩევნია თვითონ გავიკეთო.

- მომზადების შემდეგ სამსახურში მიდიხარ, როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილას მუშაობ..

- იქიდან გამომდინარე, რომ სახლში რემონტი მაქვს, აგარაკზე ვარ გამწესებული, მიყვარს აქაურობა.

- სად გაქვს აგარაკი?

- ამ დასახლებას პირდაპირ აგარაკი ჰქვია, შეიძლება ძალიან სასაცილოა, მაგრამ ასე ჰქვია. ერთი ამერიკელი ცხოვრობს აქ, იმ დღეს შევხვდი და მითხრა, ტაქსის მძღოლებს ასე ვეუბნები - "აგარაკზე აგარაკში წამიყვანეთ-მეთქი". თბილისში სამსახური სახლთან ახლოს მაქვს, ახლა კი ცოტა უფრო ადრე მიწევს ადგომაც და შინიდან გასვლაც, რომ თავის დროზე ვიყო სამსახურში. თუმცა სამსახურამდე აუცილებლად მივდივარ მასაჟზე, ცოტა პრობლემური ხერხემალი მაქვს და აუცილებელია განტვირთვა, მასაჟის შემდეგ კი ოფისში მივდივარ. ვმუშაობ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში პიარის განხრით. სამსახურში რამდენიმე საათს ვატარებ და მერე რეპეტიციებზე გავრბივარ.

- შოუში შენი ინიციატივით მოხვდი, თუ თვითონ შემოგთავაზეს მონაწილეობა?

- ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, ზაფხულში დამირეკა ალინა არველაძემ და მკითხა, თუ გინდა მონაწილეობაო. თავიდან ძალიან შევცბი, ადვილი არ არის ჩაერთო ასეთ კონკურსში, როცა არასოდეს გივლია ცეკვაზე. სიმართლე გითხრათ, შემეშინდა და მაშინვე ვერ დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შოუს პირველი სეზონი ძალიან წარმატებული იყო და ქვეცნობიერად შეიძლება ყველას მოუნდა იმ სცენაზე ცეკვა. საბოლოოდ მაინც დავთანხმდი და დღეს უკვე ამ შოუს მონაწილე ვარ.

- გაგიჭირდა თუ ადვილად აუღე ალღო სამეჯლისო ცეკვებს?

- გამიჭირდა, რადგან "სალსას" ცეკვის დროს მთელი სხეულით რვიანები უნდა ხაზო, ფეხების საკმაოდ რთული მოძრაობები აქვს ამ ცეკვას და ადვილი ნამდვილად არ იყო. სხვებისგან განსხვავებით მე კუნთები არ მტკივა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სპორტული სხეული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მივარჯიშია, ალბათ ღმერთმა დამაჯილდოვა განვითარებული კუნთებით, ეს პრობლემა არ მაწუხებს, მაგრამ მტკივა ძვლები, ვამბობ, ეტყობა ძვლების ფორმას ვიცვლი-მეთქი. როცა რამე არ გამომდიოდა, ვიდექი და ერთი და იმავე მოძრაობას ძალიან ბევრჯერ ვიმეორებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ძვლების ხმები მესმოდა.

- მეწყვილეს, რეზიკო რობაქიძეს, როგორ შეეწყვე?

- კარგად, ძალიან საყვარელი ბიჭია. ცოტა ახალგაზრდული სიფიცხე ახასიათებს, მეც არ ვარ დამთმობი, ამ საკითხში ჩემს სვანობას ვამჟღავნებ და ხანდახან რქებით ვაწვებით ერთმანეთს. რაღაც რომ არ გამომდის, ვბრაზდები და მერე უკვე პარტნიორთან შეტევაზე გადავდივარ, მაგრამ ეს წუთიერია და სერიოზული სახე არ ეძლევა, ალბათ სხვებიც ასე არიან, ეს ახალი არაა.

- შენს შეყვარებულს, ბექა ჩხაიძეს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ამ შოუში მიიღებდი მონაწილეობას... პირველ კონცერტზე ვნახეთ, როგორ გგულშემატკივრობდა ლოჟიდან...

- გადასარევად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას, არ არის ისეთი ტიპი, რომ მსგავსი რამ დამიშალოს. თვითონაც შოუბიზნესში მოღვაწეობს და პრობლემა არ აქვს, ასეთ დროს ყოველთვის გვერდში ვუდგებით ერთმანეთს.

- რჩევებს და შენიშვნებს თუ გაძლევს?

- ბექა ვერ მომცემს ვერანაირ შენიშვნას, რადგან ამ საკითხში არაკომპეტენტურია. პირველი ცეკვა ძალიან მოეწონა, მერე ყველამ უთხრა, მართლა კარგი იყოო და უფრო ესიამოვნა.

- თუ გაიცნო შენი მეწყვილე? საერთოდაც, თუ უყვარს იმ საზოგადოების, ადამიანების გაცნობა, ვისთანაც შენ კონტაქტობ?

- საერთოდ უყვარს, მაგრამ რეზიკოს ჯერ არ იცნობს, ასე გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ბექა რეპეტიციებზე არ მოვიდეს, რა უნდა აკეთოს იქ?!

- ხომ არ ეჭვიანობს?

- რეზოზე არ ეჭვიანობს. საერთოდ, ბექა უფრო ბუნჩულა ჩანს, ვიდრე რეალურად არის, მაგრამ ამ ბიჭზე ნამდვილად არ უეჭვიანია.

- ძალიან დაკავებული ხარ და თუ გრჩება დრო ბექას სანახავად?

- იმდენი დრო აღარ მრჩება, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ვნახულობ ხოლმე.

- ამის გამო პროტესტს ხომ არ გამოთქვამს?

- არა, პატარა ბავშვი ხომ არ არის? იცის, რომ არ მცალია. შეიძლება კინოში წავიდეთ, მეგობარს ვესტუმროთ, მაგრამ დილამდე საქეიფოდ ვეღარ დავყვები, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა. მთელი ჩემი ცხოვრება გართობა და დროსტარება საქმეში გადამდიოდა, ესაა ჩემი საქმე, მაგრამ მომბეზრდა.

- როგორც ზემოთ გვითხარი, სახლში რემონტი გაქვს, როგორი იქნება ის ოთახი, სადაც დაღლილი მიხვალ და ყველაფრისგან დასვენებას შეძლებ?

- ოთახი, რომელიც აგარაკზე მაქვს, ისეთია, როგორზეც ვოცნებობ. პირადი ოროთახიანია, ჩემი საძინებლიდან გავდივარ სასადილო ოთახში, იქვე მაქვს ტელევიზორი, კომპიუტერი, რომელსაც მისვლისთანავე ვრთავ, XXI საუკუნის ადამიანი ვარ ტექნიკასთან მიმართებით. მართალია, ტელეფონში მაქვს ინტერნეტი, მაგრამ კომპიუტერი და ტელევიზორი მაინც სხვაა, ყველანაირ ინფორმაციას უნდა ვფლობდე და საქმის კურსში ვიყო.

- წიგნებსა და პრესას რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

- რომ გითხრათ, ამჟამად დიდი ადგილი უკავია-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ საერთოდ მიყვარს წიგნების კითხვა და ვცდილობ, ბევრი ვიკითხო. ამას ძირითადად მაშინ ვახერხებ, როცა ვმოგზაურობ. რაც შეეხება ჟურნალებს, მიმაჩნია, რომ ისინი დასათვალიერებელი უფროა, ვიდრე წასაკითხი, თუ რამე საინტერესოს გადავაწყდები, აუცილებლად ვეცნობი. ხშირად ყვითელ პრესასაც ვეცნობი, ზოგჯერ მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ჭორების მოყვარული არ ვარ.

- რადგან აგარაკიდან გიწევს სამსახურში სიარული, ალბათ მანქანით გადაადგილდები, როგორი მძღოლი ხარ? გიყვარს მანქანის მოვლა?

- მანქანის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ახლა ისეთი ჭუჭყიანია, მგონი, ორი თვის გასარეცხია. ისე კი, მანქანას ვუვლი შიგნიდან და არა მხოლოდ ვიზუალურად, კარგად ვერკვევი ნაწილებში, ერთხელ ისეთი რაღაც გამიფუჭდა, სახელოსნოებში და სერვისცენტრში ვერაფერი გაუგეს. ბოლოს მე ვუთხარი, ეს ნაწილი ექნება დამწვარი-მეთქი, მართალი გამოვდექი და ფულიც არ გადამახდევინეს. მართვის დროს თავი მაქვს ხოლმე გარეთ გადაყოფილი, მანქანის ხმებს ვუსმენ, მგონი, ცოტა მანიაკი გავხდი ამ ამბავში, თან სწრაფად სიარულიც მიყვარს. თამამად ვაცხადებ, რომ პატრულს მე ვკვებავ ჯარიმებით, ხშირად მავიწყდება გადახდა და მერე საურავებსაც ვიხდი. ჩვენთან ძალიან ცუდი მოძრაობაა, პირადად მე მირჩევნია ვიყო კარგი მძღოლი და ხანდახან დავარღვიო მოძრაობის წესები, რისთვისაც ვისჯები კიდეც, ვიდრე ვიყო ცუდი მძღოლი და სხვასაც საფრთხე შევუქმნა.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება