მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ
შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ

შვი­დი წლის ბრი­ტა­ნე­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე ალმა დო­ი­ჩე­რი ოპე­რას წერს და ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ვი­ო­ლი­ნო­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად უკ­რავს. ის იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე უკ­რავს, რომ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ალ­მას მო­ცარტს ადა­რე­ბენ.

გო­გო­ნას YouTube-ზე სა­კუ­თა­რი არხი აქვს და მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ტელე და რა­დიო წამ­ყვა­ნი, მწე­რა­ლი სტი­ვენ ფრა­ია, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ში კარ­გად ერ­კვე­ვა. სწო­რედ მან უწო­და Twitter-ში გო­გო­ნას "ახა­ლი მო­ცარ­ტი".

ალმა დო­ჩე­რი მეც­ნი­ე­რის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი მამა მოყ­ვა­რუ­ლი ფლე­ი­ტის­ტია. სამი წლის რომ გახ­და, ალ­მას ვი­ო­ლი­ნო აჩუ­ქეს და უკვე ერთი წლის შემ­დეგ გო­გო­ნა ჰენ­დე­ლის სო­ნა­ტებს უკ­რავ­და.

გარ­და იმი­სა, რომ დო­ი­ჩე­რი ვუნ­დერ­კინ­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, იგი კომ­პო­ზი­ტო­რი­ცაა. წელს გო­გო­ნამ ელი­ზა­ბეტ ედ­ლინგტო­ნის ლექ­სებ­ზე მოკ­ლე ოპე­რა "სიზ­მრე­ბის გამ­წმენ­დი" და­წე­რა.

გო­გო­ნას YouTube-ის არხს, სა­დაც მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი და სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იდე­ბა, უკვე 85 000 მნახ­ვე­ლი და 300 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

"მინ­და, ადა­მი­ა­ნებ­მა იცოდ­ნენ, თუ რო­გორ ვუკ­რავ. რომ გა­ვიზ­რდე­ბი, მინ­და მო­ცარ­ტი­ვით მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შევ­ქმნა",-ამ­ბობს ალმა.

გო­გო­ნას მამა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს. "მხო­ლოდ მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს", - ამ­ბობს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად.

ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტმა მუ­სი­კის შექ­მნა ხუთი წლი­სამ და­ი­წყო. 35 წლის მან­ძილ­ზე კომ­პო­ზი­ტორ­მა 600 ნა­წარ­მო­ებ­ზე მეტი და­წე­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ

შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ

შვიდი წლის ბრიტანელი სკოლის მოსწავლე ალმა დოიჩერი ოპერას წერს და ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე შესანიშნავად უკრავს. ის იმდენად პროფესიონალურ დონეზე უკრავს, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარულები ალმას მოცარტს ადარებენ.

გოგონას YouTube-ზე საკუთარი არხი აქვს და მის თაყვანისმცემლებს შორის ცნობილი მსახიობი, ტელე და რადიო წამყვანი, მწერალი სტივენ ფრაია, რომელიც მუსიკაში კარგად ერკვევა. სწორედ მან უწოდა Twitter-ში გოგონას "ახალი მოცარტი".

ალმა დოჩერი მეცნიერის ქალიშვილია. მისი მამა მოყვარული ფლეიტისტია. სამი წლის რომ გახდა, ალმას ვიოლინო აჩუქეს და უკვე ერთი წლის შემდეგ გოგონა ჰენდელის სონატებს უკრავდა.

გარდა იმისა, რომ დოიჩერი  ვუნდერკინდი შემსრულებელია, იგი კომპოზიტორიცაა. წელს  გოგონამ ელიზაბეტ ედლინგტონის ლექსებზე მოკლე ოპერა "სიზმრების გამწმენდი" დაწერა.

გოგონას YouTube-ის არხს, სადაც მისი შესრულებული კლასიკური და საკუთარი ნაწარმოებები იდება, უკვე 85 000 მნახველი და 300 გამომწერი ჰყავს.

"მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, თუ როგორ ვუკრავ. რომ გავიზრდები, მინდა მოცარტივით მუსიკალური ნაწარმოებები შევქმნა",-ამბობს ალმა.

გოგონას მამა პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს. "მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს", - ამბობს მოკრძალებულად.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა მუსიკის შექმნა ხუთი წლისამ დაიწყო. 35 წლის მანძილზე კომპოზიტორმა 600 ნაწარმოებზე მეტი დაწერა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს