ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ "იმედს" ტოვებს. ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ არხის დატოვება მისი მორალური ვალდებულებაა. მან არხის თანამშრომლებს და მაყურებლებს თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა.
თუმცა ნანუკამ არხზე მუშაობა მაშინ შეწყვიტა, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" სიანფორმაციო ფორმატზე გადავიდა და თითქმის ყველა გასართობი შოუ, მათ შორის "ნანუკას შოუც" დახურეს.
ტელეწამყვანმა მაშინაც გამოაქვეყნა თითქმის იგივე შინაარსის სტატუსი, რომელშიც მადლობა გადაუხადა მაყურებელს და გადაცემის დახურვა ამცნო. მაგრამ ნანუკას მაშინ იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, იგი ბიზნესმენებს "ნანუკას შოუს" გადარჩენას მოუწოდებდა.