მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება
95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება

95 წლის ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი კირკ დუ­გ­ლა­სი აცხა­დებს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბაა.

"95 წლის ვარ და ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა ის­წავ­ლეთ ცხოვ­რე­ბის­გან? დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ მა­შინ ხარ ადა­მი­ა­ნი, თუკი სხვი­სი დახ­მა­რე­ბა შე­გიძ­ლია. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია The Douglas Foundation-ია, რო­მელ­მაც ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში უამ­რა­ვი წელი და 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. რო­დე­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ თუნ­დაც მცი­რე­დით სხვა ადა­მი­ანს ვეხ­მა­რე­ბი და იმედს ვუ­ნერ­გავ, ბედ­ნი­ე­რი ვხდე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ვებ­სა­იტ news.com.au-სთან სა­უ­ბარ­ში.

ვარ­სკვლა­ვიხ მშობ­ლე­ბი რუსი ემიგ­რან­ტე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბა არას­დროს მი­უ­ღი­ათ. მსა­ხი­ო­ბის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ისურ და­ნი­ე­ლო­ვი­ჩია.

"ჩემი მშობ­ლე­ბი გლე­ხე­ბი იყ­ვნენ. თუკი დღეს რა­მეს მი­ვაღ­წიე, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მათ ამე­რი­კა­ში ჩას­ვლა მო­ა­ხერ­ხეს და სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს კო­ლე­ჯში მეს­წავ­ლა. ამე­რი­კა­ში შან­სი გაქვს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. აქ ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს ვარ­სკვლა­ვი, ან მი­ლი­არ­დე­რი", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

კირკ დუ­გ­ლა­სი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლად ცო­ლად მსა­ხი­ო­ბი დი­ა­ნა დილი შე­ირ­თო. დი­ა­ნა­სა და კირკს ორი ვაჟი - მსა­ხი­ო­ბი მა­იკლ დუ­გ­ლა­სი და პრო­დუ­სე­რი ჯოელ დუ­გ­ლა­სი შე­ე­ძი­ნათ. ვარ­სკვლა­ვის მე­ო­რე მე­უღ­ლე პრო­დუ­სე­რი ენი ბა­ი­დენ­სია. მის­გან კირკს ორი შვი­ლი - პრო­დუ­სე­რი პი­ტერ დუ­გ­ლა­სი და მსა­ხი­ო­ბი ერიკ დუ­გ­ლა­სი ჰყავს. კირ­კის მსგავ­სად ჰო­ლი­ვუდ­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მის­მა ორმა შვილ­მა - კაშ­კა­შა მსა­ხი­ო­ბებ­მა მა­იკლ დუ­გ­ლას­მა და ერიკ დუ­გ­ლას­მა მი­აღ­წი­ეს. სამ­წუ­ხა­როდ, ერი­კი 2004 წელს 46 წლის ასაკ­ში ალ­კოჰო­ლი­სა და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. კირ­კის რძა­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი კეტ­რინ ზეტა ჯონ­სია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.com.au-ს მი­ხედ­ვით.

95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება

95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება

95 წლის ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება ადამიანების დახმარებაა.

"95 წლის ვარ და ხშირად მეკითხებიან, რა ისწავლეთ ცხოვრებისგან? დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ მაშინ ხარ ადამიანი, თუკი სხვისი დახმარება შეგიძლია. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია The Douglas Foundation-ია, რომელმაც ხალხის სამსახურში უამრავი წელი და 50 მილიონი დოლარი დახარჯა. როდესაც ვაცნობიერებ, რომ თუნდაც მცირედით სხვა ადამიანს ვეხმარები და იმედს ვუნერგავ, ბედნიერი ვხდები", - განაცხადა მსახიობმა ვებსაიტ news.com.au-სთან საუბარში.

ვარსკვლავიხ მშობლები რუსი ემიგრანტები იყვნენ, რომლებსაც განათლება არასდროს მიუღიათ. მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი ისურ დანიელოვიჩია.

"ჩემი მშობლები გლეხები იყვნენ. თუკი დღეს რამეს მივაღწიე, მათი დამსახურებაა. მათ ამერიკაში ჩასვლა მოახერხეს და საშუალება მომცეს კოლეჯში მესწავლა. ამერიკაში შანსი გაქვს წარმატებას მიაღწიო. აქ ყველას შეუძლია გახდეს ვარსკვლავი, ან მილიარდერი", - განაცხადა მსახიობმა.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული - პირველად ცოლად მსახიობი დიანა დილი შეირთო. დიანასა და კირკს ორი ვაჟი - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდუსერი ჯოელ დუგლასი შეეძინათ. ვარსკვლავის მეორე მეუღლე პროდუსერი ენი ბაიდენსია. მისგან კირკს ორი შვილი - პროდუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი ჰყავს. კირკის მსგავსად ჰოლივუდში დიდ წარმატებას მისმა ორმა შვილმა - კაშკაშა მსახიობებმა მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს. სამწუხაროდ, ერიკი 2004 წელს 46 წლის ასაკში ალკოჰოლისა და ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედებით გარდაიცვალა. კირკის რძალი ცნობილი მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსია.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება