საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები
"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები

ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა, ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი, მე­გის ქარ­და­ვა, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბამ­დე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს. დრო­ე­ბით გა­ე­რიდ­ნენ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პრო­ცესს, თუ სა­მუ­და­მოდ - ეს არა­ვინ იცის.

"მე მხო­ლოდ შე­მიძ­ლია ის გი­თხრათ, რომ სამ­სა­ხუ­რის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, "უც­ნა­უ­რია", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ სა­ქარ­თვე­ლო რომ და­ტო­ვა, ამის შე­სა­ხებ "რე­ზო­ნანსს" ად­ვო­კატ­მა ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ აც­ნო­ბა.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც გუ­შინ მო­მა­წო­დეს, ზო­დე­ლა­ვამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. კონ­კრე­ტუ­ლად საით გა­ემ­გზავ­რა, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია. ასე­ვე, გვაც­ნო­ბეს, რომ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი, ვი­საც რამე კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე შე­იძ­ლე­ბა და­ე­ლა­პა­რა­კო, ად­გილ­ზე არა­ვინ არ არის", - ამ­ბობს კორ­კო­ტა­ძე.

ად­ვო­კა­ტი ზო­დე­ლა­ვას მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას არა­თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვლის, მი­აჩ­ნია, რომ ეს ასეც მოხ­დე­ბო­და.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძე:

"მე მიკ­ვირ­და კი­დეც, რომ მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა, რო­მელ­საც არა­ერ­თი უკა­ნო­ნო საქ­მე აქვს ჩა­დე­ნი­ლი და იმ­დენ უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩენ­ზე აქვს დი­რექ­ტი­ვა მი­ცე­მუ­ლი, აქამ­დე არ წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან. ეს ჩვენ­თვის, ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია".

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი კი 5 ოქ­ტომ­ბრი­დან შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა იუს­ტი­ცი­ის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თინა ბურ­ჯა­ლი­ან­ზე დაყ­რდნო­ბით და­ა­დას­ტუ­რა.

"ბურ­ჯა­ლი­ან­მა მი­თხრა, რომ ადე­იშ­ვი­ლი 5 ოქ­ტომ­ბრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ის შვე­ბუ­ლე­ბი­დან, ვერ გე­ტყვით, რად­გან, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ბურ­ჯა­ლი­ა­ნი ამ სა­კი­თხით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. მე მხო­ლოდ შე­მიძ­ლია ის გი­თხრათ, რომ სამ­სა­ხუ­რის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­უ­რია", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" წუ­ლუ­კი­ან­მა.

იმა­ვეს ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძეც.

ნა­თია კორ­კო­ტა­ძე:

"ასეთ დროს, როცა უნდა გა­და­ა­ბა­რო სხვას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბა და შვე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ხარ, რა თქმა უნდა, ალო­გი­კუ­რია. უცხო­ეთ­შია შაშ­კი­ნიც. რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ადე­იშ­ვილ­მა და შაშ­კინ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს, მა­შინ სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძის კო­მენ­ტა­რი გავ­რცელ­და იმის შე­სა­ხებ, რომ შაშ­კი­ნი მივ­ლი­ნე­ბა­შია და 6 ოქ­ტომ­ბერს უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ შაშ­კი­ნი დღე­საც არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ესე­ნი არი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ე­ბი. თუმ­ცა არას­დროს ას­რუ­ლებ­დნენ კა­ნონს და ახლა რა­ტომ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს ის, რომ ად­გნენ და ქვე­ყა­ნა უკა­ნო­ნოდ და­ტო­ვეს?!"

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვე­ყა­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დათა ახა­ლა­ი­ა­მაც და­ტო­ვეს.

"გუ­რი­ა­ნი­უ­სის" ცნო­ბით, ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან 4 ოქ­ტომ­ბერს, გვი­ან ღა­მით წა­ვიდ­ნენ, მა­ნამ­დე კი მათ პას­პორ­ტე­ბი და ვი­ზე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­უ­ტა­ნეს. ამა­ვე სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­შვი­დობ­ნენ და სხვა­დას­ხვა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში ჩას­ხდნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ძმე­ბი მე-9 სარ­თულ­ზე, ახა­ლა­ი­ას ე.წ. აპარ­ტა­მენ­ტში ცხოვ­რობ­დნენ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დათა ახა­ლა­ი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­სა და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო პოდრჟებსკა­ია არ ფლობს.

გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის კი­დევ ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მე­გის ქარ­და­ვამ.

"ესე­ნი უცხო­ეთ­ში არ უნდა წა­ვიდ­ნენ. ყვე­ლა­ზე უნდა აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მათ იმ­დე­ნი უკა­ნო­ნო­ბა აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, რომ ასე უცხო­ეთ­ში წას­ვლით რომ შერ­ჩეთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე და ამა­საც ამა­ტებს: "ჩვენ, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი ვართ. თუკი და­ვი­ნა­ხავთ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში უკა­ნო­ნო­ბას, მათ აუ­ცი­ლებ­ლად ვამ­ხელთ".

თა­ვად იუს­ტი­ცი­ის, თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის პრე­სამ­სა­ხუ­რებს კი ამა­ზე არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურთ.

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები

"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები

ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ბაჩო და დათა ახალაიები, მეგის ქარდავა, დიმიტრი შაშკინი - ხელისუფლების გადაბარებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩინოვნიკებმა საქართველო დატოვეს. დროებით გაერიდნენ მათთვის აუცილებელ პროცესს, თუ სამუდამოდ - ეს არავინ იცის.

"მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარების პროცესში შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, "უცნაურია", - განუცხადა "რეზონანსს" იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საქართველო რომ დატოვა, ამის შესახებ "რეზონანსს" ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აცნობა.

"ჩემი ინფორმაციით, რომელიც გუშინ მომაწოდეს, ზოდელავამ საქართველო დატოვა. კონკრეტულად საით გაემგზავრა, ეს ჩემთვის უცნობია. ასევე, გვაცნობეს, რომ მთავარ პროკურატურაში კომპეტენტური პირი, ვისაც რამე კონკრეტულ საკითხზე შეიძლება დაელაპარაკო, ადგილზე არავინ არ არის", - ამბობს კორკოტაძე.

ადვოკატი ზოდელავას მხრიდან საქართველოს დატოვებას არათუ მოულოდნელად თვლის, მიაჩნია, რომ ეს ასეც მოხდებოდა.

ნათია კორკოტაძე:

"მე მიკვირდა კიდეც, რომ მურთაზ ზოდელავა, რომელსაც არაერთი უკანონო საქმე აქვს ჩადენილი და იმდენ უკანონო განაჩენზე აქვს დირექტივა მიცემული, აქამდე არ წავიდა ქვეყნიდან. ეს ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია".

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა იუსტიციის მოქმედი მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანზე დაყრდნობით დაადასტურა.

"ბურჯალიანმა მითხრა, რომ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. დაბრუნდება თუ არა ის შვებულებიდან, ვერ გეტყვით, რადგან, რამდენადაც მე ვიცი, ბურჯალიანი ამ საკითხით არ დაინტერესებულა. მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარების პროცესში შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია", - განუცხადა "რეზონანსს" წულუკიანმა.

იმავეს ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძეც.

ნათია კორკოტაძე:

"ასეთ დროს, როცა უნდა გადააბარო სხვას იუსტიციის მინისტრობა და შვებულებაში მიდიხარ, რა თქმა უნდა, ალოგიკურია. უცხოეთშია შაშკინიც. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილმა და შაშკინმა საქართველო დატოვეს, მაშინ სალომე მახარაძის კომენტარი გავრცელდა იმის შესახებ, რომ შაშკინი მივლინებაშია და 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შაშკინი დღესაც არ დაბრუნებულა საქართველოში. ესენი არიან უპასუხისმგებლოები. თუმცა არასდროს ასრულებდნენ კანონს და ახლა რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ადგნენ და ქვეყანა უკანონოდ დატოვეს?!"

როგორც ცნობილია, ქვეყანა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამაც დატოვეს.

"გურიანიუსის" ცნობით, ძმები ახალაიები საქართველოდან 4 ოქტომბერს, გვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასხდნენ. თვითმხილველების თქმით, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები მე-9 სართულზე, ახალაიას ე.წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდრჟებსკაია არ ფლობს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო უკვე დატოვა პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ.

"ესენი უცხოეთში არ უნდა წავიდნენ. ყველაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მათ იმდენი უკანონობა აქვთ ჩადენილი, რომ ასე უცხოეთში წასვლით რომ შერჩეთ, წარმოუდგენელია", - აცხადებს ადვოკატი ნათია კორკოტაძე და ამასაც ამატებს: "ჩვენ, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, აბსოლუტურად აპოლიტიკურები ვართ. თუკი დავინახავთ ახალ პოლიტიკურ ძალაში უკანონობას, მათ აუცილებლად ვამხელთ".

თავად იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების პრესამსახურებს კი ამაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა