მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე
როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე

ჰო­მე­ო­პა­თია ბი­ო­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი თე­რა­პი­აა და მცე­ნა­რე­ულ, მი­ნე­რა­ლურ და ცხო­ვე­ლურ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებს უმ­ცი­რე­სი დო­ზე­ბით იყე­ნებს. პრინ­ცი­პი - მსგავ­სი იკურ­ნე­ბა მსგავ­სით! ჰო­მე­ო­პა­თი­ის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე ცნო­ბი­ლი ექი­მი-ჰო­მე­ო­პა­თი, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი კახა სა­ბახ­ტა­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებ­საც გვაძ­ლევს.

- ბა­ტო­ნო კახა, რა არის ჰო­მე­ო­პა­თია და რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს მას ტრა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას­თან შე­და­რე­ბით?

- ჰო­მე­პა­თია მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და ბოლო დროს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. ამა­ზე ის ფაქ­ტიც მე­ტყვე­ლებს, რომ მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში ექი­მე­ბის 50% სწო­რედ ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს იყე­ნებს, გერ­მა­ნი­ა­ში - 25%, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში - 40%. ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი და მთე­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხი მხო­ლოდ ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მკურ­ნა­ლობს. გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ რა ამ­ბა­ვი ატყდა ღო­რის გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით. მსოფ­ლი­ო­ში დიდი პან­დე­მი­ე­ბის დროს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბო­და და იღუ­პე­ბო­და, მაგ­რამ ვინც ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მკურ­ნა­ლობ­და, მათ­გან მხო­ლოდ 1% კვდე­ბო­და. ზამ­თა­რი წინ გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სე­ბიც გავ­რცელ­დე­ბა, ამი­ტომ მათ შე­სა­ბა­მი­სად მზად უნდა დავ­ხვდეთ.

- რა არის ჰო­მე­ო­პა­თი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი?

- მსგავ­სი იკურ­ნე­ბა მსგავ­სით! ოღონდ - უმ­ცი­რე­სი დო­ზით. ჰო­მე­ო­პა­თი­ურ პრე­პა­რა­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მი­ნე­რა­ლე­ბი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი შხა­მი. გა­აჩ­ნია, რა და­ა­ვა­დე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. მთა­ვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა დო­ზებს აქვს. ჰო­მე­ო­პა­თი­ურ წამ­ლებს არ გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, წი­ნა­რე ჩვე­ნე­ბე­ბი, მიჩ­ვე­ვის ეფექ­ტი და ფაქ­ტობ­რი­ვად, მკურ­ნა­ლო­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თა­ნაა შე­თავ­სე­ბა­დი. სა­ერ­თოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ცი­ნა თით­ქოს ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ ერთი ნაკ­ლი აქვს - ის ადა­მი­ანს ერთ მთლი­ა­ნო­ბად არ აღიქ­ვამს და მხო­ლოდ ცალ­კე­ულ ორ­გა­ნო­ებს მკურ­ნა­ლობს. ხში­რად გა­გი­გო­ნი­ათ ალ­ბათ ტერ­მი­ნი - ნაღ­ვლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, გულ­ზე ნაღ­ვე­ლი შე­მო­მაწ­ვაო. ეს შემ­თხვე­ვი­თი რო­დია. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ნაღ­ვლის ბუშტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ექი­მე­ბი კი მას გულ­სა და ნევ­როზ­ზე მკურ­ნა­ლო­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ვი­საც ნაღ­ვლის ბუშ­ტი აწუ­ხებს, დეპ­რე­სი­ის­კენ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გორ ჯო­ბია - ადა­მი­ა­ნი მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ვიქ­ვათ თუ ცალ-ცალ­კე? ამი­თაა ჰო­მე­ო­პა­თია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. იგი ადა­მი­ანს სწო­რედ მთლი­ა­ნო­ბა­ში აღიქ­ვამს.

- რო­გორ მკურ­ნა­ლობთ გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს? რას გვე­ტყვით პრე­პა­რა­ტის - "გუ­ლის ელექ­სი­რის" შე­სა­ხებ?

- გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ 3 წლის ბავ­შვი მო­მიყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც გუ­ლის მან­კი ჰქონ­და და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, მაგ­რამ ასა­კი ხელს არ უწყობ­და. ჩემ მიერ შექ­მნი­ლი "გუ­ლის ელექ­სი­რით" ერ­თწ­ლი­ან­მა მკურ­ნა­ლო­ბამ ბავ­შვი იმ დო­ნე­ზე გან­კურ­ნა, რომ ოპე­რა­ცია სა­ერ­თოდ აღარ დას­ჭირ­და! ასე­თი სას­წა­უ­ლე­ბი ჰო­მე­ო­პა­თი­ის­თვის უცხო არაა. "ღო­რის გრი­პი" რომ გავ­რცელ­და, ვინც ჩემს პრე­პა­რატს - "გრი­პი­სისს" იღებ­და, 2-3 დღე­ში იკურ­ნე­ბო­და ან სა­ერ­თოდ არ ემარ­თე­ბო­და, ან - მსუ­ბუ­ქი ფორ­მით. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და ქალ­თა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - ან­თე­ბე­ბი და სიმ­სივ­ნე­ე­ბი. სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას არ გა­აჩ­ნია, ჰო­მე­ო­პა­თი­ა­ში კი უამ­რა­ვი პრე­პა­რა­ტია. იგი­ვე "მა­მო­სი­ლი", რო­მე­ლიც ქა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში შე­უც­ვლე­ლია.

- პა­ცი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მე­ბით მო­დი­ან?

- ჰო­მე­ო­პა­თი­ას ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს ჩიყ­ვის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით. ცოტა ხნის წინ, ხელთ ჩა­მი­ვარ­და ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის - მერ­ფის წიგ­ნი, სა­დაც წერს: ვთქვათ, პა­ცი­ენტს აღ­მო­აჩ­ნდა ჩიყ­ვი, ექი­მე­ბი მას ჰორ­მო­ნულ პრე­პა­რატს უნიშ­ნა­ვენ, რისი წყა­ლო­ბი­თაც თით­ქოს ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწორ­დე­ბა, მაგ­რამ ამ დროს თა­ვის ტვი­ნი არას­წორ სიგ­ნალს იღებს და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სტი­მუ­ლა­ცი­ას ვერ ახ­დენს და ხდე­ბა არა ჯირ­კვლის შემ­ცი­რე­ბა, არა­მედ მისი ატრო­ფია. ამი­ტომ ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია. ასე­ვე კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს გლან­დე­ბის, მას­ტო­პა­თი­ე­ბის, ფიბ­რო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას. იმა­ვე "გუ­ლის ელექ­სი­რი­თა" და "გრი­პი­სით" უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს და სულ უფრო და უფრო უკეთ არი­ან. იცით, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და იმა­ვე ფორ­მუ­ლე­ბის გა­მომ­გო­ნებ­ლის­თვის ხელ­შე­წყო­ბას. ჩვენ გა­ნათ­ლე­ბით ექი­მე­ბი ვართ, რო­მელ­თაც შემ­დგომ ავირ­ჩი­ეთ ჰო­მე­ო­პა­თია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდა ერთი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ "ლა­ზი­კა ფარ­მა" და დღეს ეს კომ­პა­ნია სწო­რედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ, რე­გის­ტრი­რე­ბულ პრე­პა­რა­ტებს უშ­ვებს.

- რო­გორც მსმე­ნია, სიმ­სივ­ნე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ჰო­მე­ო­პა­თი­ას ასე­ვე კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და ცნო­ბი­ლი ექი­მის - ალექ­სან­დრე გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პრე­პა­რა­ტის - "კატ­რექ­სის" წყა­ლო­ბით.

- წლე­ბის წინ ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და, ბა­ტონ ალექ­სან­დრეს­თან "კატ­რექ­სის" ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მე­მუ­შა­ვა - სა­მეც­ნი­ე­რო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით. გი­ამ­ბობთ, თუ სა­ი­დან წა­მო­ვი­და "კატ­რექ­სის" ის­ტო­რია. ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის წინ საფ­რან­გე­თი ახ­დენ­და ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­მოც­დას წყალ­ქვეშ, წყნარ ოკე­ა­ნე­ში. მა­შინ ეს აკ­რძა­ლუ­ლი არ იყო. ამ დროს ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი იღუ­პე­ბო­და, ზვი­გე­ნის გარ­და - მას­ზე არც რა­დი­ა­ცია მოქ­მე­დებ­და, არც სხვა რამ. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ამ ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­და და დიდი კვლე­ვი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ზვი­გე­ნის ღვიძ­ლის­გან უნი­კა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი - "კატ­რექ­სი" შექ­მნა, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად ეს პრე­პა­რა­ტი აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მისი რა­ღაც ნა­წი­ლი, უფრო სწო­რად - სქე­მე­ბი უკვე გა­მო­ვი­ყე­ნე "მა­მო­სი­ლის" შექ­მნა­ში.

- რა­ტომ აღარ არ­სე­ბობს "კატ­რექ­სი"?

- ამის მი­ზე­ზი ფი­ნან­სე­ბია. "კატ­რექსზე" კვლე­ვა მა­შინ ვერ დას­რულ­და. თუმ­ცა, გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო რა ეტაპ­ზეც გა­ჩერ­და, იქ უკვე უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და.

- რო­გორც ვიცი, გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ბევ­რი სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი და­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც თქვენ­თან ინა­ხე­ბა. კი­დევ რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და მას?

- საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცი­ე­ბი გვაქვს სიმ­სივ­ნე­ებ­თან ბრძო­ლის ას­პექ­ტში. სის­ტე­მა­ტუ­რად მიხ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში, ერთ-ერთ ონ­კო­ლო­გი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტრში ჩას­ვლა, სა­დაც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ნაშ­რო­მი დევს. დად­გე­ნი­ლია ფაქ­ტი, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში ვი­თარ­დე­ბა სიმ­სივ­ნე. კიბო ვი­თარ­დე­ბა, თუ ორ­გა­ნიზ­მში სამი პი­რო­ბა არ­სე­ბობს - ტუტე გა­რე­მო სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დის გარ­შე­მო, უჟანგბა­დო­ბა და გლუ­კო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­წო­დე­ბა.

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეს ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლა­ფერს და რა მე­თო­დე­ბით ებ­რძო­ლოს სა­წყის პე­რი­ოდ­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა შე­ამ­ცი­როს გლუ­კო­ზის მი­ღე­ბა. ჰო­მე­ო­პა­თი­ა­სა და ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში არის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტუტე გა­რე­მოს გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას ახ­დე­ნენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და: სინ­ჯა­რა­ში მო­ა­თავ­სეს ჰე­პა­ტი­ტის, სხვა­დას­ხვა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დის კო­ლო­ნი­ე­ბი და იქ ნი­ან­გის სის­ხლი ჩა­ას­ხეს. სა­ოც­რე­ბა მოხ­და: გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. ნი­ანგსაც, ზვი­გე­ნის მსგავ­სად, არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა არ ემარ­თე­ბა, ყვე­ლა­ზე ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი აქვს და ამის სა­ი­დუმ­ლო შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს - მისი სის­ხლის მჟა­ვე-ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბა - იგი­ვე PH, მკვეთ­რი მჟა­ვი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მჟა­ვე გა­რე­მო­ში კი ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სი იღუ­პე­ბა. უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, ვმუ­შა­ობთ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ან­ტი­სიმ­სივ­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს. სიმ­სივ­ნის დროს დი­ე­ტა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ტკბი­ლე­უ­ლი სა­ერ­თოდ უნდა ამო­ი­ღონ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან.

- შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი თუ მო­დი­ან და რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ჰო­მე­ო­პათს მათი გან­კურ­ნე­ბა?

- იცით, არის რა­ღაც თე­მე­ბი, რო­მელ­ზეც ასე ღიად არ ვსა­უბ­რობ. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა - ვირუ­სუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი. და­ვუშ­ვათ, მე დღეს შე­ვი­მუ­შა­ვე ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც შიდსის ვირუსს არ აძ­ლევს გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მი­ნი­მუმ 6 წე­ლია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ გა­ი­ა­როს პრე და პოსტ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი - ჯერ ვირ­თხებ­ზე, შემ­დეგ მა­ი­მუ­ნებ­ზე, ბო­ლოს კი - ადა­მი­ა­ნებ­ზე. ორ-ორ წელი თითო სტა­დი­ა­ზე და შემ­დეგ კი­დევ ორი წელი მისი შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის­თვის. ასე რომ, ხვდე­ბით ალ­ბათ, ამა­ზე ასე ღიად არა­ვინ ისა­უბ­რებს.

- ჯან­მრთე­ლი ღვიძ­ლი ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ხომ ვერ გვირ­ჩევთ რა­ი­მე რე­ცეპტს, რი­თაც მისი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და გაწ­მენ­და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა?

- ღვიძ­ლის გა­საწ­მენ­დად ყვე­ლა­ზე მარ­ტივ და უე­ბარ სა­შუ­ა­ლე­ბას გე­ტყვით. ეს არის წი­თე­ლი ჭარხლის წვე­ნით მკურ­ნა­ლო­ბა. მას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იყე­ნებ­დნენ არა­ბე­ბი და სპარ­სე­ბი. აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­უნ­ჯე­ში ჭარხლის წვე­ნით ღვიძ­ლის მკურ­ნა­ლო­ბის არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტია შე­მო­ნა­ხუ­ლი. ჭარხლის წვე­ნის უნი­კა­ლურ სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა, კა­ლი­უ­მის, იო­დის, რკი­ნის, ცი­ლე­ბი­სა და უჯრე­დი­სის კომ­ბი­ნა­ცია გან­სა­ზღვრავს. ის მდი­და­რია ბე­ტა­ი­ნით, ბე­ტა­ნი­ნით, P1 ვი­ტა­მი­ნით, წმენ­დს ორ­გა­ნიზმს წი­დე­ბი­სა და მავ­ნე ქო­ლეს­ტე­რი­ნის­გან, აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ას, ამაგ­რებს სის­ხლძარ­ღვებს. უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ წი­თელ ჭარ­ხალ­ში შე­მა­ვა­ლი ბე­ტა­ი­ნი და ბე­ტა­ნი­ნი აუმ­ჯო­ბე­სებს ცი­ლე­ბის შეთ­ვი­სე­ბას და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ქო­ლი­ნის წარ­მოქ­მნა­ში. ქო­ლი­ნი აძ­ლი­ე­რებს ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის (ღვიძ­ლის უჯრე­დე­ბის) ფუნ­ქცი­ას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას, აწეს­რი­გებს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვან ცვლას, ხელს უწყობს კა­პი­ლა­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. რე­ცეპ­ტი ასე­თია - მკურ­ნა­ლო­ბა ჭარხლის წვე­ნის მცი­რე დო­ზით იწყე­ბა (1 ჩ/კ დღე­ში) და თან­და­თა­ნო­ბით უნდა გა­ზარ­დოთ 1 ჭიქა დღი­ურ ულუ­ფამ­დე. ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნის აუ­ტან­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (თუ თავ­ბრუს­ხვე­ვამ, გუ­ლის­რე­ვამ, წნე­ვი­სა და პულ­სის ვარ­დნამ, ზო­გად­მა სი­სუს­ტემ შე­გა­წუ­ხათ), გირ­ჩევთ, გა­წუ­რუ­ლი წვე­ნი 1-2 სა­ა­თით მა­ცი­ვარ­ში და­ტო­ვოთ და ამის შემ­დეგ მი­ირ­თვათ. ეს ბოსტნე­უ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის შე­მად­გე­ნი­ლო­ბას, აწეს­რი­გებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, არე­გუ­ლი­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.

- სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვი­სა და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად კი­დევ რას გვირ­ჩევთ?

- ძა­ლი­ან კარ­გია ჭა­მამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე და­ლი­ოთ კო­ჭას, იგი­ვე იმ­ბი­რის ჩაი. კო­ჭას ფეს­ვე­ბი აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა და აუმ­ჯო­ბე­სებს კუ­ჭის სეკ­რე­ცი­ა­სა და სის­ხლის წარ­მოქ­მნას, აჩ­ქა­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცესს, რი­თაც სხვა­თა შო­რის, ასე­ვე ხელს უწყობს წო­ნის კო­რექ­ცი­ას. კალ­ცი­უ­მის დღე­ღა­მუ­რი ნორ­მა 1500-დან 2500 მგ-მდეა. კალ­ცი­უ­მის ერთ-ერთი წყა­რო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლავთ.

- რო­მე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო?

- მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი 70-მდეა. მაგ­რამ მე რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­გი­სა­ხე­ლებთ. ორო­ვან­დის ფეს­ვე­ბი­დან და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზის, რევ­მა­ტიზ­მი­სა და პო­დაგ­რის, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, სუნ­თქვი­თი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის, თირკმლებ­ში კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა და შარდკენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, ბუ­ა­სი­ლის, კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი­სა და წყლუ­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ასე­ვე კა­ლა­ნჰოე - ეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. მას აქვს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ქსო­ვილ­თა აღ­მდგე­ნი თვი­სე­ბე­ბი. ის აჩ­ქა­რებს ან­თე­ბი­თი ექ­სუ­და­ტის გა­წო­ვას ქსო­ვი­ლე­ბი­დან, სწრა­ფად წმენ­დს ჭრი­ლო­ბებ­სა და წყლუ­ლებს ნეკ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის­გან და აჩ­ქა­რებს მათ შე­ხორ­ცე­ბას. კა­ლა­ნჰო­ეს სპირ­ტი­ან ნა­ყენს სახ­სრე­ბის ან­თე­ბი­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს სას­წა­უ­ლი ეფექ­ტი აქვს. გა­ცი­ვე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია შტო­შის წვე­ნი. მას აქვს სი­ცხის დამ­წე­ვი ეფექ­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად კლავს წყურ­ვილს, ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებს, რომ­ლე­ბიც მას­ში ავად­მყო­ფო­ბი­სას გროვ­დე­ბა. ყე­ლის ტკი­ვი­ლის დროს ძა­ლი­ან კარ­გია თაფლგა­რე­უ­ლი შტო­შის წვე­ნი. შტო­ში ასე­ვე ამაღ­ლებს იმუ­ნი­ტეტს. მე ახლა ჩა­მო­გით­ვა­ლეთ უძ­ვე­ლე­სი რე­ცეპ­ტე­ბი, მაგ­რამ ხვდე­ბით ალ­ბათ, რომ მათ ძი­რი­თა­დად პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ეფექ­ტი აქვს. ამ მცე­ნა­რე­ებს და მათ­გან მი­ღე­ბულ სუბსტან­ცი­ებს მე ვი­ყე­ნებ ჩემს პრე­პა­რა­ტებ­ში - "გუ­ლის ელექ­სირ­ში", "გრი­პის­ში" და "მა­მო­სილ­ში". უბ­რა­ლოდ, ისი­ნი უკვე ჰო­მე­ო­პა­თი­უ­რი მე­დი­ცი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ით არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და კონ­კრე­ტულ ფორ­მუ­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რაც მთა­ვა­რია, სა­მი­ვე პრე­პა­რა­ტი უძ­ვე­ლე­სი კოლ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­ფუძ­ვლებს ეყ­რდნო­ბა, ჩემ მიერ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეც­ნი­ე­რუ­ლად შეს­წავ­ლილ­სა და და­მუ­შა­ვე­ბულს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე

როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე

ჰომეოპათია ბიომარეგულირებელი თერაპიაა და მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზებით იყენებს. პრინციპი - მსგავსი იკურნება მსგავსით! ჰომეოპათიის უპირატესობებსა და მკურნალობის მეთოდებზე ცნობილი ექიმი-ჰომეოპათი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი გვესაუბრება და სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევს.

- ბატონო კახა, რა არის ჰომეოპათია და რა პრიორიტეტები აქვს მას ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით?

- ჰომეპათია მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა და ბოლო დროს მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მაგალითად, ინდოეთში ექიმების 50% სწორედ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდებს იყენებს, გერმანიაში - 25%, დიდ ბრიტანეთში - 40%. ინგლისის დედოფალი და მთელი სამეფო ოჯახი მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობს. გემახსოვრებათ, რამდენიმე წლის წინ რა ამბავი ატყდა ღორის გრიპთან დაკავშირებით. მსოფლიოში დიდი პანდემიების დროს მილიონობით ადამიანი ავადდებოდა და იღუპებოდა, მაგრამ ვინც ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობდა, მათგან მხოლოდ 1% კვდებოდა. ზამთარი წინ გვაქვს და შესაბამისად, სხვადასხვა სახის ვირუსებიც გავრცელდება, ამიტომ მათ შესაბამისად მზად უნდა დავხვდეთ.

- რა არის ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი?

- მსგავსი იკურნება მსგავსით! ოღონდ - უმცირესი დოზით. ჰომეოპათიურ პრეპარატებში გამოიყენება როგორც მცენარეული წარმოშობის საშუალებები, ასევე მინერალები და სხვადასხვაგვარი შხამი. გააჩნია, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. მთავარი მნიშვნელობა დოზებს აქვს. ჰომეოპათიურ წამლებს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, წინარე ჩვენებები, მიჩვევის ეფექტი და ფაქტობრივად, მკურნალობის ნებისმიერ საშუალებებთანაა შეთავსებადი. საერთოდ, ბოლო პერიოდში მედიცინა თითქოს ვითარდება, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ის ადამიანს ერთ მთლიანობად არ აღიქვამს და მხოლოდ ცალკეულ ორგანოებს მკურნალობს. ხშირად გაგიგონიათ ალბათ ტერმინი - ნაღვლიანი ადამიანი, გულზე ნაღველი შემომაწვაო. ეს შემთხვევითი როდია. ასეთ ადამიანებს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ექიმები კი მას გულსა და ნევროზზე მკურნალობენ. სინამდვილეში კი ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს, დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება. როგორ ფიქრობთ, როგორ ჯობია - ადამიანი მთლიანობაში აღვიქვათ თუ ცალ-ცალკე? ამითაა ჰომეოპათია პრიორიტეტული. იგი ადამიანს სწორედ მთლიანობაში აღიქვამს.

- როგორ მკურნალობთ გულსისხლძარღვთა დაავადებებს? რას გვეტყვით პრეპარატის - "გულის ელექსირის" შესახებ?

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე ხშირია. რამდენიმე წლის წინ 3 წლის ბავშვი მომიყვანეს, რომელსაც გულის მანკი ჰქონდა და ურთულესი ოპერაცია ესაჭიროებოდა, მაგრამ ასაკი ხელს არ უწყობდა. ჩემ მიერ შექმნილი "გულის ელექსირით" ერთწლიანმა მკურნალობამ ბავშვი იმ დონეზე განკურნა, რომ ოპერაცია საერთოდ აღარ დასჭირდა! ასეთი სასწაულები ჰომეოპათიისთვის უცხო არაა. "ღორის გრიპი" რომ გავრცელდა, ვინც ჩემს პრეპარატს - "გრიპისისს" იღებდა, 2-3 დღეში იკურნებოდა ან საერთოდ არ ემართებოდა, ან - მსუბუქი ფორმით. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქალთა გინეკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით - ანთებები და სიმსივნეები. სიმსივნის პრევენციის შესაძლებლობა ტრადიციულ მედიცინას არ გააჩნია, ჰომეოპათიაში კი უამრავი პრეპარატია. იგივე "მამოსილი", რომელიც ქალური დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში შეუცვლელია.

- პაციენტები ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოდიან?

- ჰომეოპათიას ძალიან კარგი შედეგები აქვს ჩიყვის მკურნალობის კუთხით. ცოტა ხნის წინ, ხელთ ჩამივარდა ამერიკელი მეცნიერის - მერფის წიგნი, სადაც წერს: ვთქვათ, პაციენტს აღმოაჩნდა ჩიყვი, ექიმები მას ჰორმონულ პრეპარატს უნიშნავენ, რისი წყალობითაც თითქოს ყველა მაჩვენებელი სწორდება, მაგრამ ამ დროს თავის ტვინი არასწორ სიგნალს იღებს და დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას ვერ ახდენს და ხდება არა ჯირკვლის შემცირება, არამედ მისი ატროფია. ამიტომ ჰომეოპათიური მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. ასევე კარგი შედეგები გვაქვს გლანდების, მასტოპათიების, ფიბრომების მკურნალობისას. იმავე "გულის ელექსირითა" და "გრიპისით" უამრავი ცნობილი ადამიანი მკურნალობს და სულ უფრო და უფრო უკეთ არიან. იცით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატებისა და იმავე ფორმულების გამომგონებლისთვის ხელშეწყობას. ჩვენ განათლებით ექიმები ვართ, რომელთაც შემდგომ ავირჩიეთ ჰომეოპათია. საბედნიეროდ, გამოჩნდა ერთი კარგი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბეთ "ლაზიკა ფარმა" და დღეს ეს კომპანია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ, რეგისტრირებულ პრეპარატებს უშვებს.

- როგორც მსმენია, სიმსივნეების მკურნალობისას ჰომეოპათიას ასევე კარგი შედეგები ჰქონდა ცნობილი ექიმის - ალექსანდრე გაჩეჩილაძის პრეპარატის - "კატრექსის" წყალობით.

- წლების წინ ბედნიერება მქონდა, ბატონ ალექსანდრესთან "კატრექსის" ლაბორატორიაში მემუშავა - სამეცნიერო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. გიამბობთ, თუ საიდან წამოვიდა "კატრექსის" ისტორია. ათეულობით წლების წინ საფრანგეთი ახდენდა ატომური იარაღის გამოცდას წყალქვეშ, წყნარ ოკეანეში. მაშინ ეს აკრძალული არ იყო. ამ დროს ყველა ცოცხალი ორგანიზმი იღუპებოდა, ზვიგენის გარდა - მასზე არც რადიაცია მოქმედებდა, არც სხვა რამ. გაჩეჩილაძე ამ ფაქტით დაინტერესდა და დიდი კვლევისა და სამეცნიერო მუშაობის შედეგად, ზვიგენის ღვიძლისგან უნიკალური პრეპარატი - "კატრექსი" შექმნა, რომელსაც არაჩვეულებრივი თვისებები ჰქონდა. ამჟამად ეს პრეპარატი აღარ არსებობს, თუმცა მისი რაღაც ნაწილი, უფრო სწორად - სქემები უკვე გამოვიყენე "მამოსილის" შექმნაში.

- რატომ აღარ არსებობს "კატრექსი"?

- ამის მიზეზი ფინანსებია. "კატრექსზე" კვლევა მაშინ ვერ დასრულდა. თუმცა, გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო რა ეტაპზეც გაჩერდა, იქ უკვე უნიკალური შედეგები ჰქონდა.

- როგორც ვიცი, გაჩეჩილაძემ ბევრი სხვა საინტერესო ნაშრომი დატოვა, რომლებიც თქვენთან ინახება. კიდევ რა დაავადებების განკურნების შესაძლებლობა ჰქონდა მას?

- საკმაოდ საინტერესო კონცეფციები გვაქვს სიმსივნეებთან ბრძოლის ასპექტში. სისტემატურად მიხდებოდა უკრაინაში, ერთ-ერთ ონკოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ცენტრში ჩასვლა, სადაც ამასთან დაკავშირებული უამრავი ნაშრომი დევს. დადგენილია ფაქტი, თუ რა შემთხვევაში ვითარდება სიმსივნე. კიბო ვითარდება, თუ ორგანიზმში სამი პირობა არსებობს - ტუტე გარემო სიმსივნური უჯრედის გარშემო, უჟანგბადობა და გლუკოზის გადაჭარბებული რაოდენობით მიწოდება.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი ამ ყველაფერს და რა მეთოდებით ებრძოლოს საწყის პერიოდში?

- პირველ რიგში, მინიმუმამდე უნდა შეამციროს გლუკოზის მიღება. ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში არის საშუალებები, რომლებიც ამ ტუტე გარემოს განეიტრალებას ახდენენ. რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა: სინჯარაში მოათავსეს  ჰეპატიტის, სხვადასხვა სიმსივნური უჯრედის კოლონიები და იქ ნიანგის სისხლი ჩაასხეს. საოცრება მოხდა: გარკვეული დროის შემდეგ, ყველანაირი ვირუსი განადგურებული იყო. ნიანგსაც, ზვიგენის მსგავსად, არანაირი დაავადება არ ემართება, ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და ამის საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს - მისი სისხლის მჟავე-ტუტოვანი წონასწორობა - იგივე PH, მკვეთრი მჟავიანობით გამოირჩევა, მჟავე გარემოში კი ნებისმიერი ვირუსი იღუპება. უკვე შემუშავებული გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ვმუშაობთ ნივთიერებებზე, რომლებსაც ანტისიმსივნური მოქმედება აქვს. სიმსივნის დროს დიეტასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტკბილეული საერთოდ უნდა ამოიღონ კვების რაციონიდან.

- შიდსით დაავადებული პაციენტები თუ მოდიან და რამდენად შეუძლია ჰომეოპათს მათი განკურნება?

- იცით, არის რაღაც თემები, რომელზეც ასე ღიად არ ვსაუბრობ. ეს ძალიან სერიოზული თემაა - ვირუსული იმუნოდეფიციტი. დავუშვათ, მე დღეს შევიმუშავე ფორმულა, რომელიც შიდსის ვირუსს არ აძლევს გააქტიურების საშუალებას. მინიმუმ 6 წელია საჭირო იმისთვის, რომ გაიაროს პრე და პოსტ კლინიკური კვლევები - ჯერ ვირთხებზე, შემდეგ მაიმუნებზე, ბოლოს კი - ადამიანებზე. ორ-ორ წელი თითო სტადიაზე და შემდეგ კიდევ ორი წელი მისი შედეგების შეჯამებისთვის. ასე რომ, ხვდებით ალბათ, ამაზე ასე ღიად არავინ ისაუბრებს.

- ჯანმრთელი ღვიძლი ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა ადამიანისათვის. ხომ ვერ გვირჩევთ რაიმე რეცეპტს, რითაც მისი პროფილაქტიკა და გაწმენდა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება?

- ღვიძლის გასაწმენდად ყველაზე მარტივ და უებარ საშუალებას გეტყვით. ეს არის წითელი ჭარხლის წვენით მკურნალობა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსები. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით ღვიძლის მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. რეცეპტი ასეთია - მკურნალობა ჭარხლის წვენის მცირე დოზით იწყება (1 ჩ/კ დღეში) და თანდათანობით უნდა გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუსხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დატოვოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შემადგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

- სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად კიდევ რას გვირჩევთ?

- ძალიან კარგია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ კოჭას, იგივე იმბირის ჩაი. კოჭას ფესვები აფთიაქში იყიდება და აუმჯობესებს კუჭის სეკრეციასა და სისხლის წარმოქმნას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რითაც სხვათა შორის, ასევე ხელს უწყობს წონის კორექციას. კალციუმის დღეღამური ნორმა 1500-დან 2500 მგ-მდეა. კალციუმის ერთ-ერთი წყარო აღნიშნული საშუალება გახლავთ.

- რომელი მცენარეებია ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო?

- მათი ჩამონათვალი 70-მდეა. მაგრამ მე რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ. ოროვანდის ფესვებიდან დავიწყოთ, რომელიც გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ. ასევე კალანჰოე - ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს სასწაული ეფექტი აქვს. გაცივების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან კარგია შტოშის წვენი. მას აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი. შტოში ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. მე ახლა ჩამოგითვალეთ უძველესი რეცეპტები, მაგრამ ხვდებით ალბათ, რომ მათ ძირითადად პროფილაქტიკური ეფექტი აქვს. ამ მცენარეებს და მათგან მიღებულ სუბსტანციებს მე ვიყენებ ჩემს პრეპარატებში - "გულის ელექსირში", "გრიპისში" და "მამოსილში". უბრალოდ, ისინი უკვე ჰომეოპათიური მედიცინის ტექნოლოგიით არის დამუშავებული და კონკრეტულ ფორმულაში გადაყვანილი. რაც მთავარია, სამივე პრეპარატი უძველესი კოლხური მედიცინის საფუძვლებს ეყრდნობა, ჩემ მიერ 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად შესწავლილსა და დამუშავებულს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"