მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს
ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს

ბრი­ტა­ნეთ­ში, ოქსფორდშირ­ში მცხოვ­რე­ბი ენ­ტო­ნი ბრა­ი­ა­ნი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბით - Epidermolysis Bullosa-თი და­ი­ბა­და. ეს და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის სა­ფარს გუ­ლის­ხმობს.

კონ­ტაქ­ტის დროს ბი­ჭუ­ნას კან­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ან­თე­ბე­ბი ჩნდე­ბა, ისი­ნი სის­ხლი­ა­ნი სი­თხი­თაა სავ­სე. მათი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კან­ზე ღია ჭრი­ლო­ბე­ბი ჩნდე­ბა, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შუშ­დე­ბა.

ენ­ტო­ნი 18 კვი­რი­საა და პა­ტა­რას ყელ­სა და ქუ­თუ­თო­ებ­ზე ან­თე­ბა უკვე აქვს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბავ­შვს არც კი ეხუ­ტე­ბი­ან, რომ ტკი­ვი­ლი არ მი­ა­ყე­ნონ.

"ჩემს შვილს ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბი და ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა. თავ­შე­კა­ვე­ბა ვის­წავ­ლე, რომ არ ჩა­ვე­ხუ­ტო, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩემი ბი­ჭუ­ნა ყო­ველ­თვის იღი­მე­ბა და ეს მე და ჩემს მე­უღ­ლეს ენერ­გი­ას გვაძ­ლევს", - ამ­ბობს ენ­ტო­ნის დედა და­ნი­ე­ლა.

ენ­ტო­ნის კა­ნის სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბის შან­სი დი­დია. ამ­ჟა­მად ბი­ჭუ­ნას მშობ­ლე­ბი პა­ტა­რას სამ­კურ­ნა­ლოდ სახ­სრებს ეძე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს

ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს

ბრიტანეთში, ოქსფორდშირში მცხოვრები ენტონი ბრაიანი იშვიათი დაავადებით - Epidermolysis Bullosa-თი დაიბადა. ეს დაავადება ძალიან მგრძნობიარე კანის საფარს გულისხმობს.

კონტაქტის დროს ბიჭუნას კანზე მტკივნეული ანთებები ჩნდება, ისინი სისხლიანი სითხითაა სავსე. მათი დაზიანების შემთხვევაში, კანზე ღია ჭრილობები ჩნდება, რომლებიც მოგვიანებით შუშდება.

ენტონი 18 კვირისაა და პატარას ყელსა და ქუთუთოებზე ანთება უკვე აქვს. ოჯახის წევრები ბავშვს არც კი ეხუტებიან, რომ ტკივილი არ მიაყენონ.

"ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარები და ძალიან მებრალება. თავშეკავება ვისწავლე, რომ არ ჩავეხუტო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ბიჭუნა ყოველთვის იღიმება და ეს მე და ჩემს მეუღლეს ენერგიას გვაძლევს", - ამბობს ენტონის დედა დანიელა.

ენტონის კანის სიმსივნით დაავადების შანსი დიდია. ამჟამად ბიჭუნას მშობლები პატარას სამკურნალოდ სახსრებს ეძებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს